პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე დადუნაშვილი: "ძნელია მოახერხო და იყო არამოდური"
 სალომე დადუნაშვილი: "ძნელია მოახერხო და იყო არამოდური"

"სა­მო­თხის ვაშ­ლე­ბის" წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე და­დუ­ნაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის გარ­და, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შექ­მნი­თა­ცაა და­კა­ვე­ბუ­ლი და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს მის­თვის რე­ლაქ­სა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბოლო თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ლო­მე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და ამ კუ­თხით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მე­გობ­რის სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყო. მას­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ, თუმ­ცა არც ოჯა­ხუ­რი თემა და დამ­დე­გი ახა­ლი წელი გა­მოგ­ვრჩე­ნია. სა­ლო­მეს ფრან­გი მე­უღ­ლე და ორი წლის შვი­ლი - კე­სა­რია ჰყავს.

რა­ტომ ამ­ზა­დებს აქ­სე­სუ­ა­რებს

- სა­თა­მა­შო­ებს, თო­ჯი­ნებს, ბი­სე­რით მო­ქარ­გულ ნივ­თებს ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი, მქონ­და კი­დეც ერთი-ორი გა­მო­ფე­ნა, თით­ქმის ორ წე­ლი­წა­დია, რაც აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კე­თე­ბა და­ვი­წყე. მე თვი­თონ მო­მინ­და შე­მე­ძი­ნა სა­ყუ­რე და ყელ­სა­ბა­მი, მაგ­რამ ვერ­სად ვნა­ხე ისე­თი, რო­გო­რიც ჩემს გე­მოვ­ნე­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით შე­მექ­მნა ის, რაც მინ­დო­და. მერე მოხ­და ისე, რომ მე­გო­ბარს სა­ყუ­რე გა­ვუ­კე­თე, რა­საც გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დი და სა­ბო­ლო­ოდ თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, ჰოდა, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის გა­მო­ფე­ნა ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან იქვე ბევ­რი აქ­სე­სუ­ა­რი გა­ი­ყი­და. მას შემ­დეგ ვერა და ვერ და­ვაგ­რო­ვე ნა­მუ­შევ­რე­ბი, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მის სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­მო­მე­ფი­ნა. თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი აქ­ტი­უ­რად მე­მუ­შა­ვა, რათა მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ოც­და­ა­თი და­ვაგ­რო­ვე, მეტი ვერ მო­ვა­ხერ­ხე, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში იმ სივ­რცე­ში, სა­დაც წარ­ვად­გი­ნე, მწი­რად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ეს მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო იყო, ყვე­ლას შე­ეძ­ლო მო­ე­სინ­ჯა, რაც მო­ე­წო­ნე­ბო­და, იყო უამ­რა­ვი სარ­კე და შე­გეძ­ლო გე­ნა­ხა, რამ­დე­ნად გიხ­დე­ბო­და ესა თუ ის აქ­სე­სუ­ა­რი. აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მა­სა­ლას ზოგს სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ, ზოგს - თბი­ლის­ში, ხან კი­დევ ძველ ნივ­თებს ვშლი და ახა­ლი აქ­სე­სუ­ა­რის დე­ტა­ლად ვი­ყე­ნებ. ეს საქ­მე ჩემ­თვის ერ­თგვა­რი რე­ლაქ­სა­ცი­აა, ძი­რი­თა­დად მა­შინ ვმუ­შა­ობ, როცა კე­სა­რი­ას სძი­ნავს. არ მაქვს კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა, ამი­ტომ სა­მუ­შა­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად დღის გა­ნა­თე­ბა მჭირ­დე­ბა. რო­დე­საც სა­ყუ­რეს ვამ­ზა­დებ, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ერთხელ მა­ინც ვი­კე­თებ, რათა დავ­რწმუნ­დე, რომ ტექ­ნი­კუ­რად ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად ისეთ აქ­სე­სუ­ა­რებს ვა­კე­თებ, რო­მელ­თა ტა­რე­ბაც მე თვი­თონ მინ­და. აქ­სე­სუ­ა­რებ­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბობს ერთი ასე­თი წესი - როცა იკე­თებ თვალ­ში სა­ცემ სამ­კა­ულს, არ უნდა გა­და­ა­ჭარ­ბო, თუ იკე­თებ ყელ­სა­ბამს, სა­ყუ­რე აღარ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. დღე­ვან­დე­ლი მოდა ისეთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას გვთა­ვა­ზობს, რომ ძნე­ლია მო­ა­ხერ­ხო და იყო არა­მო­დუ­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­იძ­ლე­ბა იყო არა­სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ არა­მო­დუ­რი - ნაკ­ლე­ბად. აქ­სე­სუ­ა­რი ქა­ლის­თვის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა, შე­საძ­ლოა არ გქონ­დეს იმის სახ­სრე­ბი, რომ შე­ი­ძი­ნო კარ­გი ბრენ­დის სა­მო­სი, მაგ­რამ თუ გაც­ვია სა­დად და გი­კე­თია სა­ინ­ტე­რე­სო აქ­სე­სუ­ა­რი, გა­მო­ი­ყუ­რე­ბი კარ­გად და შე­იძ­ლე­ბა ტან­საც­მე­ლი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არც იყოს. თუმ­ცა თუ გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, გეც­ვას კარ­გად და ასე­ვე გე­კე­თოს კარ­გი სამ­კა­უ­ლი - ეს იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია.

2 წლის კე­სა­რია...

- სა­კუ­თარ შვილ­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან ძნე­ლია. მახ­სოვს, რო­გორ მა­ღი­ზი­ა­ნებ­დნენ დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით სა­უბ­რობ­დნენ, ვცდი­ლობ, მათ არ და­ვემ­სგავ­სო და ნაკ­ლე­ბი ვი­ლა­პა­რა­კო კე­სა­რი­ა­ზე. მარ­თა­ლია, ცოტა ხან­ში 2 წლის გახ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვერ ლა­პა­რა­კობს. ეტყო­ბა, დაბ­ნე­უ­ლია, რად­გან ოთხი ენა - ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი, ქარ­თუ­ლი და ცოტა ინ­გლი­სუ­რიც ეს­მის, თუმ­ცა ვერც ერთ ენა­ზე ვერ ლა­პა­რა­კობს გა­მარ­თუ­ლად, ალ­ბათ ცოტა ხან­ში გაგ­ვა­გე­ბი­ნებს, რა უნდა. თურ­მე მე საკ­მა­ოდ ადრე ამიდ­გამს ენა, ახლა დე­და­ჩე­მი კე­სა­რი­ას გამო ღე­ლავს. როცა სამ­სა­ხურ­ში ვარ, ძი­ძას­თან ვტო­ვებ, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მე, ჩემი მე­უღ­ლე, ბე­ბია, ისე ვა­ნა­წი­ლებთ დროს, რომ რო­მე­ლი­მე მას­თან აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ყოთ და ჩვე­ნი და­ნაკ­ლი­სი არ გა­ნი­ცა­დოს. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა აქვს ბავ­შვს, ეს მშობ­ლე­ბის ბრა­ლია, რო­დე­საც კე­სა­რია არ ჭამს, არ სძი­ნავს, ჩვენს თავ­ში ვე­ძებთ და­ნა­შა­ულს და ვპო­უ­ლობთ კი­დეც. რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, ვხვდე­ბი, კე­სოს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ხან­და­ხან კი ვამ­ბობ, ამ­დე­ნი ხა­ნია, არ­სად წავ­სულ­ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვხვდე­ბი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დე, რო­გო­რაა და რას აკე­თებს ჩემი შვი­ლი. არ ვარ 20 წლის, რომ გარ­თო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო და­ვით­რგუ­ნო, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, მთე­ლი ღამე დის­კო­თე­კა­ზე გა­ვა­ტა­რო და ამის გამო ბავ­შვს მო­ვაკ­ლო ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ შევ­დი­ვარ იმ მცი­რე­წლო­ვა­ნი დე­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­ან იმას, რომ ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ იქ წას­ვლას, სა­დაც უნ­დათ.

- ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ხში­რად მა­მა­კა­ცე­ბი ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო წუ­წუ­ნე­ბენ, თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რაა საქ­მე?

- წუ­წუ­ნე­ბენ ის მა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის აღ­ზრდა­ში არ არი­ან ჩარ­თუ­ლი. მოვ­ლა, სიყ­ვა­რუ­ლი, გა­სე­ირ­ნე­ბა - ეს ფუნ­ქცი­ე­ბი დედ-მა­მამ თა­ნაბ­რად უნდა გა­ი­ნა­წი­ლოს. ჩვენ­თვის კე­სა­რი­ას მოვ­ლა სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­პა­ტიო მი­სი­აა, ამი­ტომ არას­დროს ვწუ­წუ­ნებ, მე­ტიც, ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან ეწყი­ნე­ბა, რომ ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მო­ვაკ­ლო (იღი­მე­ბა).

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში

- კე­სოს გა­ჩე­ნამ­დე სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის უფრო მე­ტად ვიც­ლი­დი, ახ­ლაც ვპო­უ­ლობ ამის­თვის დროს, მაგ­რამ იმ­დე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წვა აღარ მაქვს ამ სა­კი­თხში. ადრე უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად ვა­წყობ­დი ვახ­შმებს, ამის­თვის რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვემ­ზა­დე­ბო­დი, ახლა კი ვე­ლო­დე­ბი, მე რო­დის დამ­პა­ტი­ჟე­ბენ ვახ­შამ­ზე (იღი­მე­ბა). რაც შე­ე­ხე­ბა ჩე­მე­ულ რე­ცეპტს, გე­ტყვით რომ არ მაქვს მარ­ტი­ვი რე­ცეპ­ტე­ბი, ჩემ­თვის მარ­ტი­ვი კარ­ტო­ფი­ლის შეწ­ვაა. ახლა კი გა­გიმ­ხელთ კერ­ძის რე­ცეპტს, რო­მელ­საც "კა­ტან დე ფი­უ­ანს" ჰქვია. კარ­ტო­ფი­ლი უნდა დავ­ჭრათ მრგვლად და ძა­ლი­ან თხელ ფე­ნე­ბად, უნდა ავი­ღოთ ღუ­მელ­ში შე­სად­გმე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი შუ­შის ჭურ­ჭე­ლი, მო­ვუს­ვათ კა­რა­ქი და ფენა-ფენა ჩა­ვა­წყოთ კარ­ტო­ფი­ლი, შუ­ა­ში უნდა ჩა­ვა­ხე­ხოთ ჰო­ლან­დი­უ­რი ყვე­ლის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა და ხახ­ვი, შემ­დეგ ისევ კარ­ტო­ფი­ლით შე­ვავ­სოთ ჭურ­ჭე­ლი, უნდა და­ვას­ხათ მა­ღალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ნა­ღე­ბი, შეგ­ვიძ­ლია მას­ში­ვე ჩა­ვუ­მა­ტოთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი, რომ კარ­გად გა­და­ნა­წილ­დეს და მო­ვას­ხათ კარ­ტო­ფილს, შემ­დეგ ზე­მო­და­ნაც მო­ვა­ყა­როთ გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი, შევ­დგათ ღუ­მელ­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, დიდი ხანი, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბას, როცა კარ­ტო­ფი­ლი დარ­ბილ­დე­ბა და ყვე­ლი მო­იბ­რა­წე­ბა, შეგ­ვიძ­ლია მი­ვირ­თვათ, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი, მაგ­რამ კა­ლო­რი­უ­ლია.

სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი...

- სა­ერ­თოდ, ახა­ლი წლის­თვის მზა­დე­ბას 1-ელი დე­კემ­ბრი­დან ვი­წყებთ ხოლ­მე და ტრა­დი­ცი­უ­ლად ბარ­ბა­რო­ბას ნაძ­ვის ხე უკვე აწყო­ბი­ლი მაქვს, მაგ­რამ წელს გა­მო­ფე­ნის გამო ვერ მო­ვა­ხერ­ხე თვის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან­ვე მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა კე­სომ უკვე ყვე­ლა ფან­ჯა­რა­ზე მი­აკ­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი და ნაძ­ვის ხე­ე­ბი. მინ­და ნაძ­ვის ხე ღა­მით, კე­სოს და­ძი­ნე­ბის შემ­დეგ ავა­წყო, რომ დი­ლით მეტი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნოს, ძა­ლი­ან დიდი ნაძ­ვის ხე გვაქვს, ამი­ტომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა მა­ინც გვჭირ­დე­ბა მის მო­სარ­თა­ვად, ვე­რაფ­რით ვამ­თავ­რებ მის გა­ლა­მა­ზებს ერთ-ორ დღე­ში. უკვე შე­ვი­ძი­ნე ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვს მო­ე­წო­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ზა­დისს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გო­ზი­ნა­ყის­თვის ნი­გოზს მე ვჭრი, ყვე­ლა­ზე უინ­ტე­რე­სო და რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე მაქვს და­ვა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ჩემი მე­უღ­ლეც მეხ­მა­რე­ბა ამა­ში.

შო­პინ­გი

- სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს მა­ღა­ზი­ებ­ში უმიზ­ნოდ სი­ა­რუ­ლი, თუ ფული არ მაქვს, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად არ შე­ვალ, რა­ღაც რომ მინ­და და ვერ ვყი­დუ­ლობ, არ მსი­ა­მოვ­ნებს, ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვნა­ხო, რომ არ გან­ვი­ცა­დო. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ზი­ა­ში დავ­დი­ვარ მა­შინ, როცა არის შან­სი, აღ­მო­ვა­ჩი­ნო ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი ხელ­საყ­რელ ფა­სად, თუნ­დაც სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბა­ზე. უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ძი­რი­თა­დად მა­ინც სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ სა­მოსს, რად­გან გამ­გზავ­რე­ბა მი­წევს ხოლ­მე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, იქ უფრო მეტი დრო მაქვს შო­პინ­გის­თვის და თან არ­ჩე­ვა­ნიც უფრო დი­დია. თუმ­ცა დღეს თბი­ლის­შიც გა­იხ­სნა ბევ­რი ისე­თი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დავ­დი­ვარ თბი­ლი­სურ მა­ღა­ზი­ებ­შიც, მაგ­რამ შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად. აი, მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­გან­თქმულ "თბი­ლი­სი მოლ­ში" სულ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი, ისიც მხო­ლოდ პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ვი­ყა­ვით და მა­ლე­ვე გა­მო­ვი­ქე­ცით. თბი­ლი­სუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის დიდი ექ­სპერ­ტი არ ვარ, შო­რი­დან თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ფას­და­კა­ლე­ბაა, შევ­დი­ვარ. ისე, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ჩვენ­თა­ნაც გაჩ­ნდა ფას­დაკ­ლე­ბის ცნე­ბა, თო­რემ ადრე სა­ო­ცა­რი ფა­სე­ბი იყო. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ პარ­ფი­უ­მე­რი­ულ მა­ღა­ზი­ებ­ში, იქა­ურ პრო­დუქ­ცი­ა­შიც ვერ­კვე­ვი და სა­ჩუქ­რებ­საც ვარ­ჩევ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სალომე დადუნაშვილი: "ძნელია მოახერხო და იყო არამოდური"

 სალომე დადუნაშვილი: "ძნელია მოახერხო და იყო არამოდური"

"სამოთხის ვაშლების" წამყვანი სალომე დადუნაშვილი ჟურნალისტობის გარდა, აქსესუარების შექმნითაცაა დაკავებული და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სალომე აქტიურად მუშაობდა ამ კუთხით, რამდენიმე დღის წინ კი მეგობრის სახელოსნოში გამოფენა მოაწყო. მასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ, თუმცა არც ოჯახური თემა და დამდეგი ახალი წელი გამოგვრჩენია. სალომეს ფრანგი მეუღლე და ორი წლის შვილი - კესარია ჰყავს.

რატომ ამზადებს აქსესუარებს

- სათამაშოებს, თოჯინებს, ბისერით მოქარგულ ნივთებს ყოველთვის ვაკეთებდი, მქონდა კიდეც ერთი-ორი გამოფენა, თითქმის ორ წელიწადია, რაც აქსესუარების კეთება დავიწყე. მე თვითონ მომინდა შემეძინა საყურე და ყელსაბამი, მაგრამ ვერსად ვნახე ისეთი, როგორიც ჩემს გემოვნებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემით შემექმნა ის, რაც მინდოდა. მერე მოხდა ისე, რომ მეგობარს საყურე გავუკეთე, რასაც გამოხმაურება მოჰყვა.

მოგვიანებით უფრო გავაქტიურდი და საბოლოოდ თბილისის მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მოდის კვირეულის ფარგლებში ყოველ წელს იმართება აქსესუარების გამოფენა, ჰოდა, ჩემდა საბედნიეროდ, ის გამოფენა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან იქვე ბევრი აქსესუარი გაიყიდა. მას შემდეგ ვერა და ვერ დავაგროვე ნამუშევრები, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, ჩემი ნამუშევრები მის სახელოსნოში გამომეფინა. თვე-ნახევრის განმავლობაში ვცდილობდი აქტიურად მემუშავა, რათა მომეგროვებინა აქსესუარები, ოცდაათი დავაგროვე, მეტი ვერ მოვახერხე, თუმცა საბოლოო ჯამში იმ სივრცეში, სადაც წარვადგინე, მწირად არ გამოიყურებოდა. ეს მეტად სასიამოვნო საღამო იყო, ყველას შეეძლო მოესინჯა, რაც მოეწონებოდა, იყო უამრავი სარკე და შეგეძლო გენახა, რამდენად გიხდებოდა ესა თუ ის აქსესუარი. აქსესუარების მასალას ზოგს საზღვარგარეთ ვყიდულობ, ზოგს - თბილისში, ხან კიდევ ძველ ნივთებს ვშლი და ახალი აქსესუარის დეტალად ვიყენებ. ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი რელაქსაციაა, ძირითადად მაშინ ვმუშაობ, როცა კესარიას სძინავს. არ მაქვს კარგი მხედველობა, ამიტომ სამუშაოდ აუცილებლად დღის განათება მჭირდება. როდესაც საყურეს ვამზადებ, დასრულების შემდეგ ერთხელ მაინც ვიკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ ტექნიკურად ყველაფერი კარგადაა შესრულებული. ძირითადად ისეთ აქსესუარებს ვაკეთებ, რომელთა ტარებაც მე თვითონ მინდა. აქსესუარებთან მიმართებით არსებობს ერთი ასეთი წესი - როცა იკეთებ თვალში საცემ სამკაულს, არ უნდა გადააჭარბო, თუ იკეთებ ყელსაბამს, საყურე აღარ უნდა გამოიყენო. დღევანდელი მოდა ისეთ მრავალფეროვნებას გვთავაზობს, რომ ძნელია მოახერხო და იყო არამოდური, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია, შეიძლება იყო არასაინტერესო, მაგრამ არამოდური - ნაკლებად. აქსესუარი ქალისთვის გადარჩენის საშუალებაა, შესაძლოა არ გქონდეს იმის სახსრები, რომ შეიძინო კარგი ბრენდის სამოსი, მაგრამ თუ გაცვია სადად და გიკეთია საინტერესო აქსესუარი, გამოიყურები კარგად და შეიძლება ტანსაცმელი იმდენად მნიშვნელოვანი არც იყოს. თუმცა თუ გაქვს საშუალება, გეცვას კარგად და ასევე გეკეთოს კარგი სამკაული - ეს იდეალური ვარიანტია.

2 წლის კესარია...

- საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. მახსოვს, როგორ მაღიზიანებდნენ დედები, რომლებიც საკუთარ შვილებზე აღფრთოვანებით საუბრობდნენ, ვცდილობ, მათ არ დავემსგავსო და ნაკლები ვილაპარაკო კესარიაზე. მართალია, ცოტა ხანში 2 წლის გახდება, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვერ ლაპარაკობს. ეტყობა, დაბნეულია, რადგან ოთხი ენა - ფრანგული, რუსული, ქართული და ცოტა ინგლისურიც ესმის, თუმცა ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს გამართულად, ალბათ ცოტა ხანში გაგვაგებინებს, რა უნდა. თურმე მე საკმაოდ ადრე ამიდგამს ენა, ახლა დედაჩემი კესარიას გამო ღელავს. როცა სამსახურში ვარ, ძიძასთან ვტოვებ, მაგრამ ოჯახის წევრები - მე, ჩემი მეუღლე, ბებია, ისე ვანაწილებთ დროს, რომ რომელიმე მასთან აუცილებლად ვიყოთ და ჩვენი დანაკლისი არ განიცადოს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვს ბავშვს, ეს მშობლების ბრალია, როდესაც კესარია არ ჭამს, არ სძინავს, ჩვენს თავში ვეძებთ დანაშაულს და ვპოულობთ კიდეც. რომ დავფიქრდები, ვხვდები, კესოს დაბადების შემდეგ ცხოვრების რიტმი ძალიან შეიცვალა, ხანდახან კი ვამბობ, ამდენი ხანია, არსად წავსულვარ-მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხვდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდე, როგორაა და რას აკეთებს ჩემი შვილი. არ ვარ 20 წლის, რომ გართობის ნაკლებობის გამო დავითრგუნო, არანაირი სურვილი არ მაქვს, მთელი ღამე დისკოთეკაზე გავატარო და ამის გამო ბავშვს მოვაკლო ყურადღება, მაგრამ შევდივარ იმ მცირეწლოვანი დედების მდგომარეობაში, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან იმას, რომ ვეღარ ახერხებენ იქ წასვლას, სადაც უნდათ.

- ბავშვის გაჩენის შემდეგ ხშირად მამაკაცები ყურადღების ნაკლებობის გამო წუწუნებენ, თქვენ შემთხვევაში როგორაა საქმე?

- წუწუნებენ ის მამები, რომლებიც ბავშვის აღზრდაში არ არიან ჩართული. მოვლა, სიყვარული, გასეირნება - ეს ფუნქციები დედ-მამამ თანაბრად უნდა გაინაწილოს. ჩვენთვის კესარიას მოვლა სასიამოვნო და საპატიო მისიაა, ამიტომ არასდროს ვწუწუნებ, მეტიც, ჩემს მეუღლეს ძალიან ეწყინება, რომ ეს მოვალეობები მოვაკლო (იღიმება).

სამზარეულოში

- კესოს გაჩენამდე სამზარეულოსთვის უფრო მეტად ვიცლიდი, ახლაც ვპოულობ ამისთვის დროს, მაგრამ იმდენი შემოქმედებითი წვა აღარ მაქვს ამ საკითხში. ადრე უფრო ინტენსიურად ვაწყობდი ვახშმებს, ამისთვის რამდენიმე დღით ადრე ვემზადებოდი, ახლა კი ველოდები, მე როდის დამპატიჟებენ ვახშამზე (იღიმება). რაც შეეხება ჩემეულ რეცეპტს, გეტყვით რომ არ მაქვს მარტივი რეცეპტები, ჩემთვის მარტივი კარტოფილის შეწვაა. ახლა კი გაგიმხელთ კერძის რეცეპტს, რომელსაც "კატან დე ფიუანს" ჰქვია. კარტოფილი უნდა დავჭრათ მრგვლად და ძალიან თხელ ფენებად, უნდა ავიღოთ ღუმელში შესადგმელი სპეციალური შუშის ჭურჭელი, მოვუსვათ კარაქი და ფენა-ფენა ჩავაწყოთ კარტოფილი, შუაში უნდა ჩავახეხოთ ჰოლანდიური ყველის რომელიმე სახეობა და ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილით შევავსოთ ჭურჭელი, უნდა დავასხათ მაღალპროცენტიანი ნაღები, შეგვიძლია მასშივე ჩავუმატოთ მარილი და პილპილი, რომ კარგად გადანაწილდეს და მოვასხათ კარტოფილს, შემდეგ ზემოდანაც მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ღუმელში საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე, დიდი ხანი, დაახლოებით ერთი საათი სჭირდება მომზადებას, როცა კარტოფილი დარბილდება და ყველი მოიბრაწება, შეგვიძლია მივირთვათ, ძალიან გემრიელი, მაგრამ კალორიულია.

საახალწლო სამზადისი...

- საერთოდ, ახალი წლისთვის მზადებას 1-ელი დეკემბრიდან ვიწყებთ ხოლმე და ტრადიციულად ბარბარობას ნაძვის ხე უკვე აწყობილი მაქვს, მაგრამ წელს გამოფენის გამო ვერ მოვახერხე თვის პირველი რიცხვებიდანვე მომზადება, თუმცა კესომ უკვე ყველა ფანჯარაზე მიაკრა ვარსკვლავები და ნაძვის ხეები. მინდა ნაძვის ხე ღამით, კესოს დაძინების შემდეგ ავაწყო, რომ დილით მეტი ეფექტი მოახდინოს, ძალიან დიდი ნაძვის ხე გვაქვს, ამიტომ დაახლოებით ერთი კვირა მაინც გვჭირდება მის მოსართავად, ვერაფრით ვამთავრებ მის გალამაზებს ერთ-ორ დღეში. უკვე შევიძინე ისეთი სათამაშოები, რომლებიც ბავშვს მოეწონება. რაც შეეხება სამზადისს, ტრადიციულად, გოზინაყისთვის ნიგოზს მე ვჭრი, ყველაზე უინტერესო და რუტინული საქმე მაქვს დავალებული, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი მეუღლეც მეხმარება ამაში.

შოპინგი

- საშინლად არ მიყვარს მაღაზიებში უმიზნოდ სიარული, თუ ფული არ მაქვს, დასათვალიერებლად არ შევალ, რაღაც რომ მინდა და ვერ ვყიდულობ, არ მსიამოვნებს, ამიტომ მირჩევნია, საერთოდ არაფერი ვნახო, რომ არ განვიცადო. შესაბამისად, მაღაზიაში დავდივარ მაშინ, როცა არის შანსი, აღმოვაჩინო ჩემთვის საინტერესო ნივთი ხელსაყრელ ფასად, თუნდაც საახალწლო ფასდაკლებაზე. უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად მაინც საზღვარგარეთ ვყიდულობ სამოსს, რადგან გამგზავრება მიწევს ხოლმე, სიმართლე გითხრათ, იქ უფრო მეტი დრო მაქვს შოპინგისთვის და თან არჩევანიც უფრო დიდია. თუმცა დღეს თბილისშიც გაიხსნა ბევრი ისეთი ევროპული ბრენდის მაღაზია, რომელიც ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ. რასაკვირველია, დავდივარ თბილისურ მაღაზიებშიც, მაგრამ შედარებით იშვიათად. აი, მაგალითად, სახელგანთქმულ "თბილისი მოლში" სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ისიც მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ვიყავით და მალევე გამოვიქეცით. თბილისური მაღაზიების დიდი ექსპერტი არ ვარ, შორიდან თუ დავინახავ, რომ ფასდაკალებაა, შევდივარ. ისე, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთანაც გაჩნდა ფასდაკლების ცნება, თორემ ადრე საოცარი ფასები იყო. წინასაახალწლო ფასდაკლებებზე აუცილებლად მივდივარ პარფიუმერიულ მაღაზიებში, იქაურ პროდუქციაშიც ვერკვევი და საჩუქრებსაც ვარჩევ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება