მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადავიდა ლიკა ლაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან "იმედზე"
რატომ გადავიდა ლიკა ლაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან "იმედზე"

მო­ცეკ­ვა­ვემ და ტე­ლე­წამ­ყვან­მა - ლიკა ლა­ბა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­ლის გა­და­ცე­მა და­ტო­ვა და "იმედ­ზე", ახალ დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გა­და­ვი­და. ამ­ბობს, რომ ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი იყო.

- არ­ხი­დან ყო­ველ­გვა­რი კონ­ფლიქ­ტის გა­რე­შე, მშვი­დო­ბი­ა­ნად წა­მო­ვე­დი. უბ­რა­ლოდ, შე­მომ­თა­ვა­ზეს, მუ­შა­ო­ბა "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში და­მე­წყო და მეც, ეს შან­სი ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვი. ჩავ­თვა­ლე, რომ კა­რი­ე­რა­ში ცვლი­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო. მინ­დო­და, სხვა არხზე და სხვა ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა­ში მო­მე­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. ზო­გა­დად, ცვლი­ლე­ბა და სი­ახ­ლე მიყ­ვარს. ისე, არც იმას და­ვი­ვი­წყებ, რომ "პირ­ველ არხზე" ავიდ­გი ფეხი და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი.

- "ახა­ლი დილა" რო­დის და­ი­წყე­ბა?

- იან­ვრი­დან. ეს გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და სხვა­დას­ხვა თე­მით დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა.

- შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­ულ რისკს არ შე­ი­ცავ­და? ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ და­ტო­ვე სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და გა­დახ­ვე­დი არხზე, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით, მთლად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ვერ არის...

- ნამ­დვი­ლად ასეა! არხი მარ­თლაც, თით­ქმის თა­ვი­დან იწყებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ასე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ სწო­რედ იმ მი­ზე­ზე­ბის გამო, რაც უკვე გი­თხა­რით.

- ვიცი, რომ პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმა" შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, თუმ­ცა ეკ­რან­ზე არ გა­მო­ჩე­ნილ­ხარ...

- დიახ. ორი­ვე შე­სარ­ჩე­ვი ტური გა­დავ­ლა­ხე, მაგ­რამ ბო­ლოს, ვი­ფიქ­რე, რომ ჯერ ისე კარ­გად არ ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ გა­მე­რის­კა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარვმდგა­რი­ყა­ვი და ხალ­ხზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­მეხ­დი­ნა. როცა ჩავ­თვლი, რომ სა­ა­მი­სოდ მზად ვარ ან ისევ კონ­კურ­სში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ან და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ვი­წყებ სას­ცე­ნო კა­რი­ე­რას.

- თუკი ორი­ვე ტური გა­და­ლა­ხე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შემ­დეგ ტუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ღირ­და...

- რო­გორც ჩანს, გულ­მა მიგ­რძნო, რომ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და. გა­და­ცე­მას თვალს ვა­დევ­ნებ­დი და ვფიქ­რობ­დი, რომ "ახალ ხმა­ში" დიდ­ხანს ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, პრო­ექტს მალე დავ­ტო­ვებ­დი და ამის გა­და­ტა­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. თა­ნაც, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ­გან ბევ­რს მო­ი­თხოვ­და, მე კი იმ­დენს ვერ გა­ვა­კე­თებ­დი, რო­გორც ეს ცეკ­ვის შემ­თხვე­ვა­ში შევ­ძე­ლი. მი­ხა­რია, რომ ამას თა­ვის დრო­ზე მივ­ხვდი. არ მინ­დო­და, ვინ­მეს ეთ­ქვა, - შემ­დეგ ტურ­ში მხო­ლოდ იმი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნეს, რომ უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი­აო...

- თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა არ გირ­ჩი­ეს პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნა?

- რო­გორ არა! თით­ქმის ყვე­ლა მირ­ჩევ­და, ბრძო­ლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ალ­ბათ, პრო­ექ­ტის­თვის კარ­გიც იქ­ნე­ბო­და, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შევ­ცვა­ლე...

- შენს კა­რი­ე­რა­ში კი­დევ რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ არის?

- მე და სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე (ჯგუფ "ელდრა­ი­ნის" სო­ლის­ტი. - ავტ.) იან­ვარ­ში სტუ­დი­ას გავ­ხსნით: ეს იქ­ნე­ბა 10-დან 20 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის­თვის. მთა­ვა­რი ის არის, რომ შე­ვეც­დე­ბით, მო­მა­ვალ მომ­ღერ­ლებს ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ერ­თდრო­უ­ლად კარ­გად შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა შთა­ვა­გო­ნოთ. სტუ­დი­ის სა­ხე­ლი Teens Club იქ­ნე­ბა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რატომ გადავიდა ლიკა ლაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან "იმედზე"

რატომ გადავიდა ლიკა ლაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან "იმედზე"

მოცეკვავემ და ტელეწამყვანმა - ლიკა ლაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემა დატოვა და "იმედზე", ახალ დილის გადაცემაში გადავიდა. ამბობს, რომ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კარიერაში სიახლისა და ცვლილებების სურვილი იყო.

- არხიდან ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, მშვიდობიანად წამოვედი. უბრალოდ, შემომთავაზეს, მუშაობა "იმედის" დილის გადაცემაში დამეწყო და მეც, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ჩავთვალე, რომ კარიერაში ცვლილება იყო საჭირო. მინდოდა, სხვა არხზე და სხვა ფორმატის გადაცემაში მომესინჯა ძალები. ზოგადად, ცვლილება და სიახლე მიყვარს. ისე, არც იმას დავივიწყებ, რომ "პირველ არხზე" ავიდგი ფეხი და ამ ტელევიზიის ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

- "ახალი დილა" როდის დაიწყება?

- იანვრიდან. ეს გადაცემა ძალიან დინამიკური, ხალისიანი და სხვადასხვა თემით დატვირთული იქნება.

- შენი გადაწყვეტილება გარკვეულ რისკს არ შეიცავდა? ვგულისხმობ იმას, რომ დატოვე სტაბილური სამსახური და გადახვედი არხზე, რომელიც ჯერჯერობით, მთლად წელში გამართული ვერ არის...

- ნამდვილად ასეა! არხი მართლაც, თითქმის თავიდან იწყებს ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ჩავთვალე საჭიროდ სწორედ იმ მიზეზების გამო, რაც უკვე გითხარით.

- ვიცი, რომ პროექტის - "ახალი ხმა" შესარჩევ ტურებში მონაწილეობდი, თუმცა ეკრანზე არ გამოჩენილხარ...

- დიახ. ორივე შესარჩევი ტური გადავლახე, მაგრამ ბოლოს, ვიფიქრე, რომ ჯერ ისე კარგად არ ვიყავი მომზადებული, რომ გამერისკა და საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი და ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მომეხდინა. როცა ჩავთვლი, რომ საამისოდ მზად ვარ ან ისევ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, ან დამოუკიდებლად დავიწყებ სასცენო კარიერას.

- თუკი ორივე ტური გადალახე, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ტურებში მონაწილეობის მიღება ღირდა...

- როგორც ჩანს, გულმა მიგრძნო, რომ ძლიერი კონკურენტები მეყოლებოდა. გადაცემას თვალს ვადევნებდი და ვფიქრობდი, რომ "ახალ ხმაში" დიდხანს ვერ ვიქნებოდი, პროექტს მალე დავტოვებდი და ამის გადატანა გამიჭირდებოდა. თანაც, მეუბნებოდნენ, რომ საზოგადოება ჩემგან ბევრს მოითხოვდა, მე კი იმდენს ვერ გავაკეთებდი, როგორც ეს ცეკვის შემთხვევაში შევძელი. მიხარია, რომ ამას თავის დროზე მივხვდი. არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, - შემდეგ ტურში მხოლოდ იმიტომ გადაიყვანეს, რომ უკვე პოპულარულიაო...

- თავად ორგანიზატორებმა არ გირჩიეს პროექტში დარჩენა?

- როგორ არა! თითქმის ყველა მირჩევდა, ბრძოლა გამეგრძელებინა. ალბათ, პროექტისთვის კარგიც იქნებოდა, მასში მონაწილეობას თუ მივიღებდი, მაგრამ გადაწყვეტილება არ შევცვალე...

- შენს კარიერაში კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- მე და სოფო ტოროშელიძე (ჯგუფ "ელდრაინის" სოლისტი. - ავტ.) იანვარში სტუდიას გავხსნით: ეს იქნება 10-დან 20 წლამდე მოზარდებისთვის. მთავარი ის არის, რომ შევეცდებით, მომავალ მომღერლებს ცეკვისა და სიმღერის ერთდროულად კარგად შესრულების აუცილებლობა შთავაგონოთ. სტუდიის სახელი Teens Club იქნება.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები