მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შეჯიბრება კი არა, ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო..."
"ეს შეჯიბრება კი არა, ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო..."

მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბის - მეგი ბეჟუ­აშ­ვი­ლი­სა და მაგ­და ვა­სა­ძის "რინ­გის ტურ­ში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა სიმ­ღე­რამ სტე­ფა­ნე და მაია სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. ემო­ცი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დეგ, მწვრთნე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­ექ­ტში მაგ­და დარ­ჩა, მაგ­რამ მწვრთნე­ლე­ბიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც დუ­ე­ტის ორი­ვე მო­ნა­წი­ლეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ...

მაგ­და:

- "ახალ ხმამ­დე" რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ არა­სო­დეს გა­მი­მარ­თლა... ბა­თუ­მი­დან ვარ. იქ ბენდთან ერ­თად 4 წე­ლია, ვმღე­რი, მაგ­რამ ბა­თუმ­ში ძნე­ლია რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლის გა­კე­თე­ბა.

მეგი:

- სიმ­ღე­რა ჯგუფ­თან ერ­თად 3 წე­ლია, და­ვი­წყე. ჩვენს ჯგუფს "შუშა" და­ვარ­ქვით, რო­მელ­თან მუ­შა­ო­ბა­მაც გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა. "შუ­შის" წევ­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თად ვცხოვ­რობთ, რად­გა­ნაც სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა - დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვმე­ცა­დი­ნე­ობთ. მე ვო­კა­ლის­ტი ვარ, ჩემი და - გი­ტა­რის­ტი, ჯგუ­ფის მე­სა­მე და მე­ო­თხე წევ­რიც ჩემი და-ძმაა.

- ჯგუფს "შუშა" რა­ტომ და­არ­ქვით?

- პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში" ვა­პი­რებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ჯგუ­ფის­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ. "ნი­ჭი­ერ­ში" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­ვე­დით.

- მაგ­და, რო­გორც აღ­ნიშ­ნე, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გქო­ნია. რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- რო­გორც გი­თხა­რით, არა­ერთ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოს­ვლა მქონ­და. ამას­თან, პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც მქონ­და იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მელ­ზეც ახლა არ მსურს ლა­პა­რა­კი. თუმ­ცა მა­ინც გე­ტყვით, რომ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც მე და ჩემი მე­უღ­ლე ერ­თად აღარ ვცხოვ­რობთ. დღეს ის სა­ზღვარ­გა­რე­თაა... ეს პრო­ექ­ტი დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მყავს 6 წლის შვი­ლი, ლუკა.

- რა მო­გი­ტა­ნათ პრო­ექ­ტმა, რო­მელ­შიც ახლა მო­ნა­წი­ლე­ობთ?

მეგი:

- მა­ნამ­დე სცე­ნა­ზე სოლო არ მიმ­ღე­რია. ჯგუფ­თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ რო­კ­ფეს­ტი­ვა­ლებ­ში, ვმღე­რი კლუ­ბებ­ში. როცა "იმე­დის" არხზე "ახა­ლი ხმის" რეკ­ლა­მას ვუ­ყუ­რე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ინ­ტე­რე­სი არ გამ­ჩე­ნია, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი იმა­ში, რომ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შევ­ძლებ­დი. ეს ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს.

მაგ­და:

- არ მინ­დო­და, კი­დევ ერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გან­მე­ცა­და, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად დე­დის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით დავ­რე­გის­ტრირ­დი. რო­გორც ჩანს, დე­დის ინ­ტუ­ი­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უტყუ­ა­რია... "ახალ­მა ხმამ", პირ­ველ რიგ­ში, წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა. მინ­და, პრო­ექ­ტში დიდ­ხანს ვიყო, რომ მეტი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნო, მეტი გა­ვა­კე­თო და რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, მე­ტად და­ვიხ­ვე­წო.

- მო­მა­ვალ­ში ერ­თად დუ­ე­ტის ჩა­წე­რას ხომ არ აპი­რებთ?

მეგი:

- სხვა­თა შო­რის, ჩემი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მთხო­ვენ, მაგ­დას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რო და "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე წა­ვი­დეთ...

მაგ­და:

- ეს აზრი მეც მომ­წონს. ჩვე­ნი დუ­ე­ტი იმ­დე­ნად კარ­გი და მყა­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­გის­თან ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიმ­ღე­რებ. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ამ პრო­ექ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რინგზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ ალ­ბათ ერ­თგვა­რი სტრე­სიც გქონ­დათ, არა?

მაგ­და:

- კი, მთე­ლი კვი­რა არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს - ეს მარ­თლაც დიდი სტრე­სი იყო... ის კი არა, რო­დე­საც ეკ­რან­ზე სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს ვუ­ყუ­რებ, მა­ში­ნაც კი მე­ტი­რე­ბა.

- მუ­სი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად რას საქ­მი­ა­ნობთ?

მაგ­და:

- გა­ნათ­ლე­ბით ვო­კა­ლის­ტი ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მი­ზი­დავს დი­ზა­ი­ნე­რო­ბა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჩე­მით ვქმნი ტან­საც­მელს. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და მინ­და, მუ­სი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ სფე­რო­ში ძა­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­სინ­ჯო.

მეგი:

- ამ­ჟა­მად სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ... ჩემი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სის სფე­რო, რა თქმა უნდა, მუ­სი­კაა. უბ­რა­ლოდ, როცა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი გყავს და ისი­ნი შენ­თვის იდე­ა­ლე­ბი არი­ან, გინ­და, შენც ისე­თი­ვე იყო. ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყო­ბენ ხელს. რომ მეთ­ქვა, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა არ მინ­და-მეთ­ქი, არა­ფერს მე­ტყოდ­ნენ.

- მეგი, ალ­ბათ მტკივ­ნე­უ­ლი იყო პრო­ექ­ტი­დან გა­მო­თიშ­ვა, არა?

- გული ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა. სა­შინ­ლად ვგრძნობ­დი თავს, სა­ნამ სტე­ფა­ნე და მაია სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში დრო უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლა... ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­დო­და, ის იყო, რომ სცე­ნა მალე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა... პრო­ექ­ტში რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ესეც უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბო­და. თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მა­ი­ა­სა და სტე­ფა­ნეს ჩვე­ნი და­წყვი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო... მე და მაგ­და ერ­თმა­ნეთს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუ­წყობ­დით ხელს, რომ დუ­ე­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი მაქ­სი­მუ­მი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

მაგ­და:

- ეს არ იყო შე­ჯიბ­რე­ბა, ეს იყო, უბ­რა­ლოდ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა.

- ხომ არ გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, თი­თო­ე­ულს სხვა მე­წყვი­ლე რომ გყო­ლო­დათ, ორი­ვეს გა­დარ­ჩე­ნის მეტი შან­სი გექ­ნე­ბო­დათ? იქ­ნებ ეს სა­დღაც მა­ინც ერთ-ერთი თქვენ­გა­ნის "გა­წირ­ვა" იყო იმის­თვის, რომ შოუ შემ­დგა­რი­ყო?

მაგ­და:

- ჩვე­ნი და­წყვი­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო დუ­ე­ტის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა და ვფიქ­რობ, ამ მი­ზანს ყვე­ლამ ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ. ამ დუ­ე­ტის­თვის ღირ­და ის, რომ ერთ-ერთ ჩვენ­განს პრო­ექ­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, მეგი ისე­თი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რო­გო­რიც მე.

მეგი:

- რინგზე მწვრთნე­ლე­ბიც და ჩვენც ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. ასეთ რა­მეს არა­ვინ ვე­ლო­დით. შე­იძ­ლე­ბა, ბოლო ეტა­პამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არც ასე­თი სიმ­ღე­რა შემ­ხვედ­რო­და და არც ასე­თი მე­წყვი­ლე. ახ­ლაც რომ ვუ­ყუ­რებ ჩვენს კად­რებს, ცრემ­ლე­ბი მომ­დის.

მაგ­და:

- მე და მე­გის სხვა­დას­ხვა ხმის ტემ­ბრი გვაქვს, თუმ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი - თით­ქმის ერ­თნა­ი­რი.

მეგი:

- მაგ­და თავ­მდა­ბა­ლი, თბი­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნია. კინ­კლა­ო­ბა არც მე შე­მიძ­ლია. ზო­გა­დად, ბევ­რი სა­ერ­თო თვი­სე­ბა აღ­მოგ­ვაჩ­ნდა... ამას­თან, მეც და მაგ­და­საც სა­ო­პე­რო ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს...

- რას უსურ­ვებთ ერ­თმა­ნეთს?

მეგი:

- ვუ­სურ­ვებ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს სა­მარ­თლი­ა­ნად მი­აღ­წი­ოს. ის ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს. ყვე­ლა­ფერ­ში უდი­დეს ენერ­გი­ას დებს და ეს არ უნდა და­ე­კარ­გოს.

მაგ­და:

- მეგი და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია და ასე­თი­ვე ემო­ცია მო­აქვს. მინ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: მეგი და მაგ­და - ფან­ტას­ტი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი დუ­ე­ლი "ახალ ქარ­თულ ხმა­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ეს შეჯიბრება კი არა, ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო..."

"ეს შეჯიბრება კი არა, ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო..."

მუსიკალური კონკურსის "ახალი ხმის" მონაწილეების - მეგი ბეჟუაშვილისა და მაგდა ვასაძის "რინგის ტურში" შესრულებულმა სიმღერამ სტეფანე და მაია საგონებელში ჩააგდო. ემოციური დაძაბულობის შემდეგ, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, პროექტში მაგდა დარჩა, მაგრამ მწვრთნელებიც და საზოგადოებაც დუეტის ორივე მონაწილეს გამარჯვებულად მიიჩნევენ...

მაგდა:

- "ახალ ხმამდე" რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი, მაგრამ არასოდეს გამიმართლა... ბათუმიდან ვარ. იქ ბენდთან ერთად 4 წელია, ვმღერი, მაგრამ ბათუმში ძნელია რაიმე სერიოზულის გაკეთება.

მეგი:

- სიმღერა ჯგუფთან ერთად 3 წელია, დავიწყე. ჩვენს ჯგუფს "შუშა" დავარქვით, რომელთან მუშაობამაც გამოცდილება შემძინა. "შუშის" წევრები, შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვცხოვრობთ, რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ფუნქციონირება - დილიდან საღამომდე ვმეცადინეობთ. მე ვოკალისტი ვარ, ჩემი და - გიტარისტი, ჯგუფის მესამე და მეოთხე წევრიც ჩემი და-ძმაა.

- ჯგუფს "შუშა" რატომ დაარქვით?

- პროექტ "ნიჭიერში" ვაპირებდით მონაწილეობას და ჯგუფისთვის სახელის დარქმევა ამიტომ გადავწყვიტეთ. "ნიჭიერში" ნახევარფინალამდე მივედით.

- მაგდა, როგორც აღნიშნე, ცხოვრებაში არაერთი იმედგაცრუება გქონია. რას გვეტყვი ამაზე?

- როგორც გითხარით, არაერთ მუსიკალურ პროექტში წარუმატებელი გამოსვლა მქონდა. ამასთან, პირად ცხოვრებაშიც მქონდა იმედგაცრუება, რომელზეც ახლა არ მსურს ლაპარაკი. თუმცა მაინც გეტყვით, რომ წელიწად-ნახევარია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ. დღეს ის საზღვარგარეთაა... ეს პროექტი დეპრესიული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში ძალიან დამეხმარა. მყავს 6 წლის შვილი, ლუკა.

- რა მოგიტანათ პროექტმა, რომელშიც ახლა მონაწილეობთ?

მეგი:

- მანამდე სცენაზე სოლო არ მიმღერია. ჯგუფთან ერთად ვმონაწილეობ როკფესტივალებში, ვმღერი კლუბებში. როცა "იმედის" არხზე "ახალი ხმის" რეკლამას ვუყურე, სიმართლე გითხრათ, ინტერესი არ გამჩენია, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას შევძლებდი. ეს ჯგუფის წევრებმა გადამაწყვეტინეს.

მაგდა:

- არ მინდოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუება განმეცადა, მაგრამ მონაწილეობის მისაღებად დედის დაჟინებული თხოვნით დავრეგისტრირდი. როგორც ჩანს, დედის ინტუიცია განსაკუთრებული და უტყუარია... "ახალმა ხმამ", პირველ რიგში, წარმატება მომიტანა. მინდა, პროექტში დიდხანს ვიყო, რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო, მეტი გავაკეთო და როგორც მომღერალი, მეტად დავიხვეწო.

- მომავალში ერთად დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?

მეგი:

- სხვათა შორის, ჩემი ჯგუფის წევრები მთხოვენ, მაგდასთან ერთად სიმღერა ჩავწერო და "ევროვიზიის" კონკურსზე წავიდეთ...

მაგდა:

- ეს აზრი მეც მომწონს. ჩვენი დუეტი იმდენად კარგი და მყარი აღმოჩნდა, რომ მეგისთან ერთად სიამოვნებით ვიმღერებ. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ამ პროექტით ვარ დაკავებული.

- რინგზე გამოსვლის შემდეგ ალბათ ერთგვარი სტრესიც გქონდათ, არა?

მაგდა:

- კი, მთელი კვირა არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს - ეს მართლაც დიდი სტრესი იყო... ის კი არა, როდესაც ეკრანზე სხვა მონაწილეებს ვუყურებ, მაშინაც კი მეტირება.

- მუსიკის პარალელურად რას საქმიანობთ?

მაგდა:

- განათლებით ვოკალისტი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მიზიდავს დიზაინერობა. პატარაობიდანვე ჩემით ვქმნი ტანსაცმელს. ეს საქმიანობა ძალიან მაინტერესებს და მინდა, მუსიკის პარალელურად, ამ სფეროში ძალები სერიოზულად მოვსინჯო.

მეგი:

- ამჟამად სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობ... ჩემი მთავარი ინტერესის სფერო, რა თქმა უნდა, მუსიკაა. უბრალოდ, როცა განათლებული მშობლები გყავს და ისინი შენთვის იდეალები არიან, გინდა, შენც ისეთივე იყო. ისინი მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. რომ მეთქვა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება არ მინდა-მეთქი, არაფერს მეტყოდნენ.

- მეგი, ალბათ მტკივნეული იყო პროექტიდან გამოთიშვა, არა?

- გული ძალიან მეტკინა. საშინლად ვგრძნობდი თავს, სანამ სტეფანე და მაია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მომეჩვენა, რომ იმ პერიოდში დრო უსასრულოდ გაიწელა... ერთადერთი, რაც მინდოდა, ის იყო, რომ სცენა მალე დამეტოვებინა... პროექტში რომ დავრჩენილიყავი, ესეც უსამართლობა იქნებოდა. თქვენი ჟურნალის საშუალებით, მაიასა და სტეფანეს ჩვენი დაწყვილებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო... მე და მაგდა ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობდით ხელს, რომ დუეტი რაც შეიძლება სრულყოფილი გამოსულიყო და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა.

მაგდა:

- ეს არ იყო შეჯიბრება, ეს იყო, უბრალოდ, დიდი სიამოვნება.

- ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, თითოეულს სხვა მეწყვილე რომ გყოლოდათ, ორივეს გადარჩენის მეტი შანსი გექნებოდათ? იქნებ ეს სადღაც მაინც ერთ-ერთი თქვენგანის "გაწირვა" იყო იმისთვის, რომ შოუ შემდგარიყო?

მაგდა:

- ჩვენი დაწყვილების მიზანი იყო დუეტის სრულყოფილება და ვფიქრობ, ამ მიზანს ყველამ ერთად მივაღწიეთ. ამ დუეტისთვის ღირდა ის, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს პროექტი დაეტოვებინა. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მეგი ისეთივე გამარჯვებულია, როგორიც მე.

მეგი:

- რინგზე მწვრთნელებიც და ჩვენც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ასეთ რამეს არავინ ველოდით. შეიძლება, ბოლო ეტაპამდე მივსულიყავი, მაგრამ არც ასეთი სიმღერა შემხვედროდა და არც ასეთი მეწყვილე. ახლაც რომ ვუყურებ ჩვენს კადრებს, ცრემლები მომდის.

მაგდა:

- მე და მეგის სხვადასხვა ხმის ტემბრი გვაქვს, თუმცა შესაძლებლობები - თითქმის ერთნაირი.

მეგი:

- მაგდა თავმდაბალი, თბილი და მშვიდი ადამიანია. კინკლაობა არც მე შემიძლია. ზოგადად, ბევრი საერთო თვისება აღმოგვაჩნდა... ამასთან, მეც და მაგდასაც საოპერო ვოკალური მონაცემები გვაქვს...

- რას უსურვებთ ერთმანეთს?

მეგი:

- ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს სამართლიანად მიაღწიოს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ყველაფერში უდიდეს ენერგიას დებს და ეს არ უნდა დაეკარგოს.

მაგდა:

- მეგი დადებითი ადამიანია და ასეთივე ემოცია მოაქვს. მინდა, რომ წარმატებული იყოს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: მეგი და მაგდა - ფანტასტიკური მუსიკალური დუელი "ახალ ქართულ ხმაში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება