პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: არ მინდა რუსეთი!
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: არ მინდა რუსეთი!

არ მინ­და რუ­სე­თი!..

რამ­დე­ნი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­სა­უბ­რე რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ახლა ისევ გა­მოჩ­ნდნენ. მი­რო­ნო­ვი, სლუც­კი, ჟი­რი­ნოვ­სკი და ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი არი­ან... გა­მოჩ­ნდნენ და მივ­ხვდი, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არა მაქვს. ისევ და­ვი­ნა­ხე ეს გა­მო­ყე­ყე­ჩე­ბუ­ლი სი­ფა­თე­ბი, ეს მო­ლა­პა­რა­კე თა­ვე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც არა­ფე­რი იც­ვლე­ბა... ისევ იგი­ვე რი­ტო­რი­კა, იგი­ვე, ფსევ­დო­კე­თილ­მო­სურ­ნე ტონი, ჟი­რი­ნოვ­სკის და­რი­გე­ბე­ბი, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ სწო­რად... რა კარ­გი იყო, 2008 წლის შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნებს რომ ვერ ვხე­დავ­დი. არ ჩან­და ჩვენს ეთერ­ში მათი სი­ფა­თე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ჭკუ­ას არ გვა­რი­გებ­დნენ, არ მიგ­ვი­თი­თებ­დნენ და თითს არ გვიქ­ნევ­დნენ. ვიცი, ახლა ზო­გი­ერ­თი იტყვის: აბა, ის არის კარ­გი, ამე­რი­კე­ლე­ბი რომ გვი­თი­თე­ბენ, მაქ­ქე­ი­ნი რომ გვას­წავ­ლის, ვინ უნდა და­ვი­ჭი­როთ და ვინ არაო. არ არის კარ­გი, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა? ყვე­ლა­ფე­რი ხომ ფარ­დო­ბი­თია?

ბო­ლოს და ბო­ლოს, მაქ­ქე­ინს ჩვენ­თვის ბომ­ბე­ბი მა­ინც არ უს­ვრია და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არ წა­ურ­თმე­ვია. ბო­ლოს და ბო­ლოს, მაქ­ქე­ინს და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი და გა­ა­გე­ბი­ნებ, ჟი­რი­ნოვ­სკის ან ზა­ტუ­ლინს რა უნდა გა­ა­გე­ბი­ნო? არ ვიცი, მე­რამ­დე­ნედ და­ვა­დე­ქით რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის გზას. კი­დევ ერთხელ იმა­ვე წრე­ზე მივ­დი­ვართ. რა შე­იძ­ლე­ბა ამას მოჰ­ყვეს? ჯერ კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა აღ­ვად­გი­ნო­თო. რას ნიშ­ნავს კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, ვერ ვხვდე­ბი. ვინ და­არ­ღვია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა? თუ დოს­ტო­ევ­სკის წა­კი­თხვა მინ­და, ისე­დაც წა­ვი­კი­თხავ, და თუ ეს თბი­ლის­ში ალა პუ­გა­ჩო­ვა­სა და იური ნი­კო­ლა­ე­ვის ჩა­მოს­ვლას გუ­ლის­ხმობს, არ მინ­და, ბა­ტო­ნო! ძლივს და­ი­ვი­წყა ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ალა ბო­რი­სოვ­ნას ქმრე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და ახლა თა­ვი­დან უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ, ვის გა­შორ­დე­ბა და ვის გაჰ­ყვე­ბა? ერ­თა­დერ­თი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე თუ შეგ­ვიშ­ვე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ხე­ი­რი ვნა­ხოთ, თუმ­ცა, ეგეც მე­ეჭ­ვე­ბა. არა­ვინ იცის, სა­ნაც­ვლოდ რას მო­ი­თხო­ვენ. მე წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ბა­ტონ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, რამე გა­მო­ვი­დეს. აკი ბრძა­ნა პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბა­ტონ­მა კა­რა­სინ­მა: "სა­ჭი­როა ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა და ურ­თი­ერთქმე­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მის მი­ცე­მა ისე, რომ არ და­ზა­რალ­დეს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია". დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ადრე თუ გვი­ან, კა­რა­სინ­სა და აბა­ში­ძეს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად შედ­გე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი დი­ა­ლო­გი (ისიც სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში):

კა­რა­სი­ნი: რაზე ხართ წა­მომ­სვლე­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი?

აბა­ში­ძე: რა ვიცი, გა­აჩ­ნია, რას ითხოვთ?

კა­რა­სი­ნი: ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბას, ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბას, ნა­ტო­ზე უა­რის თქმა­სა და ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შე­მოს­ვლას.

აბა­ში­ძე: იცით, ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი...

კა­რა­სი­ნი: ქარ­თვე­ლებ­მა ეგ თქვე­ნი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და­ახ­ვი­ეთ და ერთ ად­გილ­ზე გა­ი­კე­თეთ.

რა უნდა ამ კაცს?

რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია, სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი ჰყო­ლია. მას ახლა მხარ­ში უდ­გა­ნან ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი მარ­ტენ­სი და კონ­გრეს­მე­ნი მაქ­ქე­ი­ნი, ინ­გლი­სის ლორდთა პა­ლა­ტის ლორ­დე­ბი. ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან, რა ამ­ბა­ვია ამ­დე­ნი და­ჭე­რაო. ეს მარ­ტენ­სი სა­ერ­თოდ ისე აქ­ტი­უ­რობს, ერთი კარ­გი და­კი­თხვა მო­უხ­დე­ბო­და. ხომ არ დაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა?

თუმ­ცა, კვი­რის ბო­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მხარ­და­ჭე­რა ისეთ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­უ­ცხა­და, ამის შემ­დეგ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­პა­ტიმ­რე­ბებ­ზე ხელი უნდა აი­ღოს, თო­რემ მისი საქ­მე ცუ­დად იქ­ნე­ბა. აბა, გა­მო­ი­ცა­ნით, ვინ იტყო­და ამას: "არ არის სა­ჭი­რო დღეს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ჭე­რა. დიდი ბო­დი­ში, რომ ვე­რე­ვი ამა­ში, მაგ­რამ ახლა სა­ჭი­როა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტაო, - რო­მე­ლი­მე ლორ­დი იტყო­და ინ­გლი­სის ლორდთა პა­ლა­ტი­დან? არა, ბა­ტო­ნე­ბო! ეს სი­ტყვე­ბი ბე­ლო­რუ­სი­ის პრე­ზი­დენტ ლუ­კა­შენ­კოს ეკუთ­ვნის. მორ­ჩა, "ოც­ნე­ბას" და­ერ­ხა! მით უმე­ტეს, ლუ­კა­შენ­კო ჩვე­ნი დსთ-ში შეთ­რე­ვით იმუქ­რე­ბა. მზა­და ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ვუ­ჩო­ქო, ოღონდ დსთ-ში შე­მო­ვიდ­ნე­ნო. მე სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ, რომ ეს კაცი ნა­მე­ტა­ნი ცუ­დად გა­დაგ­ვე­კი­და!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
0

თვითონ თუ გაიგო რა თქვა

ალექს
0

რუსეთის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ მარტო ის ტანკები კი არ არის, ეგერ რომ უდგას, ეს მისეული სახელმწიფოს ფუნქციონალურ სამართლებრივი და ადმინისტრაციული მართვის მოდელია , თავს რომ გვაქვს მოხვეული ასი წელია-სადამსჯელო ექსპროპრიაციული, ტოტალური კონტროლის "სახელმწიფო მართალიას" პრინციპით აგებული კლანური დიქტატურა კვაზიდემოკრატიული საბურველით, რაც მოგეხსენებათ ყველაზე დიდი სიცრუეა-ასეთი სახელმწიფო მაშინაც კი არ არის მართალი, როცა მართლა მართალია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: არ მინდა რუსეთი!

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: არ მინდა რუსეთი!

არ მინდა რუსეთი!..

რამდენი ხანია არ მინახავს საქართველოზე მოსაუბრე რუსი პოლიტიკოსები და ახლა ისევ გამოჩნდნენ. მირონოვი, სლუცკი, ჟირინოვსკი და ვინ იცის, კიდევ რამდენი არიან... გამოჩნდნენ და მივხვდი, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის არანაირი სურვილი არა მაქვს. ისევ დავინახე ეს გამოყეყეჩებული სიფათები, ეს მოლაპარაკე თავები, რომლებისთვისაც არაფერი იცვლება... ისევ იგივე რიტორიკა, იგივე, ფსევდოკეთილმოსურნე ტონი, ჟირინოვსკის დარიგებები, როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად... რა კარგი იყო, 2008 წლის შემდეგ ამ ადამიანებს რომ ვერ ვხედავდი. არ ჩანდა ჩვენს ეთერში მათი სიფათები და რაც მთავარია, ჭკუას არ გვარიგებდნენ, არ მიგვითითებდნენ და თითს არ გვიქნევდნენ. ვიცი, ახლა ზოგიერთი იტყვის: აბა, ის არის კარგი, ამერიკელები რომ გვითითებენ, მაქქეინი რომ გვასწავლის, ვინ უნდა დავიჭიროთ და ვინ არაო. არ არის კარგი, მაგრამ რა შედარებაა? ყველაფერი ხომ ფარდობითია?

ბოლოს და ბოლოს, მაქქეინს ჩვენთვის ბომბები მაინც არ უსვრია და ტერიტორიები არ წაურთმევია. ბოლოს და ბოლოს, მაქქეინს დაელაპარაკები და გააგებინებ, ჟირინოვსკის ან ზატულინს რა უნდა გააგებინო? არ ვიცი, მერამდენედ დავადექით რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების გზას. კიდევ ერთხელ იმავე წრეზე მივდივართ. რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ჯერ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთო. რას ნიშნავს კულტურული ურთიერთობის აღდგენა, ვერ ვხვდები. ვინ დაარღვია ეს ურთიერთობა? თუ დოსტოევსკის წაკითხვა მინდა, ისედაც წავიკითხავ, და თუ ეს თბილისში ალა პუგაჩოვასა და იური ნიკოლაევის ჩამოსვლას გულისხმობს, არ მინდა, ბატონო! ძლივს დაივიწყა ქართველმა საზოგადოებამ ალა ბორისოვნას ქმრების ჩამონათვალი და ახლა თავიდან უნდა ვინერვიულოთ, ვის გაშორდება და ვის გაჰყვება? ერთადერთი რუსეთის ბაზარზე თუ შეგვიშვებენ, შეიძლება, რაღაც ხეირი ვნახოთ, თუმცა, ეგეც მეეჭვება. არავინ იცის, სანაცვლოდ რას მოითხოვენ. მე წარმატებას ვუსურვებ ბატონ ზურაბ აბაშიძეს ამ საქმეში, მაგრამ მეეჭვება, რამე გამოვიდეს. აკი ბრძანა პირველივე შეხვედრის შემდეგ ბატონმა კარასინმა: "საჭიროა ურთიერთობის გაჯანსაღება და ურთიერთქმედების კონკრეტული ფორმის მიცემა ისე, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია". დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, კარასინსა და აბაშიძეს შორის აუცილებლად შედგება დაახლოებით ასეთი დიალოგი (ისიც საუკეთესო შემთხვევაში):

კარასინი: რაზე ხართ წამომსვლელები ქართველები?

აბაშიძე: რა ვიცი, გააჩნია, რას ითხოვთ?

კარასინი: ოკუპაციის კანონის გაუქმებას, ახალ რეალობასთან შეგუებას, ნატოზე უარის თქმასა და ევრაზიულ კავშირში შემოსვლას.

აბაშიძე: იცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები...

კარასინი: ქართველებმა ეგ თქვენი წითელი ხაზები დაახვიეთ და ერთ ადგილზე გაიკეთეთ.

რა უნდა ამ კაცს?

რაც მართალია, მართალია, სააკაშვილს საზღვარგარეთ ერთგული მეგობრები ჰყოლია. მას ახლა მხარში უდგანან ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი მარტენსი და კონგრესმენი მაქქეინი, ინგლისის ლორდთა პალატის ლორდები. ყველანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებული არიან, რა ამბავია ამდენი დაჭერაო. ეს მარტენსი საერთოდ ისე აქტიურობს, ერთი კარგი დაკითხვა მოუხდებოდა. ხომ არ დაგვებარებინა?

თუმცა, კვირის ბოლოს "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა ისეთმა ადამიანმა გამოუცხადა, ამის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დაპატიმრებებზე ხელი უნდა აიღოს, თორემ მისი საქმე ცუდად იქნება. აბა, გამოიცანით, ვინ იტყოდა ამას: "არ არის საჭირო დღეს თავდაცვის მინისტრების ან პოლიტიკოსების დაჭერა. დიდი ბოდიში, რომ ვერევი ამაში, მაგრამ ახლა საჭიროა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაო, - რომელიმე ლორდი იტყოდა ინგლისის ლორდთა პალატიდან? არა, ბატონებო! ეს სიტყვები ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ეკუთვნის. მორჩა, "ოცნებას" დაერხა! მით უმეტეს, ლუკაშენკო ჩვენი დსთ-ში შეთრევით იმუქრება. მზადა ვარ საქართველოს ხელისუფლებას დავუჩოქო, ოღონდ დსთ-ში შემოვიდნენო. მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს კაცი ნამეტანი ცუდად გადაგვეკიდა!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია