საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"
"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­დი­კო! ჩემო შვი­ლო, ჩემო კარ­გო მა­მი­კო, ჩემო სი­ხა­რუ­ლო და ბედ­ნი­ე­რე­ბავ! მე­დეა! მა­პა­ტიე, გე­მუ­და­რე­ბი, მა­პა­ტიე ეს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი შენს წი­ნა­შე, მთე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე. მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია, დაგ­ჩე­რე­ბო­დი შენ მძი­ნა­რეს, მაგ­რამ თა­ვის მოკ­ვლა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, და ვერც შენ გა­და­მარ­ჩი­ნე. არა­ვის და­აბ­რა­ლო ჩემი სიკ­ვდი­ლი. გა­იზ­რდე­ბი, და­უ­ფიქ­რდე­ბი ჩემს ბედს და დარ­წმუნ­დე­ბი, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლი სჯობ­და, შენ უფრო უბე­დუ­რი იქ­ნე­ბო­დი, რომ მე დღეს თავი არ მო­მეკ­ლა. გიყ­ვარ­დეს დედა და ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ისი­ნი არ დაგ­ტო­ვე­ბენ არც ერთი წუ­თით და რამ­დე­ნად­მე მა­ინც გა­გი­ად­ვი­ლე­ბენ ობ­ლო­ბას. მე­ტის წერა აღარ შე­მიძ­ლია. მშვი­დო­ბით, მა­მი­კო! მე­დეა, მე­დეა, მშვი­დო­ბით! ის­წავ­ლე, იშ­რო­მე, ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი თქვი, ეცა­დე, სა­სა­ხე­ლო ქალი გა­მოხ­ვი­დე, გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო, მუ­დამ გახ­სოვ­დეს შენი ახ­ლობ­ლე­ბი. შენი უსა­ზღვროდ მოყ­ვა­რუ­ლი მამა". პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა უკა­ნას­კნე­ლი სათ­ქმე­ლი ქა­ლიშ­ვილს ამ წე­რი­ლის სა­ხით და­უ­ტო­ვა...

ვი­ნა­ი­დან "გზის" ამ ნო­მერ­თან ერ­თად, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლი" მკი­თხველს პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გვინ­და, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზეც პო­ე­ტის რამ­დე­ნი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ას­პექტს შე­ვე­ხოთ... გვე­სა­უბ­რე­ბა ფი­ლო­ლო­გი, მკვლე­ვა­რი ზე­ი­ნაბ ლომ­ჯა­რია.

- პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი სხვა "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბის­გან" არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც ეს ერთი მთლი­ა­ნი ჯგუ­ფი გახ­ლდათ, რომ­ლის წევ­რე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, ერ­თმა­ნეთს დამ­სგავ­სე­ბოდ­ნენ. არ არის მარ­თა­ლი, რომ ამ­ბო­ბენ, სი­ცო­ცხლის ბოლო წელს პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტაო. პა­ო­ლო და ტი­ცი­ა­ნი სი­ა­მის ტყუ­პი­ვით იყ­ვნენ. უბ­რა­ლოდ, ის იყო, რომ სი­ცო­ცხლის ბოლო ექ­ვსი თვე პა­ო­ლოს მუდ­მი­ვად და­კი­თხვებ­ზე იბა­რებ­დნენ...

- მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პა­ო­ლო იაშ­ვილს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი აღი­ა­რებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პო­ეტს მტე­რიც ბევ­რი ჰყავ­და...

- პა­ო­ლო იაშ­ვილს მტრე­ბი მარ­თლაც არ აკ­ლდა. "თორ­მე­ტი წლი­დან მე ბრა­ზი­ან კაცს ვე­ჭი­დე­ბი", - 1920 წელს ერთ ლექსში წერ­და პო­ე­ტი. ეს "ბრა­ზი­ა­ნი კაცი" მისი რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი "ძაღ­ლის ენად" მო­იხ­სე­ნია. მე­ო­რე დღეს ყმაწ­ვი­ლი პა­ო­ლო შინ მი­მა­ვალ პე­და­გოგს წინ გა­დას­დგო­მია და მხარ­ში შურ­დუ­ლით ქვა უს­ვრია... პო­ე­ტის მტრე­ბის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. აქ ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძი­სა და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას და­სა­ხე­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია... 1916 წლის 27 თე­ბერ­ვალს ჟურ­ნა­ლი "ცის­ფე­რი ყან­წე­ბი" და­ი­ბეჭ­და. 10 მარტს ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძემ გა­ზეთ­ში "თა­ნა­მედ­რო­ვე აზრი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი სა­თა­უ­რით "საბ­რა­ლო­ნი", გა­აკ­რი­ტი­კა ჟურ­ნა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა; პა­ო­ლო, ტი­ცი­ა­ნი, იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი, სან­დრო შან­ში­აშ­ვი­ლი, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე "ლოთ ძმა-ბი­ჭე­ბად" მო­იხ­სე­ნია და გა­ლა­კტი­ო­ნიც გაჰ­კენ­წლა. 1923-1924 წლებ­ში ბე­რი­ამ სის­ხლის კა­ლო­ე­ბი და­ატ­რი­ა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. შო­რა­პან­ში, ვა­გონ­ში ჩა­ცხრი­ლეს პა­ო­ლოს 20 წლის ძმა, ვა­სი­ლი (ჭუ­ნია), რო­მე­ლიც და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზე, ქე­თე­ვან­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი. უც­ნა­უ­რია ქარ­თვე­ლი კაცი! ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, იმე­რეთ­ში სიმ­ღე­რა შე­თხზეს და გი­ტა­რის თან­ხლე­ბით ას­რუ­ლებ­დნენ: "ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­მომ­დგა­რა ზეს­ტა­ფო­ნის ჩეკა, ამე­ღამ ვის­თან გა­ჩერ­დე­ბა, ვის წე­იყ­ვანს ნეტა?"

- პო­ე­ტის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი ალ­ბათ საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი იყო...

- 1937 წლის მა­ის­ში კომ­პარ­ტი­ის X ყრი­ლო­ბა­ზე ბე­რი­ამ სამი მწე­რა­ლი გა­აკ­რი­ტი­კა: პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნა­ჩე­ნი იყო... 1937 წლის 22 ივ­ლისს მწე­რალ­თა კავ­ში­რის II სარ­თულ­ზე, სა­კუ­თა­რი თო­ფით თავი მო­იკ­ლა პა­ო­ლომ. მისი სახ­ლი­დან სამი ჩან­თით გა­ი­ტა­ნეს ხელ­ნა­წე­რე­ბი. პა­ო­ლოს ბლოკ­ნო­ტი მისი ცო­ლის ხელ­ჩან­თა­ში იდო და ასე გა­დარ­ჩა ხელ­ნა­წე­რე­ბის ის ნა­წი­ლი და კი­დევ ერთი ნა­წი­ლი, მისი წიგ­ნის შემ­დგე­ნელს - შალ­ვა დე­მეტ­რა­ძეს რომ ჰქონ­და ოჯახ­ში... მა­შინ­დე­ლი გა­ზე­თე­ბი მკვდარ პა­ო­ლო­საც არ ას­ვე­ნებ­დნენ - ახ­ლობ­ლებს მის საფ­ლავ­ზე ქვის და­დე­ბაც აუკ­რძა­ლეს, წარ­წე­რა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო. ოჯა­ხი და სა­ნა­თე­სა­ვო აუ­წი­ო­კეს; და­უხვრი­ტეს სიძე (დის ქმა­რი), ძმა კონ­სტან­ტი­ნე, ორი მა­მი­დაშ­ვი­ლი და ორი ბი­ძაშ­ვი­ლი; და­უ­პა­ტიმ­რეს ძმა, ივა­ნე (ტუ­პია); გა­და­უ­სახ­ლეს ძმის­წუ­ლი და ბი­ძაშ­ვი­ლი. პა­ო­ლოს დარდს გა­დაჰ­ყვნენ პო­ე­ტის დედა და სი­მამ­რი. ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს გა­ნათ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი... გა­ნათ­ლე­ბუ­ლებს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სდევ­ნიდ­ნენ...

- რას გვე­ტყვით ელე­ნე და­რი­ა­ნის შე­სა­ხებ? ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე ბაქ­რა­ძე იყო, ზოგი კი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ამ ფაქტს და ლექ­სე­ბის ავ­ტო­რად თა­ვად პა­ო­ლოს მი­იჩ­ნევს.

- "ელე­ნე და­რი­ა­ნის" ლექ­სე­ბის ავ­ტო­რო­ბას პა­ო­ლო იაშ­ვილს 40-მდე თა­ნა­მედ­რო­ვე უდას­ტუ­რებს, მათ შო­რის: ირაკ­ლი აბა­ში­ძე, შალ­ვა აფხა­ი­ძე, ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, კო­ლაუ ნა­დი­რა­ძე. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის მო­თხრო­ბა­ში "ჟამ­სა ხუმ­რო­ბი­სა" ყაფ­ლან ორ­ბე­ლა­ძე, რო­მელ­შიც თა­ვად ავ­ტო­რი უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ, ამ­ბობს: "კაცი და­დის, შენი ჭი­რი­მე, არ­ხე­ი­ნათ, შეგ­ვხვდე­ბა - სი­ხა­ლი­სეს მო­გაფ­რქვევს, გა­და­გეხ­სნე­ბა გუ­ლით რო­გორც წყა­როს თვა­ლი, თუ კვი­მა­ტი დღე გაქ, - სა­ბედ­ნი­ე­როდ მო­გიბ­რუ­ნებს, შა­ირს გე­ტყვის მის­თა­ნას, რომ სმე­ნას და­გიტ­კბობს, ელე­ნე და­რი­ა­ნის სა­ხე­ლით, თუმ­ცა მა­ლავს ამას, ისეთ შა­ირს თან მო­ა­ყო­ლებს კი­დომ, რომ ცვე­და­ნიც ახა­ლის­დე­ბა ტრფი­ა­ლი­სათ­ვის..." ელე­ნე ბაქ­რა­ძე უბ­რა­ლოდ იბ­რა­ლებ­და ამ ლექ­სე­ბის ავ­ტო­რო­ბას... ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და მე პი­რა­დად მეც­ნი­ე­რუ­ლად მაქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი" მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბოდ­ნენ. ამის მი­ზე­ზად რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს?

- არ და­ი­ჯე­როთ, თით­ქოს პა­ო­ლომ ტე­რენ­ტი გრა­ნელს შუა ქუ­ჩა­ში ჩხუ­ბი გა­უ­მარ­თა. ტე­რენ­ტი უბ­რა­ლოდ, და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­დან გახ­ლდათ. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. არ­სე­ბობს მო­გო­ნე­ბა, რომ პა­ო­ლო, პი­რი­ქით, ყვე­ლას დახ­მა­რე­ბის ხელს უწ­ვდი­და. მისი მე­გობ­რე­ბი იგო­ნე­ბენ: ერთხელ პა­ო­ლომ გვა­ქე­ი­ფა, მაგ­რამ ფული რომ არ ეყო, სახ­ლში ავი­და, თა­ვის ძი­ძას რაც ჰქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი შე­ახ­ვია და რად­გან პირ­და­პირ მო­ცე­მა ჩვენც მოგ­ვე­რი­და და მა­საც, ზე­მო­დან თო­კით ჩა­მოგ­ვიშ­ვაო... თვით­მკვლე­ლო­ბის წინა წუ­თებ­ში მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­სა­დი­ლოს ვალი - 7 მა­ნე­თი გა­ის­ტუმ­რა. პო­ე­ტი წერ­და: "მე მა­გი­ნე­ბენ, მაგ­რამ ვიცი, ქე­ბაც ბევ­რს სურ­და,/ და უკაც­რა­ვად, თუ თან წამ­ყვა სათ­ქვე­ნო ხურ­და".

- ცნო­ბი­ლია, რომ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი: იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რი, მხატ­ვა­რი; ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­შიც გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- გარ­და ამი­სა, პა­ო­ლო კარ­გად მღე­რო­და, იყო კარ­გი თა­მა­და, ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ქა­ლებს. იც­ნობ­და ძა­ლი­ან ბევრ თა­ნა­მედ­რო­ვე მოღ­ვა­წეს, ახ­ლოს იყო აკა­კის ოჯახ­თან. მა­მა­მი­სი, ჯიბ­რა­ე­ლი წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი იყო და კარ­გად იც­ნობ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს. პო­ე­ტი მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ხა­ტავ­და, მაგ­რამ მისი ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი და­კარ­გუ­ლია. წელს პა­ო­ლო იაშ­ვილს 120 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და...

"ღმერ­თო! აპა­ტიე, -

მე თუ ვერ მიშ­ვე­ლი -

დე­დას, რომ და­გინ­თო ჩემ­სიგ­რძე სან­თე­ლი,

მის­თვის, რომ ჩემს გულ­ში

და­ყუჩ­დეს გრი­გა­ლი და კო­რი­ან­ტე­ლი".

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"

"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"

"ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა". პაოლო იაშვილმა უკანასკნელი სათქმელი ქალიშვილს ამ წერილის სახით დაუტოვა...

ვინაიდან "გზის" ამ ნომერთან ერთად, ლიტერატურული სერია "ჩემი რჩეული" მკითხველს პაოლო იაშვილის შემოქმედების გაცნობის საშუალებას აძლევს, გვინდა, ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც პოეტის რამდენიმე ცხოვრებისეულ ასპექტს შევეხოთ... გვესაუბრება ფილოლოგი, მკვლევარი ზეინაბ ლომჯარია.

- პაოლო იაშვილი სხვა "ცისფერყანწელებისგან" არაფრით განსხვავდებოდა, რადგანაც ეს ერთი მთლიანი ჯგუფი გახლდათ, რომლის წევრებიც ცდილობდნენ, ერთმანეთს დამსგავსებოდნენ. არ არის მართალი, რომ ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წელს პაოლო იაშვილმა ტიციან ტაბიძესთან ურთიერთობა შეწყვიტაო. პაოლო და ტიციანი სიამის ტყუპივით იყვნენ. უბრალოდ, ის იყო, რომ სიცოცხლის ბოლო ექვსი თვე პაოლოს მუდმივად დაკითხვებზე იბარებდნენ...

- მოგონებების მიხედვით, პაოლო იაშვილს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კულტურის მოღვაწეები აღიარებდნენ. მიუხედავად ამისა, პოეტს მტერიც ბევრი ჰყავდა...

- პაოლო იაშვილს მტრები მართლაც არ აკლდა. "თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები", - 1920 წელს ერთ ლექსში წერდა პოეტი. ეს "ბრაზიანი კაცი" მისი რუსული ენის მასწავლებელი იყო, რომელმაც ქართული "ძაღლის ენად" მოიხსენია. მეორე დღეს ყმაწვილი პაოლო შინ მიმავალ პედაგოგს წინ გადასდგომია და მხარში შურდულით ქვა უსვრია... პოეტის მტრების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აქ ფილიპე მახარაძისა და ლავრენტი ბერიას დასახელებაც საკმარისია... 1916 წლის 27 თებერვალს ჟურნალი "ცისფერი ყანწები" დაიბეჭდა. 10 მარტს ფილიპე მახარაძემ გაზეთში "თანამედროვე აზრი" გამოაქვეყნა წერილი სათაურით "საბრალონი", გააკრიტიკა ჟურნალის მიმართულება; პაოლო, ტიციანი, იოსებ გრიშაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე "ლოთ ძმა-ბიჭებად" მოიხსენია და გალაკტიონიც გაჰკენწლა. 1923-1924 წლებში ბერიამ სისხლის კალოები დაატრიალა საქართველოში. შორაპანში, ვაგონში ჩაცხრილეს პაოლოს 20 წლის ძმა, ვასილი (ჭუნია), რომელიც დავით კლდიაშვილის ქალიშვილზე, ქეთევანზე იყო დანიშნული. უცნაურია ქართველი კაცი! ამ ტრაგედიის შემდეგ, იმერეთში სიმღერა შეთხზეს და გიტარის თანხლებით ასრულებდნენ: "ჭიათურაში ჩამომდგარა ზესტაფონის ჩეკა, ამეღამ ვისთან გაჩერდება, ვის წეიყვანს ნეტა?"

- პოეტისთვის ყველაზე დიდი მტერი ალბათ საბჭოთა რეჟიმი იყო...

- 1937 წლის მაისში კომპარტიის X ყრილობაზე ბერიამ სამი მწერალი გააკრიტიკა: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი. ეს ფაქტობრივად, განაჩენი იყო... 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის II სართულზე, საკუთარი თოფით თავი მოიკლა პაოლომ. მისი სახლიდან სამი ჩანთით გაიტანეს ხელნაწერები. პაოლოს ბლოკნოტი მისი ცოლის ხელჩანთაში იდო და ასე გადარჩა ხელნაწერების ის ნაწილი და კიდევ ერთი ნაწილი, მისი წიგნის შემდგენელს - შალვა დემეტრაძეს რომ ჰქონდა ოჯახში... მაშინდელი გაზეთები მკვდარ პაოლოსაც არ ასვენებდნენ - ახლობლებს მის საფლავზე ქვის დადებაც აუკრძალეს, წარწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ოჯახი და სანათესავო აუწიოკეს; დაუხვრიტეს სიძე (დის ქმარი), ძმა კონსტანტინე, ორი მამიდაშვილი და ორი ბიძაშვილი; დაუპატიმრეს ძმა, ივანე (ტუპია); გადაუსახლეს ძმისწული და ბიძაშვილი. პაოლოს დარდს გადაჰყვნენ პოეტის დედა და სიმამრი. ყველა ამ ადამიანს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული... განათლებულებს კი მოგეხსენებათ, სდევნიდნენ...

- რას გვეტყვით ელენე დარიანის შესახებ? ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ქალბატონი ელენე ბაქრაძე იყო, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და ლექსების ავტორად თავად პაოლოს მიიჩნევს.

- "ელენე დარიანის" ლექსების ავტორობას პაოლო იაშვილს 40-მდე თანამედროვე უდასტურებს, მათ შორის: ირაკლი აბაშიძე, შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი კალანდაძე, კოლაუ ნადირაძე. გრიგოლ რობაქიძის მოთხრობაში "ჟამსა ხუმრობისა" ყაფლან ორბელაძე, რომელშიც თავად ავტორი უნდა ვიგულისხმოთ, ამბობს: "კაცი დადის, შენი ჭირიმე, არხეინათ, შეგვხვდება - სიხალისეს მოგაფრქვევს, გადაგეხსნება გულით როგორც წყაროს თვალი, თუ კვიმატი დღე გაქ, - საბედნიეროდ მოგიბრუნებს, შაირს გეტყვის მისთანას, რომ სმენას დაგიტკბობს, ელენე დარიანის სახელით, თუმცა მალავს ამას, ისეთ შაირს თან მოაყოლებს კიდომ, რომ ცვედანიც ახალისდება ტრფიალისათვის..." ელენე ბაქრაძე უბრალოდ იბრალებდა ამ ლექსების ავტორობას... ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს და მე პირადად მეცნიერულად მაქვს დასაბუთებული.

- ცნობილია, რომ ტერენტი გრანელის დიდი სურვილის მიუხედავად, "ცისფერყანწელები" მასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. ამის მიზეზად რა შეიძლება ჩაითვალოს?

- არ დაიჯეროთ, თითქოს პაოლომ ტერენტი გრანელს შუა ქუჩაში ჩხუბი გაუმართა. ტერენტი უბრალოდ, დაბალი სოციალური ფენიდან გახლდათ. გარდა ამისა, ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა. არსებობს მოგონება, რომ პაოლო, პირიქით, ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. მისი მეგობრები იგონებენ: ერთხელ პაოლომ გვაქეიფა, მაგრამ ფული რომ არ ეყო, სახლში ავიდა, თავის ძიძას რაც ჰქონდა, ყველაფერი შეახვია და რადგან პირდაპირ მოცემა ჩვენც მოგვერიდა და მასაც, ზემოდან თოკით ჩამოგვიშვაო... თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა. პოეტი წერდა: "მე მაგინებენ, მაგრამ ვიცი, ქებაც ბევრს სურდა,/ და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა".

- ცნობილია, რომ პაოლო იაშვილი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული: იყო შესანიშნავი კულინარი, მხატვარი; ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის...

- გარდა ამისა, პაოლო კარგად მღეროდა, იყო კარგი თამადა, ძალიან მოსწონდათ ქალებს. იცნობდა ძალიან ბევრ თანამედროვე მოღვაწეს, ახლოს იყო აკაკის ოჯახთან. მამამისი, ჯიბრაელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო და კარგად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს. პოეტი მართლაც არაჩვეულებრივად ხატავდა, მაგრამ მისი ბევრი ნამუშევარი დაკარგულია. წელს პაოლო იაშვილს 120 წელი შეუსრულდებოდა...

"ღმერთო! აპატიე, -

მე თუ ვერ მიშველი -

დედას, რომ დაგინთო ჩემსიგრძე სანთელი,

მისთვის, რომ ჩემს გულში

დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი".

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)