ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტის მრჩეველის, რაფაელ გლუქსმანის პოსტს ეხმაურება, რომელიც ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ წარმომადგენლებთან, საკრებულოს დეპუტატებთან, გუბერნატორთან და ვიცე-გუბერნატორებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას უკავშირდება.
შეხვედრა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ქუთაისის მერიის წინ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საინციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.
"როგორც თე(ა)ოკრატი წულუკიანის მიერ პერსონაჟად წოდებული რაფაელ გლუქსმანი წერს თავის გვერდზე, ქუთაისში ჩასულ პრეზიდენტს და მის თანხმლებ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების აქტივისტები. პოლიციას, როგორც სჩანს, დირექტივა ჰქონდათ "გაგებით მოკიდებოდნენ" ბანდერლოგების ქმედებებს", - წერს ჩერგოლეიშვილი და იქვე გლუქსმანის პოსტს ურთავს:
"Raphaël Glucksmann
11 minutes ago near Tbilisi via mobile
Georgian Dream activists physically assaulting us at a fraction meeting in kutaisi with the president. Rule of law being replaced by rule of crowd, as we see it daily with the attacks of mobs against local self-governments. A great step forward for Georgian democracy indeed".
ჩერგოლეიშვილის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოყვა:
"ვაი სირცხვილო, სადამდე დავეცით!"
"არნახული დემოკრატია"
"როგორ ბედავენ?"
"პრეზიდენტს? რას ჰქვია ფიზიკურად გაუსწორდნენ?"
ჩერგოლეიშვილის თქმით, ქუთაისში პრეზიდენტს თან ახლდა რაფაელ გლუქსმანიც, რომელსაც ასევე თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
"გლუქსმანი პრეზიდენტის მრჩეველია, ცხადია მას ახლდა ქუთაისში ფრაქციის სხდომაზე. წერს რომ ფიზიკურად ესხმოდნენ თავს. ტელეფონით ვერ ვუკავშირდები, რომ ვკითხო. არ მპასუხობს", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ასევე იხილეთ: ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა აკაკი მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს