მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ხარჯავდა სააკაშვილი ფულს სარეზერვო ფონდიდან
რისთვის ხარჯავდა სააკაშვილი ფულს სარეზერვო ფონდიდან

ბოლო წლებ­ში პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან თან­ხე­ბის ხარ­ჯვა გა­უმჭვირ­ვა­ლე სფე­როდ იქცა. რო­გორც წესი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დე­ბი­დან ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხარ­ჯვა ხდე­ბო­და, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნა­უ­რი იყო ამ ხარ­ჯე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თე­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს 2010-2012 წლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯვის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავს პე­რი­ოდს 2010-2011 წლებ­ზე სრუ­ლად და 2012 წლის პე­რი­ოდს­ იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით.

სა­კი­თხის შეს­წავ­ლი­სა და ანა­ლი­ზის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა. კერ­ძოდ:

- 2010-2011 წლებ­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­ში დი­დია ე.წ. უც­ნო­ბი ხარ­ჯე­ბის წილი. 2010 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა შე­ად­გენ­და 20,591,792 მი­ლი­ონ ლარს, რაც მთე­ლი სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის 38% იყო. ხოლო 2011 წელს ანა­ლო­გი­უ­რი ხარ­ჯე­ბი 16,571,714 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო (34%).

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხე­ბის ხარ­ჯვა­ზე გავ­ლე­ნა მოხ­დი­ნა 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა. კერ­ძოდ, მარ­ტო მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, სხვა­დას­ხვა სა­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად 33 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი გა­მო­ი­ყო. ამას­თა­ნა­ვე, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბებ­ში არ ყო­ფი­ლა ასა­ხუ­ლი გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნობ­რი­ო­ბა, რაც თვით­მმარ­თველ ერ­თე­უ­ლებს გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯვის­თვის მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას უტო­ვებ­და.

- 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი წილი - 12,890,824 ლარი (23,61%), კონ­ცერ­ტე­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­მო­ი­ყო. ხოლო, 2011 წელს ხარ­ჯე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი წილი - 8,080,164 ლარი (16,39%) - სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის, ბულ­ვა­რე­ბის, სტა­დი­ო­ნე­ბის, პარ­კე­ბი­სა და კო­ტე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის.

- 2012 წლის პირ­ვე­ლი ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხის გა­მო­ყო­ფა მოხ­და, ვიდ­რე ეს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ 2012 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის ცხრა თვის ან­გა­რიშ­ში არის ასა­ხუ­ლი. კერ­ძოდ, 2012 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სუ­ლე­ბის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 40,984,000 ლარი გა­მო­ი­ყო. ხოლო სა­ი­ას­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა 44,612,057 ლარს შე­ად­გენს.

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან თან­ხე­ბის ხარ­ჯვი­სას პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფის პრო­ცეს­ში სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ი­ას ვებგ­ვერ­დზე

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რისთვის ხარჯავდა სააკაშვილი ფულს სარეზერვო ფონდიდან

რისთვის ხარჯავდა სააკაშვილი ფულს სარეზერვო ფონდიდან

ბოლო წლებში პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნაური იყო ამ ხარჯების მიზანშეწონილობა. შესაბამისად, თემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს 2010-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს 2010-2011 წლებზე სრულად და 2012 წლის პერიოდს­ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით.

საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ:

- 2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებში დიდია ე.წ. უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20,591,792 მილიონ ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო. ხოლო 2011 წელს ანალოგიური ხარჯები 16,571,714 მილიონი ლარი იყო (34%).

- საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.

- 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ყველაზე დიდი წილი - 12,890,824 ლარი (23,61%), კონცერტების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყო. ხოლო, 2011 წელს ხარჯების ყველაზე დიდი წილი - 8,080,164 ლარი (16,39%) - საცურაო აუზების, ბულვარების, სტადიონების, პარკებისა და კოტეჯის მშენებლობისთვის.

- 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან გაცილებით მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40,984,000 ლარი გამოიყო. ხოლო საიასთვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44,612,057 ლარს შეადგენს.

- აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვისას პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებზე განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ფაქტობრივად, თანხების გამოყოფის პროცესში სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

მომზადებულია საიას ვებგვერდზე

გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"