საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაუმასპინძლდა მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს
როგორ გაუმასპინძლდა მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს

3-თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ "ნა­ნუ­კას შოუ" ეთერ­ში ბრუნ­დე­ბა. გა­და­ცე­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში მო­მა­ვა­ლი წლის 15 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა. "ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს სახ­ლში დავ­ბრუნ­დი", - ამ­ბობს წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და პირ­ველ გა­და­ცე­მას მთლი­ა­ნად მშობ­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ას უძღვნის.

- პირ­ველ რიგ­ში, ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას გი­ლო­ცავ!

- უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. ახლა ორ­მა­გად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ: გა­და­ცე­მა ეთერ­ში ბრუნ­დე­ბა, მე - "რუს­თა­ვი 2"-ში.

- გა­და­ცე­მის და­ხურ­ვი­დან აღ­დგე­ნამ­დე პე­რი­ოდს რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი იყო. ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე. ერთ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მე­კონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ, ბოლო დროს კი ნაკ­ლე­ბად მკი­თხუ­ლობ­დნენ. როცა ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი გაქვს, ბევ­რის­თვის სა­სურ­ვე­ლი ხარ, მერე - ნაკ­ლე­ბად. ამ სამ­მა თვემ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა. ასეთ დროს თურ­მე, სი­ყალ­ბეს ნი­ღა­ბი ეხ­სნე­ბა. ალ­ბათ, ასე­თი პე­რი­ო­დის გა­მოვ­ლა სა­ჭი­რო იყო.

- ასე მე­გობ­რებ­ზე ლა­პა­რა­კობ?

- არა. ჩემს სა­მე­გობ­რო­ში უამ­რა­ვი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მე იმ ნაც­ნო­ბებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლე­ბიც მე­გო­ნა, რომ ჩემ­თან ახ­ლობ­ლობ­დნენ.

- მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ... ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სი­უ­რი პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია: სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ვაქ­ტი­უ­რობ­დი და იმ კო­მენ­ტა­რებ­საც ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ­ლე­ბიც "ამ­ბე­ბი.გე"-ზე და­დე­ბულ ჩემს ინ­ტერ­ვი­უს თან ერ­თვო­და. ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი წა­ვი­კი­თხე, თუმ­ცა იყო თბი­ლი სი­ტყვე­ბიც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ჯი­დან ხელი არ ამი­ღია. ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, მხვდე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ნა­ნუ­კას შოუს" ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ - ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს.

- არა­ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან გქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა. არ­ჩე­ვა­ნი "რუს­თა­ვი 2"-ზე რა­ტომ შე­ა­ჩე­რე?

- 12 წელი ბე­ბი­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი. ჩემი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე - წყალ­ტუ­ბო­ში. როცა წარ­სულს ვიხ­სე­ნებ, ყვე­ლა­ზე ტკბი­ლად ის პე­რი­ო­დი მახ­სენ­დე­ბა. ბე­ბი­ის სახ­ლს სხვა სუნი აქვს. ჩემი "რუს­თა­ვი 2"-ში დაბ­რუ­ნე­ბა, ბე­ბი­ის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ჰგავს - იგი­ვე ემო­ცია ახ­ლავს. ამ შე­ნო­ბა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ შე­მო­ვე­დი, როცა "ვა­ნოს შოუს" ჩა­წე­რა­ზე მო­მიწ­ვი­ეს და მე­ო­რედ - ახლა. გული ისე ამიჩ­ქარ­და, რო­გორც ძველ ოფის­ში, მე-17 სარ­თულ­ზე ას­ვლი­სას მიჩ­ქარ­დე­ბო­და. "რუს­თა­ვი 2"-ში ჩემი სას­პონ­სო­რო პა­კე­ტით მო­ვე­დი. სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან უკე­თე­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­და, მაგ­რამ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ვარ­ჩიე.

- "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ახალს რას ვნა­ხავთ?

- ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ნა­ნუ­კას შოუს" კე­თი­ლი ნიშა ჰქონ­და. სტუმ­რე­ბი (თუ ეს წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იყო) დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბით უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ცვივ­დე­ბოდ­ნენ და მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ. კვლავ ვი­მუ­შა­ვებთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­ზით. ამას­თან, "ნა­ნუ­კას შოუ" იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გა­არ­თობს და კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნებს. ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­პო­ლი­ტი­კურ ამ­პლუ­ა­ში. ცნო­ბი­ლებს შინ კვლავ ვეს­ტუმ­რე­ბი, მექ­ნე­ბა ბლიც-ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და დარ­ჩე­ბა ბლო­კი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის. ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რი იმ მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა უკვე და­გეგ­მე?

- ზუს­ტად ამ წუ­თას პირ­ველ ეთერ­ზე ვმუ­შა­ობთ. მინ­და პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა მთლი­ა­ნად "რუს­თა­ვი 2"-ს მი­ვუ­ძღვნა. ჩემი სტუმ­რე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ამ არხზე და­არ­სე­ბის დღი­დან მუ­შა­ობ­დნენ: ნანა ინწკირ­ვე­ლი, მაკა ფან­ქვე­ლაშ­ვი­ლი, ეკა სა­რია... ნა­თია ლა­ზაშ­ვილს და­ვუ­რე­კე და სხვა გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შევ­თა­ვა­ზე. მი­თხრა, - მო­ვი­ფიქ­რე­ბო.

- მაია ასა­თი­ან­თან თუ გქონ­და შეხ­ვედ­რა?

- მა­ი­ას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მის­ვლის მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდი. მოკ­ლედ, ამ არხზე ჩვე­ნი კო­ჰა­ბი­ტა­ცია (ვგიჟ­დე­ბი ამ სი­ტყვა­ზე) შედ­გა. მაია შო­კო­ლა­დით და ყა­ვით გა­მი­მას­პინ­ძლდა. ჩვენ გვექ­ნე­ბა შიდა კონ­კუ­რენ­ცია. "პრო­ფი­ლის" და "ნა­ნუ­კას შოუს" სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე ყოფ­ნა, ორი­ვეს­თვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია. როცა კონ­კუ­რენ­ტი გყავს, სა­კუ­თარ თავს მოშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ. მე და მა­ი­ამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ. წი­ნას­წარ ერ­თმა­ნეთს არა­ფერს შე­ვუ­თან­ხმებთ. სტუმ­რე­ბის გა­მე­ო­რე­ბის არ გვე­ში­ნია, რად­გან 3 წლის მან­ძილ­ზე დამ­თხვე­ვა სულ 2-ჯერ გვქონ­და.

- ვიცი, რომ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ში ახა­ლი წევ­რე­ბი გყავს. რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა, რომ­ლე­ბიც შენს გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, "ნა­ნუ­კას შოუს" და­ხურ­ვის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა არხზე და­ი­წყო. ახა­ლი წევ­რე­ბი­დან ერთ-ერთი გო­გო­ლა კა­ლან­და­ძეა, არა?

- დიახ. 3 თვე უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი, შოუ ეთერ­ში რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და. ჰოდა, თა­ნამ­შრომ­ლებს ვუ­თხა­რი, - ვინც ახალ სამ­სა­ხურს იშო­ვი­და, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო. ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა აქვს. გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე იქ­ნე­ბა პრო­დი­უ­სე­რი, ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ცე­მის მთა­ვარ პრო­დი­უ­სე­რად კი მაია სტეფ­ნა­ძე რჩე­ბა. რე­ჟი­სო­რი ობო­ბა იქ­ნე­ბა (მისი სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვიცი), ჩემი თა­ნა­წამ­ყვა­ნი კი - როს­ტო, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის რის­ხვა გახ­ლავთ. მე­ყო­ლე­ბა ბუბუ და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ბლოკს მა­რი­ა­მი წა­იყ­ვანს. დღეს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ხუმ­რობ­და, - კარ­გია, რომ დიდი შვი­ლი გყავს, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უფა­სო მუ­შა­ხე­ლია სა­ჭი­როო.

- მა­რი­ამს უფა­სოდ ამუ­შა­ვებ?

- მას ჰო­ნო­რა­რი არა აქვს, მაგ­რამ თვის ბო­ლოს რა­ღა­ცას ვჩუქ­ნი.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რას იტყვი?

- სპონ­სო­რი უკვე მყავს. ერთ სა­რეკ­ლა­მო ჭრა­ზე 34-წუ­თი­ა­ნი რეკ­ლა­მა მქონ­და. ეს ჩემ­თვის, რო­გორც წამ­ყვა­ნის­თვის, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ახლა კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ერთი სა­რეკ­ლა­მო ჭრა 11 წუთი იქ­ნე­ბა. დიდი რეკ­ლა­მა მა­ყუ­რე­ბელს მა­კარ­გვი­ნებს.

- ამ­ბო­ბენ, რომ შენი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი კო­დუა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. ხმე­ბი მის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბა­ზეც გავ­რცელ­და...

- ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი გა­მი­გია. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ყოფ­ნას, ჩვენ 2-ჯერ ვი­ყა­ვით სა­ზღვარ­გა­რეთ და შე­იძ­ლე­ბა კი­დევ წა­ვი­დეთ. მე ეს პე­რი­ო­დე­ბი გავ­ლი­ლი მაქვს. მახ­სოვს, მექ­სი­კა­ში გა­და­სა­ღე­ბად რომ გა­ვემ­გზავ­რე, მა­ში­ნაც ლა­პა­რა­კობ­დნენ, ნა­ნუ­კა და ირაკ­ლი გა­იქ­ცნე­ნო.

- ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას სად აპი­რებ?

- არ მგო­ნია, თბი­ლის­ში დავ­რჩე; შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­დე ან შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე, მაგ­რამ ახალ წელს სვა­ნეთ­ში შევ­ხვდე...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ გაუმასპინძლდა მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს

როგორ გაუმასპინძლდა მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს

3-თვიანი პაუზის შემდეგ "ნანუკას შოუ" ეთერში ბრუნდება. გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში მომავალი წლის 15 იანვრიდან დაიწყება. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში დავბრუნდი", - ამბობს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და პირველ გადაცემას მთლიანად მშობლიურ ტელევიზიას უძღვნის.

- პირველ რიგში, ეთერში დაბრუნებას გილოცავ!

- უღრმესი მადლობა. ახლა ორმაგად გახარებული ვარ: გადაცემა ეთერში ბრუნდება, მე - "რუსთავი 2"-ში.

- გადაცემის დახურვიდან აღდგენამდე პერიოდს როგორ შეაფასებ?

- საინტერესო პერიოდი იყო. ადამიანურ ურთიერთობებში ბევრი რამ გადავაფასე. ერთ დღეს აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მეკონტაქტებოდნენ, ბოლო დროს კი ნაკლებად მკითხულობდნენ. როცა ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი გაქვს, ბევრისთვის სასურველი ხარ, მერე - ნაკლებად. ამ სამმა თვემ ბევრი რამ მასწავლა, დიდი გამოცდილება შემძინა. ასეთ დროს თურმე, სიყალბეს ნიღაბი ეხსნება. ალბათ, ასეთი პერიოდის გამოვლა საჭირო იყო.

- ასე მეგობრებზე ლაპარაკობ?

- არა. ჩემს სამეგობროში უამრავი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა. მე იმ ნაცნობებს ვგულისხმობ, რომლებიც მეგონა, რომ ჩემთან ახლობლობდნენ.

- მათ შორის ცნობილი ადამიანები არიან?

- რა თქმა უნდა, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პასიური პერიოდი ნამდვილად არ მქონია: სოციალურ ქსელშიც ვაქტიურობდი და იმ კომენტარებსაც ვკითხულობდი, რომლებიც "ამბები.გე"-ზე დადებულ ჩემს ინტერვიუს თან ერთვოდა. ყველაზე კრიტიკული მოსაზრებები წავიკითხე, თუმცა იყო თბილი სიტყვებიც. საზოგადოების მაჯიდან ხელი არ ამიღია. ჩემდა სასიხარულოდ, მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც "ნანუკას შოუს" ეთერში დაბრუნებას ელოდებოდნენ - ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- არაერთ ტელევიზიასთან გქონდა მოლაპარაკება. არჩევანი "რუსთავი 2"-ზე რატომ შეაჩერე?

- 12 წელი ბებიასთან ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ, მე - წყალტუბოში. როცა წარსულს ვიხსენებ, ყველაზე ტკბილად ის პერიოდი მახსენდება. ბებიის სახლს სხვა სუნი აქვს. ჩემი "რუსთავი 2"-ში დაბრუნება, ბებიის სახლში დაბრუნებას ჰგავს - იგივე ემოცია ახლავს. ამ შენობაში პირველად მაშინ შემოვედი, როცა "ვანოს შოუს" ჩაწერაზე მომიწვიეს და მეორედ - ახლა. გული ისე ამიჩქარდა, როგორც ძველ ოფისში, მე-17 სართულზე ასვლისას მიჩქარდებოდა. "რუსთავი 2"-ში ჩემი სასპონსორო პაკეტით მოვედი. სხვა ტელევიზიებიდან უკეთესი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, მაგრამ სახლში დაბრუნება ვარჩიე.

- "ნანუკას შოუში" ახალს რას ვნახავთ?

- ჩემი რესპონდენტებიდან გამომდინარე, "ნანუკას შოუს" კეთილი ნიშა ჰქონდა. სტუმრები (თუ ეს წინასწარ შეთანხმებული არ იყო) დასმული შეკითხვებით უხერხულ სიტუაციაში არ ცვივდებოდნენ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. კვლავ ვიმუშავებთ საქველმოქმედო ხაზით. ამასთან, "ნანუკას შოუ" იქნება გადაცემა, რომელიც მაყურებელს გაართობს და კარგ ხასიათზე დააყენებს. ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტიკოსები, არაპოლიტიკურ ამპლუაში. ცნობილებს შინ კვლავ ვესტუმრები, მექნება ბლიც-ინტერვიუები და დარჩება ბლოკი თინეიჯერებისთვის. ყოველთვის ვიქნები ადეკვატური იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ქვეყანაში იქნება აქტუალური.

- პირველი გადაცემა უკვე დაგეგმე?

- ზუსტად ამ წუთას პირველ ეთერზე ვმუშაობთ. მინდა პირველი გადაცემა მთლიანად "რუსთავი 2"-ს მივუძღვნა. ჩემი სტუმრები ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ამ არხზე დაარსების დღიდან მუშაობდნენ: ნანა ინწკირველი, მაკა ფანქველაშვილი, ეკა სარია... ნათია ლაზაშვილს დავურეკე და სხვა გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზე. მითხრა, - მოვიფიქრებო.

- მაია ასათიანთან თუ გქონდა შეხვედრა?

- მაიას ტელევიზიაში მისვლის მეორე დღესვე შევხვდი. მოკლედ, ამ არხზე ჩვენი კოჰაბიტაცია (ვგიჟდები ამ სიტყვაზე) შედგა. მაია შოკოლადით და ყავით გამიმასპინძლდა. ჩვენ გვექნება შიდა კონკურენცია. "პროფილის" და "ნანუკას შოუს" სატელევიზიო ბაზარზე ყოფნა, ორივესთვის ძალიან მომგებიანია. როცა კონკურენტი გყავს, საკუთარ თავს მოშვების უფლებას არ აძლევ. მე და მაიამ ამ ყველაფერზე ვილაპარაკეთ. წინასწარ ერთმანეთს არაფერს შევუთანხმებთ. სტუმრების გამეორების არ გვეშინია, რადგან 3 წლის მანძილზე დამთხვევა სულ 2-ჯერ გვქონდა.

- ვიცი, რომ შემოქმედებით ჯგუფში ახალი წევრები გყავს. რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც შენს გადაცემაზე მუშაობდნენ, "ნანუკას შოუს" დახურვის შემდეგ მუშაობა სხვადასხვა არხზე დაიწყო. ახალი წევრებიდან ერთ-ერთი გოგოლა კალანდაძეა, არა?

- დიახ. 3 თვე უმუშევარი ვიყავი და არ ვიცოდი, შოუ ეთერში როდის დაბრუნდებოდა. ჰოდა, თანამშრომლებს ვუთხარი, - ვინც ახალ სამსახურს იშოვიდა, მუშაობა დაეწყო. ყველას თავისი პრობლემა აქვს. გოგოლა კალანდაძე იქნება პროდიუსერი, ხელოვნების მიმართულებით, გადაცემის მთავარ პროდიუსერად კი მაია სტეფნაძე რჩება. რეჟისორი ობობა იქნება (მისი სახელი და გვარი არ ვიცი), ჩემი თანაწამყვანი კი - როსტო, რომელიც ქალების რისხვა გახლავთ. მეყოლება ბუბუ და თინეიჯერების ბლოკს მარიამი წაიყვანს. დღეს ვანო ჯავახიშვილი ხუმრობდა, - კარგია, რომ დიდი შვილი გყავს, ამ ტელევიზიაში უფასო მუშახელია საჭიროო.

- მარიამს უფასოდ ამუშავებ?

- მას ჰონორარი არა აქვს, მაგრამ თვის ბოლოს რაღაცას ვჩუქნი.

- ტელევიზიაში ფინანსური პრობლემებია. ამასთან დაკავშირებით რას იტყვი?

- სპონსორი უკვე მყავს. ერთ სარეკლამო ჭრაზე 34-წუთიანი რეკლამა მქონდა. ეს ჩემთვის, როგორც წამყვანისთვის, საშინელება იყო. ახლა კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ერთი სარეკლამო ჭრა 11 წუთი იქნება. დიდი რეკლამა მაყურებელს მაკარგვინებს.

- ამბობენ, რომ შენი მეუღლე, ირაკლი კოდუა საქართველოდან წავიდა. ხმები მის შესაძლო დაკავებაზეც გავრცელდა...

- ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით არაფერი გამიგია. რაც შეეხება ირაკლის საქართველოში არყოფნას, ჩვენ 2-ჯერ ვიყავით საზღვარგარეთ და შეიძლება კიდევ წავიდეთ. მე ეს პერიოდები გავლილი მაქვს. მახსოვს, მექსიკაში გადასაღებად რომ გავემგზავრე, მაშინაც ლაპარაკობდნენ, ნანუკა და ირაკლი გაიქცნენო.

- ახალი წლის შეხვედრას სად აპირებ?

- არ მგონია, თბილისში დავრჩე; შეიძლება ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდე ან შეიძლება, საქართველოში დავრჩე, მაგრამ ახალ წელს სვანეთში შევხვდე...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"