პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუგა კუზანოვი: მკერდის გადიდების ამდენი ოპერაცია წინა წლებში არ მახსოვს
გუგა კუზანოვი: მკერდის გადიდების ამდენი ოპერაცია წინა წლებში არ მახსოვს

ახალ წელს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სი­ახ­ლის მო­ლო­დი­ნი­თა და იმე­დით ხვდე­ბა. ზოგი სი­ახ­ლის შე­ტა­ნას გა­რეგ­ნო­ბა­ში ცდი­ლობს და პლას­ტი­კურ ქი­რურგს მი­მარ­თავს, ახალ წელს გა­რეგ­ნო­ბა­შეც­ვლი­ლი და გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი რომ შეხ­ვდეს. იმ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რაც 2012 წელს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში მოხ­და, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა კუ­ზა­ნო­ვი გვე­სა­უბ­რე­ბა. 

- რო­გორც ყო­ველ ახალ წელს, გან­წყო­ბა კარ­გი მაქვს. 2012 წელ­საც არა უშავ­და... ქვე­ყა­ნა­შიც იყო ცვლი­ლე­ბე­ბი, შე­იც­ვა­ლა მთავ­რო­ბა და ა.შ. ყვე­ლა სი­ახ­ლეს და­დე­ბი­თად ვხვდე­ბი და იმე­დი მაქვს, ახალ მთავ­რო­ბას­თან ერ­თად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

- 2012 წელს პლას­ტი­კურ ქუ­რურ­გი­ა­ში თუ იყო რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, სი­ახ­ლე?

- მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, ყვე­ლა სფე­რო­ში არის წინსვლა, სი­ახ­ლე­ე­ბი, მათ შო­რის იყო პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­შიც, მა­გა­ლი­თად, გაჩ­ნდა ახა­ლი ფორ­მის იმპლან­ტე­ბი, თუმ­ცა ისე­თი რამ არ მომ­ხდა­რა, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია გა­და­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნოს.

- წელს ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მელ პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე იყო მო­თხოვ­ნა?

- 2012 წელს უამ­რა­ვი მკერ­დის გა­დი­დე­ბა-კო­რექ­ცი­ამ მოგ­ვი­წია, ამ­დე­ნი ოპე­რა­ცია წინა წლებ­ში არ მახ­სოვს. ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­ზარ­და და მიხ­ვდა, რომ ეს ოპე­რა­ცია არ არის სა­ხი­ფა­თო, რომ სი­სუ­ლე­ლეა, რა სა­ში­ნე­ლე­ბებ­საც ჰყვე­ბოდ­ნენ იმპლან­ტებ­ზე.

- ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა?

- არა, ცხვი­რი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ სულ სხვა­ნა­ი­რად დგას ეს სა­კი­თხი: სჭირ­დე­ბათ თუ არა, მო­დი­ან და იკე­თე­ბენ, არა­და, ისე­თე­ბიც მო­სუ­ლან, კე­ხი­ა­ნი ცხვი­რი ძა­ლი­ან რომ უხ­დე­ბო­დათ.

- ძი­რი­თა­დად რო­გო­რი ცხვი­რის გა­კე­თე­ბას გთხო­ვენ, ე.წ. აპ­რე­ხი­ლის თუ სწო­რის?

- ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის 90 პრო­ცენ­ტი ითხოვს, რომ მათი ცხვი­რი არ ჰგავ­დეს ნა­ო­პე­რა­ცი­ებს - ბუ­ნებ­რი­ვი სურთ. არა­და, წინა წლებ­ში მა­სობ­რი­ვად მო­ი­თხოვ­დნენ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის­ნა­ირ ცხვირს. მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი ულა­მა­ზე­სი ქა­ლია, მაგ­რამ ლა­მაზ ქალს, ცხვი­რის გარ­და სხვა ნაკ­ვთე­ბიც ლა­მა­ზი აქვს. თუმ­ცა მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის ცხვი­რი შე­იძ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იყოს - სა­შინ­ლად არ მო­უხ­დეს. თვა­ლე­ბი და ცხვი­რი ადა­მი­ა­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. თუ ცხვი­რი უშნო გაქვს და "ყვი­რის", ამას "პლაშ­ში" ვერ და­მა­ლავ.

- ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ცხვი­რი თუ გა­და­გი­კე­თე­ბი­ათ?

- რა თქმა უნდა. რო­დე­საც ცხვირ­ზე ზედ­მე­ტი ხორ­ცია მოჭ­რი­ლი, ან იმპლან­ტე­ბით ვავ­სებთ, ან ავ­ტოქ­სო­ვი­ლით. ავ­ტოქ­სო­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მე­თორ­მე­ტე ნეკ­ნი­დან (ეს ნეკ­ნი არაფ­რის მაქ­ნი­სია, ტყუ­ი­ლად დევს სხე­ულ­ში, ისე­ვე რო­გორც აპენ­დი­ცი­ტი) ვი­ღებთ ხრტილს, მო­დე­ლი­რე­ბას ვუ­კე­თებთ და ვდებთ ცხვი­რის ძგი­დის ად­გი­ლას - ასე იდე­ა­ლუ­რად გა­მო­დის. ხოლო თუ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ნეს­ტო­ე­ბი აქვს ზედ­მე­ტად აჭ­რი­ლი, ყუ­რის ნი­ჟა­რი­დან ვი­ღებთ ხრტილს და ასე ვავ­სებთ ცხვი­რის ნეს­ტოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას ჰგავს, სა­დაც იყი­დე­ბა დაშ­ლი­ლი ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც მან­ქა­ნებს აწყო­ბენ (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, უშნო ცხვი­რის გა­მოს­წო­რე­ბა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე "გა­ფუ­ჭე­ბუ­ლის".

- ფე­ხე­ბი თუ და­გიგ­რძე­ლე­ბი­ათ?

- არა, და ეს ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის გამო არც გა­კე­თე­ბუ­ლა.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ქა­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, სურთ გა­ლა­მა­ზე­ბა. მა­ინც რა პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის მოგ­მარ­თა­ვენ ხოლ­მე?

- ტუ­ჩე­ბის გა­დი­დე­ბის­თვის, რო­მელ­საც 5 წუთი სჭირ­დე­ბა, ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ე­ბის და პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ო­ჭე­ბის კო­რექ­ცი­ის­თვის.

- სა­ქალ­წუ­ლო აპ­კის აღ­დგე­ნა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია?

- სხვა­თა შო­რის, 2012 წელს ამ ოპე­რა­ცი­ის მსურ­ველ­თა რი­ცხვმა იკლო, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ვერ ვი­ტან ამ ოპე­რა­ცი­ას და არ მეს­მის, რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას ქა­ლე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ბრა­ლი მა­მა­კა­ცებს მი­უ­ძღვით, თო­რემ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ერთ ქალს არ სურს.

- ახალ წელს რამე ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია გაქვთ?

- ყო­ველ ახალ წელს შინ, ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბი. ივას, მა­მა­ჩემს, ასე­თი ტრა­დი­ცია აქვს: ყო­ველ 3 იან­ვარს მისი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად მა­მა­კა­ცე­ბი, მას­თან იკ­რი­ბე­ბი­ან და ხაშს მი­ირ­თმე­ვენ. ანუ სამდღი­ა­ნი ქე­ი­ფის შემ­დეგ ივა "ბა­ხუსო­თე­რა­პი­ას" ატა­რებს (იცი­ნის).

- ბა­ტო­ნო გუგა, თქვენს გვარ­ზე, წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ხში­რად კა­მა­თო­ბენ...

- ვიცი, ვიცი. ზოგი ამ­ბობს, რუ­სე­ბი არი­ა­ნო, ზო­გიც ბერ­ძნე­ბად მოგ­ვიხ­სე­ნი­ებს. რე­ა­ლუ­რად კი გვაქვს საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი, რო­მე­ლიც თა­რიღ­დე­ბა 1743 წლით. კუ­ზა­ნო­ვე­ბი ვართ კა­ხე­ლე­ბი, ჩვე­ნი გვა­რი მო­დის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხი­დან. ჩვე­ნი გვა­რის შტო გა­ი­ყო ორად - კუ­ზა­ნაშ­ვი­ლე­ბად და გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლე­ბად. ეს გვა­რე­ბი ახ­ლაც ცხოვ­რო­ბენ ამ სო­ფელ­ში. მაგ­რამ რუ­სი­ფი­კა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ჩემ­მა წი­ნაპ­რებ­მა კუ­ზა­ნო­ვე­ბად გა­და­ი­კე­თეს გვა­რი. იმ­ხა­ნად ასე ხდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, ბარ­ნა­ვე­ლებ­მა გვა­რი ბარ­ნო­ვე­ბად გა­და­ი­კე­თეს და ა.შ. ჩვე­ნი გვა­რის ფუძე არის "კუზ", ალ­ბათ, რო­მე­ლი­მე წი­ნა­პა­რი კუ­ზი­ა­ნი იყო და ამი­ტო­მაც "უბო­ძეს" ეს გვა­რი (იცი­ნის).

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე 

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

გუგა კუზანოვი: მკერდის გადიდების ამდენი ოპერაცია წინა წლებში არ მახსოვს

გუგა კუზანოვი: მკერდის გადიდების ამდენი ოპერაცია წინა წლებში არ მახსოვს

ახალ წელს ყველა ადამიანი სიახლის მოლოდინითა და იმედით ხვდება. ზოგი სიახლის შეტანას გარეგნობაში ცდილობს და პლასტიკურ ქირურგს მიმართავს, ახალ წელს გარეგნობაშეცვლილი და გალამაზებული რომ შეხვდეს. იმ ცვლილებებზე, რაც 2012 წელს პლასტიკურ ქირურგიაში მოხდა, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი გვესაუბრება. 

- როგორც ყოველ ახალ წელს, განწყობა კარგი მაქვს. 2012 წელსაც არა უშავდა... ქვეყანაშიც იყო ცვლილებები, შეიცვალა მთავრობა და ა.შ. ყველა სიახლეს დადებითად ვხვდები და იმედი მაქვს, ახალ მთავრობასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება.

- 2012 წელს პლასტიკურ ქურურგიაში თუ იყო რაიმე ცვლილება, სიახლე?

- მსოფლიოში ყოველწლიურად, ყველა სფეროში არის წინსვლა, სიახლეები, მათ შორის იყო პლასტიკურ ქირურგიაშიც, მაგალითად, გაჩნდა ახალი ფორმის იმპლანტები, თუმცა ისეთი რამ არ მომხდარა, რომ პლასტიკური ქირურგია გადაეტრიალებინოს.

- წელს ყველაზე ხშირად რომელ პლასტიკურ ოპერაციებზე იყო მოთხოვნა?

- 2012 წელს უამრავი მკერდის გადიდება-კორექციამ მოგვიწია, ამდენი ოპერაცია წინა წლებში არ მახსოვს. ალბათ, საზოგადოება გაიზარდა და მიხვდა, რომ ეს ოპერაცია არ არის სახიფათო, რომ სისულელეა, რა საშინელებებსაც ჰყვებოდნენ იმპლანტებზე.

- ცხვირის ოპერაციის რაოდენობას გადააჭარბა?

- არა, ცხვირი ყოველთვის აქტუალურია აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. საქართველოში კიდევ სულ სხვანაირად დგას ეს საკითხი: სჭირდებათ თუ არა, მოდიან და იკეთებენ, არადა, ისეთებიც მოსულან, კეხიანი ცხვირი ძალიან რომ უხდებოდათ.

- ძირითადად როგორი ცხვირის გაკეთებას გთხოვენ, ე.წ. აპრეხილის თუ სწორის?

- ჩემი პაციენტების 90 პროცენტი ითხოვს, რომ მათი ცხვირი არ ჰგავდეს ნაოპერაციებს - ბუნებრივი სურთ. არადა, წინა წლებში მასობრივად მოითხოვდნენ მონიკა ბელუჩისნაირ ცხვირს. მონიკა ბელუჩი ულამაზესი ქალია, მაგრამ ლამაზ ქალს, ცხვირის გარდა სხვა ნაკვთებიც ლამაზი აქვს. თუმცა მონიკა ბელუჩის ცხვირი შეიძლება სხვა ადამიანისთვის კატასტროფა იყოს - საშინლად არ მოუხდეს. თვალები და ცხვირი ადამიანის სავიზიტო ბარათია. თუ ცხვირი უშნო გაქვს და "ყვირის", ამას "პლაშში" ვერ დამალავ.

- ნაოპერაციები ცხვირი თუ გადაგიკეთებიათ?

- რა თქმა უნდა. როდესაც ცხვირზე ზედმეტი ხორცია მოჭრილი, ან იმპლანტებით ვავსებთ, ან ავტოქსოვილით. ავტოქსოვილის შემთხვევაში მეთორმეტე ნეკნიდან (ეს ნეკნი არაფრის მაქნისია, ტყუილად დევს სხეულში, ისევე როგორც აპენდიციტი) ვიღებთ ხრტილს, მოდელირებას ვუკეთებთ და ვდებთ ცხვირის ძგიდის ადგილას - ასე იდეალურად გამოდის. ხოლო თუ პირველი ოპერაციის შემდეგ ნესტოები აქვს ზედმეტად აჭრილი, ყურის ნიჟარიდან ვიღებთ ხრტილს და ასე ვავსებთ ცხვირის ნესტოს. ეს ყველაფერი ელიავას ბაზრობას ჰგავს, სადაც იყიდება დაშლილი ნაწილები, რომლითაც მანქანებს აწყობენ (იცინის). სხვათა შორის, უშნო ცხვირის გამოსწორება უფრო ადვილია, ვიდრე "გაფუჭებულის".

- ფეხები თუ დაგიგრძელებიათ?

- არა, და ეს ოპერაცია საქართველოში სილამაზის გამო არც გაკეთებულა.

- წინასაახალწლოდ ქალები აქტიურდებიან, სურთ გალამაზება. მაინც რა პროცედურებისთვის მოგმართავენ ხოლმე?

- ტუჩების გადიდებისთვის, რომელსაც 5 წუთი სჭირდება, ბოტოქსის ინიექციების და პატარ-პატარა ნაოჭების კორექციისთვის.

- საქალწულო აპკის აღდგენა კვლავ აქტუალურია?

- სხვათა შორის, 2012 წელს ამ ოპერაციის მსურველთა რიცხვმა იკლო, რაც მისასალმებელია. ვერ ვიტან ამ ოპერაციას და არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას ქალები. ამ ყველაფერში ბრალი მამაკაცებს მიუძღვით, თორემ დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქალს არ სურს.

- ახალ წელს რამე ოჯახური ტრადიცია გაქვთ?

- ყოველ ახალ წელს შინ, ოჯახთან ერთად ვხვდები. ივას, მამაჩემს, ასეთი ტრადიცია აქვს: ყოველ 3 იანვარს მისი უახლოესი ადამიანები, მეგობრები, ძირითადად მამაკაცები, მასთან იკრიბებიან და ხაშს მიირთმევენ. ანუ სამდღიანი ქეიფის შემდეგ ივა "ბახუსოთერაპიას" ატარებს (იცინის).

- ბატონო გუგა, თქვენს გვარზე, წარმომავლობაზე ხშირად კამათობენ...

- ვიცი, ვიცი. ზოგი ამბობს, რუსები არიანო, ზოგიც ბერძნებად მოგვიხსენიებს. რეალურად კი გვაქვს საგვარეულო გერბი, რომელიც თარიღდება 1743 წლით. კუზანოვები ვართ კახელები, ჩვენი გვარი მოდის სოფელ ველისციხიდან. ჩვენი გვარის შტო გაიყო ორად - კუზანაშვილებად და გამტკიცულაშვილებად. ეს გვარები ახლაც ცხოვრობენ ამ სოფელში. მაგრამ რუსიფიკაციის პერიოდში ჩემმა წინაპრებმა კუზანოვებად გადაიკეთეს გვარი. იმხანად ასე ხდებოდა, მაგალითად, ბარნაველებმა გვარი ბარნოვებად გადაიკეთეს და ა.შ. ჩვენი გვარის ფუძე არის "კუზ", ალბათ, რომელიმე წინაპარი კუზიანი იყო და ამიტომაც "უბოძეს" ეს გვარი (იცინის).

ნინო მაისურაძე 

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"