პარიზის ხელისუფლებამ მოქანდაკე ზურაბ წერეთელის სკულპტურის, იოანე პავლე II ძეგლის საფრანგეთში, პოლონეთის კათოლიკური მისიის ეკლესიის წინ დადგმაზე უარი თქვა.
საფრანგეთში პოლონეთის კათოლიკური მისიის ხელმძღვანელის, სტანისლავ ეჟის თქმით, პარიზის მთავრობის გადაწყვეტილება ესთეტიკური მოსაზრებებითაა მოტივირებული: ექსპერტთა კომისიის შეფასებით, 3,6 მეტრის ძეგლი პოლონური ეკლესიის არქიტექტურულ სტილში ვერ ჯდება.
"ვფიქრობ, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება იდეოლოგიურ მოტივებს ატარებს",- განაცხადა პოლონელმა მღვდელმა და დასძინა, რომ ძეგლის დადგმის მომხრე პარიზელების 5 000 ხელმოწერა საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
მომზადებულია KAI-ს მიხედვით.