მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი
ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე ხში­რად ჩი­ვის, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა არ იცი­ან და არც აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი არ აკ­ვირ­ვებს ურუგ­ვა­ის მცხოვ­რებ­ლებს. გა­ი­ცა­ნით: ას­კე­ტი და ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ხოსე მუ­ხი­კა. იგი დაძ­ვე­ლე­ბულ ფერ­მა­ში ცხოვ­რობს და თით­ქმის მთელ ხელ­ფასს ქველ­მოქ­მე­დე­ბას ახ­მარს.

მისი სახ­ლის წინ თოკ­ზე სა­რე­ცხი შრე­ბა. ბა­ლა­ხით და­ფა­რულ შუა ეზო­ში მდე­ბა­რე ჭი­დან მუ­ხი­კამ წყა­ლი უნდა მო­ზი­დოს, სახ­ლს მხო­ლოდ ორი პო­ლი­ცი­ე­ლი და სამ­ფე­ხა ძაღ­ლი სა­ხე­ლად ემა­ნუ­ე­ლა და­რა­ჯო­ბენ. სწო­რედ ასე ცხოვ­რობს ხოსე მუ­ხი­კა - ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის სტი­ლიც სა­ერ­თოდ არ ჰგავს ძლი­ერ­თა ამა ქვეყ­ნი­სა­თა ცხოვ­რე­ბას.

ხოსე ალ­ბერ­ტო მუ­ხი­კა კორ­და­ნო 1935 წლის 20 მა­ისს მონ­ტე­ვი­დე­ო­ში და­ი­ბა­და. ურუგ­ვა­ელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, 2009 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფარ­თო ფრონ­ტის კან­დი­დატ­მა, ხოსე ალ­ბერ­ტომ მე­ო­რე ტურ­ში, რო­მე­ლიც 29 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა, თა­ვის ძი­რი­თად პრე­ტენ­დენტს აჯო­ბა და ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას 2010 წლის 1 მარტს შე­უდ­გა.

2005-დან 2008 წლამ­დე მუ­ხი­კა ურუგ­ვა­ის სა­სა­ქონ­ლე მე­ურ­ნე­ო­ბის, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი­სა და მე­თევ­ზე­ო­ბის მი­ნის­ტრი იყო, შემ­დეგ - სე­ნა­ტო­რი.

2005 წელს მუ­ხი­კამ სე­ნატ­ში თა­ვის კო­ლე­გა­სა და სა­ხალ­ხო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ის­ტო­რი­ულ ლი­დერ ლუსი ტო­პო­ლანსკი­ზე იქორ­წი­ნა.

"მე ძა­ლი­ან კარ­გად ვცხოვ­რობ"

პრე­ზი­დენ­ტმა უარი თქვა ოფი­ცი­ა­ლურ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და თა­ვის მშობ­ლი­ურ ფერ­მა­ში და­სახ­ლდა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ მონ­ტე­ვი­დე­ოს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. სახ­ლის­კენ ერ­თა­დერ­თი გრუნ­ტის გზა მი­დის. პრე­ზი­დენ­ტი და მისი ცოლი გა­სა­ყიდ ყვა­ვი­ლებს აშე­ნე­ბენ. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შე­ბი მათ არ ჰყავთ. არც დაც­ვის­თვის ეხარ­ჯე­ბა ბევ­რი ფული - მისი დაც­ვა ორი პო­ლი­ცი­ე­ლის­გან შედ­გე­ბა. ცოლ-ქმრის სუფ­რა ას­კე­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მუ­ხი­კა ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის თა­ვი­სი ხელ­ფა­სის 90%-ს გას­ცემს. ხელ­ფა­სი კი პრე­ზი­დენტს არც ისე მცი­რე, თვე­ში 12 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი აქვს.

მას მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღარ­იბ პრე­ზი­დენტს უწო­დე­ბენ. "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ვცხოვ­რობ, - ამ­ბობს მუ­ხი­კა. - ჩემს ბაღ­ში ძველ სკამ­ზე ვზი­ვარ. სკამ­ზე ძვე­ლი ბა­ლი­ში დევს, რო­მე­ლიც მა­ნუ­ელ­მა დაღ­რღნა: - მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რაც მაქვს".

პრე­ზი­დენ­ტი ეხ­მა­რე­ბა მცი­რე ბიზ­ნესს, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ღა­რი­ბებს. ურუგ­ვა­ის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო პირი ვალ­დე­ბუ­ლია თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლი­სა და პი­რა­დი ქო­ნე­ბის დეკ­ლა­რა­ცია წარ­მო­ად­გი­ნოს.

2010 წელს პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და 1987 წელს გა­მოშ­ვე­ბულ 1800 დო­ლა­რად ღი­რე­ბულ "ფოლკს­ვა­ვენ" გოლფს.

ამ წელს მუ­ხი­კამ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლის ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი შე­ი­ტა­ნა - ეს არის მიწა, რამ­დე­ნი­მე ტრაქ­ტო­რი და სახ­ლი. შე­დე­გად მისი ქო­ნე­ბა 215 ათა­სი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და.

1960-1970 წლებ­ში იგი მე­მარ­ცხე­ნე მოძ­რა­ო­ბა "ტუ­პა­მა­რო­სის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და, რო­მე­ლიც კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის იდე­ე­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი.

ხოსე ექ­ვსჯერ იყო დაჭ­რი­ლი, 14 წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. პა­ტიმ­რო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­მარ­ტოო კა­მე­რა­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი. ცი­ხი­დან 1985 წელს გა­მო­ვი­და, რო­დე­საც ურუგ­ვა­ი­ში კვლავ გა­ი­მარ­ჯვა დე­მოკ­რა­ტი­ამ. მისი თქმით, პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ცხოვ­რე­ბა­ზე მისი შე­ხე­დუ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. "მე ყვე­ლა­ზე ღა­რიბ პრე­ზი­დენტს მი­წო­დე­ბენ, მაგ­რამ თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. ღა­რი­ბე­ბი არი­ან ისი­ნი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმი­ტომ მუ­შა­ო­ბენ, რომ სიმ­დიდ­რე­ში იცხოვ­რონ. მათ სულ უფრო და უფრო მეტი უნ­დათ".

"თუ თქვენ ცოტა ნივ­თი გაქვთ, მა­შინ აზრი არ აქვს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ნა­სა­ვით იშ­რო­მოთ ამ ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად. შე­დე­გად გა­მო­გი­ვათ, რომ ყვე­ლა­ზე დიდი დრო სა­კუ­თარ თავს და­უთ­მეთ. შე­იძ­ლე­ბა, მე შეშ­ლილ მო­ხუცს ვგა­ვარ, მაგ­რამ ეს არის ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხია".

მა­რი­ხუ­ა­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცია

პრე­ზი­დენ­ტი მა­რი­ხუ­ა­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრეა. ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტმა ამის შე­სა­ხებ რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში გა­მარ­თულ "დიდი ოცე­უ­ლის" იუ­ნეს­კოს სა­მიტ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მუ­ხი­კას მა­რი­ხუ­ა­ნის ლე­გა­ლი­ზე­ბის გარ­და, "ბა­ლა­ხე­ბით" ვაჭ­რო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მო­ნო­პო­ლი­ის შე­მო­ღე­ბა სურს.

"მარ­ხი­უ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბა არც ისე ცუ­დია, - მი­იჩ­ნევს ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტი, - ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მა ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბაა".

შე­ეძ­ლო პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ეცხოვ­რა

"მთე­ლი დღე მყარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ სი­ღა­რი­ბეს. მაგ­რამ ჩვენ რაზე ვფიქ­რობთ? ნუთუ ჩვენ გვინ­და მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დო­ნეს მი­ვაღ­წი­ოთ? მე თქვენ გე­კი­თხე­ბით: რა და­ე­მარ­თე­ბა ჩვენს პლა­ნე­ტას, თუკი ინ­დი­ე­ლე­ბის ყვე­ლა ოჯახს ეყო­ლე­ბა იმ­დე­ნი­ვე მან­ქა­ნა, რამ­დე­ნიც გერ­მა­ნი­ა­ში ჰყავთ? მა­შინ რამ­დე­ნი ჟანგბა­დი დარ­ჩე­ბა დე­და­მი­წა­ზე? არის ჩვენს დე­და­მი­წა­ზე საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი იმის­თვის, რომ შვიდ­მა თუ რვა მი­ლი­არ­დმა ადა­მი­ან­მა ისე უთავ­ბო­ლოდ ვა­ნი­ა­ვოთ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ამას მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი აკე­თე­ბენ? სწო­რედ ასე­თი ჰი­პერ­მოხ­მა­რე­ბა აზი­ა­ნებს ჩვენს პლა­ნე­ტას", - გა­ნა­ცხა­და ურუგ­ვა­ის ლი­დერ­მა ერთ-ერთ სა­მიტ­ზე.

ხოსე მუ­ხი­კა უმე­ტეს პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ "ისი­ნი მოხ­მა­რე­ბის ხარ­ჯზე ეკო­ნო­მი­კის ზრდის იდე­ით არი­ან შე­პყრო­ბი­ლე­ბი, თით­ქოს ამის გა­რე­შე ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი მოვა".

რო­გორც უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს ურუგ­ვა­ის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სხვა ლი­დე­რე­ბის­გან, იგი პო­ლი­ტი­კო­სად რჩე­ბა.

"მუ­ხი­კა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის გამო ბევ­რს მოს­წონს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ აკ­რი­ტი­კე­ბენ მისი მმარ­თვე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კას", - ამ­ბობს ერთ-ერთი ურუგ­ვა­ე­ლი სო­ცი­ო­ლო­გი.

ურუგ­ვა­ის ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაზ­რდამ გავ­ლე­ნა არ იქო­ნია გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. პირ­ვე­ლად პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინ­გი 50%-ზე დაბ­ლა და­ე­ცა. მას აკ­რი­ტი­კე­ბენ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მოც. ურუგ­ვა­ის კონ­გრეს­მა მი­ი­ღო კა­ნო­ნი - 12 კვი­რის ფეხ­მძი­მის აბორ­ტის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ზე, თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი პრე­ზი­დენ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მუ­ხი­კამ კა­ნონს ვეტო არ და­ა­დო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამომ­რჩევ­ლებს შო­რის პო­პუ­ლა­რო­ბის და­კარ­გვა­ზე ხოსე ალ­ბერ­ტო არ უნდა ნერ­ვი­უ­ლობ­დეს. ურუგ­ვა­ის კა­ნო­ნი პრე­ზი­დენ­ტის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას­თან, იგი უკვე 77 წლი­საა და 2014 წელს ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დად­გე­ბა. ამის შემ­დეგ ის მი­ი­ღებს პენ­სი­ას და სხვა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ მო­უ­წევს მკვეთ­რად და­ცე­მულ შე­მო­სა­ვალ­თან შე­გუ­ე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის მოსახლე ხშირად ჩივის, რომ პოლიტიკოსებმა არ იციან და არც აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ უბრალო ადამიანები, მაგრამ ეს ფაქტი არ აკვირვებს ურუგვაის მცხოვრებლებს. გაიცანით: ასკეტი და ვეგეტარიანელი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა. იგი დაძველებულ ფერმაში ცხოვრობს და თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას ახმარს.

მისი სახლის წინ თოკზე სარეცხი შრება. ბალახით დაფარულ შუა ეზოში მდებარე ჭიდან მუხიკამ წყალი უნდა მოზიდოს, სახლს მხოლოდ ორი პოლიციელი და სამფეხა ძაღლი სახელად ემანუელა დარაჯობენ. სწორედ ასე ცხოვრობს ხოსე მუხიკა - ურუგვაის პრეზიდენტი, რომლის ცხოვრების სტილიც საერთოდ არ ჰგავს ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცხოვრებას.

ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო 1935 წლის 20 მაისს მონტევიდეოში დაიბადა. ურუგვაელმა პოლიტიკოსმა, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფართო ფრონტის კანდიდატმა, ხოსე ალბერტომ მეორე ტურში, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა, თავის ძირითად პრეტენდენტს აჯობა და ურუგვაის პრეზიდენტად აირჩიეს. ოფიციალურად საპრეზიდენტო საქმიანობას 2010 წლის 1 მარტს შეუდგა.

2005-დან 2008 წლამდე მუხიკა ურუგვაის სასაქონლე მეურნეობის, მიწათმოქმედებისა და მეთევზეობის მინისტრი იყო, შემდეგ - სენატორი.

2005 წელს მუხიკამ სენატში თავის კოლეგასა და სახალხო მონაწილეობის ისტორიულ ლიდერ ლუსი ტოპოლანსკიზე იქორწინა.

"მე ძალიან კარგად ვცხოვრობ"

პრეზიდენტმა უარი თქვა ოფიციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრებაზე და თავის მშობლიურ ფერმაში დასახლდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მონტევიდეოსთან ახლოს მდებარეობს. სახლისკენ ერთადერთი გრუნტის გზა მიდის. პრეზიდენტი და მისი ცოლი გასაყიდ ყვავილებს აშენებენ. დაქირავებული მუშები მათ არ ჰყავთ. არც დაცვისთვის ეხარჯება ბევრი ფული - მისი დაცვა ორი პოლიციელისგან შედგება. ცოლ-ქმრის სუფრა ასკეტურად გამოიყურება. მუხიკა ქველმოქმედებისთვის თავისი ხელფასის 90%-ს გასცემს. ხელფასი კი პრეზიდენტს არც ისე მცირე, თვეში 12 ათასი ამერიკული დოლარი აქვს.

მას მსოფლიოში ყველაზე ღარ­იბ პრეზიდენტს უწოდებენ. "მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ, - ამბობს მუხიკა. - ჩემს ბაღში ძველ სკამზე ვზივარ. სკამზე ძველი ბალიში დევს, რომელიც მანუელმა დაღრღნა: - მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს".

პრეზიდენტი ეხმარება მცირე ბიზნესს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ღარიბებს. ურუგვაის ყველა სახელმწიფო პირი ვალდებულია თავისი შემოსავლისა და პირადი ქონების დეკლარაცია წარმოადგინოს.

2010 წელს პრეზიდენტის ქონება წარმოადგენდა 1987 წელს გამოშვებულ 1800 დოლარად ღირებულ "ფოლკსვავენ" გოლფს.

ამ წელს მუხიკამ დეკლარაციაში მეუღლის ქონების ნახევარი შეიტანა - ეს არის მიწა, რამდენიმე ტრაქტორი და სახლი. შედეგად მისი ქონება 215 ათასი დოლარით გაიზარდა.

1960-1970 წლებში იგი მემარცხენე მოძრაობა "ტუპამაროსის" შემადგენლობაში იბრძოდა, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული.

ხოსე ექვსჯერ იყო დაჭრილი, 14 წელი ციხეში გაატარა. პატიმრობის დიდი ნაწილი სამარტოო კამერაში იყო გამოკეტილი. ციხიდან 1985 წელს გამოვიდა, როდესაც ურუგვაიში კვლავ გაიმარჯვა დემოკრატიამ. მისი თქმით, პატიმრობაში გატარებულმა წლებმა ცხოვრებაზე მისი შეხედულების ფორმირება მოახდინა. "მე ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს მიწოდებენ, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ღარიბები არიან ისინი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ სიმდიდრეში იცხოვრონ. მათ სულ უფრო და უფრო მეტი უნდათ".

"თუ თქვენ ცოტა ნივთი გაქვთ, მაშინ აზრი არ აქვს, მთელი ცხოვრება მონასავით იშრომოთ ამ ნივთების შესაძენად. შედეგად გამოგივათ, რომ ყველაზე დიდი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. შეიძლება, მე შეშლილ მოხუცს ვგავარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი, ეს თავისუფლების საკითხია".

მარიხუანის ლეგალიზაცია

პრეზიდენტი მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეა. ურუგვაის პრეზიდენტმა ამის შესახებ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ "დიდი ოცეულის" იუნესკოს სამიტზე განაცხადა.

მუხიკას მარიხუანის ლეგალიზების გარდა, "ბალახებით" ვაჭრობის სახელმწიფო მონოპოლიის შემოღება სურს.

"მარხიუანის მოხმარება არც ისე ცუდია, - მიიჩნევს ურუგვაის პრეზიდენტი, - ნამდვილი პრობლემა ნარკოტიკებით ვაჭრობაა".

შეეძლო პრეზიდენტის რეზიდენციაში ეცხოვრა

"მთელი დღე მყარ განვითარებაზე ვლაპარაკობდით, იმაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს. მაგრამ ჩვენ რაზე ვფიქრობთ? ნუთუ ჩვენ გვინდა მდიდარი ქვეყნების ცხოვრებისა და მოთხოვნილებების დონეს მივაღწიოთ? მე თქვენ გეკითხებით: რა დაემართება ჩვენს პლანეტას, თუკი ინდიელების ყველა ოჯახს ეყოლება იმდენივე მანქანა, რამდენიც გერმანიაში ჰყავთ? მაშინ რამდენი ჟანგბადი დარჩება დედამიწაზე? არის ჩვენს დედამიწაზე საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ შვიდმა თუ რვა მილიარდმა ადამიანმა ისე უთავბოლოდ ვანიავოთ ყველაფერი, როგორც ამას მდიდარი ქვეყნები აკეთებენ? სწორედ ასეთი ჰიპერმოხმარება აზიანებს ჩვენს პლანეტას", - განაცხადა ურუგვაის ლიდერმა ერთ-ერთ სამიტზე.

ხოსე მუხიკა უმეტეს პოლიტიკურ ლიდერს იმაში ადანაშაულებს, რომ "ისინი მოხმარების ხარჯზე ეკონომიკის ზრდის იდეით არიან შეპყრობილები, თითქოს ამის გარეშე ქვეყნის დასასრული მოვა".

როგორც უნდა გამოირჩეოდეს ურუგვაის ვეგეტარიანელი პრეზიდენტი სხვა ლიდერებისგან, იგი პოლიტიკოსად რჩება.

"მუხიკა თავისი ცხოვრების სტილის გამო ბევრს მოსწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აკრიტიკებენ მისი მმართველობის პოლიტიკას", - ამბობს ერთ-ერთი ურუგვაელი სოციოლოგი.

ურუგვაის ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაზრდამ გავლენა არ იქონია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე. პირველად პრეზიდენტის რეიტინგი 50%-ზე დაბლა დაეცა. მას აკრიტიკებენ სხვა გადაწყვეტილებების გამოც. ურუგვაის კონგრესმა მიიღო კანონი - 12 კვირის ფეხმძიმის აბორტის ლეგალიზებაზე, თავისი წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მუხიკამ კანონს ვეტო არ დაადო.

მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებს შორის პოპულარობის დაკარგვაზე ხოსე ალბერტო არ უნდა ნერვიულობდეს. ურუგვაის კანონი პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არ ითვალისწინებს. ამასთან, იგი უკვე 77 წლისაა და 2014 წელს ავტომატურად გადადგება. ამის შემდეგ ის მიიღებს პენსიას და სხვა ყოფილი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, არ მოუწევს მკვეთრად დაცემულ შემოსავალთან შეგუება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს