საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმეტაში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა
ახმეტაში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა

ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში სტა­ლი­ნის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძეგლი გა­იხ­სნა. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცნო­ბით, ძეგლის გახ­სნას პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი კახა კუ­კა­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სტა­ლი­ნე­ლის" თავ­მჯდო­მა­რე გრი­შა ონი­ა­ნი და­ეს­წრნენ.

"ობი­ექ­ტუ­რი წარ­სუ­ლი არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, ეს არის ჩვე­ნი ის­ტო­რია და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ეს ძეგლი აი­ღოს", – გა­ნა­ცხა­და კახა კუ­კა­ვამ. ძეგლ­თან სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში მცხოვ­რე­ბი 60-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. მათ სტა­ლი­ნის ძეგლი გვირ­გვი­ნით შე­ამ­კეს.

სტა­ლი­ნის ძეგლის აღ­დგე­ნის ფაქ­ტის გა­სა­შუ­ქებ­ლად ზემო ალ­ვან­ში უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­პორ­ტი­ო­რე­ბიც ჩა­ვიდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზემო ალვნი­დან 2011 წლის 16 ივ­ნისს, ღა­მით, ფა­რუ­ლად აღე­ბუ­ლი ძეგლი, თუ­შებ­მა სოფ­ლის ცენ­ტრში 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, 25 ნო­ემ­ბერს და­აბ­რუ­ნეს. ძეგლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ზემო ალ­ვა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა ძეგლი და მე­მო­რი­ა­ლი სო­ფელ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით აღად­გი­ნეს.

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

ახმეტაში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა

ახმეტაში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ძეგლის გახსნას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და საზოგადოება "სტალინელის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი დაესწრნენ.

"ობიექტური წარსული არ უნდა დავივიწყოთ, ეს არის ჩვენი ისტორია და არავის აქვს უფლება ეს ძეგლი აიღოს", – განაცხადა კახა კუკავამ. ძეგლთან სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები 60-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ სტალინის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

სტალინის ძეგლის აღდგენის ფაქტის გასაშუქებლად ზემო ალვანში უცხოური მედიასაშუალებების რეპორტიორებიც ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ზემო ალვნიდან 2011 წლის 16 ივნისს, ღამით, ფარულად აღებული ძეგლი, თუშებმა სოფლის ცენტრში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ნოემბერს დააბრუნეს. ძეგლი დაზიანებული იყო. ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა ძეგლი და მემორიალი სოფელში შეგროვებული თანხით აღადგინეს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა