სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საჩუქარს ელოდება ქეთევან კანტიძე თოვლის პაპასგან
რა საჩუქარს ელოდება ქეთევან კანტიძე თოვლის პაპასგან

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის მმარ­თვე­ლი და სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" მსა­ხი­ო­ბი, ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი კან­ტი­ძე "დე­ტექ­ტორს" მხი­ა­რუ­ლად და ენერ­გი­უ­ლად "გა­უმკლავ­და". რო­გორც გვი­თხრა, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს აკე­თებს, თუმ­ცა "თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან" სა­ა­ხალ­წლოდ შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა წი­ნა­და­დე­ბამ და­ა­ინ­ტე­რე­სა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ქეთი, სერ­ვი­სით - "თოვ­ლის პაპა გა­მო­ძა­ხე­ბით" თუ გი­სარ­გებ­ლი­ათ?

- არა, კაცო, ვის­თვის გა­მო­ვი­ძა­ხებ­დი? თოვ­ლის პა­პას სა­კუ­თარ თავს ხომ არ მო­ვუყ­ვან (იცი­ნის)?!

- ვთქვათ, ახა­ლი წლის ღა­მეს კარს აღებთ და ზღურ­ბლს იქით თოვ­ლის პაპა გხვდე­ბათ...

- გა­და­სა­რე­ვი იქ­ნე­ბა! მე და თოვ­ლის პაპა სუფ­რას­თან დავ­სხდე­ბით და დი­ლამ­დე ვი­ქე­ი­ფებთ!

- ახალ წელს მეკვლე ყო­ფილ­ხართ? რო­გო­რი ფეხი გაქვთ?

- შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ აღარ მახ­სოვს. არა მგო­ნია, ცუდი ფეხი მქონ­დეს, რად­გან ცუდი გუ­ლის პატ­რო­ნი არ ვარ.

- ვთქვათ, სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ცალ-ცალ­კე გთხოვთ, რომ ახალ წელს მისი მეკვლე იყოთ...

- დავ­თან­ხმდე­ბო­დი. მეკვლე­ო­ბის არ მე­ში­ნია: ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით მათ გა­ვამ­დიდ­რებ­დი. ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, ჩემს ანა ქურ­თუ­ბა­ძეს ვეს­ტუმ­რე­ბო­დი, ახა­ლი ბი­ნის გა­სა­ღებს, ავ­ტო­მო­ბილს და სა­მოგ­ზა­უ­როდ ბი­ლე­თებს ვა­ჩუ­ქებ­დი. იცი, რა? გული რომ არ დას­წყვე­ტო­დათ, სე­რი­ა­ლის ყვე­ლა მსა­ხი­ობს ასეთ სა­ჩუ­ქარს მი­ვუ­ძღვნი­დი, მათ შო­რის - პა­ტა­რა რა­ტი­კო­საც...

- ვთქვათ, მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­დან გი­რე­კა­ვენ და გთხო­ვენ, რომ თქვენ და ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ ჩი­ქო­ვან­მა ფიფ­ქი­ას და თოვ­ლის პა­პის რო­ლე­ბი მო­ირ­გოთ, თბი­ლი­სე­ლებს დამ­დე­გი ახა­ლი წელი მო­ტო­ციკ­ლე­ტებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლებ­მა მი­უ­ლო­ცოთ.

- ძა­ლი­ან კარ­გი! მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი! სიფ­რი­ფა­ნა ბავ­შვო­ბა­შიც არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ ში­ნა­გა­ნად ფიფ­ქია ვარ.

- ფიფ­ქი­ას როლი არა­სო­დეს შე­გის­რუ­ლე­ბი­ათ?

- ფიფ­ქი­ას როლს ყო­ველ­დღე ვას­რუ­ლებ, როცა მარ­ტო ვარ!

- ეს რო­გორ?

- მულ­ტფილ­მი - "ფიფ­ქია და შვი­დი ჯუჯა" ხომ გახ­სოვთ? ჩემს წარ­მო­სახ­ვა­შიც, ყო­ველ­დღე ცხო­ვე­ლე­ბი მო­დი­ან, ვმღე­რი... ჰო, ასე­თი მე­ოც­ნე­ბე და რო­მან­ტი­კო­სი ვარ.

- შინ რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლი ხომ არ გყავთ?

- არა. ხომ იცი, ცხო­ვე­ლი სახ­ლში მარ­ტო ვერ გა­ჩერ­დე­ბა, მარ­ტო­ო­ბა არ უყარს.

- გა­სა­გე­ბია, რომ "მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის" წარ­მო­მად­გე­ნელს ფიფ­ქი­ას რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხმდით, მაგ­რამ მო­ტო­ციკ­ლე­ტის მარ­თვას შეძ­ლებ­დით?

- აბა, რა! მო­პე­დით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვივ­ლი­დი! ბო­ლოს და ბო­ლოს, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ვის­წავ­ლე და მო­პე­დის მარ­თვას რა უნდა?!

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავთ?

- ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ლა­მა­ზი და - მა­რი­ნა მყავს. სამ­წუ­ხა­როდ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის. ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნია. კარ­გი ინ­ჟი­ნე­რი, მე­ტა­ლურ­გი, მეც­ნი­ერ-მუ­შა­კი იყო, მაგ­რამ მერე, როცა ყვე­ლა­ფე­რი "და­ინ­გრა", სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია და ის­ვე­ნებს - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევს.

- ვთქვათ, მაია ასა­თი­ან­მა და­გი­რე­კათ და გე­უბ­ნე­ბათ, რომ თქვე­ნი ძმა იპო­ვა, მერე კი გა­და­ცე­მა­შიც მი­გიწ­ვი­ათ...

- სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­ი­ამ გა­და­ცე­მა­ში უკვე მი­მიწ­ვია. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ რა­ღაც გა­ურ­კვევ­ლო­ბის გამო ვერ მი­ვე­დი. მა­ი­ას დიდ პა­ტივს ვცემ, კარ­გი გა­და­ცე­მა აქვს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ცოტა არ იყოს, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. თან, სა­უბ­რის თემა არ ვი­ცო­დი... სად­მე ჩემი ძმა რომ იპო­ვოს, სი­ხა­რუ­ლის­გან შე­იძ­ლე­ბა გავ­გიჟ­დე და ცხა­დია, "პრო­ფილ­შიც" და­უ­ფიქ­რებ­ლად გავ­ქან­დე­ბო­დი!

- რე­ა­ლუ­რად, შე­იძ­ლე­ბა, ძმა გყავ­დეთ?

- რა ვიცი, მა­მა­ჩემს ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ სა­მოგ­ზა­უ­როდ ხში­რად მი­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბა, სად­მე ძმაც მყავ­დეს. თუ მყავ­ხარ, ძმაო, გა­მო­მეხ­მა­უ­რე...

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ხში­რად მგზავ­რობთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - ხში­რად. მარ­თა­ლია, ავ­ტო­მო­ბი­ლი უკვე ვი­ყი­დე და მარ­თვის მოწ­მო­ბაც ავი­ღე, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ვიდ­რე მძღო­ლის პრო­ფე­სი­ას კარ­გად არ და­ვე­უფ­ლე­ბი, მა­ნამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლით ქა­ლაქ­ში არ გა­ვალ.

- ვთქვათ, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ერთ-ერთი მგზავ­რი ქალ­ბა­ტო­ნი გე­ჩხუ­ბე­ბათ - ჩემს ბავ­შვს ამ­რე­ზით რა­ტომ შე­ხე­დე­თო?

- ვუ­პა­სუ­ხებ: იმი­ტომ, რომ მინ­და, კარ­გი გა­მო­ვი­დეს და შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი-მეთ­ქი. ისე, დამ­ტუქ­სვე­ლი მზე­რით - კი, მაგ­რამ წარ­მო­სახ­ვა­შიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბავ­შვს ამ­რე­ზით შევ­ხე­დო. ზოგი ხომ ძა­ლი­ან ცელ­ქია? ჰოდა, შე­იძ­ლე­ბა, "დე­დი­კოს ნუ აბ­რა­ზებ" ან რამე მსგავ­სი ვუ­თხრა.

- ვთქვათ, ბავ­შვის დედა გა­ცხარ­და და "მო­გა­ძა­ხათ": თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის - ნუ­ნუ­კას­ნა­ი­რი ხარ­თო!

- განა, ნუ­ნუ­კა კე­თი­ლი არ არის? ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ასე­თია და რა ქნას (იღი­მის)?!

- ქუ­ჩა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გცნობთ?

- რო­გორ არა?! ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ხან­და­ხან უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ... ამას წი­ნათ, ქუ­ჩა­ში 5 ბავ­შვი ჩემ­კენ გა­მო­ქან­და და ჩა­მე­ხუ­ტა. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - გვიყ­ვარ­ხა­რო! ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა აბა, რა შე­იძ­ლე­ბა, იყოს? თა­ნამ­შრო­მე­ლი მე­კი­თხე­ბო­და, - ამათ იც­ნო­ბო? არც ერთ ბავ­შვს არ ვიც­ნობ­დი.

- ვთქვათ, დი­ლით ტე­ლე­ფონ­ზე მე­სი­ჯი დაგ­ხვდათ: "მა­ინც ჩემი გახ­დე­ბი".

- და­ვე­ლო­დე­ბი, "მისი" რო­დის გავ­ხდე­ბი (იცი­ნის). ალ­ბათ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ოდეს­მე გა­მოჩ­ნდე­ბა. სხვა­თა შო­რის, არა­ფე­რი არ არის გვი­ან... რა თქმა უნდა, ვხუმ­რობ.

- რა­ტომ? ალ­ბათ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გყავთ...

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მა­წუ­ხე­ბენ-მეთ­ქი, - ვერ ვი­ტყვი. რაღა დროს ჩემი "ესე­თე­ბია"? ხომ იცი, ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა. სე­რი­ალ­ში ჩემს პერ­სო­ნაჟს - ნუ­ნუს ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, ქე­თი­ნოს - ჯერ არა.

- მე­ზობ­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- რომ გი­თხრათ, - ბევრ მე­ზო­ბელს ვიც­ნობ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. რამ­დე­ნი­მეს­თან კარ­გი და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მა­გა­ლი­თად, ნა­ნას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი აქვს. მისი მე­უღ­ლე მწე­რა­ლია. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი ჰყავთ. ჩვენ ერთი ოჯა­ხი­ვით ვცხოვ­რობთ...

- ვთქვათ, თქვენს მე­ზობ­ლად ფრი­დო­ნის (სე­რი­ა­ლი­დან "შუა ქა­ლაქ­ში") მსგავ­სი მა­მა­კა­ცი და­სახ­ლდა და როს­ტოვ­ში თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებს გა­უ­თა­ვებ­ლად გიყ­ვე­ბათ...

- მოვ­კლავ, ნამ­დვი­ლად მოვ­კლავ (იცი­ნის)!.. სე­რი­ალ­ში ფრი­დო­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ნუგ­ზა­რი ცხოვ­რე­ბა­ში სულ სხვა­ნა­ი­რია. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ.

- ვთქვათ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­დი­უ­სე­რი პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გთა­ვა­ზობთ...

- რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდე­ბი! არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვცეკ­ვავ! ჩემი სული ცეკ­ვავს!.. აი, სხე­უ­ლი რო­გორ გა­მომ­ყვე­ბა, არ ვიცი...

- ცეკ­ვა­ზე თუ გივ­ლი­ათ?

- რომ გი­თხრათ, - ბა­ლე­რი­ნა ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, და­მი­ჯე­რებთ? უბ­რა­ლოდ, ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის პარტნი­ო­რო­ბას და­თან­ხმდე­ბო­დით?

- რა თქმა უნდა, ოღონდ - გო­ჩას თა­ვად "ვატ­რი­ა­ლებ­დი", რად­გან ის მე ვე­რა­სო­დეს ამ­წევს.

- თქვე­ნი სურ­ვი­ლით, ცეკ­ვა­ში პარტნი­ო­რად ვის ისურ­ვებ­დით?

- გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს! ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ! ამ ბიჭ­ზე ვგიჟ­დე­ბი!

- დი­ლით, თე­ატ­რში მი­სულს, და­სის შეშ­ფო­თე­ბუ­ლი წევ­რე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში და­ბა­ნა­კე­ბას აპი­რე­ბენ, რად­გან ჰა­ინ­დრე­კის მო­ნას­ტრის ლა­მამ 21 დე­კემ­ბერს დე­და­მი­წის "ნუ­ლო­ვან სარ­ტყელ­ში" გავ­ლა და მთე­ლი რიგი უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლაო...

- სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვალ ბუ­ნე­ბა­ში და ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ. იქ საქ­მე­ზე არ ვი­სა­უბ­რებ­დით, მხო­ლოდ ვიმ­ღე­რებ­დით, ვი­ცეკ­ვებ­დით. მოკ­ლედ, თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით. სამ­სა­ხურ­ში კი მა­ინც და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ: შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­აგ­ვი­ა­ნოს, ტექ­სტი კარ­გად ვერ თქვას, კარ­გად ვერ ითა­მა­შოს და ა.შ. ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გვექ­ნე­ბო­და - მხო­ლოდ და­დე­ბით ემო­ცი­ებს გავ­ცემ­დით... რე­ა­ლუ­რად, 21 დე­კემ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბულ "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას" სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ვიჩ­ნევ.

- ახა­ლი წლის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- რა­ტომ­ღაც, გა­დავ­წყვი­ტე, რომ დიდი ნაძ­ვის ხე ვი­ყი­დო, მოვ­რთო და მის წინ ლექ­სე­ბი ვთქვა.

- თოვ­ლის პა­პას წე­რი­ლიც ხომ არ გა­უგ­ზავ­ნეთ?

- კი. მან იცის, რა უნდა მა­ჩუ­ქოს. მი­თხრა, - ხმა­მაღ­ლა არ თქვა, თო­რემ სურ­ვი­ლი არ აგის­რულ­დე­ბაო. ახლა ვფიქ­რობ, ის თქვენს ჟურ­ნალ­ში წა­ი­კი­თხავს, რომ სა­ჩუ­ქარს ვე­ლო­დე­ბი და სახ­ლში მო­მი­ტანს.

- ძა­ლი­ან კარ­გი. ბედ­ნი­ერ ახალ წელს გი­სურ­ვებთ!

- დიდი მად­ლო­ბა. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ახალ წელს ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცავ! ბედ­ნი­ე­რე­ბა, მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი დაგ­ვბე­დე­ბო­დეს. მინ­და, რომ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ე­რი იყოს!..

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა საჩუქარს ელოდება ქეთევან კანტიძე თოვლის პაპასგან

რა საჩუქარს ელოდება ქეთევან კანტიძე თოვლის პაპასგან

მარჯანიშვილის თეატრის დასის მმართველი და სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობი, ქალბატონი ქეთი კანტიძე "დეტექტორს" მხიარულად და ენერგიულად "გაუმკლავდა". როგორც გვითხრა, ახალი წლის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, თუმცა "თბილისის მერიისგან" საახალწლოდ შეთავაზებულმა წინადადებამ დააინტერესა...

- ქალბატონო ქეთი, სერვისით - "თოვლის პაპა გამოძახებით" თუ გისარგებლიათ?

- არა, კაცო, ვისთვის გამოვიძახებდი? თოვლის პაპას საკუთარ თავს ხომ არ მოვუყვან (იცინის)?!

- ვთქვათ, ახალი წლის ღამეს კარს აღებთ და ზღურბლს იქით თოვლის პაპა გხვდებათ...

- გადასარევი იქნება! მე და თოვლის პაპა სუფრასთან დავსხდებით და დილამდე ვიქეიფებთ!

- ახალ წელს მეკვლე ყოფილხართ? როგორი ფეხი გაქვთ?

- შეიძლება ახალგაზრდობაში ვყოფილვარ, მაგრამ აღარ მახსოვს. არა მგონია, ცუდი ფეხი მქონდეს, რადგან ცუდი გულის პატრონი არ ვარ.

- ვთქვათ, სერიალის - "შუა ქალაქში" ყველა მსახიობი ცალ-ცალკე გთხოვთ, რომ ახალ წელს მისი მეკვლე იყოთ...

- დავთანხმდებოდი. მეკვლეობის არ მეშინია: ჩემი სიყვარულითა და დადებითი ენერგიით მათ გავამდიდრებდი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემს ანა ქურთუბაძეს ვესტუმრებოდი, ახალი ბინის გასაღებს, ავტომობილს და სამოგზაუროდ ბილეთებს ვაჩუქებდი. იცი, რა? გული რომ არ დასწყვეტოდათ, სერიალის ყველა მსახიობს ასეთ საჩუქარს მივუძღვნიდი, მათ შორის - პატარა რატიკოსაც...

- ვთქვათ, მერიის კულტურის სამსახურიდან გირეკავენ და გთხოვენ, რომ თქვენ და ბატონმა ნუგზარ ჩიქოვანმა ფიფქიას და თოვლის პაპის როლები მოირგოთ, თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მოტოციკლეტებზე ამხედრებულებმა მიულოცოთ.

- ძალიან კარგი! მოხარული ვიქნები! სიფრიფანა ბავშვობაშიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შინაგანად ფიფქია ვარ.

- ფიფქიას როლი არასოდეს შეგისრულებიათ?

- ფიფქიას როლს ყოველდღე ვასრულებ, როცა მარტო ვარ!

- ეს როგორ?

- მულტფილმი - "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" ხომ გახსოვთ? ჩემს წარმოსახვაშიც, ყოველდღე ცხოველები მოდიან, ვმღერი... ჰო, ასეთი მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ.

- შინ რომელიმე ცხოველი ხომ არ გყავთ?

- არა. ხომ იცი, ცხოველი სახლში მარტო ვერ გაჩერდება, მარტოობა არ უყარს.

- გასაგებია, რომ "მერიის კულტურის სამსახურის" წარმომადგენელს ფიფქიას როლის შესრულებაზე უყოყმანოდ დათანხმდით, მაგრამ მოტოციკლეტის მართვას შეძლებდით?

- აბა, რა! მოპედით სიამოვნებით ვივლიდი! ბოლოს და ბოლოს, ავტომობილის მართვა ვისწავლე და მოპედის მართვას რა უნდა?!

- დედმამიშვილები გყავთ?

- ერთი არაჩვეულებრივი, ლამაზი და - მარინა მყავს. სამწუხაროდ, დაოჯახებული არ არის. ნიჭიერი და ჭკვიანია. კარგი ინჟინერი, მეტალურგი, მეცნიერ-მუშაკი იყო, მაგრამ მერე, როცა ყველაფერი "დაინგრა", სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. საბედნიეროდ, ახლა საქართველოშია და ისვენებს - სოფლის მეურნეობას მისდევს.

- ვთქვათ, მაია ასათიანმა დაგირეკათ და გეუბნებათ, რომ თქვენი ძმა იპოვა, მერე კი გადაცემაშიც მიგიწვიათ...

- სინამდვილეში, მაიამ გადაცემაში უკვე მიმიწვია. ძალიან ვწუხვარ, რომ რაღაც გაურკვევლობის გამო ვერ მივედი. მაიას დიდ პატივს ვცემ, კარგი გადაცემა აქვს, მაგრამ საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, მეუხერხულება. თან, საუბრის თემა არ ვიცოდი... სადმე ჩემი ძმა რომ იპოვოს, სიხარულისგან შეიძლება გავგიჟდე და ცხადია, "პროფილშიც" დაუფიქრებლად გავქანდებოდი!

- რეალურად, შეიძლება, ძმა გყავდეთ?

- რა ვიცი, მამაჩემს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ სამოგზაუროდ ხშირად მიდიოდა და შეიძლება, სადმე ძმაც მყავდეს. თუ მყავხარ, ძმაო, გამომეხმაურე...

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობთ?

- ჯერჯერობით - ხშირად. მართალია, ავტომობილი უკვე ვიყიდე და მართვის მოწმობაც ავიღე, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე მძღოლის პროფესიას კარგად არ დავეუფლები, მანამდე ავტომობილით ქალაქში არ გავალ.

- ვთქვათ, სამარშრუტო ტაქსიში ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი გეჩხუბებათ - ჩემს ბავშვს ამრეზით რატომ შეხედეთო?

- ვუპასუხებ: იმიტომ, რომ მინდა, კარგი გამოვიდეს და შენიშვნა მივეცი-მეთქი. ისე, დამტუქსველი მზერით - კი, მაგრამ წარმოსახვაშიც კი შეუძლებელია, ბავშვს ამრეზით შევხედო. ზოგი ხომ ძალიან ცელქია? ჰოდა, შეიძლება, "დედიკოს ნუ აბრაზებ" ან რამე მსგავსი ვუთხრა.

- ვთქვათ, ბავშვის დედა გაცხარდა და "მოგაძახათ": თქვენი პერსონაჟის - ნუნუკასნაირი ხართო!

- განა, ნუნუკა კეთილი არ არის? ძალიან კეთილი ადამიანია, მაგრამ ასეთია და რა ქნას (იღიმის)?!

- ქუჩაში ბევრი ადამიანი გცნობთ?

- როგორ არა?! ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხანდახან უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ... ამას წინათ, ქუჩაში 5 ბავშვი ჩემკენ გამოქანდა და ჩამეხუტა. მეუბნებოდნენ, - გვიყვარხარო! ამაზე დიდი ბედნიერება აბა, რა შეიძლება, იყოს? თანამშრომელი მეკითხებოდა, - ამათ იცნობო? არც ერთ ბავშვს არ ვიცნობდი.

- ვთქვათ, დილით ტელეფონზე მესიჯი დაგხვდათ: "მაინც ჩემი გახდები".

- დაველოდები, "მისი" როდის გავხდები (იცინის). ალბათ, ასეთი ადამიანი ოდესმე გამოჩნდება. სხვათა შორის, არაფერი არ არის გვიან... რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

- რატომ? ალბათ, თაყვანისმცემლები გყავთ...

- თაყვანისმცემლები მაწუხებენ-მეთქი, - ვერ ვიტყვი. რაღა დროს ჩემი "ესეთებია"? ხომ იცი, ასაკი მაინც თავისას შვრება. სერიალში ჩემს პერსონაჟს - ნუნუს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ქეთინოს - ჯერ არა.

- მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- რომ გითხრათ, - ბევრ მეზობელს ვიცნობ-მეთქი, მოგატყუებთ. რამდენიმესთან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. მაგალითად, ნანას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. მისი მეუღლე მწერალია. ძალიან კარგი შვილები ჰყავთ. ჩვენ ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ...

- ვთქვათ, თქვენს მეზობლად ფრიდონის (სერიალიდან "შუა ქალაქში") მსგავსი მამაკაცი დასახლდა და როსტოვში თავს გადახდენილ ამბებს გაუთავებლად გიყვებათ...

- მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ (იცინის)!.. სერიალში ფრიდონის როლის შემსრულებელი - ნუგზარი ცხოვრებაში სულ სხვანაირია. ის არაჩვეულებრივი ადამიანი გახლავთ.

- ვთქვათ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი პროექტში მონაწილეობას გთავაზობთ...

- რა თქმა უნდა, დავთანხმდები! არაჩვეულებრივად ვცეკვავ! ჩემი სული ცეკვავს!.. აი, სხეული როგორ გამომყვება, არ ვიცი...

- ცეკვაზე თუ გივლიათ?

- რომ გითხრათ, - ბალერინა ვიყავი-მეთქი, დამიჯერებთ? უბრალოდ, ცეკვა ძალიან მიყვარს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გოჩა ჩერტკოევის პარტნიორობას დათანხმდებოდით?

- რა თქმა უნდა, ოღონდ - გოჩას თავად "ვატრიალებდი", რადგან ის მე ვერასოდეს ამწევს.

- თქვენი სურვილით, ცეკვაში პარტნიორად ვის ისურვებდით?

- გიორგი ვარდოსანიძეს! ის არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მოცეკვავე და ნიჭიერი მსახიობი გახლავთ! ამ ბიჭზე ვგიჟდები!

- დილით, თეატრში მისულს, დასის შეშფოთებული წევრები გეუბნებიან, რომ გაზაფხულამდე ბუნების წიაღში დაბანაკებას აპირებენ, რადგან ჰაინდრეკის მონასტრის ლამამ 21 დეკემბერს დედამიწის "ნულოვან სარტყელში" გავლა და მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები იწინასწარმეტყველაო...

- სიამოვნებით წავალ ბუნებაში და ცოტას დავისვენებ. იქ საქმეზე არ ვისაუბრებდით, მხოლოდ ვიმღერებდით, ვიცეკვებდით. მოკლედ, თავისუფლები ვიქნებოდით. სამსახურში კი მაინც დაძაბულები ვართ: შეიძლება ვიღაცამ დააგვიანოს, ტექსტი კარგად ვერ თქვას, კარგად ვერ ითამაშოს და ა.შ. ბუნების წიაღში ეს პრობლემები არ გვექნებოდა - მხოლოდ დადებით ემოციებს გავცემდით... რეალურად, 21 დეკემბერთან დაკავშირებულ "წინასწარმეტყველებას" სერიოზულად არ მივიჩნევ.

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებით?

- რატომღაც, გადავწყვიტე, რომ დიდი ნაძვის ხე ვიყიდო, მოვრთო და მის წინ ლექსები ვთქვა.

- თოვლის პაპას წერილიც ხომ არ გაუგზავნეთ?

- კი. მან იცის, რა უნდა მაჩუქოს. მითხრა, - ხმამაღლა არ თქვა, თორემ სურვილი არ აგისრულდებაო. ახლა ვფიქრობ, ის თქვენს ჟურნალში წაიკითხავს, რომ საჩუქარს ველოდები და სახლში მომიტანს.

- ძალიან კარგი. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

- დიდი მადლობა. შემთხვევით ვისარგებლებ და ახალ წელს ყველას მივულოცავ! ბედნიერება, მშვიდობა და სიყვარული დაგვბედებოდეს. მინდა, რომ მთელი ქვეყანა ბედნიერი იყოს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება