კიმ კარდაშიანი კენი ვესტის კარიერას ხელს უშლის

კიმ კარდაშიანი კენი ვესტის კარიერას ხელს უშლის

მას შემდეგ, რაც კენი ვესტმა და კიმ კარდაშიანმა მათი რომანი ოფიციალურად დაადასტურეს, რეპერი უიღბლობას უჩივის. სომხური წარმოშობის ამერიკელ ვარსკვლავთან ურთიერთობამ კენი ვესტის კარიერას საფრთხე შეუქმნა.

საქმე ის არის, რომ რეპერი კიმ კარდაშიანის ჩრდილში აღმოჩნდა. კენის კონცერტებზე ხალხი არა მისი სიმღერების მოსასმენად, არამედ კიმ კარდაშიანის სანახავად მიდის.

"კენი აღარაა საინტერესო მუსიკოსი. თუ მის კონცერტზე კიმი არაა, ხალხი მოწყენილია", - წერს გავლენიანი გამოცემა New York Daily News-ი.

ორმა კლუბმა მაიამისა და ლას-ვეგასში, კენი ვესტის საახალწლო კონცერტზე უარი განაცხადა, როგორც კი გაირკვა, რომ კიმი მათზე დასწრებას ვერ შეძლებს. რეპერმა დახმარებისთვის შოუ-ბიზნესის მენეჯერებსა და მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალებს უკვე მიმართა.

მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება