პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ნარჩემაშვილი - "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია"
კობა ნარჩემაშვილი - "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია"

"ქარ­თულ პო­ლი­ცი­ა­ზე მთელ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ლე­გენ­დებს ჰყვე­ბი­ან" - ასე ახა­სი­ა­თებ­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დრო­ინ­დელ პო­ლი­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი... ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი აფა­სებს.

- ბა­ტო­ნო კობა, რა გახ­და ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი? თქვენ იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა შო­რის იყა­ვით, ვინც თა­ვი­დან­ვე უპი­რის­პირ­დე­ბო­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას".

- გარ­და­უ­ვა­ლი კრა­ხი თვი­თონ იმ იდე­ო­ლო­გი­ა­ში იყო, რომ­ლი­თაც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი გუნ­დი ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და; ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ მათი მი­ზა­ნი კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა და ქვეყ­ნის აყ­ვა­ვე­ბა იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბის­კენ ის­წრაფ­ვოდ­ნენ; ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი, ვიწ­რო­გუნ­დუ­რი აზ­როვ­ნე­ბის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში - ამ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფის მთე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ორი ნიშ­ნით ხა­სი­ათ­დე­ბო­და - ძა­ლა­დო­ბა და თვით­გა­მორ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი მათ ბრმად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამ­გვა­რი აზ­როვ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა, გუნ­დის სიმ­ცი­რე, როცა სამ­თავ­რო­ბო კა­რუ­სელ­ში ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და როცა ერთი კაცი, მა­გა­ლი­თად, შაშ­კი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის, შემ­დეგ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და ა.შ. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ კრი­მი­ნალს წარ­მა­ტე­ბით ებ­რძოდ­ნენ, ქვე­ყა­ნა­ში წეს­რი­გი და­ამ­ყა­რეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ცნე­ბა­ში "წეს­რი­გი" სამ პოს­ტუ­ლატს გუ­ლის­ხმობს: სი­ცო­ცხლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვა და კე­თილ­დღე­ო­ბა. ჩვენ­ში კი, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი 1930-იან წლებ­შიც არ ყო­ფი­ლა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი, არა­სო­დეს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ასე გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვის არა­ერთ ფაქ­ტზე. ან - რა უნდა და­ნა­შა­უ­ლის "და­მარ­ცხე­ბას", როცა არას­რუ­ლი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 400 ათას­ზე მეტ კაცს და­ა­პა­ტიმ­რებ, ცი­ხეს გა­მო­ა­ტა­რებ, პრო­ბა­ცი­ო­ნე­რად აქ­ცევ, როცა ცი­ხე­ებ­ში სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და, როცა 10-12 ათა­სის ნაც­ვლად სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში 30 ათა­სი კაცი გყავს? და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა მა­შინ არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, როცა ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს; ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ ძა­ლის კა­ნო­ნი­ე­რი გა­მო­ყე­ნე­ბაა.

- რა­ტომ ვერ შეძ­ლო შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც იყა­ვით, წინ აღ­დგო­მო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლას, რე­ვო­ლუ­ცი­ას?

- ეს იყო ე.წ. სა­ფე­ხუ­რო­ვა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში იყო აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი; ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 1998 წელს და­ი­წყო, როცა მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის ახალ­გაზ­რდულ­მა ფრთამ გა­და­წყვი­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმა­ზე ადრე მო­სუ­ლი­ყო, ვიდ­რე შე­ვარ­დნა­ძეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა გა­უ­ვი­დო­და; ამ გუნ­დმა, რომ­ლის ყვე­ლა წევ­რი შე­ვარ­დნა­ძის ხელ­დას­ხმუ­ლი იყო, თან­და­თან მის­გან ხე­ლოვ­ნუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და­ი­წყო. ცხვა­რი­ჭა­მი­ას ერთ-ერთ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლში ახალ­გაზ­რდულ მოძ­რა­ო­ბა "კმა­რას" ტრე­ნინ­გე­ბი უტარ­დე­ბო­და, რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა, ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა, მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა; ქარ­თუ­ლი "კმა­რა" სერ­ბუ­ლი "ოტ­პო­რის", უკ­რა­ი­ნუ­ლი "პო­რას" ანა­ლო­გი იყო.

- ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გორ აწერ­და პოს­ტებ­ზე მდგომ პო­ლი­ცი­ე­ლებს თეა თუთ­ბე­რი­ძე ზურ­გზე "კმა­რას", რა­საც რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცია ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი?

- კარ­გად ვი­ცო­დით, რომ მათ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი და ვცდი­ლობ­დით, არ ავ­ყო­ლო­დით. ისი­ნი, გა­მიზ­ნუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ, რომ დაგ­ვერ­ბია, რა­საც ძა­ლა­დო­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვე­ბო­და. ისიც ვი­ცო­დით, რომ არა­ერ­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ე.წ. რე­ფორ­მა­ტორ­თა ჯგუფ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რის შე­სა­ხე­ბაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო. ამ შიგა პრო­ცე­სებ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში".

- თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა 2003 წლი­სა და ამ­ჟა­მინ­დელ მოვ­ლე­ნებს შო­რის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ახ­ლაც ლა­პა­რა­კობ­დნენ ძა­ლო­ვან სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე რღვე­ვა­ზე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­და­ბი­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­დაყ­ვა­ნა შეც­დო­მა იყო, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ამ ვე­ღარ შეძ­ლო სა­მი­ნის­ტროს გა­კონ­ტრო­ლე­ბა.

- მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კურ პო­ლი­ცი­ად ქცე­ვას მო­ინ­დო­მებს, გან­წი­რუ­ლია. ამ სის­ტე­მის ქვეყ­ნის შიგ­ნით, ჟან­დარ­მად გა­მო­ყე­ნე­ბა ასეთ შე­დეგს მო­ი­ტანს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა კი მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რი იყო, შე­საძ­ლოა, ამან კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის როლი შე­ას­რუ­ლა. ცვლი­ლე­ბა იმ ზღვარ­გა­და­სულ ძა­ლა­დო­ბას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სად აირ­ჩია სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ვე­რა­ფერს გიშ­ვე­ლის, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გეს, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ ხმა არ მის­ცეს, ესე იგი, რე­ჟი­მის მსა­ხუ­რებ­მა თვი­თონ თქვეს უარი მის სამ­სა­ხურ­ზე, პრო­ტეს­ტის გან­ცდა გა­უჩ­ნდათ. 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ვო­ლუ­ცია იყო.

- ცი­ხის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კად­რე­ბიც ამ სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს, ანუ ციხე, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, შიგ­ნი­დან გა­ტყდა?

- შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ამ კად­რე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას ხელი შე­უ­წყო. სის­ტე­მა თა­ვი­სი­ვე უკა­ნო­ნო­ბის მძე­ვა­ლი გახ­და, იმას­ვე ემსხვერ­პლნენ, რა­საც, თა­ვი­ან­თი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და ეგო­ნათ, რომ ეს 20-30 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­დე­ბო­და.

ვფიქ­რობ, დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა პრობ­ლე­მებ­ზე გა­და­ერ­თო და ძალ­ზე ადრე და­ა­ნე­ბა თავი იმა­ზე სა­უ­ბარს, რა მოხ­და 2004-2012 წლებ­ში. ვფიქ­რობ, ეს მუდ­მი­ვი გან­სჯის სა­გა­ნი უნდა იყოს, რა­ტომ შეგ­ვე­ყა­რა ეს სენი, რომ მო­მა­ვალ­ში მას­ზე ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარი ვთქვათ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ, მაგ­რამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სის არა მარ­ტო სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბაც - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" იდე­ო­ლო­გია ისე­ვე უნდა და­იგმოს, რო­გორც გერ­მა­ნელ­მა ხალ­ხმა დაგ­მო ფა­შიზ­მი. ამ ორმა თვემ, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, და­მარ­წმუ­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ნა­ტო­ვა­რი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ასე ად­ვი­ლი და­სან­გრე­ვი არ იქ­ნე­ბა.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში 50 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტა წვრილ­მან­მა და­ნა­შა­ულ­მა... რა უნდა გა­კეთ­დეს ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- მან თქვა, შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტო­სო. ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლის რი­ცხვს თვალ­ში­სა­ცე­მად არ მო­უ­მა­ტია. ეს ფაქ­ტე­ბი, ვეჭ­ვობ, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად, სა­ბო­ტა­ჟის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი იყო და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ იყო მარ­თუ­ლი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად, ცი­ხი­დან ათა­სო­ბით პა­ტი­მა­რი გა­მო­ვა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ჰქონ­დეს სა­გან­გე­ბო გეგ­მა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თუმ­ცა, მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი იქ­ნე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ კი შსს-ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი პი­როვ­ნე­ბებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი აღარ უნდა იყოს. პო­ლი­ცი­ამ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს შო­რის ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნდა და­იც­ვას.

- თუ გაქვთ შე­თა­ვა­ზე­ბა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და სურ­ვი­ლი, დაბ­რუნ­დეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა სურ­ვილს, ყვე­ლა­ნი ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ტყვე­ო­ბა­ში ვართ. ამ­ჯე­რად სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა უფრო მი­ზი­დავს. ჩემს პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას ვუ­კავ­ში­რებ, რომ­ლის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც ვარ, ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რია და კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ვა­პი­რებთ.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კობა ნარჩემაშვილი - "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია"

კობა ნარჩემაშვილი - "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია"

"ქართულ პოლიციაზე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ლეგენდებს ჰყვებიან" - ასე ახასიათებდა "ვარდების რევოლუციის" დროინდელ პოლიციას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი... ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ პროცესებს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აფასებს.

- ბატონო კობა, რა გახდა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილების ძირითადი მიზეზი? თქვენ იმ მცირერიცხოვან მაღალჩინოსანთა შორის იყავით, ვინც თავიდანვე უპირისპირდებოდა "ვარდების რევოლუციას".

- გარდაუვალი კრახი თვითონ იმ იდეოლოგიაში იყო, რომლითაც "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლებაში მოსული გუნდი ქვეყანას მართავდა; ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის აყვავება იყო, სინამდვილეში ძალაუფლებით ტკბობისკენ ისწრაფვოდნენ; ეს იყო კორპორატიული, ვიწროგუნდური აზროვნების კლასიკური ნიმუში - ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის მთელი საქმიანობა ორი ნიშნით ხასიათდებოდა - ძალადობა და თვითგამორჩენისთვის ბრძოლა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი მათ ბრმად ემსახურებოდა. ამგვარი აზროვნებისთვის დამახასიათებელია კარჩაკეტილობა, გუნდის სიმცირე, როცა სამთავრობო კარუსელში ერთი და იგივე პიროვნებები მონაწილეობენ და როცა ერთი კაცი, მაგალითად, შაშკინი შეიძლება იყოს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი, განათლების, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ა.შ. ისინი ამბობდნენ, რომ კრიმინალს წარმატებით ებრძოდნენ, ქვეყანაში წესრიგი დაამყარეს, სინამდვილეში კი მთელი ცივილიზებული სამყარო ცნებაში "წესრიგი" სამ პოსტულატს გულისხმობს: სიცოცხლის უზრუნველყოფა, საკუთრების უფლების დაცვა და კეთილდღეობა. ჩვენში კი, ამდენი ადამიანი 1930-იან წლებშიც არ ყოფილა რეპრესირებული, არასოდეს ადამიანის სიცოცხლე ასე გაუფასურებული არ ყოფილა, აღარაფერს ვამბობ კერძო საკუთრების უფლების ფეხქვეშ გათელვის არაერთ ფაქტზე. ან - რა უნდა დანაშაულის "დამარცხებას", როცა არასრული ცხრა წლის განმავლობაში 400 ათასზე მეტ კაცს დააპატიმრებ, ციხეს გამოატარებ, პრობაციონერად აქცევ, როცა ციხეებში საშინელებები ხდებოდა, როცა 10-12 ათასის ნაცვლად საპატიმროებში 30 ათასი კაცი გყავს? დანაშაულთან ბრძოლა მაშინ არის წარმატებული, როცა ის კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს; ხელისუფლება ხომ ძალის კანონიერი გამოყენებაა.

- რატომ ვერ შეძლო შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრიც იყავით, წინ აღდგომოდა ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ცვლას, რევოლუციას?

- ეს იყო ე.წ. საფეხუროვანი გეგმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში იყო აპრობირებული; ამ გეგმის განხორციელება 1998 წელს დაიწყო, როცა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ გადაწყვიტა, ხელისუფლებაში იმაზე ადრე მოსულიყო, ვიდრე შევარდნაძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდოდა; ამ გუნდმა, რომლის ყველა წევრი შევარდნაძის ხელდასხმული იყო, თანდათან მისგან ხელოვნური დისტანცირება დაიწყო. ცხვარიჭამიას ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში ახალგაზრდულ მოძრაობა "კმარას" ტრენინგები უტარდებოდა, როგორ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ორგანოების პარალიზება, ხალხის მობილიზება, მასობრივი არეულობის მოწყობა; ქართული "კმარა" სერბული "ოტპორის", უკრაინული "პორას" ანალოგი იყო.

- ყველას გვახსოვს, როგორ აწერდა პოსტებზე მდგომ პოლიციელებს თეა თუთბერიძე ზურგზე "კმარას", რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. სამართალდამცველებს შესაბამისი ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული?

- კარგად ვიცოდით, რომ მათ პროვოკაციების მოწყობა ჰქონდათ განზრახული და ვცდილობდით, არ ავყოლოდით. ისინი, გამიზნულად მოქმედებდნენ, რომ დაგვერბია, რასაც ძალადობის ტალღა მოჰყვებოდა. ისიც ვიცოდით, რომ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობდა, რის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტი ინფორმირებული იყო. ამ შიგა პროცესებმაც დიდი როლი შეასრულა "ვარდების რევოლუციაში".

- თუ არის შესაძლებელი პარალელის გავლება 2003 წლისა და ამჟამინდელ მოვლენებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ ახლაც ლაპარაკობდნენ ძალოვან სამინისტროებში მიმდინარე რღვევაზე, თანამშრომლების გადაბირების მცდელობაზე. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაყვანა შეცდომა იყო, რომ ბაჩო ახალაიამ ვეღარ შეძლო სამინისტროს გაკონტროლება.

- მთავარი მაინც ის არის, რომ ხელისუფლება, მინისტრი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ პოლიციად ქცევას მოინდომებს, განწირულია. ამ სისტემის ქვეყნის შიგნით, ჟანდარმად გამოყენება ასეთ შედეგს მოიტანს, ვანო მერაბიშვილის გადაყენება კი მხოლოდ დამატებითი ფაქტორი იყო, შესაძლოა, ამან კატალიზატორის როლი შეასრულა. ცვლილება იმ ზღვარგადასულ ძალადობას მოჰყვა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის წესად აირჩია სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამ შემთხვევაში, პოლიციის მობილიზება, ვერაფერს გიშველის, ჩემი ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში "ნაციონალებმა" არჩევნები წააგეს, თანამშრომლებმა მათ ხმა არ მისცეს, ესე იგი, რეჟიმის მსახურებმა თვითონ თქვეს უარი მის სამსახურზე, პროტესტის განცდა გაუჩნდათ. 1-ლი ოქტომბერი საარჩევნო რევოლუცია იყო.

- ციხის გახმაურებული კადრებიც ამ სისტემის თანამშრომლებმა გამოიტანეს, ანუ ციხე, ამ შემთხვევაშიც, შიგნიდან გატყდა?

- შექმნილმა ვითარებამ ამ კადრების გამომზეურებას ხელი შეუწყო. სისტემა თავისივე უკანონობის მძევალი გახდა, იმასვე ემსხვერპლნენ, რასაც, თავიანთი აზრით, წარმატებით ახორციელებდნენ და ეგონათ, რომ ეს 20-30 წელიწადს გაგრძელდებოდა.

ვფიქრობ, დღეს ჩვენი საზოგადოება სხვა პრობლემებზე გადაერთო და ძალზე ადრე დაანება თავი იმაზე საუბარს, რა მოხდა 2004-2012 წლებში. ვფიქრობ, ეს მუდმივი განსჯის საგანი უნდა იყოს, რატომ შეგვეყარა ეს სენი, რომ მომავალში მასზე ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესის არა მარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასებაც - "ნაციონალების" იდეოლოგია ისევე უნდა დაიგმოს, როგორც გერმანელმა ხალხმა დაგმო ფაშიზმი. ამ ორმა თვემ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, დამარწმუნა, რომ "ნაციონალების" დანატოვარი სისტემური პრობლემები ასე ადვილი დასანგრევი არ იქნება.

- შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში 50 პროცენტით მოიმატა წვრილმანმა დანაშაულმა... რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

- მან თქვა, შეიძლება მოიმატოსო. ქვეყანაში დანაშაულის რიცხვს თვალშისაცემად არ მოუმატია. ეს ფაქტები, ვეჭვობ, რომ გარკვეულწილად, საბოტაჟის ნიშნების შემცველი იყო და გარკვეული ჯგუფების მიერ იყო მართული. უახლოეს დღეებში, ამნისტიის შედეგად, ციხიდან ათასობით პატიმარი გამოვა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საგანგებო გეგმა დანაშაულის პრევენციის მიზნით, თუმცა, მცირე პრობლემები იქნება. ყოველდღიური სირთულეების დაძლევის შემდეგ კი შსს-ში აუცილებელია რეორგანიზაციის ჩატარება. ყველაფერი პიროვნებებზე ჩამოკიდებული აღარ უნდა იყოს. პოლიციამ სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანის უფლებებს შორის ოქროს შუალედი უნდა დაიცვას.

- თუ გაქვთ შეთავაზება ახალი ხელისუფლებისგან და სურვილი, დაბრუნდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ ყოფილა. რაც შეეხება სურვილს, ყველანი ჩვენი პროფესიის ტყვეობაში ვართ. ამჯერად საჯარო პოლიტიკა უფრო მიზიდავს. ჩემს პოლიტიკურ მომავალს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას ვუკავშირებ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია და კიდევ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა