მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ პატინსონი: "მეჩვენებოდა, რომ ყველა მითვალთვალებდა, და ასეც ყოფილა"
რობერტ პატინსონი: "მეჩვენებოდა, რომ ყველა მითვალთვალებდა, და ასეც ყოფილა"

"ბინ­დის" ახა­ლი ნა­წი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მას მერე ალა­პა­რაკ­დნენ მას­ზე, რაც კრის­ტენ სტი­უ­არტთან მომ­ხდარ კონ­ფლიქტს მთე­ლი მსოფ­ლიო ადევ­ნებ­და თვალს. სა­ბო­ლო­ოდ შეყ­ვა­რე­ბულს ღა­ლა­ტი აპა­ტია, შე­უ­რიგ­და და რო­გორც ამ­ბო­ბენ, უკვე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რე­ბენ.

- ამ ფილმმა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, ასე არ არ­ის?

- სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დი­დან ბევ­რს შე­უძ­ლია ამის თქმა. მეც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს ჩემი ვარ­სკვლა­ვუ­რი რო­ლია. ალ­ბათ მო­მე­ნატ­რე­ბა კი­დეც ჩემი პერ­სო­ნა­ჟი. მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, რუ­ტი­ნა არ მიყ­ვარს და დიდი ხა­ნია, სი­ახ­ლე­ებს ველი. იმე­დი მაქვს, ცხოვ­რე­ბა სხვა, არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­საც მიმ­ზა­დებს. იღ­ბალს ჯერ არ უმტყუ­ნე­ბია ჩემ­თვის.

- მო­გიხ­დათ რა­ი­მეს გა­წირ­ვა ამ სუ­რა­თის გამო?

- კი, კბი­ლე­ბი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ყვე­ლა არა, მაგ­რამ მა­ინც. სა­ერ­თოდ, უწინ­დე­ლე­ბი უფრო მომ­წონ­და, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის რას არ გა­ა­კე­თებ. კი­დევ, მო­მიხ­და სხე­ულ­ზე ზედ­მე­ტი ბეწ­ვე­უ­ლის მოს­პო­ბა - ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ადრე არ მქო­ნია! საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ერთი და იგი­ვე არ არის, მაგ­რამ ახლა უკვე წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი მა­მა­ცე­ბი არი­ან ის გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან გა­მუდ­მე­ბით ია­რონ ეპი­ლა­ცი­ა­ზე.

- რომ შეგ­ძლე­ბო­დათ, სცე­ნარ­ში რას და­ა­მა­ტებ­დით?

- მა­გა­რი იქ­ნე­ბო­და, მე და ბელა (კრის­ტენ სტი­უ­არ­ტის გმი­რი) რომ გავ­ყრი­ლი­ყა­ვით, რო­გორც მის­ტერ და მი­სის სმი­ტე­ბი - ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტი­ვით. მა­ყუ­რე­ბელს ეს მო­ე­წო­ნე­ბო­და.

- სხვა პრო­ექ­ტშიც რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ ვამ­პი­რის როლი?

- ეს უკვე არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ისე­დაც დიდ­ხანს ვგრძნობ­დი თავს უკ­ვდა­ვად, ახლა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მინ­და, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვი­ან.

- ამ­ჟა­მად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობთ და გახ­მა­უ­რე­ბულ ფილ­მებ­ში თა­მა­შობთ. შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ ეს არის ის, რის­კე­ნაც მი­ის­წრა­ფო­დით?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და ასე, ჩემი მხრი­დან რა­ი­მე ძა­ლის­ხმე­ვის გა­მო­ჩე­ნის გა­რე­შე. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჰო­ლი­ვუ­დურ კი­ნო­ზე გა­ვი­ზარ­დე და ის ევ­რო­პულ­ზე მე­ტად მომ­წონ­და. მახ­სოვს, 14 წლი­სას მინ­დო­და რემ­ბო გავმხდა­რი­ყა­ვი - სტა­ლო­ნეს გმი­რი ჩემი კერ­პი იყო.

- მშობ­ლი­უ­რი ინ­გლი­სი თუ გე­ნატ­რე­ბათ?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­გლი­სის არო­მა­ტი მე­ნატ­რე­ბა. ასე­თი სურ­ნე­ლი არც ერთ სხვა ქვე­ყა­ნას არ აქვს. ეს ძნე­ლი ასახ­სნე­ლია, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქს სწო­რედ სუ­ნით აღ­ვიქ­ვამ. თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი შე­მიძ­ლია მივ­ხვდე, სად ვარ - საკ­მა­რი­სია ჰა­ე­რი ჩა­ვი­სუნ­თქო.

- მშობ­ლებს ხში­რად ხე­დავთ? რას ფიქ­რო­ბენ თქვენს პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე?

- სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ და მინ­და გა­მოვსწორ­დე. ოჯა­ხი ამა­ყობს ჩემი მიღ­წე­ვე­ბით. თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქ ნაკ­ლე­ბია - უბ­რა­ლოდ, მაგ­რად გა­მი­მარ­თლა.

- პლა­ნე­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნად და­გა­სა­ხე­ლეს. რა გან­ცდაა?

- სა­სა­ცი­ლოც კია ამის მოს­მე­ნა. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა ვი­სარ­გებ­ლო ამ ხმა­უ­რი­ა­ნი ტი­ტუ­ლით. თუ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა ვარ, გა­მო­დის, აშშ-ის პრე­ზი­დენტს შე­მიძ­ლია და­ვურ­ე­კო და მას­ზე გავ­ლე­ნა მო­ვახ­დი­ნო? ჩემს ძაღ­ლთა­ნაც კი არ მაქვს ავ­ტო­რი­ტე­ტი! 22 წლის ვი­ყა­ვი, როცა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მკი­თხეს აზრი რა­ღა­ცას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ვოგნ­დი, ნუთუ ადა­მი­ა­ნებს მარ­თლა აინ­ტე­რე­სებთ, რას ვფიქ­რობ?

- თქვე­ნი მე­ნე­ჯე­რი ყო­ველ­თვის აფრ­თხი­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ უნდა გკი­თხონ. რა სა­ჭი­როა ეს? ისე­დაც ყვე­ლამ იცის, რა ხდე­ბა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- მარ­თლაც, უარს ეუბ­ნე­ბა გა­მო­ცე­მებს, თუ წი­ნას­წარ იცის, რომ ისი­ნი მე­ტის­მე­ტად აქ­ტი­უ­რად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ისე­თი ამ­ბე­ბით, რაც არა­ვის ეხე­ბა. რა სა­ჭი­როა ამის გან­ხილ­ვა. ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მე­ბი ისე­დაც პო­პუ­ლა­რუ­ლია, საკ­მა­რი­სად მაქვს ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბიც - რა სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი მეტი ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ან ჩემს და­ნახ­ვა­ზე.

- რა გაკ­ლი­ათ?

- სა­გის გა­და­ღე­ბის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ვფიქ­რობ­დი, რომ გავ­გიჟ­დი: მე­გო­ნა, რომ გა­მუდ­მე­ბით მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მერე კი გა­ირ­კვა, რომ მარ­თლაც ასე იყო. როცა მინ­და სად­მე კარგ რეს­ტო­რან­ში წას­ვლა ან სე­ირ­ნო­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე ვე­კი­თხე­ბი თავს, მზად ვარ თუ არა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სა­მიზ­ნე გავ­ხდე და რო­გორც წესი, სურ­ვი­ლი მიქ­რე­ბა. ხან­და­ხან ვოც­ნე­ბობ, უჩი­ნა­რი გავ­ხდე - ანუ სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. არა­პო­პუ­ლა­რო­ბა ხში­რად მე­ნატ­რე­ბა. ალ­ბათ ამი­ტო­მაც მიყ­ვარს მო­ტო­ციკ­ლით სე­ირ­ნო­ბა - მუ­ზა­რად­ში ვერ მცნო­ბენ.

GRAZIA

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რობერტ პატინსონი: "მეჩვენებოდა, რომ ყველა მითვალთვალებდა, და ასეც ყოფილა"

რობერტ პატინსონი: "მეჩვენებოდა, რომ ყველა მითვალთვალებდა, და ასეც ყოფილა"

"ბინდის" ახალი ნაწილის გამოსვლის შემდეგ რობერტ პატინსონის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. განსაკუთრებით მას მერე ალაპარაკდნენ მასზე, რაც კრისტენ სტიუარტთან მომხდარ კონფლიქტს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. საბოლოოდ შეყვარებულს ღალატი აპატია, შეურიგდა და როგორც ამბობენ, უკვე დაქორწინებასაც აპირებენ.

- ამ ფილმმა თქვენი ცხოვრება შეცვალა, ასე არ არ­ის?

- სამსახიობო გუნდიდან ბევრს შეუძლია ამის თქმა. მეც ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემი ვარსკვლავური როლია. ალბათ მომენატრება კიდეც ჩემი პერსონაჟი. მაგრამ, მეორე მხრივ, რუტინა არ მიყვარს და დიდი ხანია, სიახლეებს ველი. იმედი მაქვს, ცხოვრება სხვა, არანაკლებ საინტერესო პროექტებსაც მიმზადებს. იღბალს ჯერ არ უმტყუნებია ჩემთვის.

- მოგიხდათ რაიმეს გაწირვა ამ სურათის გამო?

- კი, კბილები გამოვიცვალე. ყველა არა, მაგრამ მაინც. საერთოდ, უწინდელები უფრო მომწონდა, მაგრამ წარმატებული კარიერისთვის რას არ გააკეთებ. კიდევ, მომიხდა სხეულზე ზედმეტი ბეწვეულის მოსპობა - ასეთი გამოცდილება ადრე არ მქონია! საკმაოდ უცნაური შთაბეჭდილებაა. რასაკვირველია, ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ახლა უკვე წარმომიდგენია, როგორი მამაცები არიან ის გოგონები, რომლებიც იძულებული არიან გამუდმებით იარონ ეპილაციაზე.

- რომ შეგძლებოდათ, სცენარში რას დაამატებდით?

- მაგარი იქნებოდა, მე და ბელა (კრისტენ სტიუარტის გმირი) რომ გავყრილიყავით, როგორც მისტერ და მისის სმიტები - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტივით. მაყურებელს ეს მოეწონებოდა.

- სხვა პროექტშიც რომ შემოგთავაზონ ვამპირის როლი?

- ეს უკვე არ მაინტერესებს. ისედაც დიდხანს ვგრძნობდი თავს უკვდავად, ახლა გაცილებით ნაკლებად დაცული პერსონაჟების განსახიერება მინდა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

- ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობთ და გახმაურებულ ფილმებში თამაშობთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფოდით?

- ყველაფერი თავისთავად მოხდა ასე, ჩემი მხრიდან რაიმე ძალისხმევის გამოჩენის გარეშე. თუმცა, რასაკვირველია, ჰოლივუდურ კინოზე გავიზარდე და ის ევროპულზე მეტად მომწონდა. მახსოვს, 14 წლისას მინდოდა რემბო გავმხდარიყავი - სტალონეს გმირი ჩემი კერპი იყო.

- მშობლიური ინგლისი თუ გენატრებათ?

- ყველაზე მეტად ინგლისის არომატი მენატრება. ასეთი სურნელი არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ ნებისმიერ ქალაქს სწორედ სუნით აღვიქვამ. თვალდახუჭული შემიძლია მივხვდე, სად ვარ - საკმარისია ჰაერი ჩავისუნთქო.

- მშობლებს ხშირად ხედავთ? რას ფიქრობენ თქვენს პოპულარობაზე?

- სამწუხაროდ, იშვიათად ვხედავ და მინდა გამოვსწორდე. ოჯახი ამაყობს ჩემი მიღწევებით. თუმცა ვაღიარებ, ჩემი დამსახურება აქ ნაკლებია - უბრალოდ, მაგრად გამიმართლა.

- პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაგასახელეს. რა განცდაა?

- სასაცილოც კია ამის მოსმენა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვისარგებლო ამ ხმაურიანი ტიტულით. თუ ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა ვარ, გამოდის, აშშ-ის პრეზიდენტს შემიძლია დავურეკო და მასზე გავლენა მოვახდინო? ჩემს ძაღლთანაც კი არ მაქვს ავტორიტეტი! 22 წლის ვიყავი, როცა გადასაღებ მოედანზე მკითხეს აზრი რაღაცასთან დაკავშირებით და გავოგნდი, ნუთუ ადამიანებს მართლა აინტერესებთ, რას ვფიქრობ?

- თქვენი მენეჯერი ყოველთვის აფრთხილებს ჟურნალისტებს, რომ პირად ცხოვრებაზე არ უნდა გკითხონ. რა საჭიროა ეს? ისედაც ყველამ იცის, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

- მართლაც, უარს ეუბნება გამოცემებს, თუ წინასწარ იცის, რომ ისინი მეტისმეტად აქტიურად დაინტერესდებიან ისეთი ამბებით, რაც არავის ეხება. რა საჭიროა ამის განხილვა. ჩემი მონაწილეობით ფილმები ისედაც პოპულარულია, საკმარისად მაქვს ახალი წინადადებებიც - რა საჭიროა საკუთარი თავისადმი მეტი ყურადღების მიპყრობა. თაყვანისმცემლებიც საკმაოდ ხმამაღლა ყვირიან ჩემს დანახვაზე.

- რა გაკლიათ?

- საგის გადაღების პირველ პერიოდში ვფიქრობდი, რომ გავგიჟდი: მეგონა, რომ გამუდმებით მითვალთვალებდნენ. მერე კი გაირკვა, რომ მართლაც ასე იყო. როცა მინდა სადმე კარგ რესტორანში წასვლა ან სეირნობა, რამდენჯერმე ვეკითხები თავს, მზად ვარ თუ არა, უამრავი ადამიანის სამიზნე გავხდე და როგორც წესი, სურვილი მიქრება. ხანდახან ვოცნებობ, უჩინარი გავხდე - ანუ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი. არაპოპულარობა ხშირად მენატრება. ალბათ ამიტომაც მიყვარს მოტოციკლით სეირნობა - მუზარადში ვერ მცნობენ.

GRAZIA

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება