არავისთვის არის საიდუმლო, რომ მიუხედავად საარაკო ჰონორარებისა, რომლებსაც ფილმებში იღებს, ლინდსი ლოჰანი ვერაფრით გაერკვა საკუთარ ანგარიშებში. ამასობაში მსახიობს ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ დიდი ვალები დაუგროვდა - 2009 წლიდან 230 ათას დოლარამდე. როგორც ამბობენ, თანხის ნაწილის გადახდაში კიდევ ერთი სკანდალისტი, მისი კოლეგა ჩარლი შინი დაეხმარა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
ამჯერად ლინდსი თავის მილიონიან ქონებას უნდა გამოემშვიდობოს - საგადასახადო უწყება აღარ დახუჭავს თვალებს მის გამუდმებულ თავის არიდებაზე. ამიერიდან ყველა ანგარიში დაბლოკილი აქვს. არადა, გასულ წელს მსახიობმა ორ მილიონ დოლარამდე იშოვა. ლინდსის პოლიციასთანაც გამუდმებული პრობლემები ექმნება და ნაწილ თანხას გირაოს სახითაც იხდის. ბოლოს 29 ნოემბერს დააპატიმრეს - დაახლოებით დილის ოთხ საათზე ნიუ-იორკის ერთ-ერთ მოდურ კლუბთან. 26 წლის მსახიობმა ჩხუბი წამოიწყო და გოგონა გალახა ეჭვიანობის ნიადაგზე. გარდა ამისა, ცოტა ხანში კიდევ ერთი სასამართლო ელის - გამოსაცდელი ვადა ჰქონდა დანიშნული და გაარკვევენ, დაარღვია თუ არა ამ ვადის პირობები. ერთი სიტყვით, ამ გოგოს თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ ვერაფერს ირგებს.
The Times
(გამოდის ორშაბათობით)