საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ
ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მალე ახა­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მა­სა­ლე­ბი შევა. სკან­და­ლი, რო­მე­ლიც კუს ტბას უკავ­შირ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის შეს­წავ­ლის სა­გა­ნი გახ­დე­ბა. ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბა­სა და წი­ლე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა­ში აქეთ და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ. კუს ტბის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი ცი­ხი­დან ახ­ლად­გა­მო­სულ ბესო ხარ­ძი­ანს კუს ტბის მი­სა­კუთ­რე­ბა­სა და მათ­გან წი­ლე­ბის "ახე­ვა­ში" სდე­ბენ ბრალს. ხარ­ძი­ანს, რო­მე­ლიც ახლა უდე­სი­ან­სა და მის თა­ნა­პარტნი­ო­რებს კუს ტბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში ედა­ვე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ კი­თხვებ­სა და დო­კუ­მენ­ტებ­ზე მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რო­მე­ლიც მალე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შევა: რო­გორ გა­და­ი­ფორ­მა ხარ­ძი­ან­მა კუს ტბის მფლო­ბელ­თა აქ­ცი­ე­ბი და რო­გორ იყე­ნებ­და ის სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­მარ­თლე­ებს კუს ტბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად? რე­ა­ლუ­რად, ვისი იყო კუს ტბა? რო­გორ მი­ით­ვი­სა ხარ­ძი­ან­მა ეს აქ­ცი­ე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­ლო­ბით და რო­გორ შე­ე­წი­რა მე­სა­კუთ­რის სი­ცო­ცხლე ამ უსა­მარ­თლო­ბას? - ეს ის კი­თხვე­ბია, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და სი­მარ­თლის რე­ა­ლუ­რად დად­გე­ნას, ხარ­ძი­ა­ნი-ბუბა კი­კა­ბი­ძის ტან­დე­მის უსა­მარ­თლო­ბის შეს­წავ­ლას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტბის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი სთხო­ვენ. ხარ­ძი­ანს კუს ტბის აქ­ცი­ე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში მფლო­ბელ­თა დიდი ჯგუ­ფი ამ­ხელს და მას ბიზ­ნეს­ში "თაღ­ლითს" უწო­დებს. მფლო­ბელ­თა ჯგუ­ფი აცხა­დებს, რომ ხარ­ძი­ანს ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და უდა­ნა­შა­უ­ლოდ "რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი" ბიზ­ნეს­მე­ნის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა სურს, თუმ­ცა ამ სა­კი­თხით გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, რად­გან წი­ლე­ბის ამ­ხე­ვი და მიმ­სა­კუთ­რე­ბე­ლი თვი­თო­ნაა და ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს.

ექ­სკლუ­ზი­უ­რად, "ვერ­სი­ას" კუს ტბის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რის, შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნია "თკომ­პა­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნუგ­ზარ ჭი­ჭი­ნა­ძე და კუს ტბის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, ილია კა­კა­ბა­ძე ესა­უბ­რე­ბი­ან.

- ბა­ტო­ნო ილია, რო­გორც შე­ვი­ტყვე, კუს ტბის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი აპი­რებთ კუს ტბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ბრძო­ლას და ხარ­ძი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებთ თქვე­ნი წი­ლე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა­ში...

- მე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე კუს ტბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო და ხარ­ძი­ა­ნი მი­ვი­ღე, რო­გორც ჯა­რის­კა­ცი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვენ­თან ერ­თად კუს ტბის მფლო­ბე­ლე­ბი იყ­ვნენ ექიმ­თა ჯგუ­ფი "ეი-სი-ტი - ეს ჯორ­ჯია", რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც გახ­ლავთ გია წი­ლო­სა­ნი, რა­მაზ გი­ორ­გა­ძე, ალე­კო კვას­ხვა­ძე, კუს ტბის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი თე­მურ მი­ქა­შა­ვი­ძე და სხვე­ბი. კუს ტბის ლან­დშაფ­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გვინ­დო­და ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვა, თუმ­ცა იმ ეტა­პის­თვის, ეს ვერ მო­ხერ­ხდა. ამი­ტომ, რად­გან მათ გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სე­ბი ჰქონ­დათ, ისი­ნი შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ წილ­ში. მა­შინ ხარ­ძი­ა­ნი იხ­ვე­წე­ბო­და, რო­გორც ჯა­რის­კა­ცი მი­მი­ღე­თო და რა აფე­რა და­ატ­რი­ა­ლა იქ. მარ­თვის­თვის რომ უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო, ერ­თობ­ლი­ვი შე­თან­ხმე­ბით, ორი შპს და­ვა­არ­სეთ, რათა ქო­ნე­ბის ნა­წი­ლის მარ­თვა პრო­პორ­ცი­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე ხარ­ძი­ა­ნი-კი­კა­ბი­ძის თაღ­ლი­თუ­რი, ოფ­შო­რუ­ლი სქე­მის მეშ­ვე­ო­ბით, მოხ­და ჩვენ­თვის ამ ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა.

- ეს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი იყო?

- კი, ზუს­ტად. ახლა ხარ­ძი­ა­ნი აცხა­დებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სდევ­ნი­და, მაგ­რამ ფაქ­ტია და ჩვენ ვართ თვითმხილ­ვე­ლე­ბი - ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ძი­ა­ნი, უშუ­ა­ლოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახერ­ხებ­და ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნას..

- თქვენ­თან ერ­თად, სხვა მე­სა­კუთ­რე­ე­ბიც იყ­ვნენ, ვი­საც წი­ლე­ბი აა­ხი­ეს?

- კი, ესე­ნი იყ­ვნენ რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რეზო სუ­ჯაშ­ვი­ლი და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი. ერთ-ერთი პარტნი­ო­რის სი­ცო­ცხლეც კი შე­ე­წი­რა ამ უსა­მარ­თლო­ბას. ამის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით არ­თმე­ვენ გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯახს მის კუთ­ვნილ წილს. მალე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შევა საქ­მე და იქ და­სა­ხელ­დე­ბა იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გვა­რე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხარ­ძი­ა­ნი­სა და კი­კა­ბი­ძის ტან­დემ­მა კუს ტბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა მო­ა­ხერ­ხა. იმე­დია, ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ, რომ სხვი­სი ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს მი­ე­ცე­მა მსვლე­ლო­ბა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე კა­ლან­და­ძე იყო, თუ არ ვცდე­ბი. მო­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უშუ­ა­ლოდ, სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, შავ­ლი­აშ­ვი­ლის პატ­რო­ნა­ჟით მო­ა­ხერ­ხა ხარ­ძი­ან­მა ამ ყვე­ლაფ­რის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლომ უდი­დე­სი დარ­ღვე­ვე­ბით მო­ახ­დი­ნა მათი გა­მარ­თლე­ბა და უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი და­უშ­ვა, ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ხარ­ძი­ა­ნი მა­შინ კი­კა­ბი­ძის ხელ­დას­მუ­ლი და წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. მარ­თვის პრო­ცეს­ში იყო და­არ­სე­ბუ­ლი ორი შპს "კუს ტბა", და "კუს ტბა 21". ორი­ვე შპს ერთი და იგი­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი, შემ­დეგ კი თა­ვის მი­ერ­ვე შექ­მნილ შპს-ებზე ამ­ბობ­და, არა­სა­მარ­თლებ­რი­ვი­აო. ამ ყვე­ლა­ფერს გა­მო­ძი­ე­ბა ახლა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს.

კი­კა­ბი­ძემ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს იმ მო­ტი­ვით, თით­ქოს­და არ იცო­და ამ შპს-ს არ­სე­ბო­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­მარ­თლეს, რად­გან ხარ­ძი­ა­ნი, რო­გორც მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი და წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეს­წრე­ბო­და და უძღვე­ბო­და პარტნი­ორ­თა კრე­ბებს. ეს მათი ერ­თობ­ლი­ვი აფე­რა იყო სა­სა­მარ­თლო­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" სამ­თავ­რო­ბო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით.

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, როცა ხარ­ძი­ან­მა უდე­სი­ან­სა და მის თა­ნა­პარტნი­ო­რებს მიჰ­ყი­და კუს ტბის წილი, დიდ წილს უკვე თა­ვად ფლობ­და...

- კი, უკვე მას ჰქონ­და ხელ­ში. დიდი პრო­ცენ­ტი მან მი­ით­ვი­სა და ეს სი­ბინ­ძუ­რე მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­კეთ­და. ხარ­ძი­ანს ჰქონ­და კი­კა­ბი­ძის მინ­დო­ბი­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დგომ კი­კა­ბი­ძემ გა­ნა­ცხა­და, არ ვი­ყა­ვი ამის საქ­მის კურ­სშიო და ამ მო­ტი­ვით გა­ა­უ­ფა­სუ­რეს იმ შპს-ს ქო­ნე­ბა, რო­მელ­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით და წაგ­ვარ­თვეს ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა. კი­კა­ბი­ძე მუდ­მი­ვად იყო აქ და დღე­საც არის კუს ტბის ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი. კი­კა­ბი­ძის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­შინ ხარ­ძი­ა­ნი იყო. კი­კა­ბი­ძე აცხა­დებ­და, რომ ამ ახა­ლი შპს-ს და­რე­გის­ტრი­რე­ბის საქ­მის კურ­სში არ იყო, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი­კა­ბი­ძეს უნდა ეჩივ­ლა ხარ­ძი­ა­ნის­თვის, რად­გან ის და­დი­ო­და პარტნი­ორ­თა კრე­ბებ­ზე, რო­გორც მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. კუს ტბის ეს საქ­მე სა­სა­მარ­თლოს იმ­დე­ნად ნონ­სენ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ საკ­მა­რი­სი სა­ბა­ბია შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, შემ­დგომ ხარ­ძი­ა­ნი კუს ტბის წი­ლებს ას­ხვი­სებს და რო­გორც ჩემ­თან სა­უბ­რი­სას ეს ინ­ვეს­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი კუს ტბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ას დე­ბენ. ცი­ხი­დან ახ­ლა­ხან გა­მო­სუ­ლი ხარ­ძი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე აცხა­დებს, რომ ზე­წო­ლის მსხვერ­პლი გახ­და, მაგ­რამ ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - მას თა­ვად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ კუს ტბის აქ­ცი­ე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა­ში..

- ხარ­ძი­ა­ნის უტიფ­რო­ბა და უნა­მუ­სო­ბა არ გვაკ­ვირ­ვებს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი რო­დე­საც აცხა­დებს, უკა­ნო­ნოდ მო­მექ­ცნე­ნო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მაც უნდა იცოდ­ნენ, თვი­თონ რის ფა­სად და რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­იგ­დო ხელ­ში კუს ტბა. ჩვენს სი­მარ­თლეს და­ვამ­ტკი­ცებთ ბო­ლომ­დე. მო­ზი­დუ­ლი გვყავ­და შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, მა­შინ, დიდი ინ­ვეს­ტი­ცია უნდა ჩა­ე­დოთ, მაგ­რამ ისე­თი თაღ­ლი­თუ­რი რა­ღა­ცე­ბი და­ახ­ვედ­რეს, უცხო­ე­ლებ­მა გა­და­ი­ფიქ­რეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს, რო­გორ მოქ­მე­დებ­და ხარ­ძი­ა­ნი-კი­კა­ბი­ძის ტან­დე­მი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­მარ­თლე­ებ­თან ერ­თად. ბესო ხარ­ძი­ა­ნის ნარ­კო­ტი­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, არ ვიცი, მაგ­რამ ბიზ­ნეს­ში რა მე­თო­დებს იყე­ნებ­და, ესაა და­სად­გე­ნი და გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი. ბიზ­ნეს­მე­ნი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ე­რად შო­უ­ლობს შე­მო­სა­ვალს. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბით, რომ ხარ­ძი­ა­ნი კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­დან შორს იყო, ბიზ­ნეს­ში მისი მხედ­ვე­ლო­ბი­დან და ფუ­ლის შოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

იცო­და თუ არა კუს ტბის შე­ძე­ნის პრო­ცეს­ში, რომ ხარ­ძი­ანს კუს ტბის საქ­მე­ში მო­და­ვე­ე­ბი ჰყავ­და, "ვერ­სია" ამის და­სად­გე­ნად, კუს ტბის ამ­ჟა­მინ­დელ თა­ნამ­ფლო­ბელ გია უდე­სი­ან­თა­ნაც ცდი­ლობ­და და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა კონ­ტაქ­ტი ვერ მო­ხერ­ხდა. "ვერ­სია" ვერც ცი­ხი­დან ახ­ლად­გა­მო­სულ ბესო ხარ­ძი­ანს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა თუ ხარ­ძი­ა­ნი არ გა­ექ­ცე­ვა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უს, მზად ვართ, მისი და ბუბა კი­კა­ბი­ძის პო­ზი­ცი­ე­ბიც და­ვა­ფიქ­სი­როთ.

ეკა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ

ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ

მთავარ პროკურატურაში მალე ახალი საქმის გამოძიებისთვის მასალები შევა. სკანდალი, რომელიც კუს ტბას უკავშირდება, სპეციალური კომისიის შესწავლის საგანი გახდება. ამ მასალების მიხედვით, შესაძლოა, ბესიკ ხარძიანი "ვარდების ხელისუფლებასთან გარიგებასა და წილების მისაკუთრებაში აქეთ დაადანაშაულონ. კუს ტბის ყოფილი მფლობელები ციხიდან ახლადგამოსულ ბესო ხარძიანს კუს ტბის მისაკუთრებასა და მათგან წილების "ახევაში" სდებენ ბრალს. ხარძიანს, რომელიც ახლა უდესიანსა და მის თანაპარტნიორებს კუს ტბის დაბრუნებაში ედავება, სავარაუდოდ, იმ კითხვებსა და დოკუმენტებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელიც მალე პროკურატურაში შევა: როგორ გადაიფორმა ხარძიანმა კუს ტბის მფლობელთა აქციები და როგორ იყენებდა ის სააკაშვილის მოსამართლეებს კუს ტბის ხელში ჩასაგდებად? რეალურად, ვისი იყო კუს ტბა? როგორ მიითვისა ხარძიანმა ეს აქციები, სააკაშვილის ხელისუფლების წყალობით და როგორ შეეწირა მესაკუთრის სიცოცხლე ამ უსამართლობას? - ეს ის კითხვებია, რომლის გამოძიებასა და სიმართლის რეალურად დადგენას, ხარძიანი-ბუბა კიკაბიძის ტანდემის უსამართლობის შესწავლას სამართალდამცავებსა და ივანიშვილის ხელისუფლებას ტბის ყოფილი მფლობელები სთხოვენ. ხარძიანს კუს ტბის აქციების მითვისებაში მფლობელთა დიდი ჯგუფი ამხელს და მას ბიზნესში "თაღლითს" უწოდებს. მფლობელთა ჯგუფი აცხადებს, რომ ხარძიანს ივანიშვილის ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა და უდანაშაულოდ "რეპრესირებული" ბიზნესმენის როლის შესრულება სურს, თუმცა ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რადგან წილების ამხევი და მიმსაკუთრებელი თვითონაა და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

ექსკლუზიურად, "ვერსიას" კუს ტბის ერთ-ერთი ყოფილი აქციონერის, შვეიცარული კომპანია "თკომპანის" წარმომადგენელი ნუგზარ ჭიჭინაძე და კუს ტბის ერთ-ერთი ყოფილი პარტნიორი, ილია კაკაბაძე ესაუბრებიან.

- ბატონო ილია, როგორც შევიტყვე, კუს ტბის ყოფილი მფლობელები აპირებთ კუს ტბის დასაბრუნებლად ბრძოლას და ხარძიანს ადანაშაულებთ თქვენი წილების მისაკუთრებაში...

- მე ჩამოვაყალიბე კუს ტბის სამეთვალყურეო საბჭო და ხარძიანი მივიღე, როგორც ჯარისკაცი. თავდაპირველად, ჩვენთან ერთად კუს ტბის მფლობელები იყვნენ ექიმთა ჯგუფი "ეი-სი-ტი - ეს ჯორჯია", რომლის პრეზიდენტიც გახლავთ გია წილოსანი, რამაზ გიორგაძე, ალეკო კვასხვაძე, კუს ტბის პროექტის ავტორი თემურ მიქაშავიძე და სხვები. კუს ტბის ლანდშაფტური პირობების განვითარებისთვის გვინდოდა ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა, თუმცა იმ ეტაპისთვის, ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ, რადგან მათ გარკვეული ფინანსები ჰქონდათ, ისინი შემოვიყვანეთ წილში. მაშინ ხარძიანი იხვეწებოდა, როგორც ჯარისკაცი მიმიღეთო და რა აფერა დაატრიალა იქ. მართვისთვის რომ უკეთესი ყოფილიყო, ერთობლივი შეთანხმებით, ორი შპს დავაარსეთ, რათა ქონების ნაწილის მართვა პროპორციულად მომხდარიყო, მაგრამ მალევე ხარძიანი-კიკაბიძის თაღლითური, ოფშორული სქემის მეშვეობით, მოხდა ჩვენთვის ამ ქონების წართმევა.

- ეს "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდი იყო?

- კი, ზუსტად. ახლა ხარძიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სდევნიდა, მაგრამ ფაქტია და ჩვენ ვართ თვითმხილველები - ჩვენს შემთხვევაში ხარძიანი, უშუალოდ, სააკაშვილის მთავრობის მეშვეობით ახერხებდა ამ უკანონო ქმედებების ჩადენას..

- თქვენთან ერთად, სხვა მესაკუთრეებიც იყვნენ, ვისაც წილები აახიეს?

- კი, ესენი იყვნენ რამაზ გიორგობიანი, რეზო სუჯაშვილი და ზემოთ ხსენებული პარტნიორები. ერთ-ერთი პარტნიორის სიცოცხლეც კი შეეწირა ამ უსამართლობას. ამის შემდეგ სასამართლოს მეშვეობით ართმევენ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს მის კუთვნილ წილს. მალე პროკურატურაში შევა საქმე და იქ დასახელდება იმ მოსამართლეების გვარები, რომელთა მეშვეობითაც ხარძიანისა და კიკაბიძის ტანდემმა კუს ტბის ხელში ჩაგდება მოახერხა. იმედია, ისინი აღიარებენ, რომ სხვისი ქონების მისაკუთრება მოახერხეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეს მიეცემა მსვლელობა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კალანდაძე იყო, თუ არ ვცდები. მოდიოდა ინფორმაცია, რომ უშუალოდ, სასამართლოს თავმჯდომარის, შავლიაშვილის პატრონაჟით მოახერხა ხარძიანმა ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება. სასამართლომ უდიდესი დარღვევებით მოახდინა მათი გამართლება და უპრეცედენტო ფაქტი დაუშვა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, გაითვალისწინა გარემოებები. ხარძიანი მაშინ კიკაბიძის ხელდასმული და წარმომადგენელი იყო. მართვის პროცესში იყო დაარსებული ორი შპს "კუს ტბა", და "კუს ტბა 21". ორივე შპს ერთი და იგივე იურიდიული პირის მიერაა შექმნილი, შემდეგ კი თავის მიერვე შექმნილ შპს-ებზე ამბობდა, არასამართლებრივიაო. ამ ყველაფერს გამოძიება ახლა გამოააშკარავებს.

კიკაბიძემ მიმართა სასამართლოს იმ მოტივით, თითქოსდა არ იცოდა ამ შპს-ს არსებობა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ხარძიანი, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი და წარმომადგენელი, ესწრებოდა და უძღვებოდა პარტნიორთა კრებებს. ეს მათი ერთობლივი აფერა იყო სასამართლოსა და "ნაციონალური" სამთავრობო რესურსის გამოყენებით.

- ბატონო ნუგზარ, როცა ხარძიანმა უდესიანსა და მის თანაპარტნიორებს მიჰყიდა კუს ტბის წილი, დიდ წილს უკვე თავად ფლობდა...

- კი, უკვე მას ჰქონდა ხელში. დიდი პროცენტი მან მიითვისა და ეს სიბინძურე მისი საშუალებით გაკეთდა. ხარძიანს ჰქონდა კიკაბიძის მინდობილობა. რამდენიმე წლის შემდგომ კიკაბიძემ განაცხადა, არ ვიყავი ამის საქმის კურსშიო და ამ მოტივით გააუფასურეს იმ შპს-ს ქონება, რომელშიც ჩვენ ვიყავით და წაგვართვეს ჩვენი საკუთრება. კიკაბიძე მუდმივად იყო აქ და დღესაც არის კუს ტბის ერთ-ერთი მფლობელი. კიკაბიძის წარმომადგენელი მაშინ ხარძიანი იყო. კიკაბიძე აცხადებდა, რომ ამ ახალი შპს-ს დარეგისტრირების საქმის კურსში არ იყო, ასეთ შემთხვევაში კიკაბიძეს უნდა ეჩივლა ხარძიანისთვის, რადგან ის დადიოდა პარტნიორთა კრებებზე, როგორც მისი წარმომადგენელი. კუს ტბის ეს საქმე სასამართლოს იმდენად ნონსენსური გადაწყვეტილებაა, რომ საკმარისი საბაბია შესაბამისი ორგანოების დაინტერესებისთვის.

- ბატონო ნუგზარ, შემდგომ ხარძიანი კუს ტბის წილებს ასხვისებს და როგორც ჩემთან საუბრისას ეს ინვესტორები აცხადებენ, ისინი კუს ტბის მფლობელობაში რამდენიმე მილიონის ინვესტიციას დებენ. ციხიდან ახლახან გამოსული ხარძიანი, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა - მას თავად ადანაშაულებენ კუს ტბის აქციების მისაკუთრებაში..

- ხარძიანის უტიფრობა და უნამუსობა არ გვაკვირვებს, მაგრამ ადამიანი როდესაც აცხადებს, უკანონოდ მომექცნენო, საზოგადოებამაც და სამართალდამცავებმაც უნდა იცოდნენ, თვითონ რის ფასად და რამდენად კანონიერად ჩაიგდო ხელში კუს ტბა. ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ ბოლომდე. მოზიდული გვყავდა შვეიცარიელი ინვესტორები, მაშინ, დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მაგრამ ისეთი თაღლითური რაღაცები დაახვედრეს, უცხოელებმა გადაიფიქრეს. პროკურატურისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, როგორ მოქმედებდა ხარძიანი-კიკაბიძის ტანდემი, სააკაშვილის მოსამართლეებთან ერთად. ბესო ხარძიანის ნარკოტიკებთან ურთიერთობაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, მაგრამ ბიზნესში რა მეთოდებს იყენებდა, ესაა დასადგენი და გამოსაძიებელი. ბიზნესმენი ის ადამიანია, რომელიც კანონიერად შოულობს შემოსავალს. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ხარძიანი კანონიერებიდან შორს იყო, ბიზნესში მისი მხედველობიდან და ფულის შოვნიდან გამომდინარე.

იცოდა თუ არა კუს ტბის შეძენის პროცესში, რომ ხარძიანს კუს ტბის საქმეში მოდავეები ჰყავდა, "ვერსია" ამის დასადგენად, კუს ტბის ამჟამინდელ თანამფლობელ გია უდესიანთანაც ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა კონტაქტი ვერ მოხერხდა. "ვერსია" ვერც ციხიდან ახლადგამოსულ ბესო ხარძიანს დაუკავშირდა, თუმცა თუ ხარძიანი არ გაექცევა ჩვენთან ინტერვიუს, მზად ვართ, მისი და ბუბა კიკაბიძის პოზიციებიც დავაფიქსიროთ.

ეკა სეხნიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"