სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე ბა­თუმ­ში, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი პი­როვ­ნე­ბა და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლია ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ანას" მე­პატ­რო­ნე, 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბი­ჭი­კო ა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­რო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ასე­ვე ბა­თუმ­ში, იმე­დაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "მი­რი­ა­ნის" მფლო­ბე­ლი, 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი როს­ტომ მ. და­ა­კა­ვეს. მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, მოწ­მის სტა­ტუ­სით, აღ­ნიშ­ნულ სას­ტუმ­რო­ებ­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც და­ი­კი­თხნენ.

ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 254-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ჯა­რი­მას ან ორი­დან ოთხ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. როს­ტომ მ. და ბი­ჭი­კო ა. ბა­თუ­მის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პიროვნება დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ანას" მეპატრონე, 1963 წელს დაბადებული ბიჭიკო ა. აღნიშნული სასტუმრო 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დაკავების მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა, ასევე ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "მირიანის" მფლობელი, 1966 წელს დაბადებული როსტომ მ. დააკავეს. მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

გამოძიების მსვლელობისას, მოწმის სტატუსით, აღნიშნულ სასტუმროებში მყოფი ქალბატონებიც დაიკითხნენ.

ორივე ბრალდებულის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე 254-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როსტომ მ. და ბიჭიკო ა. ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ