მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია: "როგორც ჩანს, ოქრუაშვილს არ უნდოდა ამ სტატუსით სარგებლობა"
ეკა ბესელია: "როგორც ჩანს, ოქრუაშვილს არ უნდოდა ამ სტატუსით სარგებლობა"

რო­გორც ირ­კვე­ვა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცო­ტა­თი ნაჩ­ქა­რე­ვი იყო და შე­საძ­ლოა, მას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი არც მი­ა­ნი­ჭონ. ფაქ­ტია, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, სი­ი­დან ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გვა­რი ამო­ი­ღეს და სა­ბო­ლო­ოდ და­სა­ხე­ლე­ბულ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ში ის ვერ მოხ­ვდა. ამ ფაქტს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი კვი­რა­ზე მე­ტია, შიმ­ში­ლობს და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვს. ორ­შა­ბათს შიმ­ში­ლო­ბას თა­ვად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

"ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" წევ­რი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, თეო ტლა­შა­ძე სი­ი­დან ამ პირ­თა ამო­ღე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ინი­ცი­ა­ტო­რად ეკა ბე­სე­ლი­ას მი­იჩ­ნევს. რო­გორც ჩანს, ყო­ფილ ად­ვო­კატ­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს თა­ვად ოქ­რუ­აშ­ვილ­საც. "ეჭვი არას­დროს მე­პა­რე­ბო­და, რომ ჩემი საქ­მე­ე­ბის ბედი წარ­სულ­შიც, ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ იმას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, შავ­ზე რომ იტყოდ­ნენ, თეთ­რი­აო და გა­უ­გე­ბა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით, ერთი ხე­ლის მოს­მით, გვე­ტყოდ­ნენ უარს. ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რი ის არის, რომ ამას აკე­თებს შენი ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, ყვე­ლა ის საქ­მე რო­გორ შე­ი­კე­რა. არა­და, პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სიის შედ­გე­ნა 2007 წელს სწო­რედ ჩე­მით და­ი­წყო", - აცხა­დებს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

ცი­ხე­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რმა, ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა და სწო­რედ ჭკა­დუ­ას სთხო­ვეს, პარ­ლა­მენ­ტში ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა.

ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა:

- ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან მისი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, რომ­ლე­ბიც მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ე.წ. "ზი­ლის" საქ­მე­ში. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ირაკ­ლის­თან ერ­თად სი­ა­ში იყ­ვნენ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მათი გვა­რე­ბი სი­ი­დან გაქ­რა, ესე­ნი არი­ან: ძმე­ბი - კახა და ლე­ვან ტე­რაშ­ვი­ლე­ბი, და­ვით ში­უ­კაშ­ვი­ლი და შალ­ვა სა­ბაშ­ვი­ლი. პარ­ლა­მენ­ტი ამ­ბობს, რომ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი იყო და ეს გას­წორ­დე­ბა. თუ ასე იყო, მა­შინ ისი­ნი ელო­დე­ბი­ან ხარ­ვე­ზის გას­წო­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა იო­სებ გი­გუ­აშ­ვილს, გი­ორ­გი გაბ­როშ­ვილს, ხვი­ჩა სა­ბაშ­ვილს, თა­მაზ ბე­გი­აშ­ვილს, გაბ­რი­ელ პავ­ლი­აშ­ვილს, მალ­ხაზ კა­კაშ­ვილ­სა და ზაზა ბეთ­ლე­მი­ძეს, - მათ სა­ერ­თოდ, უარი უთხრეს სი­ა­ში შეყ­ვა­ნა­ზე. წე­სით, ესე­ნიც უნდა იყ­ვნენ იმ სი­ა­ში, რად­გან ყვე­ლა­ნი ერთი ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. არა­და, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ ხვი­ჩა მა­ჭა­რაშ­ვილს, და­ვით ჯან­გვე­ლაშ­ვილს და კი­დევ რამ­დე­ნი­მეს, ეს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ეს არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი, ეს უნდა გას­წორ­დეს. მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის მო­თხოვ­ნაა, აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და თუ მათ არ და­აბ­რუ­ნე­ბენ ამ სი­ა­ში, მა­შინ კო­მი­ტეტ­მა გა­ა­კე­თოს გან­მარ­ტე­ბა, ხომ არ იყო ეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა? ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, თუ კონ­კრე­ტუ­ლად ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ასე­თი კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ეს მე მე­ხე­ბა, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამიხ­სნან, რა შუ­ა­ში არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მო­ახ­ვედ­რეს სი­ა­შიო. ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე გარ­კვე­უ­ლი მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, რად­გან მათი და­კა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ის იყო, რომ მათ კავ­ში­რი ჰქონ­დათ "ქარ­თულ პარ­ტი­ას­თან", სხვა და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით. ამავდრო­უ­ლად, ძმე­ბი ტე­რაშ­ვი­ლე­ბი და და­ვით ში­უ­კაშ­ვი­ლი სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი არი­ან. ისი­ნი ადრე და­ა­კა­ვეს და უკვე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- თა­ვად, ვინ­მეს ცე­მის გამო თუ ამ­ხე­ლენ?

- ტე­რაშ­ვი­ლებ­თან უშუ­ა­ლოდ რო­ბერტ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი - გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი შე­დი­ო­და და პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბო­და, - მე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გე­ლა­პა­რა­კე­ბით, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, - ერთ კვი­რას გაძ­ლევთ მო­სა­ფიქ­რებ­ლად, უნდა თქვათ, რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აწყობ­და და "ზი­ლის" ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნით უნდა გად­მო­გეყ­ვა­ნათ ხალ­ხი ცხინ­ვა­ლის მხრი­და­ნო. რე­ა­ლუ­რად ეს "ზილი", რო­მე­ლიც ამო­ი­ღეს და სა­ხელ­მწი­ფოს გა­დას­ცეს, გა­უ­მარ­თა­ვი იყო. სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის, კერ­ძოდ, ხი­ლის გა­და­სა­ტა­ნად ჰქონ­დათ ნა­ყი­დი, იმ დროს მან­ქა­ნას ბევ­რი ნა­წი­ლი აკ­ლდა. ის­მის კი­თხვა, - თუ ხვალ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობს ადა­მი­ა­ნი, ავ­ტო­მან­ქა­ნით უნდა შე­მო­იყ­ვა­ნოს ჯარი, რაც სა­სა­ცი­ლოა, ეს მან­ქა­ნა გა­მარ­თუ­ლი არ უნდა იყოს? ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­იყ­ვა­ნო ერთი "ზილი" ხალ­ხი და მო­ა­წყო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ესეც ხომ აბ­სურ­დია?!. რო­დე­საც ისი­ნი ცი­ხე­ში მი­იყ­ვა­ნეს, სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ. ჯერ "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში მოხ­და ზე­წო­ლა, შემ­დეგ მუ­ხა­ძის კა­ბი­ნეტ­ში გაგ­რძელ­და. ამ წა­მე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: ალე­კო ჯან­ჯღა­ვა, გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მა­დაც მუ­შა­ო­ბენ სის­ტე­მა­ში. ტე­რაშ­ვი­ლე­ბი და­დე­ბი­თად იხ­სე­ნე­ბენ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს და ამ­ბო­ბენ, - რო­დე­საც ჩვენ ე.წ. "ფუქსში" ვყავ­დით, სა­დაც არც სკა­მი იყო, არც სა­წო­ლი, პირ­და­პირ ბე­ტონ­ზე უნდა დავ­მსხდა­რი­ყა­ვით ან უნდა დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვით, ბე­დუ­კა­ძე სი­გა­რეტ­საც გვაძ­ლევ­და და რამ­დენ­ჯერ­მე ჩუ­მად, საჭ­მე­ლიც მოგ­ვა­წო­და, თა­ვი­სი მო­რი­გე­ო­ბის დროს ძვე­ლი ტან­საც­მე­ლი შე­მოჰ­ქონ­და, ბე­ტონ­ზე რომ დაგ­ვე­ფი­ნა და დი­ლით ადრე გაჰ­ქონ­და, სხვებს რომ არ ენა­ხა­თო. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ში­უ­კაშ­ვილს, მის და­სა­კა­ვებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სპექ­ტაკ­ლი დად­გა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- და­კა­ვე­ბამ­დე 10 დღით ადრე ში­უ­კაშ­ვი­ლი რე­ზერვში გა­იწ­ვი­ეს და სე­ნა­კის ბა­ზა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი თქმით, 2011 წლის 21 ივ­ნისს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ ოთახ­ში ჩა­კე­ტეს და ღა­მის პირ­ველ სა­ა­თამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს, შემ­დეგ მას­თან მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის გოჩა სოფ­რო­მა­ძე, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. "ტო­ი­ო­ტა­თი" ქა­ლაქ­გა­რეთ წა­იყ­ვა­ნეს. რო­გორც იხ­სე­ნებს, თეკ­ლათ­თან გა­და­უხ­ვი­ეს და ტყე­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ერთი შე­ნო­ბა იდგა და იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დახ­ვდა. ჰყვე­ბა, - მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი, ულ­ვა­ში­ა­ნი კაცი მო­ვი­და (რომ­ლის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია), უკავ­შირ­დე­ბო­და ვი­ღა­ცას და 2 სა­ა­თის შემ­დეგ მას უთხრეს, საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქ­ვსო. დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში გორ­ში, ში­უ­კაშ­ვი­ლის სახ­ლში ია­რა­ღი შე­ი­ტა­ნეს. თა­ვად ში­უ­კაშ­ვი­ლი შე­ნო­ბის უკა­ნა მხრი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სპეც­რაზ­მე­ლე­ბი იდ­გნენ და მის­კენ გა­ნა­თე­ბუ­ლი პრო­ჟექ­ტო­რე­ბი იყო მი­მარ­თუ­ლი. ამ­ბობს, რომ უთხრეს, - თუ აქე­დან გაქ­ცე­ვას ეც­დე­ბი, ისი­ნი მოგ­კლა­ვენ; რა­საც გე­ტყვით, უნდა გა­ა­კე­თო: 10 ნა­ბი­ჯი გა­ი­ა­რე, მერე, რო­დე­საც და­გი­ძა­ხებთ, უკან შე­მობ­რუნ­დი და ამ დროს მოხ­დე­ბა შენი და­კა­ვე­ბაო. მას სხვა გზა არ ჰქონ­და, ასე მო­იქ­ცა.

ნიღ­ბი­ა­ნი ხალ­ხი შე­მო­ე­სია და მისი და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია გა­ი­თა­მა­შეს - თით­ქოს ტყე­ში გარ­ბო­და და იმ დროს და­ა­კა­ვეს. ამას ამ­ბობ­და ის პრო­ცე­სებ­ზეც, მაგ­რამ მისი ჩვე­ნე­ბა არა­ვინ გა­ი­ზი­ა­რა. ში­უ­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ წა­მე­ბა თბი­ლის­ში, "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, ვინ­მე ლე­ვა­ნის ოთახ­ში, რო­მე­ლიც გა­ეც­ნო, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. ამ­ბობს, უშუ­ა­ლოდ ლე­ვა­ნი მცემ­დაო. თურ­მე რამ­დენ­ჯერ­მე და­კარ­გა გო­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე კვი­რა სის­ხლი­ა­ნი შარ­დი ჰქონ­და, ისე სას­ტი­კად სცე­მეს, და როცა ექი­მი მო­ი­თხო­ვა, უთ­ქვამთ, აქ კუ­რორტზე კი არ ხარო... ამ ადა­მი­ა­ნებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბი­თაც ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ტე­რაშ­ვი­ლებს პი­რა­დად რო­ბერტ გრი­გა­ლაშ­ვილ­მა უთხრა, - 16-16 წელს მო­გის­ჯით, შენს ძმას, მა­მა­შენს და რძალ­საც აქ მო­ვიყ­ვან­თო. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, - რაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, ორი კვი­რის მან­ძილ­ზე ჩვენ თვალ­წინ ხდე­ბო­და და ამ გზით გვა­ში­ნებ­დნე­ნო. ისი­ნი მზად არი­ან, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ჩვე­ნე­ბა მის­ცენ და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხო­ვენ. კი­დევ, ლე­ვან ტე­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, - კუდ-ში მთხოვ­დნენ, ხელი და­მე­დო სო­ზარ სუ­ბა­რის­თვის - მეთ­ქვა, თით­ქოს ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცო­დაო; უარი ვუ­თხა­რი და შე­ვახ­სე­ნე, რომ სო­ზა­რი ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ის მრჩე­ვე­ლი იყო და მე­ო­რე დღეს, როცა დაბ­რუნ­დნენ, ეს აღარ მო­უ­თხო­ვი­ათ.

- საქ­მე­ში მათი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი დევს?

- ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნათ ის, რა­საც მო­ი­თხოვ­დნენ. აღი­ა­რეს და სა­ნაც­ვლოდ, ტე­რაშ­ვი­ლებ­მა 4-4-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ი­ღეს, ხოლო ში­უ­კაშ­ვილს 3 წელი მი­ე­სა­ჯა. ლე­ვან ტე­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, - წა­მე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მე­ო­რე კორ­პუ­სის მე-60 სა­კან­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს, გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნე­ნო. ასა­ხე­ლებს პა­ტიმ­რე­ბის გვა­რებს, რომ­ლე­ბიც ამ ფაქტს და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მას ეცვა, ვერ გა­ხა­დეს, იმ­დე­ნად იყო სის­ხლით გაჟ­ღენ­თი­ლი და მიკ­რუ­ლი ჰქონ­და ტან­ზე. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ტან­საც­მე­ლი შე­მო­ეჭ­რათ და ისე გა­ე­ხა­დათ... ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასე­ვე თვლის, რომ არა­ნა­ი­რი სამ­ხი­ლი არ არ­სე­ბობს იმ საქ­მე­შიც, რომ­ლი­თაც მას 11 წელი მი­ე­სა­ჯა. ერ­თა­დერ­თი იყო ქი­ტოშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა და მა­ნაც გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ ეს ზე­წო­ლით მის­ცა. ირაკ­ლი ამ­ბობს, თუკი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრინ­ცი­პით არის ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სუ­ლი, უნდა შე­წყდეს მის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, მი­ე­ცეს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგო­მი­სა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის უფ­ლე­ბა. თუკი ასე არ მოხ­და, ჩათ­ვლის, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­საც აგ­რძე­ლებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ამ ხმა­უ­რის ფონ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვით გრძელ­დე­ბა. ოქ­რუ­აშ­ვილს უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. მას­თან ერ­თად მის ბი­ძაშ­ვილს, იო­სებ გი­გუ­აშ­ვილს ასა­მარ­თლე­ბენ, ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან: ხვი­ჩა სა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გაბ­როშ­ვი­ლი, ზაზა ბეთ­ლე­მა­ძე, თა­მაზ ბე­გი­აშ­ვი­ლი და გაბ­რი­ელ პავ­ლი­აშ­ვი­ლი. მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი ისევ სავ­სეა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იკი­თხე­ბი­ან. მოწ­მის სტა­ტუ­სით, შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი რა­მიშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა. მისი თქმით, სამ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ცხინ­ვა­ლის სა­ზღვარ­თან იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, რომ ცხინ­ვა­ლი­დან პირ­თა ჯგუ­ფი შე­მო­დი­ო­და. მოწ­მე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ და­ი­ნა­ხა 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერთ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში შე­ვი­და; მათ შო­რის იყ­ვნენ მალ­ხაზ კა­კაშ­ვი­ლი და ხვი­ჩა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი. მოწ­მე ასე­ვე ირ­წმუ­ნე­ბა, - ისიც და­ვი­ნა­ხე, ყუ­თე­ბით რო­გორ გა­დაჰ­ქონ­დათ ია­რა­ღი და მიწა რო­გორ მი­ა­ყა­რე­სო. ად­ვო­კა­ტებ­მა მას უამ­რა­ვი კი­თხვა და­უს­ვეს და ხში­რად პა­სუ­ხის გა­ცე­მას ვერ ახერ­ხებ­და. ოქ­რუ­აშ­ვილს მოწ­მე შე­ე­ცო­და და ად­ვო­კატს მი­მარ­თა, - კარ­გი, ცოდ­ვაა, შე­წყვი­ტე მისი და­კი­თხვაო, - მაგ­რამ ად­ვო­კა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ და დე­ტა­ლუ­რად ითხოვ­დნენ ყვე­ლა წვრილ­მან­ზე პა­სუხს.

- გე­ყოს ვაჟ­კა­ცო­ბა და თქვი სი­მარ­თლე! - ვე­ღარ მო­ით­მი­ნა ბრალ­დე­ბულ­მა გი­გუ­აშ­ვილ­მა. ამის გამო მან მო­სა­მარ­თლის­გან შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო.

ად­ვო­კატ­მა ზვი­ად კორ­ძა­ძემ კი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ მო­ი­თხო­ვა, რაც მოწ­მემ და­ბე­ჯი­თე­ბით თქვა, - 40 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქი და შევ­ძე­ლი მათი ამოც­ნო­ბაო. იგი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აღ­ნა­გო­ბას. ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნას პრო­კუ­რო­რის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

- ცირ­კის მო­წყო­ბას ნუ ცდი­ლობთ, წა­ი­კი­თხეთ საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი, - მი­მარ­თა ად­ვო­კატს გაბ­რა­ზე­ბულ­მა პრო­კუ­რორ­მა.

- ცირკს თქვენ მარ­თავთ. კო­ლე­გას შე­სა­ფე­რი­სი სი­ტყვე­ბით უნდა მი­მარ­თოთ, - უპა­სუ­ხა კორ­ძა­ძემ და მო­სა­მარ­თლეს მოწ­მის ჩვე­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა სთხო­ვა. ჩვე­ნე­ბე­ბი თა­ვად წა­ი­კი­თხა და მოწ­მე პო­ლი­ცი­ელს ჰკი­თხა:

- ამ ჩვე­ნე­ბას ადას­ტუ­რებთ, თქვე­ნი და­წე­რი­ლია?

- დიახ, ჩემი ჩვე­ნე­ბაა.

- არა, თქვე­ნი კი არა, თქვე­ნი კო­ლე­გის - მოწ­მე გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა წა­ვი­კი­თხე.

ად­ვო­კა­ტის ამ სი­ტყვებს დარ­ბაზ­ში ტაში და რეპ­ლი­კე­ბი მოჰ­ყვა.

- ღმერ­თის გე­ში­ნო­დეთ! - წა­მო­ი­ძა­ხა ერთ-ერ­თმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა და მას მო­სა­მარ­თლემ სას­წრა­ფოდ დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. შემ­დეგ სხვებს მი­მარ­თა, - ისე ნუ მო­იქ­ცე­ვით, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა სა­ერ­თოდ დავ­ხუ­როო.

პრო­ცეს­ზე კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ად­ვო­კა­ტებ­სა და პრო­კუ­რორს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ დარ­ბაზ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ად­ვო­კატ­მა ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რო­რის რეპ­ლი­კა არა­ე­თი­კუ­რი იყო და აღ­ნიშ­ნულ საპ­რო­ცე­სო კო­დექსს "პრო­კუ­რორს თავ­ზე და­ა­ხევს". აფ­ცი­ა­უ­რი მო­სა­მარ­თლემ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა და 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რორს არ მის­ცა შე­ნიშ­ვნა. საქ­მის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან ამო­ღე­ბის მი­ზეზს - ამის გარ­კვე­ვა ეკა ბე­სე­ლი­ას­თან ვცა­დე. რო­გორც მისი პა­სუ­ხი­დან ირ­კვე­ვა, არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი იქ არ ყო­ფი­ლა.

ეკა ბე­სე­ლია:

- ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა კორ­ძა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი არ აპი­რებს ისარ­გებ­ლოს პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით. ვფიქ­რობ, მათ ერ­თმა­ნეთ­თან უნდა გა­არ­კვი­ონ პო­ზი­ცი­ე­ბი. გა­უ­გე­ბა­რია, ად­ვო­კა­ტი სხვა გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, "ქარ­თუ­ლი პარ­ტია" - სხვას. ჩვენ ვამ­ზა­დებთ ამ სა­კი­თხთან და კონ­კრე­ტულ გვა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­ვავ­რცე­ლებთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კო­მი­ტეტ­მა მი­ი­ღო. მინ­და გი­თხრათ, რომ იქ არ ხდე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. რო­გორც ჩანს, ოქ­რუ­აშ­ვილს არ უნ­დო­და, ამ სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­ლო­დე­ბო­და იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს უნდა მი­ე­ღო და არ ჩა­მო­ვი­დო­და. თუმ­ცა, ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ამ მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა ეკა ბე­სე­ლია. შე­იც­ვლის თუ არა პარ­ლა­მენ­ტი პო­ზი­ცი­ას, გავ­რცელ­დე­ბა თუ არა შე­ღა­ვა­თი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე, ამ დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ეკა ბესელია: "როგორც ჩანს, ოქრუაშვილს არ უნდოდა ამ სტატუსით სარგებლობა"

ეკა ბესელია: "როგორც ჩანს, ოქრუაშვილს არ უნდოდა ამ სტატუსით სარგებლობა"

როგორც ირკვევა, ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ცოტათი ნაჩქარევი იყო და შესაძლოა, მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არც მიანიჭონ. ფაქტია, თანამოაზრეებთან ერთად, სიიდან ყოფილი მინისტრის გვარი ამოიღეს და საბოლოოდ დასახელებულ პოლიტპატიმრებში ის ვერ მოხვდა. ამ ფაქტს ოქრუაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული პირები აპროტესტებენ. რამდენიმე მათგანი კვირაზე მეტია, შიმშილობს და სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ორშაბათს შიმშილობას თავად ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდა.

"ქართული პარტიის" წევრი, ოქრუაშვილის მეგობარი, თეო ტლაშაძე სიიდან ამ პირთა ამოღების სავარაუდო ინიციატორად ეკა ბესელიას მიიჩნევს. როგორც ჩანს, ყოფილ ადვოკატთან პრეტენზიები აქვს თავად ოქრუაშვილსაც. "ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, შავზე რომ იტყოდნენ, თეთრიაო და გაუგებარი არგუმენტებით, ერთი ხელის მოსმით, გვეტყოდნენ უარს. ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამას აკეთებს შენი ყოფილი ადვოკატი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, ყველა ის საქმე როგორ შეიკერა. არადა, პოლიტპატიმრის სიის შედგენა 2007 წელს სწორედ ჩემით დაიწყო", - აცხადებს ოქრუაშვილი.

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ოქრუაშვილი და მოშიმშილე პატიმრები ციხეში მოინახულა და სწორედ ჭკადუას სთხოვეს, პარლამენტში ამ საკითხის გარკვევაში დახმარება.

ადვოკატი ირმა ჭკადუა:

- ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიიდან მისი და იმ ადამიანების ამოღებას აპროტესტებს, რომლებიც მასთან ერთად ბრალდებულები არიან ე.წ. "ზილის" საქმეში. არიან ადამიანები, რომლებიც ირაკლისთან ერთად სიაში იყვნენ და მოულოდნელად მათი გვარები სიიდან გაქრა, ესენი არიან: ძმები - კახა და ლევან ტერაშვილები, დავით შიუკაშვილი და შალვა საბაშვილი. პარლამენტი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და ეს გასწორდება. თუ ასე იყო, მაშინ ისინი ელოდებიან ხარვეზის გასწორებას. რაც შეეხება იოსებ გიგუაშვილს, გიორგი გაბროშვილს, ხვიჩა საბაშვილს, თამაზ ბეგიაშვილს, გაბრიელ პავლიაშვილს, მალხაზ კაკაშვილსა და ზაზა ბეთლემიძეს, - მათ საერთოდ, უარი უთხრეს სიაში შეყვანაზე. წესით, ესენიც უნდა იყვნენ იმ სიაში, რადგან ყველანი ერთი ბრალდებით არიან დაკავებულები. არადა, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხვიჩა მაჭარაშვილს, დავით ჯანგველაშვილს და კიდევ რამდენიმეს, ეს სტატუსი მიენიჭა. ეს არ არის სამართლიანი, ეს უნდა გასწორდეს. მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნაა, აღდგეს სამართლიანობა და თუ მათ არ დააბრუნებენ ამ სიაში, მაშინ კომიტეტმა გააკეთოს განმარტება, ხომ არ იყო ეს ახალი ხელისუფლების დაკვეთა? ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, თუ კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში ხელისუფლებამ ასეთი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და ეს მე მეხება, გასაგებია, მაგრამ ამიხსნან, რა შუაში არიან ის ადამიანები, რომლებიც არ მოახვედრეს სიაშიო. ამბობს, რომ ამ ადამიანების წინაშე გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მათი დაკავების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ კავშირი ჰქონდათ "ქართულ პარტიასთან", სხვა დანაშაული არ მიუძღვით. ამავდროულად, ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი სასტიკად ნაწამები არიან. ისინი ადრე დააკავეს და უკვე გასამართლებულები არიან.

- თავად, ვინმეს ცემის გამო თუ ამხელენ?

- ტერაშვილებთან უშუალოდ რობერტ გრიგალაშვილი - გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შედიოდა და პირდაპირ ეუბნებოდა, - მე ზურაბ ადეიშვილის სახელით გელაპარაკებით, მისი გადაწყვეტილებაა, - ერთ კვირას გაძლევთ მოსაფიქრებლად, უნდა თქვათ, რომ გადატრიალებას ირაკლი ოქრუაშვილი აწყობდა და "ზილის" ტიპის ავტომანქანით უნდა გადმოგეყვანათ ხალხი ცხინვალის მხრიდანო. რეალურად ეს "ზილი", რომელიც ამოიღეს და სახელმწიფოს გადასცეს, გაუმართავი იყო. სხვა დანიშნულებისთვის, კერძოდ, ხილის გადასატანად ჰქონდათ ნაყიდი, იმ დროს მანქანას ბევრი ნაწილი აკლდა. ისმის კითხვა, - თუ ხვალ გადატრიალებას აწყობს ადამიანი, ავტომანქანით უნდა შემოიყვანოს ჯარი, რაც სასაცილოა, ეს მანქანა გამართული არ უნდა იყოს? ქვეყნის წინააღმდეგ შემოიყვანო ერთი "ზილი" ხალხი და მოაწყო გადატრიალება, ესეც ხომ აბსურდია?!. როდესაც ისინი ციხეში მიიყვანეს, სასტიკად აწამებდნენ. ჯერ "მოდულის" შენობაში მოხდა ზეწოლა, შემდეგ მუხაძის კაბინეტში გაგრძელდა. ამ წამებას ესწრებოდნენ თანამშრომლები: ალეკო ჯანჯღავა, გოგა ბუთლიაშვილი, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ სისტემაში. ტერაშვილები დადებითად იხსენებენ ვლადიმერ ბედუკაძეს და ამბობენ, - როდესაც ჩვენ ე.წ. "ფუქსში" ვყავდით, სადაც არც სკამი იყო, არც საწოლი, პირდაპირ ბეტონზე უნდა დავმსხდარიყავით ან უნდა დავწოლილიყავით, ბედუკაძე სიგარეტსაც გვაძლევდა და რამდენჯერმე ჩუმად, საჭმელიც მოგვაწოდა, თავისი მორიგეობის დროს ძველი ტანსაცმელი შემოჰქონდა, ბეტონზე რომ დაგვეფინა და დილით ადრე გაჰქონდა, სხვებს რომ არ ენახათო. რაც შეეხება დავით შიუკაშვილს, მის დასაკავებლად ხელისუფლებამ სპექტაკლი დადგა.

- რას გულისხმობთ?

- დაკავებამდე 10 დღით ადრე შიუკაშვილი რეზერვში გაიწვიეს და სენაკის ბაზაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, 2011 წლის 21 ივნისს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და ღამის პირველ საათამდე თავისუფლება აღუკვეთეს, შემდეგ მასთან მოვიდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გოჩა სოფრომაძე, რომელიც ქუთაისის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო. "ტოიოტათი" ქალაქგარეთ წაიყვანეს. როგორც იხსენებს, თეკლათთან გადაუხვიეს და ტყეში მიიყვანეს, სადაც ერთი შენობა იდგა და იქ ბევრი ადამიანი დახვდა. ჰყვება, - მანქანაში ვიჯექი, ულვაშიანი კაცი მოვიდა (რომლის ამოცნობა შემიძლია), უკავშირდებოდა ვიღაცას და 2 საათის შემდეგ მას უთხრეს, საქმე გაკეთებული გვაქვსო. დროის ამ მონაკვეთში გორში, შიუკაშვილის სახლში იარაღი შეიტანეს. თავად შიუკაშვილი შენობის უკანა მხრიდან გამოიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები იდგნენ და მისკენ განათებული პროჟექტორები იყო მიმართული. ამბობს, რომ უთხრეს, - თუ აქედან გაქცევას ეცდები, ისინი მოგკლავენ; რასაც გეტყვით, უნდა გააკეთო: 10 ნაბიჯი გაიარე, მერე, როდესაც დაგიძახებთ, უკან შემობრუნდი და ამ დროს მოხდება შენი დაკავებაო. მას სხვა გზა არ ჰქონდა, ასე მოიქცა.

ნიღბიანი ხალხი შემოესია და მისი დაკავების სპეცოპერაცია გაითამაშეს - თითქოს ტყეში გარბოდა და იმ დროს დააკავეს. ამას ამბობდა ის პროცესებზეც, მაგრამ მისი ჩვენება არავინ გაიზიარა. შიუკაშვილი ამბობს, რომ წამება თბილისში, "მოდულის" შენობაში განხორციელდა, ვინმე ლევანის ოთახში, რომელიც გაეცნო, როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. ამბობს, უშუალოდ ლევანი მცემდაო. თურმე რამდენჯერმე დაკარგა გონება, რამდენიმე კვირა სისხლიანი შარდი ჰქონდა, ისე სასტიკად სცემეს, და როცა ექიმი მოითხოვა, უთქვამთ, აქ კურორტზე კი არ ხარო... ამ ადამიანებს ოჯახის წევრების დაკავებითაც ემუქრებოდნენ. ტერაშვილებს პირადად რობერტ გრიგალაშვილმა უთხრა, - 16-16 წელს მოგისჯით, შენს ძმას, მამაშენს და რძალსაც აქ მოვიყვანთო. ისინი ამბობენ, - რაც გლდანის ციხეში გადაღებულ კადრებში ჩანს, ორი კვირის მანძილზე ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ამ გზით გვაშინებდნენო. ისინი მზად არიან, ამ ყველაფრის შესახებ ჩვენება მისცენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. კიდევ, ლევან ტერაშვილი ამბობს, - კუდ-ში მთხოვდნენ, ხელი დამედო სოზარ სუბარისთვის - მეთქვა, თითქოს ამ გადატრიალების შესახებ ყველაფერი იცოდაო; უარი ვუთხარი და შევახსენე, რომ სოზარი ევროკავშირის კომისიის მრჩეველი იყო და მეორე დღეს, როცა დაბრუნდნენ, ეს აღარ მოუთხოვიათ.

- საქმეში მათი აღიარებითი ჩვენებები დევს?

- ბოლოს იძულებული გახდნენ ეღიარებინათ ის, რასაც მოითხოვდნენ. აღიარეს და სანაცვლოდ, ტერაშვილებმა 4-4-წლიანი სასჯელი მიიღეს, ხოლო შიუკაშვილს 3 წელი მიესაჯა. ლევან ტერაშვილი ამბობს, - წამებიდან ორი კვირის შემდეგ გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მეორე კორპუსის მე-60 საკანში რომ მიმიყვანეს, გადაადგილებაში პატიმრები მეხმარებოდნენო. ასახელებს პატიმრების გვარებს, რომლებიც ამ ფაქტს დაადასტურებენ. ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა, ვერ გახადეს, იმდენად იყო სისხლით გაჟღენთილი და მიკრული ჰქონდა ტანზე. იძულებული გახდნენ, ტანსაცმელი შემოეჭრათ და ისე გაეხადათ... ირაკლი ოქრუაშვილი ასევე თვლის, რომ არანაირი სამხილი არ არსებობს იმ საქმეშიც, რომლითაც მას 11 წელი მიესაჯა. ერთადერთი იყო ქიტოშვილის ჩვენება და მანაც განცხადება გააკეთა, რომ ეს ზეწოლით მისცა. ირაკლი ამბობს, თუკი სამართლიანობის აღდგენის პრინციპით არის ეს ხელისუფლება მოსული, უნდა შეწყდეს მის მიმართ სამართლებრივი დევნა, მიეცეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომისა და უდანაშაულობის დამტკიცების უფლება. თუკი ასე არ მოხდა, ჩათვლის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც აგრძელებს ახალი ხელისუფლება.

ამ ხმაურის ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის და მისი თანამოაზრეების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ოქრუაშვილს უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობაში ედება ბრალი. მასთან ერთად მის ბიძაშვილს, იოსებ გიგუაშვილს ასამართლებენ, ასევე ბრალდებულები არიან: ხვიჩა საბაშვილი, გიორგი გაბროშვილი, ზაზა ბეთლემაძე, თამაზ ბეგიაშვილი და გაბრიელ პავლიაშვილი. მათ შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას ედავებიან.

სასამართლო დარბაზი ისევ სავსეა ბრალდებულების გულშემატკივრებით. ჯერჯერობით ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იკითხებიან. მოწმის სტატუსით, შსს-ს თანამშრომელი რამიშვილი დაიკითხა. მისი თქმით, სამკაციანი ჯგუფი ცხინვალის საზღვართან იყო დაბანაკებული. ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ცხინვალიდან პირთა ჯგუფი შემოდიოდა. მოწმე ირწმუნება, რომ დაინახა 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც ერთ მიტოვებულ სახლში შევიდა; მათ შორის იყვნენ მალხაზ კაკაშვილი და ხვიჩა მაჭარაშვილი. მოწმე ასევე ირწმუნება, - ისიც დავინახე, ყუთებით როგორ გადაჰქონდათ იარაღი და მიწა როგორ მიაყარესო. ადვოკატებმა მას უამრავი კითხვა დაუსვეს და ხშირად პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა. ოქრუაშვილს მოწმე შეეცოდა და ადვოკატს მიმართა, - კარგი, ცოდვაა, შეწყვიტე მისი დაკითხვაო, - მაგრამ ადვოკატები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და დეტალურად ითხოვდნენ ყველა წვრილმანზე პასუხს.

- გეყოს ვაჟკაცობა და თქვი სიმართლე! - ვეღარ მოითმინა ბრალდებულმა გიგუაშვილმა. ამის გამო მან მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო.

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მოწმემ დაბეჯითებით თქვა, - 40 მეტრის მოშორებით ვიდექი და შევძელი მათი ამოცნობაო. იგი დეტალურად აღწერდა ბრალდებულების აღნაგობას. ადვოკატის მოთხოვნას პროკურორის პროტესტი მოჰყვა.

- ცირკის მოწყობას ნუ ცდილობთ, წაიკითხეთ საპროცესო კოდექსი, - მიმართა ადვოკატს გაბრაზებულმა პროკურორმა.

- ცირკს თქვენ მართავთ. კოლეგას შესაფერისი სიტყვებით უნდა მიმართოთ, - უპასუხა კორძაძემ და მოსამართლეს მოწმის ჩვენების გამოქვეყნება სთხოვა. ჩვენებები თავად წაიკითხა და მოწმე პოლიციელს ჰკითხა:

- ამ ჩვენებას ადასტურებთ, თქვენი დაწერილია?

- დიახ, ჩემი ჩვენებაა.

- არა, თქვენი კი არა, თქვენი კოლეგის - მოწმე გიორგი დავითაშვილის ჩვენება წავიკითხე.

ადვოკატის ამ სიტყვებს დარბაზში ტაში და რეპლიკები მოჰყვა.

- ღმერთის გეშინოდეთ! - წამოიძახა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა და მას მოსამართლემ სასწრაფოდ დარბაზი დაატოვებინა. შემდეგ სხვებს მიმართა, - ისე ნუ მოიქცევით, რომ სასამართლო სხდომა საერთოდ დავხუროო.

პროცესზე კიდევ რამდენჯერმე მოხდა ადვოკატებსა და პროკურორს შორის შელაპარაკება. შესვენების შემდეგ დარბაზში დაბრუნებულმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა აღნიშნა, რომ პროკურორის რეპლიკა არაეთიკური იყო და აღნიშნულ საპროცესო კოდექსს "პროკურორს თავზე დაახევს". აფციაური მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და 500 ლარით დააჯარიმა. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ პროკურორს არ მისცა შენიშვნა. საქმის განხილვა გრძელდება.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი მეგობრების პოლიტპატიმართა სიიდან ამოღების მიზეზს - ამის გარკვევა ეკა ბესელიასთან ვცადე. როგორც მისი პასუხიდან ირკვევა, არანაირი ტექნიკური ხარვეზი იქ არ ყოფილა.

ეკა ბესელია:

- ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა კორძაძემ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი არ აპირებს ისარგებლოს პოლიტდევნილის სტატუსით. ვფიქრობ, მათ ერთმანეთთან უნდა გაარკვიონ პოზიციები. გაუგებარია, ადვოკატი სხვა განცხადებას აკეთებს, "ქართული პარტია" - სხვას. ჩვენ ვამზადებთ ამ საკითხთან და კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას და გავავრცელებთ. გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო. მინდა გითხრათ, რომ იქ არ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ჩანს, ოქრუაშვილს არ უნდოდა, ამ სტატუსით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაელოდებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტს უნდა მიეღო და არ ჩამოვიდოდა. თუმცა, ამ საკითხის განხილვა ჯერჯერობით არ დასრულებულა.

ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ეკა ბესელია. შეიცვლის თუ არა პარლამენტი პოზიციას, გავრცელდება თუ არა შეღავათი ოქრუაშვილსა და მის თანამოაზრეებზე, ამ დღეებში გამოჩნდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ