Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები
"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ენ­გუ­რის ხიდ­ზე აფხა­ზე­ბი რუ­სებ­მა შეც­ვა­ლეს და კონ­ტრო­ლიც გა­ამ­კაც­რეს. ისი­ნი კი, ვინც რის­კის ფა­სად შე­მოვ­ლი­თი გზით გა­დას­ვლას ბე­დავს, და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სებს გალ­ში გა­დაჰ­ყავთ და მხო­ლოდ ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. რუ­სე­ბი სო­ფელ-სო­ფელ პატ­რუ­ლი­რე­ბენ და მო­სახ­ლე­ო­ბას მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ.

"ჩვენს სო­ფელ­ში რუ­სებ­მა დიდი სამ­ხედ­რო ბაზა აა­გეს და მას 10 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ. სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩა­მო­ა­სახ­ლეს, ნა­წილს ელი­ან. რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, აფხა­ზე­თი ქარ­თვე­ლე­ბის და აფხა­ზე­ბის არ არის, ეს კრას­ნო­და­რის მხა­რეა და მორ­ჩაო!" - მე­უბ­ნე­ბა სო­ფელ ოტო­ბა­ი­ას მკვიდ­რი.

აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - სო­ხუმ­ში, გაგ­რა­ში, გა­ლი­სა და ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნებ­ში - ათამ­დე სამ­ხედ­რო ბაზა აშენ­და. ყვე­ლა­ზე მეტი გა­ლის რა­ი­ონ­ში - ჭუ­ბურ­ხინ­ჯში, ოტო­ბა­ი­ა­ში, ფი­ჩორ­ში, ჩე­ღალ­შია თავ­მოყ­რი­ლი. რუ­სებ­მა ჭუ­ბურ­ხინ­ჯში ცე­მენ­ტის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნაც აა­მუ­შა­ვეს, - მი­ამ­ბობს გა­ლე­ლი რეს­პონ­დენ­ტი (ბუ­ნებ­რი­ვია, მის ვი­ნა­ო­ბას ვერ ვამ­ხელთ), - სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის - სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ბავ­შვე­ბის­თვის კი ბაგა-ბა­ღე­ბი აა­შე­ნეს.

...ვუს­მენ და სიმ­წა­რე თვა­ლებს მიწ­ვავს - იქა­ურ ქარ­თველ­თა ოჯა­ხე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მო­ფან­ტუ­ლე­ბი ეძე­ბენ სა­მუ­და­მო ნავ­სა­ყუ­დელს, მათი შვი­ლე­ბი აფხა­ზე­თის მი­წა­ზე ოდეს­მე დად­გა­მენ თუ არა ფეხს, არა­ვინ იცის, რუსი ბავ­შვე­ბი კი მათ მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში იზ­რდე­ბი­ან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები

"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ენგურის ხიდზე აფხაზები რუსებმა შეცვალეს და კონტროლიც გაამკაცრეს. ისინი კი, ვინც რისკის ფასად შემოვლითი გზით გადასვლას ბედავს, დაკავების შემთხვევაში რუსებს გალში გადაჰყავთ და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. რუსები სოფელ-სოფელ პატრულირებენ და მოსახლეობას მკაცრად აკონტროლებენ.

"ჩვენს სოფელში რუსებმა დიდი სამხედრო ბაზა ააგეს და მას 10 კილომეტრის რადიუსში აკონტროლებენ. სამხედროების ნაწილი ჩამოასახლეს, ნაწილს ელიან. რუსები ამბობენ, აფხაზეთი ქართველების და აფხაზების არ არის, ეს კრასნოდარის მხარეა და მორჩაო!" - მეუბნება სოფელ ოტობაიას მკვიდრი.

აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე - სოხუმში, გაგრაში, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში - ათამდე სამხედრო ბაზა აშენდა. ყველაზე მეტი გალის რაიონში - ჭუბურხინჯში, ოტობაიაში, ფიჩორში, ჩეღალშია თავმოყრილი. რუსებმა ჭუბურხინჯში ცემენტის გადამმუშავებელი ქარხანაც აამუშავეს, - მიამბობს გალელი რესპონდენტი (ბუნებრივია, მის ვინაობას ვერ ვამხელთ), - სამხედროების ოჯახებისთვის - საერთო საცხოვრებელი, ბავშვებისთვის კი ბაგა-ბაღები ააშენეს.

...ვუსმენ და სიმწარე თვალებს მიწვავს - იქაურ ქართველთა ოჯახები მთელ საქართველოში მიმოფანტულები ეძებენ სამუდამო ნავსაყუდელს, მათი შვილები აფხაზეთის მიწაზე ოდესმე დადგამენ თუ არა ფეხს, არავინ იცის, რუსი ბავშვები კი მათ მშობლიურ კუთხეში იზრდებიან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?