Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში დათანხმდებოდა რატი დურგლიშვილი შიშველ ფოტოსესიას
რა შემთხვევაში დათანხმდებოდა რატი დურგლიშვილი შიშველ ფოტოსესიას

რამ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა­ვი­ცაა, იმ­დე­ნად­ვე ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ხა­სი­ა­თი აქვს რატი დურ­გლიშ­ვილს. ნია ბონ­დის შე­კი­თხვას, დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ შიშ­ველ ფო­ტო­სე­სი­ას და­თან­ხმდე­ბო­და თუ არა, ჩვე­უ­ლი მოკ­რძა­ლე­ბით პა­სუ­ხობს, თუმ­ცა მგო­ნია, რომ და­კუნ­თულ სხე­ულ­ზე უარს ნამ­დვი­ლად არ იტყო­და.

- შენი ყვე­ლა­ზე დიდი ნატ­ვრა.

- მინ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ფი­ნან­სუ­რად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­დეს და მალე მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხო. ეს არის ჩემი დიდი ნატ­ვრა.

- ამ­ბი­ცი­უ­რი ხარ?

- ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია მაქვს ჩემს საქ­მე­ში. ისე არა­ფერს არ მოვ­კი­დებ ხელს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ არ ვიყო. სა­ერ­თოდ, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ ვარ ამ­ბი­ცი­უ­რი. თუმ­ცა, ამ ბოლო დროს გავ­რცელ­და ჩემ­ზე, რა­ღაც თავ­ში აუ­ვარ­დაო, ოღონდ ამას ისე­თე­ბი ამ­ბო­ბენ, ვფიქ­რობ, სა­კუ­თა­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ სა­ზღვრა­ვენ. ვიცი ბევ­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემ­ზე ჭო­რა­ობს.

- ცალ­მხრი­ვად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ?

- ერ­თა­დერ­თხელ ვი­ყა­ვი ცალ­მხრი­ვად და ისიც მე მინ­დო­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო. ისე, ძი­რი­თა­დად ორ­მხრი­ვია ეს გრძნო­ბა. იცი რა, მთა­ვა­რია, რა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა გინ­და. თუ ოჯა­ხის შექ­მნას აპი­რებ, ჰო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორ­მხრი­ვად. ისე, ცოტა ამ კუ­თხით და­ლა­გე­ბუ­ლი ვერ ვარ (იცი­ნის), ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ მი­გებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მარ­თლა მძი­მე ვიყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ამ ეტაპ­ზე არ ვარ. იმი­ტომ, რომ რა­ღაც ეტა­პამ­დე მი­დის ხოლ­მე ეს სა­კი­თხი, მერე ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა. იცი რა, იმ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან ბევრ სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ ჩემს პარტნი­ორს. შემ­დეგ ამას ისე იგე­ბენ, თით­ქოს ასეც უნდა იყოს. პა­ტი­ვის­ცე­მას კარ­გა­ვენ ხოლ­მე ჩემ მი­მართ, მერე უჩ­ნდე­ბათ პრე­ტენ­ზი­ე­ბი, ამ­ბი­ცი­ე­ბი და უკვე მანდ ვე­ღარ მივ­ყვე­ბი (იცი­ნის).

- ყვე­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შენ­და­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გამო და­ინ­გრა?

- არა­მარ­ტო. ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მის გა­მოც.

- პრობ­ლე­მა შენ­შია?

- ჩემ­ში არ არის პრობ­ლე­მა, ამას თვი­თონ ისი­ნიც აღი­ა­რე­ბენ. შეც­დო­მა ყვე­ლას მოს­დის, თუმ­ცა მე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, პარტნი­ორს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ვუქ­მნა.

- ცნო­ბი­ლი სახე ყო­ფი­ლა შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- კი, ერთი-ორი (იცი­ნის).

- რა კომ­პლექ­სე­ბი გაქვს?

- იცი რა, სულ მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებს არ ვუყ­ვარ­ვარ და ვა­წუ­ხებ (იცი­ნის). აი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მჭირს.

- ქალ­ში რას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თველ ქალს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას 85%-ით. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს - თა­ვი­სუფ­ლე­ბას, აზ­როვ­ნე­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს კე­თი­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი. არა­ფე­რი არ უნდა ჰქონ­დეს ხე­ლოვ­ნუ­რი. სას­ტი­კად არ ვარ მომ­ხრე პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის. ყვე­ლა­ფე­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მიყ­ვარს, მათ შო­რის გრძნო­ბე­ბიც. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ტყუ­ი­ლი მე­ზი­ზღე­ბა და მა­გის გამო შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნიც დავ­კარ­გო.

- მა­კას გარ­და ვის­თან ისურ­ვებ­დი დუ­ეტს?

- არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ დუ­ე­ტი ვინ­მეს­თან მემ­ღე­რა. ყო­ველ­თვის სო­ლო­ზე ვფიქ­რობ­დი, სა­ნამ ჩვე­ნი დუ­ე­ტი შე­იქ­მნე­ბო­და. ამი­ტომ არა­ნა­ი­რად არ მო­ვი­სურ­ვებ­დი სხვას­თან, ყვე­ლა­ნა­ი­რად მაკ­მა­ყო­ფი­ლებს მა­კას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა.

- სო­ლი­დუ­რი თან­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შემ­თხვე­ვა­ში შიშ­ველ ფო­ტო­სე­სი­ას და­თან­ხმდე­ბო­დი?

- ფი­ნან­სე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გან­მსა­ზღვრე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მით უმე­ტეს, არც ახლა იქ­ნე­ბა. არ წა­ვალ იმა­ზე, რისი გა­კე­თე­ბაც არ მინ­და. თუ მექ­ნე­ბა და­კუნ­თუ­ლი ტანი ან თუ ჩავ­თვლი, რომ ღი­რე­ბუ­ლია და ევ­რო­პა­ზეც გავა, მერე ვი­ფიქ­რებ (იცი­ნის). მოკ­ლედ რომ ვთქვა, ფუ­ლის გამო არ გა­ვა­კე­თებ, გა­ვა­კე­თებ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ამის სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბა.

- ახლა გაქვს სურ­ვი­ლი?

- არ მაქვს (იცი­ნის). იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ტა­რა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გვყავს მე და მა­კას. მე მათ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. შე­საძ­ლოა, ბევ­რმა მათ­გან­მა მოგ­ბა­ძოს და არ მინ­და, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ახა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდა­ში. მე ცოტა სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ ამ სა­კითხს. ვფიქ­რობ, არ უნდა გა­აწ­ბი­ლო შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

- სო­ლო­კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ახ­ლაც მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სა­ზღვარ­გა­რეთ სო­ლო­კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. უბ­რა­ლოდ, არ ვფიქ­რობ ამა­ზე. სავ­სე­ბით მაკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ჩემ­თვის ფული არ არის გან­მსა­ზღვრე­ლი. რაც აქ მაქვს, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, ამას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იყი­დი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რა შემთხვევაში დათანხმდებოდა რატი დურგლიშვილი შიშველ ფოტოსესიას

რა შემთხვევაში დათანხმდებოდა რატი დურგლიშვილი შიშველ ფოტოსესიას

რამდენად მომხიბლავიცაა, იმდენადვე ღრმა და საინტერესო ხასიათი აქვს რატი დურგლიშვილს. ნია ბონდის შეკითხვას, დიდი თანხის სანაცვლოდ შიშველ ფოტოსესიას დათანხმდებოდა თუ არა, ჩვეული მოკრძალებით პასუხობს, თუმცა მგონია, რომ დაკუნთულ სხეულზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.

-  შენი ყველაზე დიდი ნატვრა.

-  მინდა, ძალიან ბევრი ფინანსურად წელში გამართული ოჯახი ცხოვრობდეს და მალე მთლიანი საქართველო ვნახო. ეს არის ჩემი დიდი ნატვრა.

-  ამბიციური ხარ?

-  ჯანსაღი ამბიცია მაქვს ჩემს საქმეში. ისე არაფერს არ მოვკიდებ ხელს, დარწმუნებული რომ არ ვიყო. საერთოდ, ურთიერთობებში არ ვარ ამბიციური. თუმცა, ამ ბოლო დროს გავრცელდა ჩემზე, რაღაც თავში აუვარდაო, ოღონდ ამას ისეთები ამბობენ, ვფიქრობ, საკუთარი გადმოსახედიდან რომ საზღვრავენ. ვიცი ბევრი ასეთი ადამიანი, ვინც ჩემზე ჭორაობს.

-  ცალმხრივად შეყვარებული ყოფილხარ?

-  ერთადერთხელ ვიყავი ცალმხრივად და ისიც მე მინდოდა, ასე ყოფილიყო. ისე, ძირითადად ორმხრივია ეს გრძნობა. იცი რა, მთავარია, რა ტიპის ურთიერთობა გინდა. თუ ოჯახის შექმნას აპირებ, ჰო, რასაკვირველია, ორმხრივად. ისე, ცოტა ამ კუთხით დალაგებული ვერ ვარ (იცინის), ბევრი ადამიანი ვერ მიგებს. არ არის გამორიცხული, რომ მართლა მძიმე ვიყო ურთიერთობაში.

-  შეყვარებული ხარ?

-  ამ ეტაპზე არ ვარ. იმიტომ, რომ რაღაც ეტაპამდე მიდის ხოლმე ეს საკითხი, მერე ყველაფერი ფუჭდება. იცი რა, იმდენად თავისუფალი და კომუნიკაბელური ვარ, რომ ძალიან ბევრ საშუალებას ვაძლევ ჩემს პარტნიორს. შემდეგ ამას ისე იგებენ, თითქოს ასეც უნდა იყოს. პატივისცემას კარგავენ ხოლმე ჩემ მიმართ, მერე უჩნდებათ პრეტენზიები, ამბიციები და უკვე მანდ ვეღარ მივყვები (იცინის).

-  ყველა სასიყვარულო ურთიერთობა შენდამი უპატივცემულობის გამო დაინგრა?

-  არამარტო. ძალიან ბევრი შეცდომის გამოც.

-  პრობლემა შენშია?

-  ჩემში არ არის პრობლემა, ამას თვითონ ისინიც აღიარებენ. შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მე ურთიერთობაში მაქსიმალურად ვცდილობ, პარტნიორს დისკომფორტი არ შევუქმნა.

-  ცნობილი სახე ყოფილა შენი შეყვარებული?

-  კი, ერთი-ორი (იცინის).

-  რა კომპლექსები გაქვს?

-  იცი რა, სულ მგონია, რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ და ვაწუხებ (იცინის). აი, ასეთი რაღაცები მჭირს.

-  ქალში რას ანიჭებ უპირატესობას?

-  პირველ რიგში, ქართველ ქალს ვანიჭებ უპირატესობას 85%-ით. რასაკვირველია, პიროვნულ თვისებებს - თავისუფლებას, აზროვნებას. აუცილებლად უნდა იყოს კეთილი და ბუნებრივი. არაფერი არ უნდა ჰქონდეს ხელოვნური. სასტიკად არ ვარ მომხრე პლასტიკური ქირურგიის. ყველაფერი ნატურალური მიყვარს, მათ შორის გრძნობებიც. ყველაზე ძალიან ტყუილი მეზიზღება და მაგის გამო შეიძლება საყვარელი ადამიანიც დავკარგო.

-  მაკას გარდა ვისთან ისურვებდი დუეტს?

-  არასდროს მიფიქრია, რომ დუეტი ვინმესთან მემღერა. ყოველთვის სოლოზე ვფიქრობდი, სანამ ჩვენი დუეტი შეიქმნებოდა. ამიტომ არანაირად არ მოვისურვებდი სხვასთან, ყველანაირად მაკმაყოფილებს მაკასთან ერთად სიმღერა.

-  სოლიდური თანხის შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში შიშველ ფოტოსესიას დათანხმდებოდი?

-  ფინანსები არასოდეს ყოფილა განმსაზღვრელი ჩემს ცხოვრებაში და მით უმეტეს, არც ახლა იქნება. არ წავალ იმაზე, რისი გაკეთებაც არ მინდა. თუ მექნება დაკუნთული ტანი ან თუ ჩავთვლი, რომ ღირებულია და ევროპაზეც გავა, მერე ვიფიქრებ (იცინის). მოკლედ რომ ვთქვა, ფულის გამო არ გავაკეთებ, გავაკეთებ მხოლოდ მაშინ, როცა ამის სურვილი მექნება.

-  ახლა გაქვს სურვილი?

-  არ მაქვს (იცინის). იმიტომ, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პატარა გულშემატკივარი გვყავს მე და მაკას. მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. შესაძლოა, ბევრმა მათგანმა მოგბაძოს და არ მინდა, რაღაც სხვანაირი წვლილი შევიტანო ახალი თაობის აღზრდაში. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. ვფიქრობ, არ უნდა გააწბილო შენი გულშემატკივარი.

-  სოლოკარიერაზე ფიქრობ?

-  სიმართლე გითხრა, ახლაც მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საზღვარგარეთ სოლოკარიერის გასაგრძელებლად. უბრალოდ, არ ვფიქრობ ამაზე. სავსებით მაკმაყოფილებს ამ ქვეყანაში ცხოვრება, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ფული არ არის განმსაზღვრელი. რაც აქ მაქვს, სითბო და სიყვარული, ამას ვერანაირად ვერ იყიდი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება