საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეჭვიანმა ცოლმა ქმარი ტერორიზმის ბრალდებით დააჭერინა
ეჭვიანმა ცოლმა ქმარი ტერორიზმის ბრალდებით დააჭერინა

ნიუ-ჯერ­სის მკვიდრმა, 50 წლის იუ­ნის უკაგ­ბუმ პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ბიზ­ნეს­მე­ნი ქმა­რი ოკი­ზა უკაგ­ბუ სამ­გზა­რო ლა­ი­ნე­რის აფეთ­ქე­ბას აპი­რებ­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მა­მა­კა­ცი ნიუ-არ­კის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს.

და­კი­თხვის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იმ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ ეს პრო­ვო­კა­ცია იყო. და­კა­ვე­ბუ­ლის თქმით, აე­რო­პორ­ტში წას­ვლამ­დე ცოლ­თან იჩხუ­ბა, ვი­ნა­ი­დან ქალს უცხო ქვე­ყა­ნა­ში მისი მარ­ტო გაშ­ვე­ბა არ სურ­და.

"მან თქვა, რომ თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბას აპი­რებ­და. გა­ვა­კე­თე ის, რა­საც ჩემ­გან სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ი­თხოვ­და", - გა­ნა­ცხა­და იუ­ნის უკაგ­ბუმ.

მისი თქმით, სა­ზღვარ­გა­რეთ მათი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ვი­ზი­ტის შემ­დეგ ოკი­ზი სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა. მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი ეჭ­ვე­ბი სწო­რედ მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა. ჩა­კე­ტილ­მა შავ­მა ჩე­მო­დან­მა ქალს ეჭ­ვე­ბი კი­დევ უფრო გა­უმ­ძაფ­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, "ტე­რო­რის­ტის" ქა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის ჩხუბს შე­ეს­წრო, მა­მას­თან და­რე­კა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა.

აე­რო­პორ­ტში ოკიზ­მა სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის გავ­ლაც მო­ას­წრო, თუმ­ცა ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. და­კი­თხის დროს და­კა­ვე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რის რე­ა­ლუ­რი ვერ­სია მო­უყ­ვა და გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი ცოლი ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია.

ოკი­ზი ჩხრე­კი­სა და და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­კა­ცი საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მას საფ­რან­გე­თის სპეც­სამ­სა­უ­რე­ბის ახა­ლი შე­მოწ­მე­ბა ელო­და.

იუ­ნის უკაგ­ბუ კვლავ ჯი­უ­ტად აცხა­დებს, რომ თა­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. პო­ლი­ცი­ამ მას ჯა­რი­მის გა­დახ­და არ და­ა­კის­რა, ბე­დის ირო­ნი­ით, ჯა­რი­მას მისი ქმა­რი გა­და­იხ­დის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ეჭვიანმა ცოლმა ქმარი ტერორიზმის ბრალდებით დააჭერინა

ეჭვიანმა ცოლმა ქმარი ტერორიზმის ბრალდებით დააჭერინა

ნიუ-ჯერსის მკვიდრმა, 50 წლის იუნის უკაგბუმ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი ბიზნესმენი ქმარი ოკიზა უკაგბუ სამგზარო ლაინერის აფეთქებას აპირებდა. რამდენიმე საათში მამაკაცი ნიუ-არკის აეროპორტში დააკავეს.

დაკითხვის შედეგად პოლიციელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს პროვოკაცია იყო. დაკავებულის თქმით, აეროპორტში წასვლამდე ცოლთან იჩხუბა, ვინაიდან ქალს უცხო ქვეყანაში მისი მარტო გაშვება არ სურდა.

"მან თქვა, რომ თვითმფრინავის აფეთქებას აპირებდა. გავაკეთე ის, რასაც ჩემგან სამოქალაქო ვალდებულება მოითხოვდა", - განაცხადა იუნის უკაგბუმ.

მისი თქმით, საზღვარგარეთ მათი პირველი ერთობლივი ვიზიტის შემდეგ ოკიზი საკუთარ თავში ჩაიკეტა. მეუღლესთან დაკავშირებით პირველი ეჭვები სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა. ჩაკეტილმა შავმა ჩემოდანმა ქალს ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრა. საბედნიეროდ, "ტერორისტის" ქალიშვილმა, რომელიც მშობლების ჩხუბს შეესწრო, მამასთან დარეკა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

აეროპორტში ოკიზმა საბაჟო კონტროლის გავლაც მოასწრო, თუმცა ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკითხის დროს დაკავებულმა სამართალდამცავებს მომხდარის რეალური ვერსია მოუყვა და განუცხადა, რომ მისი ცოლი ალკოჰოლდამოკიდებულია.

ოკიზი ჩხრეკისა და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით მამაკაცი საქმიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა, სადაც მას საფრანგეთის სპეცსამსაურების ახალი შემოწმება ელოდა.

იუნის უკაგბუ კვლავ ჯიუტად აცხადებს, რომ თავის სამოქალაქო მოვალეობას ასრულებდა. პოლიციამ მას ჯარიმის გადახდა არ დააკისრა, ბედის ირონიით, ჯარიმას მისი ქმარი გადაიხდის.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს