პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის ხსენებაზე პრემიერიდან გაიქცა
მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის ხსენებაზე პრემიერიდან გაიქცა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი მელ გიბ­სო­ნი ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლის, რუსი პი­ა­ნის­ტი­სა და მომ­ღერ­ლის ოქ­სა­ნა გრი­გო­რი­ე­ვას ხსე­ნე­ბა­ზე ფილ­მის პრე­მი­ე­რი­დან გა­იქ­ცა.

გიბ­სო­ნი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე პო­ზი­რებ­და, ავ­ტოგ­რა­ფებ­საც გუ­ლუხ­ვად არი­გებ­და, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვამ მისი მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­ა­ფუ­ჭა. ერთ-ერთი გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვამ - "ელის თუ არა ნაძ­ვის ხის ქვეშ სა­შო­ბაო სა­ჩუქ­რებს შო­რის ოქ­სა­ნას ახალ ალ­ბომს", გიბ­სო­ნი და­აბ­ნია. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მსა­ხი­ო­ბი რამ­დე­ნი­მე წუ­თით ჩუ­მად იყო, შემ­დეგ კი გა­ი­ცი­ნა, წყა­ლი და­ლია და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უცე­რე­მო­ნი­ოდ და­ტო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, გიბ­სო­ნი გრი­გო­რი­ე­ვას 2010 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­შორ­და. 2009 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუს­მა პი­ა­ნის­ტმა მას ქა­ლიშ­ვი­ლი, ლუსი გა­უ­ჩი­ნა - იგი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის მერ­ვე შვი­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამე­რი­კულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა გრი­გო­რი­ე­ვას გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც პი­ა­ნის­ტი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ გიბ­სო­ნი მას ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და, რის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა და ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი და­ი­წყო. 2011 წელს მელ გიბ­სო­ნი ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სა­სა­მარ­თლომ მას ოქ­სა­ნა გრი­გო­რი­ე­ვას­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 750 000 დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა. ამას­თან, გიბ­სო­ნი პო­ლი­ცი­ა­ში აღ­რი­ცხვა­ზე აიყ­ვა­ნეს და ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სის გავ­ლა აი­ძუ­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის ხსენებაზე პრემიერიდან გაიქცა

მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის ხსენებაზე პრემიერიდან გაიქცა

ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის, რუსი პიანისტისა და მომღერლის ოქსანა გრიგორიევას ხსენებაზე ფილმის პრემიერიდან გაიქცა.

გიბსონი ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა, ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდა, მაგრამ ჟურნალისტების შეკითხვამ მისი მხიარული განწყობილება გააფუჭა. ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტის შეკითხვამ - "ელის თუ არა ნაძვის ხის ქვეშ საშობაო საჩუქრებს შორის ოქსანას ახალ ალბომს", გიბსონი დააბნია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მსახიობი რამდენიმე წუთით ჩუმად იყო, შემდეგ კი გაიცინა, წყალი დალია და ჟურნალისტები უცერემონიოდ დატოვა.

შეგახსენებთ, გიბსონი გრიგორიევას 2010 წლის გაზაფხულზე დაშორდა. 2009 წლის ნოემბერში რუსმა პიანისტმა მას ქალიშვილი, ლუსი გაუჩინა - იგი ჰოლივუდის ვარსკვლავის მერვე შვილია. მოგვიანებით ამერიკულმა მედიამ გაავრცელა გრიგორიევას განცხადება, რომელშიც პიანისტი ირწმუნებოდა, რომ გიბსონი მას ფიზიკურად უსწორდებოდა, რის შემდეგ გამოძიება და ხანგრძლივი სასამართლო განხილვები დაიწყო. 2011 წელს მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას ოქსანა გრიგორიევასთვის კომპენსაციის სახით 750 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, გიბსონი პოლიციაში აღრიცხვაზე აიყვანეს და ფსიქოთერაპიის ერთწლიანი კურსის გავლა აიძულეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება