პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია რიყისა და ძველი თბილისის განვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება
თბილისის მერია რიყისა და ძველი თბილისის განვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

თბი­ლი­სის მე­რია რი­ყი­სა და ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს , რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რი­ყი­სა და მთლი­ა­ნად ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ დღეს კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით იმ ფაქტს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, თბი­ლის­ში ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის გა­მაგ­რე­ბა, რეს­ტავ­რა­ცია, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, ეს ამ ეტაპ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ლი­ტონ სი­ტყვე­ბად რჩე­ბა, რო­დე­საც თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის გა­მო­სა­ყოფ სპე­ცი­ა­ლურ ტრანსფერს 13 მი­ლი­ო­ნი ლა­რით ამ­ცი­რე­ბენ.

თბი­ლი­სის მე­რია ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბა, რეს­ტავ­რა­ცია, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 25-დან 35 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ხარ­ჯავს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ნიშ­ნის მო­გე­ბის ნაც­ვლად, ბა­ტონ პრე­მი­ერს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი გა­მო­ეთ­ქვა.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­ყის თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბას, ის თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან არ შენ­დე­ბა. თე­ატ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრანსფე­რით ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბო­და ისე, რომ ის თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში სა­ერ­თოდ არას­დროს ყო­ფი­ლა ასა­ხუ­ლი. სამ­წუ­ხა­როა, რომ მმარ­თვე­ლო­ბის ორი თვის თავ­ზე, პრე­მი­ე­რი დღემ­დე ვერ გა­ერ­კვა ქვეყ­ნის სა­ბი­უ­ჯე­ტო მო­წყო­ბის დე­ტა­ლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თა­ვად თე­ატრს, მშე­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ის პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი თე­ატ­რი­სა და მშვი­დო­ბის ხი­დის დე­მონ­ტაჟ­სა თუ დან­გრე­ვა­ზე, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვან­და­ლიზ­მის ტოლ­ფა­სია. თუ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ძვე­ლი თბი­ლი­სის არე­ალ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ჩა­რე­ვე­ბის სა­კი­თხზე შეს­ტკი­ვა გული, მო­ვუ­წო­დებთ მას, რომ სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ამა­ვე კონ­ტექ­სტში გან­ხი­ლულ იქ­ნას მისი კუთ­ვნი­ლი სახ­ლი­სა და ბიზ­ნეს-ცენ­ტრის სო­ლო­ლა­კის ქედ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხიც. მხო­ლოდ ასეთ პი­რო­ბებ­ში მიგ­ვაჩ­ნია მსჯე­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი, ობი­ექ­ტუ­რი და ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ყო­ვე­ლი ასე­თი მცდე­ლო­ბა გან­ხი­ლულ იქ­ნე­ბა, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ახი­რე­ბა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ შე­ნო­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მზად­ყოფ­ნას გა­მოვ­თქვამთ", - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის მერია რიყისა და ძველი თბილისის განვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

თბილისის მერია რიყისა და ძველი თბილისის განვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

თბილისის მერია რიყისა და ძველი თბილისის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რიყისა და მთლიანად ძველი თბილისის განვითარების შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა სურვილს გამოთქვამს, თბილისში ავარიული სახლების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, ეს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ლიტონ სიტყვებად რჩება, როდესაც თბილისის მერიისთვის გამოსაყოფ სპეციალურ ტრანსფერს 13 მილიონი ლარით ამცირებენ.

თბილისის მერია ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაზე ყოველწლიურად დაახლოებით 25-დან 35 მილიონ ლარამდე ხარჯავს. კარგი იქნებოდა ნიშნის მოგების ნაცვლად, ბატონ პრემიერს კონსტრუქციული თანამშრომლობის რეალური სურვილი გამოეთქვა.

რაც შეეხება რიყის თეატრის მშენებლობას, ის თბილისის ბიუჯეტიდან არ შენდება. თეატრი სპეციალური ტრანსფერით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ისე, რომ ის თბილისის ბიუჯეტში საერთოდ არასდროს ყოფილა ასახული. სამწუხაროა, რომ მმართველობის ორი თვის თავზე, პრემიერი დღემდე ვერ გაერკვა ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობის დეტალებში. რაც შეეხება რიყის ტერიტორიის განვითარებასა და თავად თეატრს, მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის პრაქტიკულად დასრულებულია. შესაბამისად, საუბარი თეატრისა და მშვიდობის ხიდის დემონტაჟსა თუ დანგრევაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან ვანდალიზმის ტოლფასია. თუ პრემიერ-მინისტრს ძველი თბილისის არეალში თანამედროვე არქიტექტურული ჩარევების საკითხზე შესტკივა გული, მოვუწოდებთ მას, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამავე კონტექსტში განხილულ იქნას მისი კუთვნილი სახლისა და ბიზნეს-ცენტრის სოლოლაკის ქედზე მშენებლობის საკითხიც. მხოლოდ ასეთ პირობებში მიგვაჩნია მსჯელობა სამართლიანი, ობიექტური და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი. სხვა შემთხვევაში ყოველი ასეთი მცდელობა განხილულ იქნება, როგორც კონკრეტული პოლიტიკოსის ახირება თუ პოლიტიკური შურისძიება. სამწუხაროა, რომ შენობები პოლიტიკური შურისძიების საგანი შეიძლება გახდეს. კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამთ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა