სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს?
ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს?

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის შეც­ვლას აპი­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. არის თუ არა დღეს დრო­შის შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა, ამ სა­კი­თხზე სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ კახ­ნი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი სიმ­ბო­ლო, ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა, პარ­ლა­მენტს არ მი­უ­ღია, რად­გან 2004 წლის იან­ვარ­ში პარ­ლა­მენ­ტი არ გვყავ­და. შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ პარ­ლა­მენტს 2003 წლის 22 ნო­ემ­ბერს შე­უ­წყდა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, 2004 წლის იან­ვარ­ში კი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ვა­და­გა­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი შე­ყა­რეს და ძა­ლით მი­ა­ღე­ბი­ნეს ის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც დღეს ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან. ეს სიმ­ბო­ლო მე-13 სა­უ­კუ­ნი­და­ნაა ცნო­ბი­ლი კა­თო­ლი­კუ­რი ფე­ნე­ბი­დან: იმ­ხა­ნად ე.წ. იე­რუ­სა­ლი­მის ჯვა­რი იყო ჯვა­როს­ნე­ბის სიმ­ბო­ლო, რომ­ლებ­საც შემ­დეგ უკვე ტამ­პლი­ერ­თა ჯგუ­ფი გა­მო­ე­ყო და სწო­რედ მათი სიმ­ბო­ლო გახ­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა. 2001 წელს, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, 43-მა გა­უ­ნათ­ლე­ბელ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა, მე­რი­ის თავ­ზე ე.წ. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დრო­შის აღ­მარ­თვას. მან ტამ­პლი­ერ­თა დრო­შა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დრო­შად მო­იხ­სე­ნია, რაც სრუ­ლი სიც­რუე, სი­სუ­ლე­ლე და უმეც­რე­ბაა. ამი­ტო­მაც ეს დრო­შა სას­წრა­ფოდ შე­საც­ვლე­ლია და ახა­ლი დრო­შა ლე­გი­ტი­მურ­მა ორ­გა­ნომ, ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს.

- დღეს დრო­შის შეც­ვლა­ზე ფიქ­რი ნა­ად­რე­ვი ხომ არ არის?

- პი­რი­ქით, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კია. სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის თა­ვი­სი ქვეყ­ნის დრო­შის ში­ნა­არ­სი. ამი­ტომ, თუ რე­ა­ლუ­რად გვინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა, უნდა შე­იქ­მნას კო­მი­სია, რო­მელ­შიც შევ­ლენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ჰე­რალ­დი­კო­სე­ბი, გა­მო­ცხად­დეს კონ­კურ­სი და სა­კონ­კურ­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბი, ეს­კი­ზე­ბი კო­მი­სი­ამ შე­ა­ფა­სოს, შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს. მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი დრო­შა შე­იქ­მნას და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­დეს. მხო­ლოდ დრო­შა კი არა, გერ­ბიც და ჰიმ­ნიც შე­საც­ვლე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს გერ­ბი ძა­ლი­ან ჰგავს კე­ნი­ის გერბს, რო­მე­ლიც ჩვენ­სა­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე შექ­მნეს. ჰიმ­ნიც კი ნა­უც­ბა­თე­ვა­დაა მი­ღე­ბუ­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჰიმნში არ იყოს ნახ­სე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა?! "დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სო", - "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტს" უმ­ღე­რი­ან თუ სა­ქარ­თვე­ლოს? სად ჩანს სა­ქარ­თვე­ლო? მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქვეყ­ნის ჰიმნში ქვეყ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა ნახ­სე­ნე­ბია. მოკ­ლედ, ეს სა­კი­თხი წა­მო­სა­წე­ვია, უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდა რომ მო­ვი­შო­როთ.

სტა­ტია: "მხო­ლოდ დრო­შა კი არა, გერ­ბიც და ჰიმ­ნიც შე­საც­ვლე­ლია"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს?

ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს?

ინტერნეტში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. არის თუ არა დღეს დროშის შეცვლის საჭიროება, ამ საკითხზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილი გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, დღევანდელი სიმბოლო, ხუთჯვრიანი დროშა, პარლამენტს არ მიუღია, რადგან 2004 წლის იანვარში პარლამენტი არ გვყავდა. შევარდნაძის დროინდელ პარლამენტს 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება, 2004 წლის იანვარში კი ნაციონალებმა ვადაგასული პარლამენტარები შეყარეს და ძალით მიაღებინეს ის სიმბოლო, რომელიც დღეს ასოციაციას იწვევს ნაცმოძრაობასთან. ეს სიმბოლო მე-13 საუკუნიდანაა ცნობილი კათოლიკური ფენებიდან: იმხანად ე.წ. იერუსალიმის ჯვარი იყო ჯვაროსნების სიმბოლო, რომლებსაც შემდეგ უკვე ტამპლიერთა ჯგუფი გამოეყო და სწორედ მათი სიმბოლო გახდა ხუთჯვრიანი დროშა. 2001 წელს, როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 43-მა გაუნათლებელმა მხარი დაუჭირა, მერიის თავზე ე.წ. დავით აღმაშენებლის დროშის აღმართვას. მან ტამპლიერთა დროშა დავით აღმაშენებლის დროშად მოიხსენია, რაც სრული სიცრუე, სისულელე და უმეცრებაა. ამიტომაც ეს დროშა სასწრაფოდ შესაცვლელია და ახალი დროშა ლეგიტიმურმა ორგანომ, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.

- დღეს დროშის შეცვლაზე ფიქრი ნაადრევი ხომ არ არის?

- პირიქით, დაგვიანებულიც კია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობამ არ იცის თავისი ქვეყნის დროშის შინაარსი. ამიტომ, თუ რეალურად გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ ისტორიკოსები, ჰერალდიკოსები, გამოცხადდეს კონკურსი და საკონკურსო წინადადებები, ესკიზები კომისიამ შეაფასოს, შემდეგ კი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს. მთავარია, საინტერესო, ქვეყნის ისტორიის ამსახველი დროშა შეიქმნას და თუნდაც რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს. მხოლოდ დროშა კი არა, გერბიც და ჰიმნიც შესაცვლელია. საქართველოს გერბი ძალიან ჰგავს კენიის გერბს, რომელიც ჩვენსაზე გაცილებით ადრე შექმნეს. ჰიმნიც კი ნაუცბათევადაა მიღებული. როგორ შეიძლება ჰიმნში არ იყოს ნახსენები ქვეყანა?! "დიდება თავისუფლებასო", - "თავისუფლების ინსტიტუტს" უმღერიან თუ საქართველოს? სად ჩანს საქართველო? მსოფლიოში ყველა ქვეყნის ჰიმნში ქვეყნის სახელწოდება ნახსენებია. მოკლედ, ეს საკითხი წამოსაწევია, უხერხულობის განცდა რომ მოვიშოროთ.

სტატია: "მხოლოდ დროშა კი არა, გერბიც და ჰიმნიც შესაცვლელია"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"