კონფლიქტები
სამხედრო
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანჩო ამნისტიას ელოდება?
პანჩო ამნისტიას ელოდება?

"ასი წლის შემ­დეგ", "უბე­რავს ქარი", "ცაში ახე­დე" - ამ სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, იგი­ვე პან­ჩო, ბო­ლოს გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლი­დან" და­ა­მახ­სოვ­რდა მა­ყუ­რე­ბელს, სა­დაც კი­დევ ერთი ახა­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე აი­ტა­ცა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა. "სიყ­ვა­რუ­ლი" - ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მე­ლიც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­და­ცე­მი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი.

მას შემ­დეგ ეს მომ­ღე­რა­ლი არც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და არც რა­დი­ო­ში არა­ვის უნა­ხავს და მო­უს­მე­ნია. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით პრე­სა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა "რე­ი­ტინგს" ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მომ­ღე­რალ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა, სა­ი­და­ნაც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ პან­ჩო მე­სა­მე ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც "მშია" და­არ­ქვა და რო­მე­ლიც კახი კა­ლა­ძემ თა­ვი­სი­ვე სურ­ვი­ლით და­ა­ფი­ნან­სა. სხვა მო­მენ­ტია, როცა ვი­ღა­ცას­თან მი­დი­ხარ და ალ­ბო­მის და­ფი­ნან­სე­ბას სთხოვ, მაგ­რამ სხვაა, როცა ადა­მი­ა­ნი ამას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აკე­თებს. "კახი რომ არა, ამ სიმ­ღე­რებს თან წა­ვი­ღებ­დი", - ამ­ბობ­და იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში პან­ჩო.

უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვაა ალ­ბათ, რომ ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ა­კა­ვეს, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "პლა­ნის" მოხ­მა­რე­ბა­ზე. ამ­ჟა­მად ის გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში იხ­დის სას­ჯელს და რო­გორც გა­ვი­გეთ, ამ­ნის­ტი­ას ელო­დე­ბა.

ამ ამ­ბის გა­და­მოწ­მე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩე­ველ ლალი მო­როშ­კი­ნას­თან ვცა­დეთ.

- ლალი, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღე­რა­ლი პან­ჩო და­კა­ვე­ბუ­ლია, ხომ არ შე­გიძ­ლია გვი­თხრა, რაზე იხ­დის სას­ჯელს?

- მე რამ­დე­ნა­დაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში იხ­დის სა­სჯელს, მა­რ­იხუ­ა­ნის მო­ხმა­რე­ბა­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ამ­ნის­ტია ხომ არ შე­ე­ხე­ბა?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. არის ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ პან­ჩო მალე და­აღ­წევს გი­სო­სებს თავს და თა­ვის ერ­თგულ მსმე­ნელს ახალ-ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რებს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

პანჩო ამნისტიას ელოდება?

პანჩო ამნისტიას ელოდება?

"ასი წლის შემდეგ", "უბერავს ქარი", "ცაში ახედე" - ამ სიმღერების ავტორ-შემსრულებელი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო, ბოლოს გადაცემა "პროფილიდან" დაამახსოვრდა მაყურებელს, სადაც კიდევ ერთი ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც მალევე აიტაცა ინტერნეტმომხმარებელმა. "სიყვარული" - ასეა დასათაურებული ვიდეო, რომელიც ზემოხსენებული გადაცემიდან არის ამოღებული.

მას შემდეგ ეს მომღერალი არც ტელევიზიაში და არც რადიოში არავის უნახავს და მოუსმენია. მისი ინტერვიუებით პრესა განებივრებული არასდროს ყოფილა, თუმცა "რეიტინგს" ჰქონდა საშუალება, დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალთან ინტერვიუ ჩაეწერა, საიდანაც გავარკვიეთ, რომ პანჩო მესამე ალბომზე მუშაობდა, რომელსაც "მშია" დაარქვა და რომელიც კახი კალაძემ თავისივე სურვილით დააფინანსა. სხვა მომენტია, როცა ვიღაცასთან მიდიხარ და ალბომის დაფინანსებას სთხოვ, მაგრამ სხვაა, როცა ადამიანი ამას საკუთარი სურვილით აკეთებს. "კახი რომ არა, ამ სიმღერებს თან წავიღებდი", - ამბობდა იმავე ინტერვიუში პანჩო.

უცნაური დამთხვევაა ალბათ, რომ ლევან მგალობლიშვილი ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვეში დააკავეს, როგორც ამბობენ, "პლანის" მოხმარებაზე. ამჟამად ის გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის სასჯელს და როგორც გავიგეთ, ამნისტიას ელოდება.

ამ ამბის გადამოწმება სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის მრჩეველ ლალი მოროშკინასთან ვცადეთ.

- ლალი, გვაქვს ინფორმაცია, რომ მომღერალი პანჩო დაკავებულია, ხომ არ შეგიძლია გვითხრა, რაზე იხდის სასჯელს?

- მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის სა­სჯელს, მა­რ­იხუანის მო­ხმარებაზეა დაკავებული.

- ამნისტია ხომ არ შეეხება?

- სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ. არის ამაზე საუბარი.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პანჩო მალე დააღწევს გისოსებს თავს და თავის ერთგულ მსმენელს ახალ-ახალი სიმღერებით გაანებივრებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება