Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება შოუბიზნესში "წითელი ბასანოჩკების" გამო
დაპირისპირება შოუბიზნესში "წითელი ბასანოჩკების" გამო

გი­ორ­გი და­თი­აშ­ვი­ლი­სა და თაკო მე­ლი­ქიშ­ვი­ლის დუ­ე­ტი "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" რა­დიო "არ და­ი­დარ­დოს" ეთერ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რო­გორც გა­ვი­გეთ, მომ­ღერ­ლებ­მა ეთერ ჭე­ლი­ძის სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა, რო­მელ­საც ტექ­სტიც და მე­ლო­დი­აც შეც­ვლი­ლი აქვს, ნა­ხე­ვა­რი წლის წინ გა­და­წყვი­ტეს. სა­ინ­ტე­რე­სოა ამ სიმ­ღე­რის ის­ტო­რი­აც. ეთერ ჭე­ლი­ძემ ეს მე­ლო­დია შექ­მნა აკა­კი წე­რეთ­ლის ლექსზე "იას სი­ნა­ზე მოვსტა­ცე", გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ ფილმში "ისი­ნი" ერთ-ერ­თმა პერ­სო­ნაჟ­მა გი­ტა­რა­ზე შე­ას­რუ­ლა. წლე­ბის მერე კი ეს სიმ­ღე­რა მთლი­ა­ნად შეც­ვლი­ლი ტექ­სტით რეს­ტორ­ნე­ბის ფა­ნოღ-სიმ­ღე­რებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა. გარ­დაც­ვლი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის შვილ­მა, ნინო ელ­ბა­ქი­ძემ, დღემ­დე არ იცის, ვინ შე­უც­ვა­ლა ტექ­სტი დე­დის სიმ­ღე­რას. მცი­რე ხნის წინ კი "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" "პრო­ფი­ლის" ეთერ­ში და­თუ­ნა მგე­ლა­ძემ და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძემ შე­ას­რუ­ლეს, რი­თაც გი­ორ­გი და­თი­აშ­ვი­ლი და თაკო მე­ლი­ქიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნეს. "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი", რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, თავ­და­პირ­ვე­ლად ანრი ჯო­ხა­ძე­სა და ეთერ კა­კუ­ლი­ას უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ რო­დე­საც ან­რიმ გა­ი­გო, რომ სიმ­ღე­რა მის კო­ლე­გებს უკვე ნამ­ღე­რი ჰქონ­დათ, უარი თქვა, და­თუ­ნა მგე­ლა­ძე და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე კი, გი­ორ­გი­სა და თა­კოს მო­საზ­რე­ბით, არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რად მო­იქ­ცნენ.

გი­ორ­გი და­თი­აშ­ვი­ლი:

- "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" ეთერ ჭე­ლი­ძის სიმ­ღე­რაა, მისი პირ­ვან­დე­ლი ვა­რი­ან­ტი რო­მან­სი გახ­ლდათ, ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია ჯა­ზუ­რია. არ მახ­სოვს, რო­მელ წელს გა­მო­ვი­და ფილ­მი "ისი­ნი", მაგ­რამ იქ ვნა­ხე, ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი ამ სიმ­ღე­რას გი­ტა­რა­ზე რო­გორ ას­რუ­ლებ­და. შემ­დეგ რეს­ტორ­ნის მომ­ღერ­ლებ­მა მას ტექ­სტი შე­უც­ვა­ლეს და თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­ა­კე­თეს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სიმ­ღე­რის 70% შეც­ვლი­ლია. მერე და მერე ამა თუ იმ რეს­ტო­რან­ში ყვე­ლა ისე მღე­რო­და, რო­გო­რი ტექ­სტიც თავ­ში მო­უ­ვი­დო­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა "პრო­ფილ­ში" ნამ­ღერ ვა­რი­ანტს, მგო­ნია, რომ ეს არა­კო­ლე­გი­ა­ლო­ბის მა­გა­ლი­თია. ეს სიმ­ღე­რა მე და თაკო მე­ლი­ქიშ­ვილ­მა გა­ვა­ჰი­ტეთ და არ არის ლა­მა­ზი, რომ და­თუ­ნა მგე­ლა­ძემ და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძემ იმ­ღე­რეს. ამის გამო პა­ნი­კა­ში ნამ­დვი­ლად ვერ ჩავ­ვარ­დე­ბო­დი, მაგ­რამ სა­ნამ გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და, და­თუ­ნას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ ეს სიმ­ღე­რა ჩვენ გვქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. და­თუ­ნამ მი­თხრა, ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვე­ვო, მაგ­რამ გა­და­ცე­მა­ში მა­ინც იმ­ღე­რა. ჩემი აზ­რით, ეს სცდე­ბა მე­გობ­რო­ბა­სა და კო­ლე­გი­ა­ლო­ბას. მე სხვას იმა­ვეს არ გა­ვუ­კე­თებ­დი.

ამ­ბობ­დნენ, ჩვენ ვი­ღა­და­ვეთ და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად შე­ვას­რუ­ლეთ ფა­ნო­ღუ­რი სიმ­ღე­რაო. მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ მე და თა­კო­მაც ღა­და­ო­ბის­თვის ჩავ­წე­რეთ "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" და არა სე­რი­ო­ზუ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა გე­მოვ­ნე­ბას, და­თუ­ნა მგე­ლა­ძეს კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, მაგ­რამ მე ვერ მას­წავ­ლის, რა არის კარ­გი და რა - ცუდი. ისე გა­მო­ვი­და, რომ მათ იცი­ან, რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს სიმ­ღე­რა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად და და­თი­აშ­ვილ­მა არ იცის. ანრი ჯო­ხა­ძე­სა და ეთერ კა­კუ­ლი­ას უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ თა­ვი­დან "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" "პრო­ფილ­ში", მაგ­რამ ეთერ ჭე­ლი­ძის შვილ­მა, ნინო ელ­ბა­ქი­ძემ, უთხრა, რომ ჩვენ გვქონ­და ჩა­წე­რი­ლი და ან­რიმ უარი თქვა ამ სიმ­ღე­რა­ზე.

- სა­ნამ მომ­ღერ­ლებს შე­ეხ­მი­ა­ნე­ბო­დი, "პრო­ფი­ლის" პრო­დი­უ­სე­რის­თვის არ და­გი­რე­კავს?

- გვან­ცა კი­ლა­სო­ნია ყო­ფი­ლა პრო­დი­უ­სე­რი და ის აგ­ვა­რებ­და ამ სა­კი­თხებს. "არ და­ი­დარ­დო­ში" მი­ვი­და და და­თუ­ნა­სა და ქრის­ტი­ნეს ნამ­ღე­რი "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" ჩა­ას­მე­ვი­ნა რა­დი­ოს ბა­დე­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი ვერ­სია არ ამო­უ­ღი­ათ, რად­გან თაკო მე­ლი­ქიშ­ვი­ლი ამ რა­დი­ოს თა­ნამ­შრო­მე­ლია და გარ­და ამი­სა, თა­ვა­დაც იცი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

თაკო მე­ლი­ქიშ­ვი­ლი:

- მეც ვფიქ­რობ, რომ ეს არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია, როცა იცი, რომ შენ­მა კო­ლე­გებ­მა სიმ­ღე­რა 6-7 თვის წინ ჩა­წე­რეს. მე და გი­ორ­გის კონ­ცერ­ტებ­ზე ამ სიმ­ღე­რით გვიწ­ვე­ვენ. რა­დი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. სა­ერ­თოდ, მომ­ღე­რა­ლი ჯერ არ­კვევს, ვისი სიმ­ღე­რაა და მერე ას­რუ­ლებს. მგო­ნია, რომ უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ ჩვე­ნი ფაქ­ტო­რი.

- თქვენ ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ნე­ბარ­თვა აღე­ბუ­ლი გქონ­დათ?

- ნინო ელ­ბა­ქი­ძის­გან ავი­ღეთ ნე­ბარ­თვა, მად­ლო­ბა მას, რომ გვა­ჩუ­ქა ეს სიმ­ღე­რა, რად­გან ჩვენ ის არ შეგ­ვი­ძე­ნია და ასე­ვე ხალ­ხს, რომ ჩვე­ნი შეს­რუ­ლე­ბით შე­იყ­ვა­რეს "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი".

და­თუ­ნა მგე­ლა­ძე:

- სა­ნამ "პრო­ფი­ლის­თვის" ამ სიმ­ღე­რას ჩავ­წერ­დით, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა და ვი­სა­უბ­რეთ. მე ავუხ­სე­ნი, რომ გა­და­ცე­მა ამ­ზა­დებ­და პრო­ექტს და მე არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვი. ვურ­ჩიე, გა­და­ცე­მის ავ­ტო­რე­ბის­თვის და­ე­რე­კა. ასე შევ­თან­ხმდით და ნორ­მა­ლუ­რად და­ვას­რუ­ლეთ სა­უ­ბა­რი. ის, რაც შემ­დეგ ით­ქვა, მგო­ნი, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ამ თე­მა­ზე მეტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა აღარ მინ­და.

გვან­ცა კი­ლა­სო­ნია, "პრო­ფი­ლის" პრო­დი­უ­სე­რი:

- მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლია სიმ­ღე­რე­ბის ქა­ვე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ჩვენ ახ­ლაც, ისე­ვე, რო­გორც სხვა გა­და­ცე­მე­ბის დროს, და­ვუ­რე­კეთ ავ­ტორს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კომ­პო­ზი­ტო­რის შვილს, ნინო ელ­ბა­ქი­ძეს და ნე­ბარ­თვა სიმ­ღე­რის ერთჯე­რა­დად შეს­რუ­ლე­ბა­ზე მის­გან ავი­ღეთ. თა­ნაც, თა­ვად ნი­ნომ უკვე გა­არ­კვია ყვე­ლა­ფე­რი და ეს სა­კი­თხი, პრობ­ლე­მა­საც ვერ და­ვარ­ქმევ, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია.

ნინო ელ­ბა­ქი­ძე, ეთერ ჭე­ლი­ძის შვი­ლი:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ სიმ­ღე­რის ეს ვა­რი­ან­ტი გან­სხვავ­დე­ბა პირ­ვან­დე­ლი ვერ­სი­ის­გან. დე­და­ჩემს "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" მე­გობ­რე­ბის წრე­ში არ შე­უს­რუ­ლე­ბია, რო­გორც ეს პრე­სა­ში და­ი­წე­რა. ეს სიმ­ღე­რა დე­დამ შექ­მნა აკა­კი წე­რეთ­ლის ლექსზე "იას სი­ნა­ზე მოვსტა­ცე". ერთ-ერთ კი­ნო­ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი გი­ორ­გის მო­უს­მე­ნია და არ იცო­და, რომ ეს მე­ლო­დია ეთერ ჭე­ლი­ძეს ეკუთ­ვნო­და. "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" პირ­ვე­ლად რა­დი­ოს ეთერ­ში მო­ვის­მი­ნე. რად­გან გი­ორ­გი ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, პრე­ტენ­ზია არ გა­მო­მით­ქვამს და მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ სიმ­ღე­რა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. მინ­და ვთქვა, რომ რო­დე­საც სიმ­ღე­რა უკვე გა­ჰი­ტე­ბუ­ლია, მერე აზრი არ აქვს, ვინ­მეს მისი შეს­რუ­ლე­ბა აუკ­რძა­ლო. ზო­გა­დად, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი მა­ნამ­დე მომ­მარ­თა­ვენ ხოლ­მე, სა­ნამ ჩა­წე­რას და­ა­პი­რე­ბენ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვას ეს არ ეხე­ბა, რად­გან გი­ორ­გის არ სცოდ­ნია, ვინ იყო სიმ­ღე­რის კომ­პო­ზი­ტო­რი.

შემ­დეგ "პრო­ფი­ლი­დან" და­მი­რე­კეს და ერთჯე­რა­დად გა­და­ცე­მა­ში ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის ნე­ბარ­თვა მთხო­ვეს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ და­მიშ­ლია. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რომ პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მოვ­თქვა და ვინ­მეს ჩხუ­ბი და­ვუ­წყო. ახ­ლობ­ლებს ვე­რა­ფერს ვე­ტყვი. ბევ­რი რამ არას­წო­რად ხდე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავ "და­ვალ საყ­ვა­რელ ქუ­ჩებ­ში" ან "ჭა­ღა­რა თბი­ლი­სი" შე­ას­რუ­ლონ. რო­გორც ვიცი, "იმე­დის ტალ­ღა­ზე" "წი­თე­ლი ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" მა­რი­კა თხე­ლი­ძემ და ზუ­ზუ­მაც იმ­ღე­რეს. ზუ­ზუც ასე­ვე ჩემი ახ­ლო­ბე­ლია... რა ვქნა, ვი­საც უნდა, იმ­ღე­როს დე­და­ჩე­მის სიმ­ღე­რე­ბი (იღი­მე­ბა). თუმ­ცა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ეს სიმ­ღე­რა არ გა­ფა­ნო­ღე­ბუ­ლი­ყო.

- ტექ­სტი ვინ შე­უ­სა­ბა­მა, იცით?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. დე­და­ჩემ­ზე გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბას ვა­პი­რებ და როცა მო­მე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოვ­ყვე­ბი ამ სიმ­ღე­რის ის­ტო­რი­ას.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დაპირისპირება შოუბიზნესში "წითელი ბასანოჩკების" გამო

დაპირისპირება შოუბიზნესში "წითელი ბასანოჩკების" გამო

გიორგი დათიაშვილისა და თაკო მელიქიშვილის დუეტი "წითელი ბასანოჩკები" რადიო "არ დაიდარდოს" ეთერში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც გავიგეთ, მომღერლებმა ეთერ ჭელიძის სიმღერის ჩაწერა, რომელსაც ტექსტიც და მელოდიაც შეცვლილი აქვს, ნახევარი წლის წინ გადაწყვიტეს. საინტერესოა ამ სიმღერის ისტორიაც. ეთერ ჭელიძემ ეს მელოდია შექმნა აკაკი წერეთლის ლექსზე "იას სინაზე მოვსტაცე", გარკვეული ხნის შემდეგ ფილმში "ისინი" ერთ-ერთმა პერსონაჟმა გიტარაზე შეასრულა. წლების მერე კი ეს სიმღერა მთლიანად შეცვლილი ტექსტით რესტორნების ფანოღ-სიმღერებს შორის აღმოჩნდა. გარდაცვლილი კომპოზიტორის შვილმა, ნინო ელბაქიძემ, დღემდე არ იცის, ვინ შეუცვალა ტექსტი დედის სიმღერას. მცირე ხნის წინ კი "წითელი ბასანოჩკები" "პროფილის" ეთერში დათუნა მგელაძემ და ქრისტინე იმედაძემ შეასრულეს, რითაც გიორგი დათიაშვილი და თაკო მელიქიშვილი ძალიან გაანაწყენეს. "წითელი ბასანოჩკები", როგორც გიორგი ამბობს, თავდაპირველად ანრი ჯოხაძესა და ეთერ კაკულიას უნდა შეესრულებინათ, მაგრამ როდესაც ანრიმ გაიგო, რომ სიმღერა მის კოლეგებს უკვე ნამღერი ჰქონდათ, უარი თქვა, დათუნა მგელაძე და ქრისტინე იმედაძე კი, გიორგისა და თაკოს მოსაზრებით, არაკოლეგიალურად მოიქცნენ.

გიორგი დათიაშვილი:

-  "წითელი ბასანოჩკები" ეთერ ჭელიძის სიმღერაა, მისი პირვანდელი ვარიანტი რომანსი გახლდათ, ორიგინალური ვერსია ჯაზურია. არ მახსოვს, რომელ წელს გამოვიდა ფილმი "ისინი", მაგრამ იქ ვნახე, ერთ-ერთი პერსონაჟი ამ სიმღერას გიტარაზე როგორ ასრულებდა. შემდეგ რესტორნის მომღერლებმა მას ტექსტი შეუცვალეს და თავისებურად გადააკეთეს. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერის 70% შეცვლილია. მერე და მერე ამა თუ იმ რესტორანში ყველა ისე მღეროდა, როგორი ტექსტიც თავში მოუვიდოდათ.

რაც შეეხება "პროფილში" ნამღერ ვარიანტს, მგონია, რომ ეს არაკოლეგიალობის მაგალითია. ეს სიმღერა მე და თაკო მელიქიშვილმა გავაჰიტეთ და არ არის ლამაზი, რომ დათუნა მგელაძემ და ქრისტინე იმედაძემ იმღერეს. ამის გამო პანიკაში ნამდვილად ვერ ჩავვარდებოდი, მაგრამ სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, დათუნას დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს სიმღერა ჩვენ გვქონდა შესრულებული. დათუნამ მითხრა, ყველაფერს გავარკვევო, მაგრამ გადაცემაში მაინც იმღერა. ჩემი აზრით, ეს სცდება მეგობრობასა და კოლეგიალობას. მე სხვას იმავეს არ გავუკეთებდი.

ამბობდნენ, ჩვენ ვიღადავეთ და გემოვნებიანად შევასრულეთ ფანოღური სიმღერაო. მაგრამ საქმე ისაა, რომ მე და თაკომაც ღადაობისთვის ჩავწერეთ "წითელი ბასანოჩკები" და არა სერიოზულად. რაც შეეხება გემოვნებას, დათუნა მგელაძეს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ მე ვერ მასწავლის, რა არის კარგი და რა - ცუდი. ისე გამოვიდა, რომ მათ იციან, როგორ უნდა გაკეთდეს სიმღერა გემოვნებიანად და დათიაშვილმა არ იცის. ანრი ჯოხაძესა და ეთერ კაკულიას უნდა შეესრულებინათ თავიდან "წითელი ბასანოჩკები" "პროფილში", მაგრამ ეთერ ჭელიძის შვილმა, ნინო ელბაქიძემ, უთხრა, რომ ჩვენ გვქონდა ჩაწერილი და ანრიმ უარი თქვა ამ სიმღერაზე.

-  სანამ მომღერლებს შეეხმიანებოდი, "პროფილის" პროდიუსერისთვის არ დაგირეკავს?

-  გვანცა კილასონია ყოფილა პროდიუსერი და ის აგვარებდა ამ საკითხებს. "არ დაიდარდოში" მივიდა და დათუნასა და ქრისტინეს ნამღერი "წითელი ბასანოჩკები" ჩაასმევინა რადიოს ბადეში, მაგრამ ჩვენი ვერსია არ ამოუღიათ, რადგან თაკო მელიქიშვილი ამ რადიოს თანამშრომელია და გარდა ამისა, თავადაც იციან თანამშრომლობა.

თაკო მელიქიშვილი:

-  მეც ვფიქრობ, რომ ეს არაკოლეგიალური საქციელია, როცა იცი, რომ შენმა კოლეგებმა სიმღერა 6-7 თვის წინ ჩაწერეს. მე და გიორგის კონცერტებზე ამ სიმღერით გვიწვევენ. რადიოში პირველ ადგილზეა. საერთოდ, მომღერალი ჯერ არკვევს, ვისი სიმღერაა და მერე ასრულებს. მგონია, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ ჩვენი ფაქტორი.

-  თქვენ ამ სიმღერის შესრულებაზე ნებართვა აღებული გქონდათ?

-  ნინო ელბაქიძისგან ავიღეთ ნებართვა, მადლობა მას, რომ გვაჩუქა ეს სიმღერა, რადგან ჩვენ ის არ შეგვიძენია და ასევე ხალხს, რომ ჩვენი შესრულებით შეიყვარეს "წითელი ბასანოჩკები".

დათუნა მგელაძე:

-  სანამ "პროფილისთვის" ამ სიმღერას ჩავწერდით, გიორგიმ დამირეკა და ვისაუბრეთ. მე ავუხსენი, რომ გადაცემა ამზადებდა პროექტს და მე არაფერ შუაში არ ვიყავი. ვურჩიე, გადაცემის ავტორებისთვის დაერეკა. ასე შევთანხმდით და ნორმალურად დავასრულეთ საუბარი. ის, რაც შემდეგ ითქვა, მგონი, ძალიან უხერხულია, მაგრამ, მართალი გითხრათ, ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება აღარ მინდა.

გვანცა კილასონია, "პროფილის" პროდიუსერი:

-  მთელ მსოფლიოში მიღებულია სიმღერების ქავერების შესრულება. ჩვენ ახლაც, ისევე, როგორც სხვა გადაცემების დროს, დავურეკეთ ავტორს, ამ შემთხვევაში კომპოზიტორის შვილს, ნინო ელბაქიძეს და ნებართვა სიმღერის ერთჯერადად შესრულებაზე მისგან ავიღეთ. თანაც, თავად ნინომ უკვე გაარკვია ყველაფერი და ეს საკითხი, პრობლემასაც ვერ დავარქმევ, უკვე გადაწყვეტილია.

ნინო ელბაქიძე, ეთერ ჭელიძის შვილი:

-  პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ სიმღერის ეს ვარიანტი განსხვავდება პირვანდელი ვერსიისგან. დედაჩემს "წითელი ბასანოჩკები" მეგობრების წრეში არ შეუსრულებია, როგორც ეს პრესაში დაიწერა. ეს სიმღერა დედამ შექმნა აკაკი წერეთლის ლექსზე "იას სინაზე მოვსტაცე". ერთ-ერთ კინოფილმში შესრულებული ვარიანტი გიორგის მოუსმენია და არ იცოდა, რომ ეს მელოდია ეთერ ჭელიძეს ეკუთვნოდა. "წითელი ბასანოჩკები" პირველად რადიოს ეთერში მოვისმინე. რადგან გიორგი ჩემი ახლობელია, პრეტენზია არ გამომითქვამს და მივეცი უფლება, რომ სიმღერა შეესრულებინათ. მინდა ვთქვა, რომ როდესაც სიმღერა უკვე გაჰიტებულია, მერე აზრი არ აქვს, ვინმეს მისი შესრულება აუკრძალო. ზოგადად, კარგი იქნება, თუკი მანამდე მომმართავენ ხოლმე, სანამ ჩაწერას დააპირებენ, მაგრამ ამ შემთხვევას ეს არ ეხება, რადგან გიორგის არ სცოდნია, ვინ იყო სიმღერის კომპოზიტორი.

შემდეგ "პროფილიდან" დამირეკეს და ერთჯერადად გადაცემაში ამ სიმღერის შესრულების ნებართვა მთხოვეს. ამ შემთხვევაშიც არ დამიშლია. არ ვარ ის ადამიანი, რომ პრეტენზიები გამოვთქვა და ვინმეს ჩხუბი დავუწყო. ახლობლებს ვერაფერს ვეტყვი. ბევრი რამ არასწორად ხდება, მაგრამ ვერავის ავუკრძალავ "დავალ საყვარელ ქუჩებში" ან "ჭაღარა თბილისი" შეასრულონ. როგორც ვიცი, "იმედის ტალღაზე" "წითელი ბასანოჩკები" მარიკა თხელიძემ და ზუზუმაც იმღერეს. ზუზუც ასევე ჩემი ახლობელია... რა ვქნა, ვისაც უნდა, იმღეროს დედაჩემის სიმღერები (იღიმება). თუმცა კარგი იქნებოდა, ეს სიმღერა არ გაფანოღებულიყო.

-  ტექსტი ვინ შეუსაბამა, იცით?

-  წარმოდგენა არ მაქვს. დედაჩემზე გადაცემის მომზადებას ვაპირებ და როცა მომეცემა შესაძლებლობა, მოვყვები ამ სიმღერის ისტორიას.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება