მთავარ სამმართველოსთან ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავარ სამმართველოსთან ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაში მონაწილეობენ, როგორც სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც. შენობასთან იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები, მათ შორის - გოგა ხაჩიძე, პეტრე ცისკარიშვილი, დავით დარჩიაშვილი. აქ იმყოფება, ასევე, თეა თუთბერიძე.

როგორც საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა კოკი იონათამაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების მიერ შეცდომის ნაწილობრივ გამოსწორება იქნება, რომ ნიკა გვარამია და გუშინ დაკავებული რამდენიმე პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. მისი თქმით, წარდგენილი ბრალდებები არანაირ მტკიცებულებებს არ შეიცავდა და ეს პოლიტიკური დევნაა, რომელიც მიმართულია საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ.

"რაც ჩვენს ვაშენეთ, თვალსა და ხელს შუა ინგრევა", - აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"