მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ნამდვილი მომთაბარე, აქლემთან ერთად ესტუმრა
საქართველოს ნამდვილი მომთაბარე, აქლემთან ერთად ესტუმრა

ორი თხა, ოთხი ძაღ­ლი, ერთი აქ­ლე­მი და სატ­ვირ­თო ვა­გო­ნი. ამ ტვირ­თით მომ­თა­ბა­რე გო­რა­ნი 22 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც მოგ­ზა­უ­რობს. გა­რეგ­ნო­ბით ევ­რო­პელს ჰგავს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ეროვ­ნე­ბა არ აქვს და თავს მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქედ მი­იჩ­ნევს. პირ­ვე­ლად 7 წლის იყო, სა­მოგ­ზა­უ­როდ და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ წა­ვი­და. მას შემ­დეგ კი, რაც აქ­ლე­მი იყი­და, ეს ცხო­ვე­ლი მისი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რია. გო­რა­ნი 53 წლი­საა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. თბი­ლის­ში დიდ დი­ღომ­ში, პა­ტა­რა გო­რაკ­ზეა და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი, სა­დაც აქ­ლე­მი სა­ძო­ვარ ბა­ლახს გა­ჭირ­ვე­ბით პო­უ­ლობს.

- როცა ეროვ­ნე­ბას მე­კი­თხე­ბი­ან, არც კი ვიცი, რა ვუ­პა­სუ­ხო, მე მე­ტი­სი ვარ (ინ­დი­ე­ლი­სა და ევ­რო­პე­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი). ეროვ­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, თავს მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქედ კი მი­ვიჩ­ნევ, მაგ­რამ პას­პორ­ტი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვე­ი­ცა­რი­ა­ში არა­სო­დეს მი­ცხოვ­რია, არც გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­მიხ­დია და არც ხმის უფ­ლე­ბით მი­სარ­გებ­ლია. ბავ­შვო­ბა მონბ­ლა­ნის მთა­ზე გა­ვა­ტა­რე (უმაღ­ლე­სი მთა ალ­პებ­ში). ეს მთა შვე­ი­ცა­რი­ის, იტა­ლი­ი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს.

- სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეთ, რომ პირ­ვე­ლად 7 წლის იყა­ვით, და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ წახ­ვე­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ...

- მა­მა­ჩე­მი მომ­თა­ბა­რე ბო­შე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო, დედა - ევ­რო­პე­ლი. მამა დე­დას მა­შინ შეხ­ვდა, როცა ჰიტ­ლე­რი ბო­შებ­სა და ებ­რა­ე­ლებს დევ­ნი­და. მა­შინ ყვე­ლა ბოშა ცდი­ლობ­და, ჰიტ­ლე­რის რე­ჟიმს გა­დარ­ჩე­ნო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა ევ­რო­პე­ლი იყო, ბო­შე­ბის მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მოს­წონ­და და ჩემი მშობ­ლე­ბი შე­უღლდნენ. ისი­ნი სულ მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. მე კი პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბელ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში 7 წლის ასაკ­ში წა­ვე­დი და მხო­ლოდ 3 კვი­რა მო­ვა­ხერ­ხე მოგ­ზა­უ­რო­ბა. მახ­სოვს, დიდი ზურგჩან­თა მქონ­და მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­დაც მხო­ლოდ წინ­დე­ბი მე­წყო. პო­ლი­ცი­ელ­მა და­მი­ჭი­რა და გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მკი­თხა, - ამ­დე­ნი წინ­და რად გინ­დაო? - შორ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მივ­დი­ვარ და ბევ­რი წინ­და მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. - ვუ­პა­სუ­ხე. მა­შინ თავი ბავ­შვთა სახ­ლში ამოვ­ყა­ვი, სა­ი­და­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვა­ხერ­ხე გაქ­ცე­ვა. მახ­სოვს, თავს ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც ცი­ხე­ში და ბავ­შვე­ბი გი­სო­სე­ბის გა­წე­ვა­სა და გაქ­ცე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით. ახლა უკვე 53 წლის ვარ, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბა ჯე­რაც არ შე­მი­წყვე­ტია. 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა ბო­შე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ის შე­სას­წავ­ლად მათ დონ­თან ერ­თად და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა. ბოლო ხანს ინ­დი­ე­ლე­ბი და მომ­თა­ბა­რე ბე­დუ­ი­ნე­ბი თით­ქმის სრუ­ლი­ად გაქ­რნენ.

- მომ­თა­ბა­რე­თა ფი­ლო­სო­ფია ახ­სე­ნეთ, მათი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა რაში მდგო­მა­რე­ობს?

- მომ­თა­ბა­რე ჭეშ­მა­რი­ტე­ბას გზა­დაგ­ზა სი­ა­რუ­ლი­სას ეზი­ა­რე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ­სა და მომ­თა­ბა­რე ადა­მი­ა­ნებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. ხალ­ხს წარ­მოდ­გე­ნაც კი არა აქვს სხვის­თვის საკ­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე... ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­ი­მა­რა­გონ, ხვა­ლინ­დელ დღე­ზე იფიქ­რონ და დაც­ვის კა­მე­რა აკონ­ტრო­ლონ, სახ­ლში ვინ­მე რომ არ შე­მო­ე­პა­როთ. მე კი დღეს რაც მაქვს, შენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­ზი­ა­რებ. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მოგ­ზა­უ­რი ხარ, გზად შემ­ხვედ­რი თუ მე­გო­ბა­რი. ხვა­ლი­სათ­ვის არა­ფე­რი მაქვს გა­და­სა­ნა­ხი, რად­გან ხვა­ლინ­დე­ლი დღე შე­საძ­ლოა, ჩემ­თვის არც გა­თენ­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად იმარ­თე­ბა, მერე ვი­თარ­დე­ბა და ჯერ მე­ზობ­ლის ეზოს მი­სა­კუთ­რე­ბის სურ­ვი­ლი ჩნდე­ბა, მერე - სახ­ლის, ცო­ლის, მან­ქა­ნის და ა.შ. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: ჩვენს კა­რავს ფან­ჯა­რა მხო­ლოდ მაღ­ლა აქვს და და­წო­ლი­სას ვარ­სკვლა­ვე­ბის ყუ­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია. სახ­ლებს კი ისე­თი ფან­ჯრე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ძი­რი­თა­დად მე­ზობ­ლე­ბის ავ­ლა­დი­დე­ბა ჩანს. დიდი ხა­ნია, კომ­პა­ნია "ჯი­ტა­ო­ჰან, მომ­თა­ბა­რე აქ­ლე­მე­ბის ქა­რა­ვა­ნი" და­ვა­არ­სე. ეს მომ­თა­ბა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბი­სა და სიმ­შვი­დის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნამ­დვი­ლი მომ­თა­ბა­რე­ე­ბის იდე­ო­ლო­გი­ას ვაც­ნობ და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის, აქ­ლე­მის შე­სა­ხებ ვუყ­ვე­ბი. მივ­დი­ო­დი სკო­ლებ­ში, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებ­თან... ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო მათ­თვის აქ­ლე­მის და­ნახ­ვა. არა­ერ­თხელ მი­მოგ­ზა­უ­რია აბ­რე­შუ­მის გზით, რომ­ლი­თაც ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, მკვლევ­რე­ბი და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ. ამას­თან ერ­თად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი მქონ­და ხალ­ხთან, ბავ­შვებ­თან.

- რო­დის შე­ი­ძი­ნეთ აქ­ლე­მი?

- 22 წლის წინ, როცა ჩემი პრო­ექ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, თე­რა­პი­ის შე­სას­წავ­ლად და სა­მოგ­ზა­უ­როდ აქ­ლე­მე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ეს იოლი არ ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე უზარ­მა­ზა­რი აქ­ლე­მი საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე აქ­ლე­მი მყავ­და. 3 წლის წინ კი თურ­ქეთ­ში მა­მა­ლი აქ­ლე­მი და­მე­ღუ­პა. გი­გილ­თან ერ­თად 18 წელი მქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი. მისი სა­ხე­ლი არა­მე­ულ ენა­ზე სა­მო­თხის კარს ნიშ­ნავ­და. დღეს მხო­ლოდ დე­და­ლი აქ­ლე­მი, ჩინი მყავს, რო­მე­ლიც "მე­უღ­ლის" და­ღუპ­ვას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამი­ტო­მაც ჩა­მო­ვე­დი, იმე­დი მქონ­და, ზო­ო­პარკში აქ­ლე­მე­ბი გე­ყო­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ა­ვა­დე­ბის გამო სა­მი­ვე და­ღუ­პუ­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი სა­მი­ნის­ტრო­დან წე­რი­ლი მო­მი­ვი­და. თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ქარ­ვას­ლის გა­კე­თე­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ (იგუ­ლის­ხმე­ბა ქა­რავ­ნის მი­სა­ღე­ბი სახ­ლი, მოგ­ზა­ურ­თა შეკ­რე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის ად­გი­ლი). სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­ვას­ლის არ­სე­ბო­ბის დიდი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მა­შინ ვერ შევ­ძე­ლი ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ ახლა ამ კულ­ტუ­რულ პრო­ექტს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი. ამას წი­ნათ ჩემ­თან ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი იყო მო­სუ­ლი. რა თქმა უნდა, მა­საც მო­ვუ­ყე­ვი ქარ­ვას­ლის შე­სა­ხებ და ბო­ლოს ჩემი ნათ­ქვა­მი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ისე გა­და­უ­თარ­გმნია, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა მინ­დო­და.

- ჩი­ნის თურ­ქუ­ლად ესა­უბ­რე­ბით, ეს ენა ეს­მის?

- არა, აქ­ლე­მი ნათ­ქვა­მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვერ იგებს, მაგ­რამ ხმის ტემ­ბრით იო­ლად ხვდე­ბა, ვე­ფე­რე­ბი, ვუ­წყრე­ბი თუ რა­მეს ვთხოვ. ამი­ტომ, თურ­ქუ­ლად ვე­ტყვი თუ ფრან­გუ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რაც მთა­ვა­რია, ინ­გლი­სუ­რად არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ეს ენა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვიცი, შეგ­ნე­ბუ­ლად არა­სო­დეს მის­წავ­ლია. ინ­გლი­სე­ლე­ბის კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ბუ­ნე­ბა ისე­დაც ბევრ რა­მეს გვახ­ვევს თავს, მეც მხა­რი რომ არ და­ვუ­ჭი­რო.

- გო­რან, ამ­დენ­წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა დამ­ღლე­ლი არ არის?

- არა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს. ხუთ­ჯერ ვი­მოგ­ზა­უ­რე ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ომი იყო. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, - გიჟი ხარ? მოგ­კლა­ვე­ნო! - მე კი არაფ­რის მე­ში­ნო­და. ამ ქვეყ­ნის არც მტე­რი ვი­ყა­ვი, არც პრო­ვო­კა­ტო­რი, მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა მინ­დო­და მათ­თან და ვის უნდა მო­ვე­კა­ლი? მომ­თა­ბა­რე თუ ხარ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მო­ღა­ლა­ტე, მა­ტყუ­ა­რა და ბო­რო­ტი იყო. ეს თვი­სე­ბე­ბი რომც გქონ­დეს, გზა­დაგ­ზა სრუ­ლი­ად შე­იც­ვლე­ბი. ის­წავ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ნას, მე­გობ­რო­ბას, თავ­და­დე­ბას... ქვე­ყა­ნას ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის შე­მოვ­ლით ვერ გა­იც­ნობ, იმ ქვეყ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ი­ზი­ა­რო, მიყ­რუ­ე­ბულ სოფ­ლებს ეწ­ვიო და მა­შინ აღ­მო­ა­ჩენ სი­ნამ­დვი­ლეს. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თავს არი­დე­ბენ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას. - ბევ­რი მაქვს წა­კი­თხუ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე და არც ისე სა­ინ­ტე­რე­სო­აო, - ამ­ბო­ბენ. და­მერ­წმუ­ნეთ, წიგ­ნე­ბი­დან ქვე­ყა­ნას ვერ გა­იც­ნობთ. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მეძ­ლო დარ­ჩე­ნა.

- აპი­რებთ ამ­დენ ხანს გა­ჩე­რე­ბას?

- შე­საძ­ლოა, დავ­ბრუნ­დე და დიდ­ხანს დავ­რჩე. ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, რა დროს გა­ვა­ტა­რებ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ ის, თუ ვის­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რებ ამ დროს. გული მწყდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ბი ცა­რი­ელ­დე­ბა და ხალ­ხი ბა­რად, ქა­ლაქ­ში ჩა­დის სა­ცხოვ­რებ­ლად. ეს დიდი შეც­დო­მაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას თვალ­ში მეცა გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი სა­ძოვ­რე­ბი და მა­შინ­ვე მონ­ღო­ლე­ბი გა­მახ­სენ­და. მონ­ღო­ლეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას იქა­უ­რე­ბის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ისი­ნი დღემ­დე ჩინ­გის ხა­ნის მო­ძღვრე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. ჩინ­გის ხა­ნის მი­თი­თე­ბით კი სა­ძო­ვარ ია­ლაღს 2-3 წე­ლი­წადს იყე­ნე­ბენ, შემ­დეგ კი 2-3 წლით ას­ვე­ნე­ბენ, რომ მი­წამ გა­ფხვი­ე­რე­ბა და ბა­ლახ­მა გაძ­ლი­ე­რე­ბა შეძ­ლოს. წი­ნა­აღ­მდეგ შე­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე წლის მერე სა­ძო­ვა­რი სა­ერ­თოდ აღარ იარ­სე­ბებს, ან ისე­თი ბა­ლა­ხი ამო­ვა, რო­მელ­საც სა­ქო­ნე­ლი პირ­საც არ და­ა­კა­რებს.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვე­დით?

- 3 თვე­ზე მე­ტია. ვი­ყა­ვი გო­ნი­ო­ში, ბა­თუმ­ში და დღეს უკვე თბი­ლის­ში ვარ. სულ და­ახ­ლო­ე­ბით 37-39 ქვე­ყა­ნა მექ­ნე­ბა შე­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ ამ ციფრს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩემ­თვის ქვეყ­ნებს შო­რის მომ­თა­ბა­რე­ო­ბა სიყ­ვა­რულს ჰგავს. ერთი ქალი ბო­ლომ­დე, გუ­ლით უნდა გიყ­ვარ­დეს, სა­ნამ მას და­შორ­დე­ბი და სხვას­თან წახ­ვალ. ასე­ვეა ჩემ­თვის ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაც. არა­სო­დეს არ­სად მეჩ­ქა­რე­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს სა­ქარ­თვე­ლო. თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხალ­ხი ცხოვ­რობს. მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თუ­ლი მა­ფია სა­ხელ­გან­თქმუ­ლია და ყვე­ლა ში­შით ძრწის, მაგ­რამ აქ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი სა­ში­ში ხალ­ხი არ ხართ. იმა­ნაც გან­მაც­ვიფ­რა, რომ რუ­სეთ­თან ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მათ­თან არა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა არ გაქვთ.

- მუ­დამ მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობთ?

- უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, კი. ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­ტოს მირ­ჩევ­ნია მოგ­ზა­უ­რო­ბა.

- რას ეძებთ ახალ ქვე­ყა­ნა­ში?

- ფი­ლო­სო­ფი­ას, რე­ლი­გი­ას და ამ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ცეპტს.

- თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ცეპ­ტი რა არის?

- ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ნა­ირ სის­ტე­მა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ფა­ნა­ტი­კო­სი არ ხარ და ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით მოქ­მე­დებ, დიდი შან­სი გაქვს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა იპო­ვო. ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერთი მხრივ, მე ვირ­ჩევ სა­მოძ­რაო გზას, მაგ­რამ ხში­რად აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გვა­ი­ძუ­ლებს, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ. ამ­ჯე­რად ჩემი სურ­ვი­ლის გამო კი არა, - ჩი­ნის მე­უღ­ლის სა­ძებ­ნად ვმოგ­ზა­უ­რობთ. ამი­ტომ, ას­ტრა­ხან­ში წას­ვლას ვა­პი­რებთ.

- გო­რან, მე­უღ­ლე თუ გყავთ?

- მე­უღ­ლე მყავ­და, რო­მელ­საც დავ­შორ­დი. ორი შვი­ლი მყავს, 28 და 25 წლის.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი თუ მოგ­ზა­უ­რო­ბენ?

- კი, რა თქმა უნდა. სხვა­თა შო­რის, მათ სკო­ლა­ში არა­სო­დეს უვ­ლი­ათ. გა­ნათ­ლე­ბა ჩვენ, მშობ­ლებ­მა მი­ვე­ცით. მახ­სოვს, ჯე­მილს თა­მაშ-თა­მა­შით შე­ვას­წავ­ლეთ ის­ტო­რია, ფი­ლო­სო­ფია, ენე­ბი...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თი­დან ჩა­მოხ­ვე­დით. რამ­დე­ნი ხანი გა­ა­ტა­რეთ იქ?

- თურ­ქეთ­ში 10 წელი ვცხოვ­რობ­დი. აქე­დან 4 წელი იმ და­სახ­ლე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე, სა­დაც ქურ­თე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

- ნუთუ, აქ­ლე­მით ჩა­მოხ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლომ­დე?

- რა თქმა უნდა, არა. აქ­ლე­მი­თა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ვა­გო­ნით ავ­ტო­ბან­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სატ­ვირ­თო და­ვი­ქი­რა­ვე და სა­ქარ­თვე­ლომ­დე ისე ჩა­მო­ვე­დით. მომ­თა­ბა­რე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის მყავ­და სატ­ვირ­თო, მაგ­რამ თურ­ქეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ხან­ძრის გამო დავ­კარ­გე. რო­გორც ჩანს, რო­მე­ლი­ღაც ფა­ნა­ტი­კოს­მა ტე­რო­რის­ტმა "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი" ეს­რო­ლა. მას შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან გარ­თულ­და. გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის დროს დიდ ნა­გავ­საყ­რელს ვპო­უ­ლობ­დი, ცე­ცხლს ვუ­კი­დებ­დი და ისე ვშრე­ბო­დით მე და ცხო­ვე­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, თურ­ქეთ­ში ავა­რი­ის გამო ჩვე­ნი ავ­ლა­დი­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი დავ­კარ­გეთ. ჩინი კლდო­ვან გზა­ზე აჩ­ქარ­და და ხევ­ში გა­და­ი­ჩე­ხა. დღე­საც არ ვიცი, რო­გორ გა­დარ­ჩა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ფე­რი მო­უ­ტე­ხავს, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ვა­გო­ნი ძა­ლი­ან და­ზი­ან­და.

- ყვე­ლა­ზე დიდ ხანს რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­დით?

- ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ავ­ღა­ნეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, ვსწავ­ლობ­დი მომ­თა­ბა­რე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სებს. იქ ყვე­ლა­ზე კარ­გა­დაა ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­მო­ნა­ხუ­ლი. ხალ­ხი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა და თით­ქმის ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნია.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- პირ­ველ რიგ­ში მა­მა­ლი აქ­ლე­მის ყიდ­ვა მინ­და. სწო­რედ ამი­ტო­მაც მივ­დი­ვარ ას­ტრა­ხან­ში. მერე კი ჩემი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, რომ პა­ტა­რა, ჯან­მრთე­ლი კო­ზა­კი მყავ­დეს და ვეც­დე­ბი, ეს სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, 3 წე­ლია, ერთი აქ­ლე­მის ყიდ­ვა მსურს და ვერ მი­პო­ვია... მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს, მას­პინ­ძლო­ბის­თვის. ერთი თხოვ­ნაც მაქვს, ას­ტრა­ხან­ში წა­სას­ვლე­ლად სატ­ვირ­თო მჭირ­დე­ბა, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის კი რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი თან­ხა მომ­თხო­ვა. ამი­ტომ, თუ ვინ­მეს პა­ტა­რა სატ­ვირ­თო აქვს, იქ­ნებ შე­მეხ­მი­ა­ნონ, რომ ას­ტრა­ხან­ში ჩას­ვლა და ჩი­ნის მე­უღ­ლის პოვ­ნა შევ­ძლო.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საქართველოს ნამდვილი მომთაბარე, აქლემთან ერთად ესტუმრა

საქართველოს ნამდვილი მომთაბარე, აქლემთან ერთად ესტუმრა

ორი თხა, ოთხი ძაღლი, ერთი აქლემი და სატვირთო ვაგონი. ამ ტვირთით მომთაბარე გორანი 22 წელიწადზე მეტია, რაც მოგზაურობს. გარეგნობით ევროპელს ჰგავს, მაგრამ ამბობს, რომ ეროვნება არ აქვს და თავს მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევს. პირველად 7 წლის იყო, სამოგზაუროდ დამოუკიდებლად რომ წავიდა. მას შემდეგ კი, რაც აქლემი იყიდა, ეს ცხოველი მისი განუყრელი მეგობარია. გორანი 53 წლისაა და მთელი ცხოვრება მოგზაურობაში აქვს გატარებული. თბილისში დიდ დიღომში, პატარა გორაკზეა დაბანაკებული, სადაც აქლემი საძოვარ ბალახს გაჭირვებით პოულობს.

- როცა ეროვნებას მეკითხებიან, არც კი ვიცი, რა ვუპასუხო, მე მეტისი ვარ (ინდიელისა და ევროპელის შთამომავალი). ეროვნებას რაც შეეხება, თავს მსოფლიო მოქალაქედ კი მივიჩნევ, მაგრამ პასპორტი შვეიცარიული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში არასოდეს მიცხოვრია, არც გადასახადები გადამიხდია და არც ხმის უფლებით მისარგებლია. ბავშვობა მონბლანის მთაზე გავატარე (უმაღლესი მთა ალპებში). ეს მთა შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს.

- საუბრისას აღნიშნეთ, რომ პირველად 7 წლის იყავით, დამოუკიდებლად რომ წახვედით სამოგზაუროდ...

- მამაჩემი მომთაბარე ბოშების შთამომავალი იყო, დედა - ევროპელი. მამა დედას მაშინ შეხვდა, როცა ჰიტლერი ბოშებსა და ებრაელებს დევნიდა. მაშინ ყველა ბოშა ცდილობდა, ჰიტლერის რეჟიმს გადარჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ევროპელი იყო, ბოშების მომთაბარე ცხოვრება ძალიან მოსწონდა და ჩემი მშობლები შეუღლდნენ. ისინი სულ მოგზაურობდნენ. მე კი პირველად დამოუკიდებელ მოგზაურობაში 7 წლის ასაკში წავედი და მხოლოდ 3 კვირა მოვახერხე მოგზაურობა. მახსოვს, დიდი ზურგჩანთა მქონდა მოკიდებული, სადაც მხოლოდ წინდები მეწყო. პოლიციელმა დამიჭირა და გაკვირვებულმა მკითხა, - ამდენი წინდა რად გინდაო? - შორ მოგზაურობაში მივდივარ და ბევრი წინდა მჭირდება-მეთქი. - ვუპასუხე. მაშინ თავი ბავშვთა სახლში ამოვყავი, საიდანაც რამდენჯერმე მოვახერხე გაქცევა. მახსოვს, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში და ბავშვები გისოსების გაწევასა და გაქცევაში ერთმანეთს ვეხმარებოდით. ახლა უკვე 53 წლის ვარ, მაგრამ მოგზაურობა ჯერაც არ შემიწყვეტია. 15 წლის ვიყავი, როცა ბოშების ფილოსოფიის შესასწავლად მათ დონთან ერთად დავიწყე მოგზაურობა. ბოლო ხანს ინდიელები და მომთაბარე ბედუინები თითქმის სრულიად გაქრნენ.

- მომთაბარეთა ფილოსოფია ახსენეთ, მათი ჭეშმარიტება რაში მდგომარეობს?

- მომთაბარე ჭეშმარიტებას გზადაგზა სიარულისას ეზიარება. ჩვეულებრივსა და მომთაბარე ადამიანებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ხალხს წარმოდგენაც კი არა აქვს სხვისთვის საკვების გაზიარებაზე... ჩვეულებრივმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა მოიმარაგონ, ხვალინდელ დღეზე იფიქრონ და დაცვის კამერა აკონტროლონ, სახლში ვინმე რომ არ შემოეპაროთ. მე კი დღეს რაც მაქვს, შენ აუცილებლად გაგიზიარებ. არა აქვს მნიშვნელობა, მოგზაური ხარ, გზად შემხვედრი თუ მეგობარი. ხვალისათვის არაფერი მაქვს გადასანახი, რადგან ხვალინდელი დღე შესაძლოა, ჩემთვის არც გათენდეს. ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება დროთა განმავლობაში ავტომატურად იმართება, მერე ვითარდება და ჯერ მეზობლის ეზოს მისაკუთრების სურვილი ჩნდება, მერე - სახლის, ცოლის, მანქანის და ა.შ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენს კარავს ფანჯარა მხოლოდ მაღლა აქვს და დაწოლისას ვარსკვლავების ყურება შეგვიძლია. სახლებს კი ისეთი ფანჯრები აქვს გაკეთებული, საიდანაც ძირითადად მეზობლების ავლადიდება ჩანს. დიდი ხანია, კომპანია "ჯიტაოჰან, მომთაბარე აქლემების ქარავანი" დავაარსე. ეს მომთაბარე ადამიანების თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული პროექტია, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სიმშვიდისკენაა მიმართული. საზოგადოებას ნამდვილი მომთაბარეების იდეოლოგიას ვაცნობ და არაძალადობრივი ტრანსპორტის, აქლემის შესახებ ვუყვები. მივდიოდი სკოლებში, ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან... ვერც კი წარმოიდგენთ, რა დიდი ბედნიერება იყო მათთვის აქლემის დანახვა. არაერთხელ მიმოგზაურია აბრეშუმის გზით, რომლითაც ფილოსოფოსები, მკვლევრები და წინასწარმეტყველები დადიოდნენ. ამასთან ერთად, ყველა ქვეყანაში მჭიდრო კონტაქტი მქონდა ხალხთან, ბავშვებთან.

- როდის შეიძინეთ აქლემი?

- 22 წლის წინ, როცა ჩემი პროექტის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, თერაპიის შესასწავლად და სამოგზაუროდ აქლემები შევიძინე. ეს იოლი არ ყოფილა. რამდენიმე უზარმაზარი აქლემი საკმაოდ რთული მოსავლელია... წლების განმავლობაში რამდენიმე აქლემი მყავდა. 3 წლის წინ კი თურქეთში მამალი აქლემი დამეღუპა. გიგილთან ერთად 18 წელი მქონდა გატარებული. მისი სახელი არამეულ ენაზე სამოთხის კარს ნიშნავდა. დღეს მხოლოდ დედალი აქლემი, ჩინი მყავს, რომელიც "მეუღლის" დაღუპვას ძალიან განიცდის. საქართველოში ამიტომაც ჩამოვედი, იმედი მქონდა, ზოოპარკში აქლემები გეყოლებოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაავადების გამო სამივე დაღუპულა. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი სამინისტროდან წერილი მომივიდა. თქვენს ქვეყანაში ქარვასლის გაკეთებას მთავაზობდნენ (იგულისხმება ქარავნის მისაღები სახლი, მოგზაურთა შეკრებისა და დასვენების ადგილი). საქართველოში ქარვასლის არსებობის დიდი ტრადიცია არსებობს და შემოთავაზებაც ძალიან საინტერესო იყო. მაშინ ვერ შევძელი ჩამოსვლა, მაგრამ ახლა ამ კულტურულ პროექტს დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. ამას წინათ ჩემთან ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი იყო მოსული. რა თქმა უნდა, მასაც მოვუყევი ქარვასლის შესახებ და ბოლოს ჩემი ნათქვამი მაყურებლისთვის ისე გადაუთარგმნია, თითქოს საქართველოში ტურისტული ბიზნესის დაწყება მინდოდა.

- ჩინის თურქულად ესაუბრებით, ეს ენა ესმის?

- არა, აქლემი ნათქვამის ინტელექტუალურ მნიშვნელობას ვერ იგებს, მაგრამ ხმის ტემბრით იოლად ხვდება, ვეფერები, ვუწყრები თუ რამეს ვთხოვ. ამიტომ, თურქულად ვეტყვი თუ ფრანგულად, მნიშვნელობა არ აქვს. რაც მთავარია, ინგლისურად არ დაველაპარაკები, ეს ენა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, შეგნებულად არასოდეს მისწავლია. ინგლისელების კოლონიზატორული ბუნება ისედაც ბევრ რამეს გვახვევს თავს, მეც მხარი რომ არ დავუჭირო.

- გორან, ამდენწლიანი მოგზაურობა დამღლელი არ არის?

- არა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მომწონს. ხუთჯერ ვიმოგზაურე ისეთ ქვეყანაში, სადაც ომი იყო. ყველა მეუბნებოდა, - გიჟი ხარ? მოგკლავენო! - მე კი არაფრის მეშინოდა. ამ ქვეყნის არც მტერი ვიყავი, არც პროვოკატორი, მხოლოდ მეგობრობა მინდოდა მათთან და ვის უნდა მოვეკალი? მომთაბარე თუ ხარ, შეუძლებელია, მოღალატე, მატყუარა და ბოროტი იყო. ეს თვისებები რომც გქონდეს, გზადაგზა სრულიად შეიცვლები. ისწავლი ადამიანების გატანას, მეგობრობას, თავდადებას... ქვეყანას ტურისტული ადგილების შემოვლით ვერ გაიცნობ, იმ ქვეყნის ადამიანების ცხოვრება უნდა გაიზიარო, მიყრუებულ სოფლებს ეწვიო და მაშინ აღმოაჩენ სინამდვილეს. ხშირად ადამიანები თავს არიდებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას. - ბევრი მაქვს წაკითხული ამ ქვეყანაზე და არც ისე საინტერესოაო, - ამბობენ. დამერწმუნეთ, წიგნებიდან ქვეყანას ვერ გაიცნობთ. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ საქართველოში 1 წლის განმავლობაში შემეძლო დარჩენა.

- აპირებთ ამდენ ხანს გაჩერებას?

- შესაძლოა, დავბრუნდე და დიდხანს დავრჩე. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რა დროს გავატარებ ამა თუ იმ ქვეყანაში, არამედ ის, თუ ვისთან ერთად გავატარებ ამ დროს. გული მწყდება, რომ საქართველოს მთები ცარიელდება და ხალხი ბარად, ქალაქში ჩადის საცხოვრებლად. ეს დიდი შეცდომაა. საქართველოში ჩამოსვლისას თვალში მეცა გაპარტახებული საძოვრები და მაშინვე მონღოლები გამახსენდა. მონღოლეთში ცხოვრებისას იქაურებისგან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი დღემდე ჩინგის ხანის მოძღვრებით ხელმძღვანელობენ. ჩინგის ხანის მითითებით კი საძოვარ იალაღს 2-3 წელიწადს იყენებენ, შემდეგ კი 2-3 წლით ასვენებენ, რომ მიწამ გაფხვიერება და ბალახმა გაძლიერება შეძლოს. წინააღმდეგ შეთხვევაში, რამდენიმე წლის მერე საძოვარი საერთოდ აღარ იარსებებს, ან ისეთი ბალახი ამოვა, რომელსაც საქონელი პირსაც არ დააკარებს.

- რამდენი ხანია, საქართველოში ჩამოხვედით?

- 3 თვეზე მეტია. ვიყავი გონიოში, ბათუმში და დღეს უკვე თბილისში ვარ. სულ დაახლოებით 37-39 ქვეყანა მექნება შემოვლილი, მაგრამ ამ ციფრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ქვეყნებს შორის მომთაბარეობა სიყვარულს ჰგავს. ერთი ქალი ბოლომდე, გულით უნდა გიყვარდეს, სანამ მას დაშორდები და სხვასთან წახვალ. ასევეა ჩემთვის ქვეყნებში მოგზაურობაც. არასოდეს არსად მეჩქარება. ძალიან მომწონს საქართველო. თბილი და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს. მსოფლიოში ქართული მაფია სახელგანთქმულია და ყველა შიშით ძრწის, მაგრამ აქ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ქართველები საშიში ხალხი არ ხართ. იმანაც განმაცვიფრა, რომ რუსეთთან ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, მათთან არანაირი მსგავსება არ გაქვთ.

- მუდამ მარტო მოგზაურობთ?

- უმრავლეს შემთხვევაში, კი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მარტოს მირჩევნია მოგზაურობა.

- რას ეძებთ ახალ ქვეყანაში?

- ფილოსოფიას, რელიგიას და ამ ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანების ბედნიერების რეცეპტს.

- თქვენი ბედნიერების რეცეპტი რა არის?

- ჩემი ბედნიერება არანაირ სისტემაზე არ არის დამოკიდებული. თუ ფანატიკოსი არ ხარ და ფხიზელი გონებით მოქმედებ, დიდი შანსი გაქვს, რომ ბედნიერება იპოვო. ჩემი ბედნიერება მოგზაურობაზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, მე ვირჩევ სამოძრაო გზას, მაგრამ ხშირად აუცილებლობა გვაიძულებს, სურვილის მიუხედავად, არჩევანი გავაკეთოთ. ამჯერად ჩემი სურვილის გამო კი არა, - ჩინის მეუღლის საძებნად ვმოგზაურობთ. ამიტომ, ასტრახანში წასვლას ვაპირებთ.

- გორან, მეუღლე თუ გყავთ?

- მეუღლე მყავდა, რომელსაც დავშორდი. ორი შვილი მყავს, 28 და 25 წლის.

- თქვენი შვილები თუ მოგზაურობენ?

- კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მათ სკოლაში არასოდეს უვლიათ. განათლება ჩვენ, მშობლებმა მივეცით. მახსოვს, ჯემილს თამაშ-თამაშით შევასწავლეთ ისტორია, ფილოსოფია, ენები...

- საქართველოში თურქეთიდან ჩამოხვედით. რამდენი ხანი გაატარეთ იქ?

- თურქეთში 10 წელი ვცხოვრობდი. აქედან 4 წელი იმ დასახლებაში გავატარე, სადაც ქურთები ცხოვრობდნენ.

- ნუთუ, აქლემით ჩამოხვედით საქართველომდე?

- რა თქმა უნდა, არა. აქლემითა და საცხოვრებელი ვაგონით ავტობანზე მოგზაურობა წარმოუდგენელია. სატვირთო დავიქირავე და საქართველომდე ისე ჩამოვედით. მომთაბარეობის განმავლობაში ყოველთვის მყავდა სატვირთო, მაგრამ თურქეთში მოგზაურობისას, ხანძრის გამო დავკარგე. როგორც ჩანს, რომელიღაც ფანატიკოსმა ტერორისტმა "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. მას შემდეგ მოგზაურობა ძალიან გართულდა. გადაუღებელი წვიმების დროს დიდ ნაგავსაყრელს ვპოულობდი, ცეცხლს ვუკიდებდი და ისე ვშრებოდით მე და ცხოველები. სამწუხაროდ, თურქეთში ავარიის გამო ჩვენი ავლადიდების დიდი ნაწილი დავკარგეთ. ჩინი კლდოვან გზაზე აჩქარდა და ხევში გადაიჩეხა. დღესაც არ ვიცი, როგორ გადარჩა. საბედნიეროდ, არაფერი მოუტეხავს, მაგრამ ჩვენი საცხოვრებელი ვაგონი ძალიან დაზიანდა.

- ყველაზე დიდ ხანს რომელ ქვეყანაში ცხოვრობდით?

- ყველაზე დიდხანს ავღანეთში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი მომთაბარეების ცხოვრების წესებს. იქ ყველაზე კარგადაა ჩვენი ტრადიციები შემონახული. ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა და თითქმის ყველა ხელოვანია.

- რა გეგმები გაქვთ?

- პირველ რიგში მამალი აქლემის ყიდვა მინდა. სწორედ ამიტომაც მივდივარ ასტრახანში. მერე კი ჩემი ცხოვრების ახალი პერიოდი დაიწყება. ძალიან მინდა, რომ პატარა, ჯანმრთელი კოზაკი მყავდეს და ვეცდები, ეს სურვილი ავისრულო. წარმოგიდგენიათ, 3 წელია, ერთი აქლემის ყიდვა მსურს და ვერ მიპოვია... მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, მასპინძლობისთვის. ერთი თხოვნაც მაქვს, ასტრახანში წასასვლელად სატვირთო მჭირდება, ამ მომსახურებისთვის კი რატომღაც ყველამ ასტრონომიული თანხა მომთხოვა. ამიტომ, თუ ვინმეს პატარა სატვირთო აქვს, იქნებ შემეხმიანონ, რომ ასტრახანში ჩასვლა და ჩინის მეუღლის პოვნა შევძლო.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"