საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას დედა დღემდე მოელის
17 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას დედა დღემდე მოელის

თეთ­რი­წყა­რო­ში 17 წლის წინ 9 წლის გვან­ცა წიკ­ლა­უ­რი გა­უ­ჩი­ნარ­და, მაგ­რამ საქ­მე კვლავ გა­უხ­სნე­ლია - არა­ვინ იცის, სად გაქ­რა გვან­ცა. ამ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად "კვი­რის პა­ლიტ­რა" თეთ­რი­წყა­რო­ში ჩა­ვი­და. ჩვენ გა­ვი­ა­რეთ ის გზა, რო­მე­ლიც სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გვან­ცა წიკ­ლა­უ­რის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა...

ზაზა წიკ­ლა­უ­რი, გვან­ცა წიკ­ლა­უ­რის ძმა: "5 ნო­ემ­ბერს გვან­ცას და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ვუ­ხა­დეთ, 9 წლის გახ­და, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი და­ი­კარ­გა. ჩვე­ნი სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით სამი კი­ლო­მეტ­რია. შინ ყო­ველ­თვის ორ მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბო­და. იმ დღე­საც ერ­თად წა­მო­ვიდ­ნენ, შემ­დეგ გვან­ცამ სახ­ლის­კენ გა­და­უხ­ვია, გზად ტყე­ზე უნდა გა­ევ­ლო.

ჩემი და მე­ო­რე ცვლა­ში სწავ­ლობ­და, ამი­ტომ შინ შე­ბინ­დე­ბულ­ზე ბრუნ­დე­ბო­და და რომ არ შე­ში­ნე­ბო­და, დედა ყო­ველ­თვის მი­დი­ო­და მის და­სახ­ვედ­რად. იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ დღეს კი ვი­ღა­ცამ გო­მუ­რის კარი გა­ა­ღო და გო­ჭე­ბი გა­მო­უშ­ვა, დე­დაც მათ მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­და და გვან­ცას შე­სახ­ვედ­რად წას­ვლა რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­აგ­ვი­ა­ნა. სწო­რედ ეს რამ­დე­ნი­მე წუთი აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის სა­ბე­დის­წე­რო - ბავ­შვი ვე­ღარ­სად ნა­ხეს: არც სახ­ლში იყო, არც სკო­ლა­ში, არც გზა­ზე და არც მე­გობ­რებ­თან. არი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ გვან­ცა ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსის ნა­ხე­ვარ­ზე ნა­ხეს, როცა ტყე­ში შე­ვი­და, იქი­დან სახ­ლამ­დე კი 500 მეტ­რია. ბავ­შვი სწო­რედ ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე და­ი­კარ­გა.

- თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, რა მოხ­და?

- იმ დროს ჩვე­ნი სახ­ლის მახ­ლობ­ლად "მხედ­რი­ო­ნის" ნა­წი­ლი იდგა. ვფიქ­რობთ, ეს მათი გა­კე­თე­ბუ­ლია. არი­ან მოწ­მე­ე­ბი, ვინც იმ დროს, როცა გვან­ცა და­ი­კარ­გა, იმ ად­გი­ლას თეთ­რი ფე­რის "მოსკვი­ჩი" შე­ნიშ­ნეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ იმ მან­ქა­ნა­ში ბავ­შვი იჯდა.

17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის არ მივ­მარ­თეთ, სად არ შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა: პო­ლი­ცი­ა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მაგ­რამ ამა­ოდ. ვფიქ­რობთ, ჩემი და გა­ი­ტა­ცეს და ამ საქ­მე­ში იმ დროს საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლი. საქ­მე ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამი­ტო­მაც არ გა­იხ­სნა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არც ბავ­შვის ჩან­თა, არც სა­მო­სი და არც ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ბავ­შვი ცო­ცხა­ლი წა­იყ­ვა­ნეს იმ ად­გი­ლი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ან გაშ­ვი­ლე­ბის, ან უფრო უა­რე­სი - ორ­გა­ნო­ე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში 7-8 ასე­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ჩვენს ეჭვს ამ­ძაფ­რებ­და რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, კერ­ძოდ, გვან­ცას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ ხმა გავ­რცელ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბავ­შვი იპო­ვეს. ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გვხვდე­ბო­და და გვი­ლო­ცავ­და. თეთ­რი­წყა­როს პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ მის მო­საყ­ვა­ნად, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბავ­შვის კვა­ლი ისევ და­კარ­გეს. რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ი­დან გვან­ცას საქ­მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­ეგ­ზავ­ნა. იქ ამ საქ­მეს მთა­ვა­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, გელა ქავ­თა­რა­ძე იძი­ებ­და, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა რა­ღაც კვალს და­ად­გა. სწო­რედ ამ დროს ეს ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და საქ­მე­საც ჩა­მო­ა­ცი­ლეს. ეს კაცი გვე­უბ­ნე­ბო­და, არ გვაძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბას, საქ­მე ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­ძი­ო­თო(?!). ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი და ისი­ნიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შე­მიძ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი და­გი­სა­ხე­ლოთ, ვინც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი რამ იცის გვან­ცას შე­სა­ხებ, ესე­ნი არი­ან: ყო­ფი­ლი "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი", ძმე­ბი შოთა და ზუ­რაბ ილუ­რი­ძე­ე­ბი, თენ­გიზ ჯაში და კი­დევ რამ­დე­ნი­მე აქა­უ­რი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბას, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ძი­ე­ბას გა­ვუმ­ხელ. ისი­ნი მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ იყ­ვნენ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბა­ში.

ისიც შე­ვი­ტყვეთ, თით­ქოს 2003-2004 წლებ­ში ზღვა­ში გემი და­უ­კა­ვე­ბი­ათ, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბით იყო სავ­სე, კავ­კა­სი­ი­დან გაჰ­ყავ­და­თო... რო­გორც ჩანს, ასე­თი გა­ტა­ცე­ბე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თი იყო და შე­საძ­ლოა ჩემი დაც ასე­თი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

17 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას დედა დღემდე მოელის

17 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას დედა დღემდე მოელის

თეთრიწყაროში 17 წლის წინ 9 წლის გვანცა წიკლაური გაუჩინარდა, მაგრამ საქმე კვლავ გაუხსნელია - არავინ იცის, სად გაქრა გვანცა. ამ იდუმალებით მოცული ამბის გასარკვევად "კვირის პალიტრა" თეთრიწყაროში ჩავიდა. ჩვენ გავიარეთ ის გზა, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული გვანცა წიკლაურისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...

ზაზა წიკლაური, გვანცა წიკლაურის ძმა: "5 ნოემბერს გვანცას დაბადების დღე გადავუხადეთ, 9 წლის გახდა, რამდენიმე დღეში კი დაიკარგა. ჩვენი სახლიდან სკოლამდე დაახლოებით სამი კილომეტრია. შინ ყოველთვის ორ მეგობარ გოგონასთან ერთად ბრუნდებოდა. იმ დღესაც ერთად წამოვიდნენ, შემდეგ გვანცამ სახლისკენ გადაუხვია, გზად ტყეზე უნდა გაევლო.

ჩემი და მეორე ცვლაში სწავლობდა, ამიტომ შინ შებინდებულზე ბრუნდებოდა და რომ არ შეშინებოდა, დედა ყოველთვის მიდიოდა მის დასახვედრად. იმ ავადსახსენებელ დღეს კი ვიღაცამ გომურის კარი გააღო და გოჭები გამოუშვა, დედაც მათ მოსაძებნად წავიდა და გვანცას შესახვედრად წასვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა. სწორედ ეს რამდენიმე წუთი აღმოჩნდა ჩვენი ოჯახისთვის საბედისწერო - ბავშვი ვეღარსად ნახეს: არც სახლში იყო, არც სკოლაში, არც გზაზე და არც მეგობრებთან. არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ გვანცა ბოლოს დაახლოებით ექვსის ნახევარზე ნახეს, როცა ტყეში შევიდა, იქიდან სახლამდე კი 500 მეტრია. ბავშვი სწორედ ამ მონაკვეთზე დაიკარგა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

- იმ დროს ჩვენი სახლის მახლობლად "მხედრიონის" ნაწილი იდგა. ვფიქრობთ, ეს მათი გაკეთებულია. არიან მოწმეები, ვინც იმ დროს, როცა გვანცა დაიკარგა, იმ ადგილას თეთრი ფერის "მოსკვიჩი" შენიშნეს. იმასაც ამბობენ, რომ იმ მანქანაში ბავშვი იჯდა.

17 წლის განმავლობაში ვის არ მივმართეთ, სად არ შევიტანეთ განცხადება: პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ ამაოდ. ვფიქრობთ, ჩემი და გაიტაცეს და ამ საქმეში იმ დროს საკმაოდ გავლენიანი ადამიანები იყვნენ ჩარეული. საქმე ამდენი ხნის განმავლობაში ამიტომაც არ გაიხსნა. შემთხვევის ადგილზე არც ბავშვის ჩანთა, არც სამოსი და არც ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვი ცოცხალი წაიყვანეს იმ ადგილიდან, სავარაუდოდ, ან გაშვილების, ან უფრო უარესი - ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის. სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 7-8 ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენს ეჭვს ამძაფრებდა რამდენიმე ფაქტი, კერძოდ, გვანცას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ სამართალდამცავებმა ბავშვი იპოვეს. ხალხი ქუჩაში გვხვდებოდა და გვილოცავდა. თეთრიწყაროს პოლიციის მაღალჩინოსნები უნდა წასულიყვნენ მის მოსაყვანად, რომ მოულოდნელად ბავშვის კვალი ისევ დაკარგეს. რაიონული პოლიციიდან გვანცას საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. იქ ამ საქმეს მთავარი გამომძიებელი, გელა ქავთარაძე იძიებდა, რომელმაც გვითხრა, რომ გამოძიება რაღაც კვალს დაადგა. სწორედ ამ დროს ეს ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საქმესაც ჩამოაცილეს. ეს კაცი გვეუბნებოდა, არ გვაძლევენ უფლებას, საქმე ბოლომდე გამოვიძიოთო(?!). ეჭვმიტანილები ჰყავდათ დაკავებული და ისინიც გაათავისუფლეს. შემიძლია კონკრეტული პიროვნებები დაგისახელოთ, ვინც, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ იცის გვანცას შესახებ, ესენი არიან: ყოფილი "მხედრიონელები", ძმები შოთა და ზურაბ ილურიძეები, თენგიზ ჯაში და კიდევ რამდენიმე აქაური, რომელთა ვინაობას, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიებას გავუმხელ. ისინი მანამდეც არაერთხელ იყვნენ ეჭვმიტანილი ადამიანთა გატაცებაში.

ისიც შევიტყვეთ, თითქოს 2003-2004 წლებში ზღვაში გემი დაუკავებიათ, რომელიც ბავშვებით იყო სავსე, კავკასიიდან გაჰყავდათო... როგორც ჩანს, ასეთი გატაცებები არცთუ იშვიათი იყო და შესაძლოა ჩემი დაც ასეთი შემთხვევის მსხვერპლია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"