პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი
ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ამ­ჟა­მად ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კა­ხა კა­ლა­ძის ძმის - ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის საქ­მე კვლავ ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბა­თალ­ბი სა­ღი­ნა­ძე, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვალ­ზე გა­ვი­და, მე­ექ­ვსე წე­ლია პა­ტი­მა­რი­ა, ხო­ლო კა­ლა­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე დღეს გერ­მა­ნი­ა­ში პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ში ნათ­ლად იკითხ­ე­ბო­და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი: ფაქ­ტობ­რი­ვად, ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­მო­ძი­ე­ბას შე­ეძ­ლო და­ედ­გი­ნა პი­როვ­ნე­ბა, ვინც შე­ი­ძი­ნა სიმ­ბა­რა­თი. ამ სიმ­ბა­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ კარ­ლო კა­ლა­ძეს... 2003 წელს, შსს-ს მი­ერ კა­ნო­ნი­ე­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბული იქ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპერ­ატი­ულ­-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო (ეს პი­როვ­ნე­ბა ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი პრო­კუ­რო­რის შვი­ლი­ა) კონ­ფი­დენტს (ა­და­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს) ამ­ცნობ­და: "ლე­ვან კა­ლა­ძე მოკ­ლუ­ლი­ა, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ". ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო კონ­ფი­დენტს ასე­ვე ეუბ­ნე­ბო­და: "შე­მიძ­ლია გაჩ­ვე­ნოთ ლე­ვან კა­ლა­ძის საფ­ლა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ საქ­მის გახ­სნა­საც მომ­თხო­ვენ, რაც ძალ­ზე სა­რის­კო­ა, ვი­ნა­ი­დან გამ­ტა­ცებ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა­შიც ჰყავთ ბო­ბო­ლე­ბი"­. ასეთ პი­რო­ბებ­ში ის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სავ­ლად თაღ­ლი­თო­ბის სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბას მი­იჩ­ნევ­და, ყვე­ლა­ზე რთულ საქ­მედ კი - ფუ­ლის აღე­ბის პრო­ცესს. მი­სი აზ­რით, მთა­ვა­რი იყო, მო­ძებ­ნი­ლი­ყო პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და კა­ლა­ძე­ე­ბი­სგან თან­ხის უსაფ­რთხოდ აღე­ბას, რად­გა­ნაც მის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი კა­ლა­ძე­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან - გა­მო­სას­ყიდ თან­ხას კა­ლა­ძე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­ყო­ლე­ბენ კუდ­სო. ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო­-ო­პე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და. 2003 წლის ივ­ნის­ში, იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რე­ნილ კა­ხა კა­ლა­ძეს მე­გო­ბარ­მა კვი­ჟი­ნა­ძემ ამ­ცნო, ლე­ვა­ნი ცოცხ­ა­ლია და მას ომეხ აფ­რა­სი­ძე და­აბ­რუ­ნებს, თუ ოჯა­ხი 200 ათას დო­ლარს გა­და­იხ­დი­სო. და­ვით კვი­ჟი­ნა­ძემ კა­ხას იმა­ვე დღეს შე­ახ­ვედ­რა კრი­მი­ნა­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი, ვის­გა­ნაც გახ­მა­ურ­და ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა. ორ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო გა­მო­ძი­ე­ბით გაწ­ბი­ლე­ბულ­მა კა­ლა­ძე­ებ­მა პირ­ვე­ლად მი­ი­ღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ისე გა­დაე­ხა­დათ გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი საქ­მის კურ­სში არ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. კა­ლა­ძე­ებ­მა თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს, მაგ­რამ უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღეს - ფუ­ლიც და­ი­კარ­გა და ლე­ვა­ნიც არა­ვის და­უბ­რუ­ნე­ბი­ა. ბო­როტ­მოქ­მედ­თა ჯგუფ­მა კი მი­ზანს მი­აღ­წია - ორ­წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ კა­ლა­ძე­ებს სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.

- გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვან კა­ლა­ძის მა­მი­დამ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რომ არ ჩაგ­ვე­რი­ა, იქ­ნებ ლე­ვა­ნი დღეს ცოცხ­ა­ლი ყო­ფი­ლი­ყო­ო. ით­ქვა ისიც, რომ ფულს გამ­ტა­ცებ­ლე­ბამ­დე დრო­უ­ლად რომ მი­ეღ­წი­ა, ლე­ვანს არ მოკ­ლავ­დნენ. იყო კი მი­სი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა... მა­გა­ლი­თად, 2002 წელს გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მამ დამ­ნა­შა­ვე­ებს ერთ კვი­რა­ში გა­დას­ცა ფუ­ლი, თა­ნაც პო­ლი­ცია საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნა, მაგ­რამ 14 წლის მა­რი­ა­მი არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა არის ის, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ტა­ცე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა გამ­ტა­ცე­ბე­ლი ამო­იც­ნოს. ამის ში­ში კი გამ­ტა­ცებ­ლებს უნ­და ჰქო­ნო­დათ: ლე­ვა­ნი რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან უნიღ­ბო პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი კი და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე ჩას­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში.

- თქვენ რო­დის ჩა­ერ­თეთ ამ საქ­მე­ში?

- ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის სტა­ტუ­სით გა­მომ­ძი­ე­ბელ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ვერ­თე, რო­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ოჯახს 200 ათა­სი დო­ლა­რი გა­მოს­ტყუ­ეს და კა­ლა­ძე­ე­ბი დარ­წმუნ­დნენ, რომ საშ­ვე­ლი არ ჩან­და. მა­ლე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა" მოხ­და, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე შსს-ში და­აბ­რუ­ნეს და ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­ვა­ლეს. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, ვინც კა­ლა­ძე­ე­ბის­გან თან­ხა წა­ი­ღეს და ისიც, ვის­თა­ნაც ეს თან­ხა უნ­და მი­სუ­ლი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ პი­როვ­ნე­ბებ­თან კონ­ტაქ­ტით და­ვიწყ­ეთ. ამ სვლას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი და­ა­კა­ვეს პო­ლი­ცი­ი­სა და უშიშ­რო­ე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა - ერეკ­ლე კო­დუ­ამ, და­ვით კე­კუ­ამ და ლე­ვან გვა­ზა­ვამ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის იგი ჯერ ტყე­ში აიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს და ჩვენ­გან მისი იზო­ლა­ცია მო­ახ­დი­ნეს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მე­ო­რე ნა­ბი­ჯი გა­ცი­ლე­ბით მზაკ­ვრუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი იყო - მო­უ­ლოდ­ნე­ლად სვა­ნეთ­ში ჩა­ა­ტა­რეს სპე­ცო­პე­რა­ცია და მოკ­ლეს უკ­ვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე ომეხ აფ­რა­სი­ძე, აგ­რეთ­ვე, ოჯა­ხის უფ­რო­სი ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძე, მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი კი დაწ­ვეს.

- გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე თა­ვის იზო­ლი­რე­ბას იმით ხსნი­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბამ­დე მი­ვი­და და სი­მარ­თლე რომ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, და­ა­პა­ტიმ­რეს.

- სვა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­უ­ფა­რა­ვად გად­მო­ვი­და შე­ტე­ვა­ზე და მა­თი სა­მიზ­ნე ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე გახ­და. ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე მა­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მე მომ­მარ­თა, რო­გორც ად­ვო­კატს. ბა­თუ სა­ღი­ნა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­უგ­ზავ­ნა სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც იგი წერ­და ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე, ასა­ხე­ლებ­და იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, ვინც ხე­ლი შე­უ­შა­ლა, ამ­ხელ­და მათ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კავ­შირ­ში. ამ სა­იდუმ­ლო წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან ერთ კვი­რა­ში სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მმა ბა­თალ­ბი სა­ღი­ნა­ძე სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ გა­ა­ძე­ვა ბი­ნი­დან, სა­დაც აფ­ხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი ოჯახ­თან ერ­თად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს და ეს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა...

სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და ვერ­სი­ა, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე სვან კრი­მი­ნა­ლებს ჰყა­ვდათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ამ ვერ­სი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი გახ­და, რომ­ლის მიხ­დვი­თაც, კარ­ლო კა­ლა­ძეს ერ­თ-ერ­თი დამ­ნა­შა­ვე სვა­ნურ დი­ა­ლექ­ტზე ესა­უბ­რე­ბა. უც­ნო­ბი კარ­ლო კა­ლა­ძეს სთა­ვა­ზობ­და, ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას ძეგ­ლთან მი­სუ­ლი­ყო და რაც დახ­ვდე­ბო­და, აე­ღო. კარ­ლო მი­ვი­და მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას, სა­დაც იპო­ვა ლე­ვა­ნის ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რო­გორ უნ­და ემოქ­მე­და. კარ­ლოს აფ­რთხი­ლებ­დნენ, მათ­თვის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლი არ შე­ე­ჩე­ჩე­ბი­ნა, რა­მე შეც­დო­მა არ და­ეშ­ვა, თო­რემ კონ­ტაქტს შეწყ­ვეტ­დნენ და ამით შვი­ლის სი­ცოცხ­ლეს საფ­რთხე­ში ჩა­აგ­დებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხო­ბის ცნო­ბილ ოპე­რა­ცი­ამ­დე მოხ­და, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­შა­ლეს.

- ვი­სი ბრძა­ნე­ბით მოხ­და ეს?

- რო­გორც კარ­ლო კა­ლა­ძემ მითხ­რა, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას პოლ­კოვ­ნი­კე­ბი კე­კუა და ბა­კუ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, მა­თი ბრძა­ნე­ბით არ მოხ­და ფუ­ლის გა­და­ცე­მა. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ფუ­ლის გა­და­ცე­მას მა­ვა­ნი­სათ­ვის აზ­რი არ ჰქონ­და, რად­გან ფუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო და ამას და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა მოყ­ვე­ბო­და, რაც ხელს არ აძ­ლევ­დათ.

- ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ერ­თ-ერ­თმა მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა - ლე­ვან ცინ­ცა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, რომ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ვი­ღაც "მეგ­რე­ლი", რო­მე­ლიც კარ­ლო კა­ლა­ძეს ურე­კავ­და და ფულს სძა­ლავ­და. რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­და ამით სა­სა­მარ­თლო?

- მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ლე­ვან ცინ­ცა­ძე ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლი­ა, ხო­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კარ­ლო კა­ლა­ძეს უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა და­უ­კავ­შირ­და და მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით ჰკითხ­ა, რა­ტომ არ მი­ვი­და დათ­ქმულ ად­გი­ლას. კარ­ლომ უპა­სუ­ხა, რომ ეს მი­სი მხრი­დან იქ­ნე­ბო­და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი რის­კი. უც­ნობ­მა შეს­თა­ვა­ზა, რომ მი­სუ­ლი­ყო პირ­ვე­ლი მა­ი­სის რკი­ნიგ­ზის ბა­ქან­ზე. კარ­ლო ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, არც ამ ად­გილ­ზე მი­ვი­და, რის შემ­დეგ კონ­ტაქ­ტი გაწყ­და... მო­დი, ისევ "სვა­ნურ ვერ­სი­ას" და­ვუბ­რუნ­დეთ. კა­ხა კა­ლა­ძი­სა­გან ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი შე­იქ­ნა, რომ ლე­ვა­ნის გა­ტა­ცე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, თბი­ლის­ში საქ­არ­თვე­ლო-­რუ­მი­ნე­თის თა­მა­შის შემ­დეგ, მას და­უ­რე­კა ფეხ­ბურ­თელ­მა და­თო ნე­ფა­რი­ძემ და 12 ა­თა­სი დო­ლა­რი სთხო­ვა, კა­ხამ­ უ­ა­რი უთხ­რა, რის გა­მოც გა­ნაწყ­ე­ნე­ბულ ნე­ფა­რი­ძე­სა და კა­ხას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და - ნე­ფა­რი­ძე კა­ხას და­ე­მუქ­რა, თუ ჭკუ­ით არ იქ­ნე­ბი, ფე­ხებს და­გიხ­ვრე­ტო. ამ ამ­ბი­დან დაახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში კა­ხამ სას­ტუმ­როს­თან და­ი­ნა­ხა ნე­ფა­რი­ძე, ხო­ლო მო­შო­რე­ბით - მა­მა, კარ­ლო კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღაც უც­ნობს. ახ­ლოს მი­სულ კა­ხას კარ­ლო კა­ლა­ძემ გა­აც­ნო თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. კა­ხამ შე­იტყ­ო, რომ თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი თა­ვის დრო­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ კი­ევ­ში ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის გა­მო. სხვა­თა შო­რის, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ, ტა­რი­ელ ონი­ან­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი­ა.

ხო­ბის "წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი" ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­ერ­თნენ კა­ლა­ძე­ე­ბის ახ­ლო­ბე­ლი ჯე­მალ ლე­ჟა­ვა და ბად­რი ხუნ­და­ძე. ეს პი­რე­ბი აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ სვა­ნურ ჯგუფ­ზე, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­ზე - ტა­რი­ელ ონი­ან­სა და თენ­გიზ გურ­ჩი­ან­ზე. ისი­ნი არა­ერ­თხელ ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თე­ბენ ხო­ბის ოპე­რა­ცი­ის "წა­რუ­მა­ტე­ბლო­ბა­ზე" და სხვა სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე.

კა­ლა­ძე­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და ამი­ტომ ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი - ხომ არ ხდე­ბო­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა? ­მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ კარ­ლო კა­ლა­ძის მო­ნათხ­რო­ბი: "რო­დე­საც ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, მი­ვე­დი მას­თან. იქ იყ­ვნენ თენ­გო გურ­ჩი­ა­ნი და სხვა სვა­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი. გურ­ჩი­ა­ნი და­ვი­მარ­ტო­ხე­ლე და წა­ვე­დით რეს­ტო­რან­ში. გურ­ჩი­ა­ნი მარ­წმუ­ნებ­და, რომ ლე­ვა­ნი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ძმებ მი­ქელ­თა­ძე­ებ­სა და ბა­ლა­ვა­ძე­ებს, რა­შიც და­მარ­წმუ­ნა კი­დეც, იმა­ვეს მიმ­ტკი­ცებ­და პო­ლი­ცი­აც". მარ­თლაც, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თან­ხვედ­რი­ლი იყო თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის ვერ­სი­ას­თან, ამ ყვე­ლა­ფერს კი შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა კა­ლა­ძე­ებს დიდ­ძა­ლი თან­ხა გა­მოს­ტყუ­ეს. უაღ­რე­სად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ე.წ. ხო­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ით, აგ­რეთ­ვე, ბა­ლა­ვა­ძი­სა და ქარ­და­ვას ლიკ­ვი­და­ცი­ით დას­რულ­და. 2002 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლი­სის მე-5 იზო­ლა­ტორ­ში ძმე­ბი მი­ქელ­თა­ძე­ე­ბი და­ხო­ცეს. 2003 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე კი გია ქარ­და­ვა მოკ­ლეს.

- გა­მო­დის, ე.წ. სვა­ნურ ვერ­სი­ას მარ­თლაც ჰქო­ნია სა­ფუძ­ვე­ლი...

- და არა მარ­ტო სვა­ნურს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ვერ­სი­ას, მას­ზე პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე მუ­შა­ობ­და და არც ჰქონ­და სხვა უფ­ლე­ბა - ბო­ლოს და ბო­ლოს, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის კა­რის მე­ზო­ბე­ლი და ომეხ აფ­რა­სი­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი იყო. აქ მოხ­და კი­დევ ერ­თი უც­ნა­უ­რი რამ - პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გახ­ლდათ და გა­ნუცხ­ა­და, რომ თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა და მის მი­მართ ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნ­და შე­ეწყ­ვი­ტა. სა­ღი­ნა­ძემ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს შეხ­ვედ­რა სთხო­ვა, მაგ­რამ მი­ღე­ბა­ზე მი­სულ სა­ღი­ნა­ძეს იქ თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი დახ­ვდა, რო­მელ­მაც გა­ნუცხ­ა­და, შე­ნი ჩა­რე­ვა საჭი­რო არ არის, ამ საქ­მეს ჩვენ გავ­ხსნი­თო.

- რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ქა­ლა­ქის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი ასე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი?

- თუ გა­ვიხ­სე­ნებთ იმას, რომ 2003 წელს მო­პო­ვე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ­-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი პრო­კუ­რო­რის შვი­ლი­ა, მა­შინ გრი­გა­ლაშ­ვილს ჰქონ­და ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი. უფ­რო მე­ტიც, ისან­-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი უმან­კოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­ზი­სუ­ბან­ში ნა­პოვ­ნი უც­ნო­ბის გვა­მის (რო­მე­ლიც ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­დან მა­ლე იპოვ­ეს და რო­გორც ამო­უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა, ისე და­ა­საფ­ლა­ვეს) და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვი­და და ზე­და­პი­რუ­ლი ოქ­მი შე­ად­გი­ნა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ა­წი­ნა­უ­რეს და სა­მუ­შა­ოდ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

- ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, ვა­ზი­სუ­ბან­ში ნა­პოვ­ნი გვა­მი 40 წლის მა­მა­კაცს ეკუთ­ვნო­და.

- ასე მი­იჩ­ნევ­და ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ბე­სე­ლი­ა. რო­გორც ვი­ცი, იგი ამ საქ­მე­ში მსჯავ­რდა­დე­ბულ და­ვით ასა­თი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი იყო, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მი­სი დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­აც ასე­თი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სხვა­თა შო­რის, ეს ფაქ­ტი არც არის სა­ეჭ­ვო. რო­გორ გგო­ნი­ათ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მი რომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და ობი­ექ­ტუ­რად შე­ედ­გი­ნათ, იმ გვამს რო­გორც უ­ცნობს, რო­გორ­ღა და­მარ­ხავ­დნენ? საქ­მის მასა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის გა­ყა­ლე­ბე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად მოხ­და...

მე ზე­მოთ ვახ­სე­ნე წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სა­ღი­ნა­ძემ პრე­ზი­დენტს მი­სწე­რა. მან ამა­ვე წე­რილ­ში და­ა­სა­ხე­ლა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კი ლე­ვან გვა­ზა­ვა, მი­უ­თი­თა მის ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძეს­თან, რო­მე­ლიც ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის მო­მენ­ტში თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სა­ი­დუმ­ლო წე­რილ­ში სა­ღი­ნა­ძე ამ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კავ­შირ­შიც ამ­ხელ­და.

2005 წლის ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის ინ­ტერ­ვიუ სა­თა­უ­რით: "ლე­ვან კა­ლა­ძე სო­სო ალა­ვი­ძის ძმად­ნა­ფიც­მა მო­ი­ტა­ცა". ამ სა­გა­ზე­თო მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს მი­აჩ­ნდა, რომ ლე­ვან კალა­ძის გა­ტა­ცე­ბა­ში სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, სო­სო ალა­ვი­ძეც იყო გა­რე­უ­ლი, ხო­ლო ალა­ვი­ძის ძმად­ნაფი­ცში იგი სწო­რედ თენ­გიზ გურ­ჩი­ანს გუ­ლის­ხმობ­და. ვერ გეტყ­ვით, რა ბრა­ლი მი­უძღ­ვის სო­სო ალა­ვი­ძეს ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძი­სა და მი­სი მე­გო­ბა­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ წარ­სულ­ზე. ანა­ლო­გი­უ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კრი­მი­ნა­ლებ­თან - თენ­გიზ გურ­ჩი­ან­თან და 200 000 დო­ლა­რის წამ­ღებ ნო­დარ გვი­ჩი­ან­თან.

- რა გაძ­ლევთ ამ მე­ტად სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველს?

- შს იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას, კა­ხა კა­ლა­ძემ მას შეს­თა­ვა­ზა, რომ თუ ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, მა­შინ იქ­ნებ ჩემ­თვის მო­ე­ცა სტა­ტუ­სი, ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფ­რთხოდ და­ზუს­ტე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის წინ წა­წე­ვა რომ შემ­ძლე­ბო­და. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ი­ღო მო­უ­ლოდ­ნე­ლი გადა­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მე წა­ვუ­ყე­ნე პი­რო­ბა: ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­უ­რი უნ­და გახ­დეს, ვი­ნა­ი­დან არ ვენ­დო­ბი იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლე­ბიც იძი­ებ­დნენ კა­ლა­ძის საქ­მეს­-მეთ­ქი. მი­ნისტრს პირ­და­პირ გან­ვუცხ­ა­დე, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ლე­ვან გვა­ზა­ვას, რო­მე­ლიც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც იყო, ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და და­ნა­შაუ­ლი, კერ­ძოდ, მას 2002 წელს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როს გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძე­სა და პოლ­კოვ­ნიკ და­ვით ბე­დი­ას­თან ერ­თად (ეს პი­როვ­ნე­ბა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ აჭა­რა­ში შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა), გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ჯო­ჯუ­ა. ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა ნა­ცემ და სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნილ პარ­ლა­მენ­ტარს შუ­ა­მავ­ლად სწო­რედ კრი­მი­ნა­ლი თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი მი­უგ­ზავ­ნა, დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი რომ არ და­ე­წე­რა. თვი­თონ ჯო­ჯუა ამ­ბობ­და, პატ­რი­არ­ქმა შეგ­ვა­რი­გა­ო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ჯო­ჯუ­ა, რო­ცა გავ­ლე­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვე "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი" მომ­რი­გებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქსა და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ თენ­გიზ გურ­ჩი­ანს აირ­ჩევ­და. სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა გო­ჩა ჯო­ჯუა კუს ტბა­ზე, ტყე­ში აიყ­ვა­ნეს და იქ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­ცი­ლე­ბით სა­გან­გა­შო იყო, ვიდ­რე გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი ცოცხ­ა­ლი გა­დარ­ჩა. სწო­რედ ასე­თი მოქ­მე­დე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სხვა უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა კი გულ­მა­ვიწყ­ო­ბა, ორ­მა­გი სტან­დარ­ტი და მერ­კან­ტი­ლუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი­ა.

- რა გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ვფიქ­რობ­დი, ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე­ბი-­მეთ­ქი, მაგ­რამ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ვით ბე­დი­ას და­ნიშ­ვნის ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვე... ეს კი­დევ არა­ფე­რი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტროს" ეთერ­ში სო­სო ალა­ვი­ძეს ვუს­მი­ნე და სახ­ტად დავ­რჩი - რო­ცა ის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ და "ჩაგ­რულ" გე­ნერ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს. არა­და, ალა­ვი­ძის ­დრო­ინ­დელ სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­ა, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო.

- აფ­რა­სი­ძე­ე­ბი მათ თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბა­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე­საც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ - თით­ქოს მან ცრუ კვალ­ზე და­ა­ყე­ნა გა­მო­ძი­ე­ბა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე ან სვა­ნეთ­ში იყო აფ­რა­სი­ძე­ებ­თან, ან ომეხ­მა იცო­და მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. რა აძ­ლევ­და სა­ღი­ნა­ძეს ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- რო­გორც გითხ­ა­რით, ეს გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ერ­თ-ერთ ვერ­სი­ად და ამის სა­ფუძ­ვე­ლი იყო თუნ­დაც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. უფ­რო მე­ტიც, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცია ალა­ვი­ძი­სა და მი­სი ჯგუ­ფის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რე­ბის თა­ო­ბა­ზე უშუ­ა­ლოდ გა­და­ვა­მოწ­მე.

- და რა გა­არ­კვი­ეთ?

- ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ გე­ნე­რალ­მა სო­სო ალა­ვი­ძემ თა­ვის ძმად­ნა­ფიც კრი­მი­ნალს - თენ­გიზ გურ­ჩი­ანს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯი­პი აჩუ­ქა. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ასე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯი­პი ომეხ აფ­რა­სი­ძე­საც გა­უჩ­ნდა, რო­გორც ომეხ აფ­რა­სი­ძის დე­დამ მი­თხრა, ის ჯი­პი ომეხს თენ­გიზ გურ­ჩი­ან­მა მის­ცა და სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე ისევ წა­იყ­ვა­ნა­. ქალ­ბა­ტონ­მა დო­დომ სხვა ბევ­რი სა­გუ­ლის­ხმო რამ მო­მითხ­რო, მათ შო­რის ისიც, რომ მის შვი­ლებს თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი იცა­ვენ. ომეხ­მა იცო­და თუ არა ლე­ვან კა­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რი აქ ის არის, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძემ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცო­და და ამი­ტო­მაც მოკ­ლეს.

- რას იტყ­ვით ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იხ­დის სას­ჯელს ოთხ­ე­უ­ლი?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ ვიც­ნობ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, რო­მე­ლიც ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის, ასა­თი­ა­ნის, ცინ­ცა­ძი­სა და გაგ­ნი­ძის მსჯავ­რდე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. მე­ო­რე მხრივ, თუ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, რო­მელ­საც დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნი, აგ­რეთ­ვე, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რაც ჩემ­თვის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­მიძ­ლია გან­ვაცხ­ა­დო, რომ საქ­მე ნა­წი­ლობ­რივ არის გახ­სნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 200 000 დო­ლა­რის აფე­რას, ეს საქ­მე სა­ერ­თოდ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი­ა.

- რა­ტომ, რის შემ­დეგ და ვი­სი წყა­ლო­ბით აი­რია ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­სა და კა­ლა­ძე­ებს შო­რის?

- ეგ კითხ­ვა კარ­ლო კა­ლა­ძეს უნ­და და­უს­ვათ და, ალ­ბათ, თვი­თონ გი­პა­სუ­ხებთ. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხა კა­ლა­ძეს, მას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, კა­ხას ცო­ტა­ო­დე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა საპყ­რო­ბი­ლე­ში მყო­ფი ხან­დაზ­მუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო პოლ­კოვ­ნი­კის - სა­ღი­ნა­ძის მი­მართ.

ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე თვალ­სა­ჩი­ნო დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მე­ტას­ტა­ზე­ბი ღრმად არის გამ­ჯდა­რი. თქვენ იცით, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ერ­თი შემ­თხვე­ვა, არ­სე­ბობ­და გა­ტა­ცე­ბე­ბისა და მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ა­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ მი­მაჩ­ნი­ა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში უნ­და შე­იქ­მნას ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს­მაგ­ვა­რი მძლავ­რი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ი­ძი­ე­ბით და­კავ­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა­გან.

- რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი­ა, გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფომ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად გცნოთ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი შე­იც­ვა­ლა, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბით სამ­შობ­ლო­ში, ფიქ­რობთ, რომ კვლავ გე­მუქ­რე­ბათ საფ­რთხე?

- 5 წე­ლი­წად­ზე მე­ტი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ ჩე­მო­და­ნი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გვერ­დით გა­დავ­დე... ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კად­რო სა­კითხ­ებ­ში ასეთ შეც­დო­მებს და­უშ­ვებ­და. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ პო­ეტ და­ვით მაღ­რა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბით. სხვა­თა შო­რის, ბა­ტონ ბი­ძი­ნას არც ერ­თი მრჩე­ვე­ლი­სა­გან თუ და­ახ­ლოე­ბ­უ­ლი პი­რი­სა­გან არ მო­მის­მე­ნია მსგავ­სი პო­ზი­ცი­ა. ბა­ტო­ნი და­ვი­თი ერთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­საც შე­ე­ხო და გა­ნაცხ­ა­და - პარ­ლა­მენ­ტში შებ­რძა­ნე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი თუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ვი­ანთ ნა­მოქ­მე­დარს ვე­ღარ ამ­ჩნე­ვენ, ამი­ტომ რე­ა­ლო­ბას რომ არ მოწყ­დე­ნენ, გა­რე­დან უნ­და შე­ვუ­ძა­ხო­ო. და­ვით მაღ­რა­ძის­თა­ნა გო­ნი­ერ და ავ­ტო­რი­ტი­ტულ ადა­მი­ა­ნებს უნ­და უს­მი­ნოს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ და არა იმ მლიქ­ვნე­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის იქ ჩნდე­ბი­ან, სა­დაც ძა­ლა­სა და ფულს იყ­ნო­სა­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ჩე­მი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, სამ­შობ­ლო­ში ჩა­სულს, ისევ გა­საქ­ცე­ვად გა­მიხ­დეს საქ­მე...

ესა­უბ­რა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ამ­ჟა­მად ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კა­ხა კა­ლა­ძის ძმის - ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის საქ­მე კვლავ ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბა­თალ­ბი სა­ღი­ნა­ძე, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვალ­ზე გა­ვი­და, მე­ექ­ვსე წე­ლია პა­ტი­მა­რი­ა, ხო­ლო კა­ლა­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე დღეს გერ­მა­ნი­ა­ში პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ში ნათ­ლად იკითხ­ე­ბო­და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი: ფაქ­ტობ­რი­ვად, ცნო­ბი­ლი იყვნენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­მო­ძი­ე­ბას შე­ეძ­ლო და­ედ­გი­ნა პი­როვ­ნე­ბა, ვინც შე­ი­ძი­ნა სიმ­ბა­რა­თი. ამ სიმ­ბა­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ კარ­ლო კა­ლა­ძეს... 2003 წელს, შსს-ს მი­ერ კა­ნო­ნი­ე­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბული იქ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპერ­ატი­ულ­-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო (ეს პი­როვ­ნე­ბა ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი პრო­კუ­რო­რის შვი­ლი­ა) კონ­ფი­დენტს (ა­და­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს) ამ­ცნობ­და: "ლე­ვან კა­ლა­ძე მოკ­ლუ­ლი­ა, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ". ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო კონ­ფი­დენტს ასე­ვე ეუბ­ნე­ბო­და: "შე­მიძ­ლია გაჩ­ვე­ნოთ ლე­ვან კა­ლა­ძის საფ­ლა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ საქ­მის გახ­სნა­საც მომ­თხო­ვენ, რაც ძალ­ზე სა­რის­კო­ა, ვი­ნა­ი­დან გამ­ტა­ცებ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა­შიც ჰყავთ ბო­ბო­ლე­ბი"­. ასეთ პი­რო­ბებ­ში ის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სავ­ლად თაღ­ლი­თო­ბის სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბას მი­იჩ­ნევ­და, ყვე­ლა­ზე რთულ საქ­მედ კი - ფუ­ლის აღე­ბის პრო­ცესს. მი­სი აზ­რით, მთა­ვა­რი იყო, მო­ძებ­ნი­ლი­ყო პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და კა­ლა­ძე­ე­ბი­სგან თან­ხის უსაფ­რთხოდ აღე­ბას, რად­გა­ნაც მის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი კა­ლა­ძე­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან - გა­მო­სას­ყიდ თან­ხას კა­ლა­ძე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­ყო­ლე­ბენ კუდ­სო. ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო­-ო­პე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და. 2003 წლის ივ­ნის­ში, იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რე­ნილ კა­ხა კა­ლა­ძეს მე­გო­ბარ­მა კვი­ჟი­ნა­ძემ ამ­ცნო, ლე­ვა­ნი ცოცხ­ა­ლია და მას ომეხ აფ­რა­სი­ძე და­აბ­რუ­ნებს, თუ ოჯა­ხი 200 ათას დო­ლარს გა­და­იხ­დი­სო. და­ვით კვი­ჟი­ნა­ძემ კა­ხას იმა­ვე დღეს შე­ახ­ვედ­რა კრი­მი­ნა­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი, ვის­გა­ნაც გახ­მა­ურ­და ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა. ორ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო გა­მო­ძი­ე­ბით გაწ­ბი­ლე­ბულ­მა კა­ლა­ძე­ებ­მა პირ­ვე­ლად მი­ი­ღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ისე გა­დაე­ხა­დათ გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი საქ­მის კურ­სში არ ჩა­ე­ყე­ნებინათ. კა­ლა­ძე­ებ­მა თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს, მაგ­რამ უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღეს - ფუ­ლიც და­ი­კარ­გა და ლე­ვა­ნიც არა­ვის და­უბ­რუ­ნე­ბი­ა. ბო­როტ­მოქ­მედ­თა ჯგუფ­მა კი მი­ზანს მი­აღ­წია - ორ­წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ კა­ლა­ძე­ებს სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.

- გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვან კა­ლა­ძის მა­მი­დამ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რომ არ ჩაგ­ვე­რი­ა, იქ­ნებ ლე­ვა­ნი დღეს ცოცხ­ა­ლი ყო­ფი­ლი­ყო­ო. ით­ქვა ისიც, რომ ფულს გამ­ტა­ცებ­ლე­ბამ­დე დრო­უ­ლად რომ მი­ეღ­წი­ა, ლე­ვანს არ მოკ­ლავ­დნენ. იყო კი მი­სი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა... მა­გა­ლი­თად, 2002 წელს გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მამ დამ­ნა­შა­ვე­ებს ერთ კვი­რა­ში გა­დას­ცა ფუ­ლი, თა­ნაც პო­ლი­ცია საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნა, მაგ­რამ 14 წლის მა­რი­ა­მი არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა არის ის, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ტა­ცე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა გამ­ტა­ცე­ბე­ლი ამო­იც­ნოს. ამის ში­ში კი გამ­ტა­ცებ­ლებს უნ­და ჰქო­ნო­დათ: ლე­ვა­ნი რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან უნიღ­ბო პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი კი და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე ჩას­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში.

- თქვენ რო­დის ჩა­ერ­თეთ ამ საქ­მე­ში?

- ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის სტა­ტუ­სით გა­მომ­ძი­ე­ბელ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ვერ­თე, რო­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ოჯახს 200 ათა­სი დო­ლა­რი გა­მოს­ტყუ­ეს და კა­ლა­ძე­ე­ბი დარ­წმუნ­დნენ, რომ საშ­ვე­ლი არ ჩან­და. მა­ლე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა" მოხ­და, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე შსს-ში და­აბ­რუ­ნეს და ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­ვა­ლეს. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყვნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, ვინც კა­ლა­ძე­ე­ბისგან თან­ხა წა­ი­ღეს და ისიც, ვის­თა­ნაც ეს თან­ხა უნ­და მი­სუ­ლი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ პი­როვ­ნე­ბებ­თან კონ­ტაქ­ტით და­ვიწყ­ეთ. ამ სვლას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი და­ა­კა­ვეს პო­ლი­ცი­ი­სა და უშიშ­რო­ე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა - ერეკ­ლე კო­დუ­ამ, და­ვით კე­კუ­ამ და ლე­ვან გვა­ზა­ვამ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის იგი ჯერ ტყე­ში აიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს და ჩვენ­გან მისი იზო­ლა­ცია მო­ახ­დი­ნეს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მე­ო­რე ნა­ბი­ჯი გა­ცი­ლე­ბით მზაკ­ვრუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი იყო - მო­უ­ლოდ­ნე­ლად სვა­ნეთ­ში ჩა­ა­ტა­რეს სპე­ცო­პე­რა­ცია და მოკ­ლეს უკ­ვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე ომეხ აფ­რა­სი­ძე, აგ­რეთ­ვე, ოჯა­ხის უფ­რო­სი ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძე, მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი კი დაწ­ვეს.

- გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე თავის იზო­ლი­რე­ბას იმით ხსნი­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბამ­დე მი­ვი­და და სი­მარ­თლე რომ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, და­ა­პა­ტიმ­რეს.

- სვა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­უ­ფა­რა­ვად გად­მო­ვი­და შე­ტე­ვა­ზე და მა­თი სა­მიზ­ნე ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე გახ­და. ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე მა­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მე მომ­მარ­თა, რო­გორც ად­ვო­კატს. ბა­თუ სა­ღი­ნა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­უგ­ზავ­ნა სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც იგი წერ­და ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე, ასა­ხე­ლებ­და იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, ვინც ხე­ლი შე­უ­შა­ლა, ამ­ხელ­და მათ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კავ­შირ­ში. ამ სა­იდუმ­ლო წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან ერთ კვი­რა­ში სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მმა ბა­თალ­ბი სა­ღი­ნა­ძე სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ გა­ა­ძე­ვა ბი­ნი­დან, სა­დაც აფ­ხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი ოჯახ­თან ერ­თად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს და ეს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა...

სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და ვერ­სი­ა, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე სვან კრი­მი­ნა­ლებს ჰყა­ვდათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ამ ვერ­სი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი გახ­და, რომ­ლის მიხ­დვი­თაც, კარ­ლო კა­ლა­ძეს ერ­თ-ერ­თი დამ­ნა­შა­ვე სვა­ნურ დი­ა­ლექ­ტზე ესა­უბ­რე­ბა. უც­ნო­ბი კარ­ლო კა­ლა­ძეს სთა­ვა­ზობ­და, ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას ძეგ­ლთან მი­სუ­ლი­ყო და რაც დახ­ვდე­ბო­და, აე­ღო. კარ­ლო მი­ვი­და მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას, სა­დაც იპო­ვა ლე­ვა­ნის ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რო­გორ უნ­და ემოქ­მე­და. კარ­ლოს აფ­რთხი­ლებ­დნენ, მათ­თვის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლი არ შე­ე­ჩე­ჩე­ბი­ნა, რა­მე შეც­დო­მა არ და­ეშ­ვა, თო­რემ კონ­ტაქტს შეწყ­ვეტ­დნენ და ამით შვი­ლის სი­ცოცხ­ლეს საფ­რთხე­ში ჩა­აგ­დებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხო­ბის ცნო­ბილ ოპე­რა­ცი­ამ­დე მოხ­და, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­შა­ლეს.

- ვი­სი ბრძა­ნე­ბით მოხ­და ეს?

- რო­გორც კარ­ლო კა­ლა­ძემ მითხ­რა, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას პოლ­კოვ­ნი­კე­ბი კე­კუა და ბა­კუ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, მა­თი ბრძა­ნე­ბით არ მოხ­და ფუ­ლის გა­და­ცე­მა. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ფუ­ლის გა­და­ცე­მას მა­ვა­ნი­სათ­ვის აზ­რი არ ჰქონ­და, რად­გან ფუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო და ამას და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა მოყ­ვე­ბო­და, რაც ხელს არ აძ­ლევ­დათ.

- ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ერ­თ-ერ­თმა მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა - ლე­ვან ცინ­ცა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, რომ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ვი­ღაც "მეგ­რე­ლი", რო­მე­ლიც კარ­ლო კა­ლა­ძეს ურე­კავ­და და ფულს სძა­ლავ­და. რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­და ამით სა­სა­მარ­თლო?

- მსჯავ­რდადე­ბუ­ლი ლე­ვან ცინ­ცა­ძე ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლი­ა, ხო­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კარ­ლო კა­ლა­ძეს უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა და­უ­კავ­შირ­და და მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით ჰკითხ­ა, რა­ტომ არ მი­ვი­და დათ­ქმულ ად­გი­ლას. კარ­ლომ უპა­სუ­ხა, რომ ეს მი­სი მხრი­დან იქ­ნე­ბო­და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი რის­კი. უც­ნობ­მა შეს­თა­ვა­ზა, რომ მი­სუ­ლი­ყო პირ­ვე­ლი მა­ი­სის რკი­ნიგ­ზის ბა­ქან­ზე. კარ­ლო ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, არც ამ ად­გილ­ზე მი­ვი­და, რის შემ­დეგ კონ­ტაქ­ტი გაწყ­და... მო­დი, ისევ "სვა­ნურ ვერ­სი­ას" და­ვუბ­რუნ­დეთ. კა­ხა კა­ლა­ძი­სა­გან ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი შე­იქ­ნა, რომ ლე­ვა­ნის გა­ტა­ცე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, თბი­ლის­ში საქ­ართვე­ლო-­რუ­მი­ნე­თის თა­მა­შის შემ­დეგ, მას და­უ­რე­კა ფეხ­ბურ­თელ­მა და­თო ნე­ფა­რი­ძემ და 12 ა­თა­სი დო­ლა­რი სთხო­ვა, კა­ხამ­ უ­ა­რი უთხ­რა, რის გა­მოც გა­ნაწყ­ე­ნე­ბულ ნე­ფა­რი­ძე­სა და კა­ხას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და - ნე­ფა­რი­ძე კა­ხას და­ე­მუქ­რა, თუ ჭკუ­ით არ იქ­ნე­ბი, ფე­ხებს და­გიხ­ვრე­ტო. ამ ამ­ბი­დან დაახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში კა­ხამ სას­ტუმ­როს­თან და­ი­ნა­ხა ნე­ფა­რი­ძე, ხო­ლო მო­შო­რე­ბით - მა­მა, კარ­ლო კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღაც უც­ნობს. ახ­ლოს მი­სულ კა­ხას კარ­ლო კა­ლა­ძემ გა­აც­ნო თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. კა­ხამ შე­იტყ­ო, რომ თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი თა­ვის დრო­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ კი­ევ­ში ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის გა­მო. სხვა­თა შო­რის, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ, ტა­რი­ელ ონი­ან­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი­ა.

ხო­ბის "წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი" ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­ერ­თნენ კა­ლა­ძე­ე­ბის ახ­ლო­ბე­ლი ჯე­მალ ლე­ჟა­ვა და ბად­რი ხუნ­და­ძე. ეს პი­რე­ბი აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ სვა­ნურ ჯგუფ­ზე, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­ზე - ტა­რი­ელ ონი­ან­სა და თენ­გიზ გურ­ჩი­ან­ზე. ისი­ნი არა­ერ­თხელ ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თე­ბენ ხო­ბის ოპე­რა­ცი­ის "წა­რუ­მა­ტე­ბლო­ბა­ზე" და სხვა სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე.

კა­ლა­ძე­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და ამი­ტომ ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი - ხომ არ ხდე­ბო­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა? ­მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ კარ­ლო კა­ლა­ძის მო­ნათხ­რო­ბი: "რო­დე­საც ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, მი­ვე­დი მას­თან. იქ იყ­ვნენ თენ­გო გურ­ჩი­ა­ნი და სხვა სვა­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი. გურ­ჩი­ა­ნი და­ვი­მარ­ტო­ხე­ლე და წა­ვე­დით რეს­ტო­რან­ში. გურ­ჩი­ა­ნი მარ­წმუ­ნებ­და, რომ ლე­ვა­ნი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ძმებ მი­ქელ­თა­ძე­ებ­სა და ბა­ლა­ვა­ძე­ებს, რა­შიც და­მარ­წმუ­ნა კი­დეც, იმა­ვეს მიმ­ტკი­ცებ­და პო­ლი­ცი­აც". მარ­თლაც, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თან­ხვედ­რი­ლი იყო თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის ვერ­სი­ას­თან, ამ ყვე­ლა­ფერს კი შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა კა­ლა­ძე­ებს დიდ­ძა­ლი თან­ხა გა­მოს­ტყუ­ეს. უაღ­რე­სად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ე.წ. ხო­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ით, აგ­რეთ­ვე, ბა­ლა­ვა­ძი­სა და ქარ­და­ვას ლიკ­ვი­და­ცი­ით დას­რულ­და. 2002 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლი­სის მე-5 იზო­ლა­ტორ­ში ძმე­ბი მი­ქელ­თა­ძე­ე­ბი და­ხო­ცეს. 2003 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე კი გია ქარ­და­ვა მოკ­ლეს.

- გა­მო­დის, ე.წ. სვა­ნურ ვერ­სი­ას მარ­თლაც ჰქო­ნია სა­ფუძ­ვე­ლი...

- და არა მარ­ტო სვა­ნურს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ვერ­სი­ას, მას­ზე პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე მუ­შა­ობ­და და არც ჰქონ­და სხვა უფ­ლე­ბა - ბო­ლოს და ბო­ლოს, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის კა­რის მე­ზო­ბე­ლი და ომეხ აფ­რა­სი­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი იყო. აქ მოხ­და კი­დევ ერ­თი უც­ნა­უ­რი რამ - პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გახ­ლდათ და გა­ნუცხ­ა­და, რომ თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა და მის მი­მართ ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნ­და შე­ეწყ­ვი­ტა. სა­ღი­ნა­ძემ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს შეხ­ვედ­რა სთხო­ვა, მაგ­რამ მი­ღე­ბა­ზე მი­სულ სა­ღი­ნა­ძეს იქ თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი დახ­ვდა, რო­მელ­მაც გა­ნუცხ­ა­და, შე­ნი ჩა­რე­ვა საჭი­რო არ არის, ამ საქ­მეს ჩვენ გავ­ხსნი­თო.

- რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ქა­ლა­ქის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი ასე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი?

- თუ გა­ვიხ­სე­ნებთ იმას, რომ 2003 წელს მო­პო­ვე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ­-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი პრო­კუ­რო­რის შვი­ლი­ა, მა­შინ გრი­გა­ლაშ­ვილს ჰქონ­და ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი. უფ­რო მე­ტიც, ისან­-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი უმან­კოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­ზი­სუ­ბან­ში ნა­პოვ­ნი უც­ნო­ბის გვა­მის (რო­მე­ლიც ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­დან მა­ლე იპოვ­ეს და რო­გორც ამო­უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა, ისე და­ა­საფ­ლა­ვეს) და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვი­და და ზე­და­პი­რუ­ლი ოქ­მი შე­ად­გი­ნა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ა­წი­ნა­უ­რეს და სა­მუ­შა­ოდ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

- ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, ვა­ზი­სუ­ბან­ში ნა­პოვ­ნი გვა­მი 40 წლის მა­მა­კაცს ეკუთ­ვნო­და.

- ასე მი­იჩ­ნევ­და ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ბე­სე­ლი­ა. რო­გორც ვი­ცი, იგი ამ საქ­მე­ში მსჯავ­რდა­დე­ბულ და­ვით ასა­თი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი იყო, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მი­სი დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­აც ასე­თი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სხვა­თა შო­რის, ეს ფაქ­ტი არც არის სა­ეჭ­ვო. რო­გორ გგო­ნი­ათ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და შემ­თხვე­ვის ადგილის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მი რომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და ობი­ექ­ტუ­რად შე­ედ­გი­ნათ, იმ გვამს რო­გორც უ­ცნობს, რო­გორ­ღა და­მარ­ხავ­დნენ? საქ­მის მასა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის გა­ყა­ლე­ბე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად მოხ­და...

მე ზე­მოთ ვახ­სე­ნე წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სა­ღი­ნა­ძემ პრე­ზი­დენტს მი­სწე­რა. მან ამა­ვე წე­რილ­ში და­ა­სა­ხე­ლა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კი ლე­ვან გვა­ზა­ვა, მი­უ­თი­თა მის ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძეს­თან, რო­მე­ლიც ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის მო­მენ­ტში თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სა­ი­დუმ­ლო წე­რილ­ში სა­ღი­ნა­ძე ამ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კავ­შირ­შიც ამ­ხელ­და.

2005 წლის ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის ინ­ტერ­ვიუ სა­თა­უ­რით: "ლე­ვან კა­ლა­ძე სო­სო ალა­ვი­ძის ძმად­ნა­ფიც­მა მო­ი­ტა­ცა". ამ სა­გა­ზე­თო მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს მი­აჩ­ნდა, რომ ლე­ვან კალა­ძის გა­ტა­ცე­ბა­ში სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, სო­სო ალა­ვი­ძეც იყო გა­რე­უ­ლი, ხო­ლო ალა­ვი­ძის ძმად­ნაფი­ცში იგი სწო­რედ თენ­გიზ გურ­ჩი­ანს გუ­ლის­ხმობ­და. ვერ გეტყ­ვით, რა ბრა­ლი მი­უძღ­ვის სო­სო ალა­ვი­ძეს ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძი­სა და მი­სი მე­გო­ბა­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ წარ­სულ­ზე. ანა­ლო­გი­უ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კრი­მი­ნა­ლებ­თან - თენ­გიზ გურ­ჩი­ან­თან და 200 000 დო­ლა­რის წამ­ღებ ნო­დარ გვი­ჩი­ან­თან.

- რა გაძ­ლევთ ამ მე­ტად სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველს?

- შს იმ­ჟა­მინ­დელ მინისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას, კა­ხა კა­ლა­ძემ მას შეს­თა­ვა­ზა, რომ თუ ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, მა­შინ იქ­ნებ ჩემ­თვის მო­ე­ცა სტა­ტუ­სი, ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფ­რთხოდ და­ზუს­ტე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის წინ წა­წე­ვა რომ შემ­ძლე­ბო­და. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ი­ღო მო­უ­ლოდ­ნე­ლი გადა­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მე წა­ვუ­ყე­ნე პი­რო­ბა: ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­უ­რი უნ­და გახ­დეს, ვი­ნა­ი­დან არ ვენ­დო­ბი იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლე­ბიც იძი­ებ­დნენ კა­ლა­ძის საქ­მეს­-მეთ­ქი. მი­ნისტრს პირ­და­პირ გან­ვუცხ­ა­დე, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ლე­ვან გვა­ზა­ვას, რო­მე­ლიც შს მინისტრის მო­ად­გი­ლეც იყო, ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და და­ნა­შაუ­ლი, კერ­ძოდ, მას 2002 წელს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როს გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძე­სა და პოლ­კოვ­ნიკ და­ვით ბე­დი­ას­თან ერ­თად (ეს პი­როვ­ნე­ბა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ აჭა­რა­ში შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა), გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ჯო­ჯუ­ა. ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა ნა­ცემ და სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნილ პარ­ლა­მენ­ტარს შუ­ა­მავ­ლად სწო­რედ კრი­მი­ნა­ლი თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი მი­უგ­ზავ­ნა, დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი რომ არ და­ე­წე­რა. თვი­თონ ჯო­ჯუა ამ­ბობ­და, პატ­რი­არ­ქმა შეგ­ვა­რი­გა­ო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ჯო­ჯუ­ა, რო­ცა გავ­ლე­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვე "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი" მომ­რი­გებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქსა და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ თენ­გიზ გურ­ჩი­ანს აირ­ჩევ­და. სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა გო­ჩა ჯო­ჯუა კუს ტბა­ზე, ტყე­ში აიყ­ვა­ნეს და იქ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­ცი­ლე­ბით სა­გან­გა­შო იყო, ვიდ­რე გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი ცოცხ­ა­ლი გა­დარ­ჩა. სწო­რედ ასე­თი მოქ­მე­დე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სხვა უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა კი გულ­მა­ვიწყ­ო­ბა, ორ­მა­გი სტან­დარ­ტი და მერ­კან­ტი­ლუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი­ა.

- რა გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ვფიქ­რობ­დი, ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე­ბი-­მეთ­ქი, მაგ­რამ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ვით ბე­დი­ას და­ნიშ­ვნის ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვე... ეს კი­დევ არა­ფე­რი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტროს" ეთერ­ში სო­სო ალა­ვი­ძეს ვუს­მი­ნე და სახ­ტად დავ­რჩი - რო­ცა ის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ და "ჩაგ­რულ" გე­ნერ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს. არა­და, ალა­ვი­ძის ­დრო­ინ­დელ სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­ა, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო.

- აფ­რა­სი­ძე­ე­ბი მათ თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბა­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე­საც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ - თით­ქოს მან ცრუ კვალ­ზე და­ა­ყე­ნა გა­მო­ძი­ე­ბა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე ან სვა­ნეთ­ში იყო აფ­რა­სი­ძე­ებ­თან, ან ომეხ­მა იცო­და მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. რა აძ­ლევ­და სა­ღი­ნა­ძეს ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- რო­გორც გითხ­ა­რით, ეს გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ერ­თ-ერთ ვერ­სი­ად და ამის სა­ფუძ­ვე­ლი იყო თუნ­დაც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. უფ­რო მე­ტიც, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცია ალა­ვი­ძი­სა და მი­სი ჯგუ­ფის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რე­ბის თა­ო­ბა­ზე უშუ­ა­ლოდ გა­და­ვა­მოწ­მე.

- და რა გა­არ­კვი­ეთ?

- ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ გე­ნე­რალ­მა სო­სო ალა­ვი­ძემ თა­ვის ძმად­ნა­ფიც კრი­მი­ნალს - თენ­გიზ გურ­ჩი­ანს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯი­პი აჩუ­ქა. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ასე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯი­პი ომეხ აფ­რა­სი­ძე­საც გა­უჩ­ნდა, როგორც ომეხ აფრასიძის დედამ მითხრა, ის ჯი­პი ომეხს თენ­გიზ გურ­ჩი­ან­მა მის­ცა და სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე ისევ წა­იყ­ვა­ნა­. ქალ­ბა­ტონ­მა დო­დომ სხვა ბევ­რი სა­გუ­ლის­ხმო რამ მო­მითხ­რო, მათ შო­რის ისიც, რომ მის შვი­ლებს თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი იცა­ვენ. ომეხ­მა იცო­და თუ არა ლე­ვან კა­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რი აქ ის არის, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძემ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცო­და და ამი­ტო­მაც მოკ­ლეს.

- რას იტყ­ვით ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იხ­დის სას­ჯელს ოთხ­ე­უ­ლი?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ ვიც­ნობ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, რო­მე­ლიც ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის, ასა­თი­ა­ნის, ცინ­ცა­ძი­სა და გაგ­ნი­ძის მსჯავ­რდე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. მე­ო­რე მხრივ, თუ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, რო­მელ­საც დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნი, აგ­რეთ­ვე, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რაც ჩემ­თვის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­მიძ­ლია გან­ვაცხ­ა­დო, რომ საქ­მე ნა­წი­ლობ­რივ არის გახ­სნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 200 000 დო­ლა­რის აფე­რას, ეს საქ­მე სა­ერ­თოდ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი­ა.

- რა­ტომ, რის შემ­დეგ და ვი­სი წყა­ლო­ბით აი­რია ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­სა და კა­ლა­ძე­ებს შო­რის?

- ეგ კითხ­ვა კარ­ლო კა­ლა­ძეს უნ­და და­უს­ვათ და, ალ­ბათ, თვი­თონ გი­პა­სუ­ხებთ. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხა კა­ლა­ძეს, მას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, კა­ხას ცო­ტა­ო­დე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა საპყ­რო­ბი­ლე­ში მყო­ფი ხან­დაზ­მუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო პოლ­კოვ­ნი­კის - სა­ღი­ნა­ძის მი­მართ.

ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე თვალ­სა­ჩი­ნო დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მე­ტას­ტა­ზე­ბი ღრმად არის გამ­ჯდა­რი. თქვენ იცით, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ერ­თი შემ­თხვე­ვა, არ­სე­ბობ­და გა­ტა­ცე­ბე­ბისა და მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ა­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ მი­მაჩ­ნი­ა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში უნ­და შე­იქ­მნას ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს­მაგ­ვა­რი მძლავ­რი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ი­ძი­ე­ბით და­კავ­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა­გან.

- რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი­ა, გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფომ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად გცნოთ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი შე­იც­ვა­ლა, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბით სამ­შობ­ლო­ში, ფიქ­რობთ, რომ კვლავ გე­მუქ­რე­ბათ საფ­რთხე?

- 5 წე­ლი­წად­ზე მე­ტი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ ჩე­მო­და­ნი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გვერ­დით გა­დავ­დე... ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კად­რო სა­კითხ­ებ­ში ასეთ შეც­დო­მებს და­უშ­ვებ­და. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ პო­ეტ და­ვით მაღ­რა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბით. სხვა­თა შო­რის, ბა­ტონ ბი­ძი­ნას არც ერ­თი მრჩე­ვე­ლი­სა­გან თუ და­ახ­ლოე­ბ­უ­ლი პი­რი­სა­გან არ მო­მის­მე­ნია მსგავ­სი პო­ზი­ცი­ა. ბა­ტო­ნი და­ვი­თი ერთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­საც შე­ე­ხო და გა­ნაცხ­ა­და - პარ­ლა­მენ­ტში შებ­რძა­ნე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი თუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ვი­ანთ ნა­მოქ­მე­დარს ვე­ღარ ამ­ჩნე­ვენ, ამი­ტომ რე­ა­ლო­ბას რომ არ მოწყ­დე­ნენ, გა­რე­დან უნ­და შე­ვუ­ძა­ხო­ო. და­ვით მაღ­რა­ძის­თა­ნა გო­ნი­ერ და ავ­ტო­რი­ტი­ტულ ადა­მი­ა­ნებს უნ­და უს­მი­ნოს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ და არა იმ მლიქ­ვნე­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის იქ ჩნდე­ბი­ან, სა­დაც ძა­ლა­სა და ფულს იყ­ნო­სა­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ჩე­მი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, სამ­შობ­ლო­ში ჩა­სულს, ისევ გა­საქ­ცე­ვად გა­მიხ­დეს საქ­მე...

ესაუბრა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ