მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო
ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო

მუ­სი­კა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბა "მე­გას" ცე­რე­მო­ნია უკვე მე­ცა­მე­ტედ გა­ი­მარ­თა. გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ნაკ­ლე­ბად პომ­პე­ზუ­რი იყო, თუმ­ცა ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი და შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცე­რე­მო­ნი­ას არ დაჰკლე­ბია.

"მე­გას" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბესო ჩუ­ბი­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ჯილ­დო­ე­ბა მომ­ღერ­ლებს სტი­მულს აძ­ლევს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ შე­ა­ფა­სოს და სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი და მომ­ღე­რა­ლი და­ჯილ­დოვ­დეს.

წლე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ბერა ივა­ნიშ­ვილს სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მი­ე­ნი­ჭა "მე­გას" ჯილ­დო. ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლან თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, ჯგუ­ფი "ფორ­ტე" და სხვე­ბი. "ფორ­ტეს" ერთ-ერთი წევ­რი ზურა მან­ჯა­ვი­ძე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ხელ­ჯო­ხით მი­ვი­და, რად­გან ფეხი წინა დღით, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ბან­კეტ­ზე ცეკ­ვის დროს და­ი­ზი­ა­ნა.

კულ­ტუ­რი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მი "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის", რა­დიო "პა­ლიტ­რას", "პა­ლიტ­რა.ტვ"-სა და "ამ­ბე­ბი-გე"-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ი­ღო.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მუ­სი­კა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ყვე­ლა მომ­ღერ­ლის­თვის, რაც მათ სტი­მულს აძ­ლევს, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია შექ­მნან და მათი შე­მოქ­მე­დე­ბა წლის ბო­ლოს, ტრა­დი­ცი­ულ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე და­ფას­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო

ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო

მუსიკალური დაჯილდოება "მეგას" ცერემონია უკვე მეცამეტედ გაიმართა. გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელი ღონისძიება ნაკლებად პომპეზური იყო, თუმცა ნომინაციები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ცერემონიას არ დაჰკლებია.

"მეგას" დამფუძნებლის, ბესო ჩუბინიძის განცხადებით, დაჯილდოება მომღერლებს სტიმულს აძლევს მთელი წლის განმავლობაში შექმნილი რეპერტუარი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასოს და საუკეთესო სიმღერა, მუსიკალური პროექტი და მომღერალი დაჯილდოვდეს.

წლევანდელ დაჯილდოებაზე ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო. ყურადღების მიღმა არ დარჩენილან თემურ თათარაშვილი, თემურ წიკლაური, ეკა კვალიაშვილი, ჯგუფი "ფორტე" და სხვები. "ფორტეს" ერთ-ერთი წევრი ზურა მანჯავიძე დაჯილდოების ცერემონიალზე ხელჯოხით მივიდა, რადგან ფეხი წინა დღით, თემურ თათარაშვილის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე ცეკვის დროს დაიზიანა.

კულტურისა და შოუბიზნესის აქტიური გაშუქებისთვის სპეციალური დიპლომი "ინტერპრესნიუსის", რადიო ”პალიტრას”, ”პალიტრა.ტვ”-სა და ”ამბები-გე”-ს ჟურნალისტმა მიიღო.

გამარჯვებულებმა განაცხადეს, მუსიკალური დაჯილდოება მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა მომღერლისთვის, რაც მათ სტიმულს აძლევს, ხარისხიანი პროდუქცია შექმნან და მათი შემოქმედება წლის ბოლოს, ტრადიციულ დაჯილდოებაზე დაფასდეს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება