სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა ზაქარიაძე - "ქართული ესტრადის მოსმენას, ჯობია, კარების ჯახუნს უსმინო"
ლუკა ზაქარიაძე - "ქართული ესტრადის მოსმენას, ჯობია, კარების ჯახუნს უსმინო"

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ტრი­უმ­ფა­ტო­რი ბა­თუ­მე­ლი 19 წლის ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე გახ­ლავთ. კონ­კურ­სის ყვე­ლა ტურ­ზე ჟი­უ­რის ფა­ვო­რი­ტია და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის დიდი არ­მია ჰყავს. სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობს. ემო­ცი­ებს აკონ­ტრო­ლებს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის კრი­ტი­კა­საც არ ერი­დე­ბა.

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, რვა წლის ვი­ყა­ვი, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის წრე­ზე რომ შე­ვე­დი. რამ­დე­ნი­მე წელი ვსწავ­ლობ­დი ხალ­ხურ მუ­სი­კას და შემ­დეგ მძი­მე მუ­სი­კის მოს­მე­ნა და­ვი­წყე.

- თუმ­ცა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სია აირ­ჩიე.

- ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­სი­კას ვსწავ­ლობ­დი. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი, მაგ­რამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქამ­დე არ მი­მი­ღია. არ მომ­წონ­და კონ­კურ­სე­ბი, სა­დაც, ჩემი აზ­რით, მუ­სი­კა იჩაგ­რე­ბო­და. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" უფრო სხვა მიდ­გო­მაა.

- მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით ვის და­ემ­სგავ­სე?

- მამა კარ­გად მღე­რის. 70-იანი წლე­ბის თა­ო­ბაა. მაგ დროს წა­მო­ვი­და მძი­მე მუ­სი­კა და ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლი­ლი აქვს. დღეს უფრო ქა­ლა­ქუ­რი მუ­სი­კა მოს­წონს.

- მი­თხა­რი, მძი­მე მუ­სი­კას ვუს­მენ­დიო, ალ­ბათ მე­ზობ­ლე­ბი ამის გამო ხში­რად წუხ­დე­ბოდ­ნენ.

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ პრე­ტენ­ზია რომც გა­მო­ეთ­ქვათ, ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევ­დი. ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს, ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს სხვე­ბის აზრი. დარ­ბა­ზი­დან რომ შე­მა­გი­ნონ, ჩემ­ზე მა­ინც არ იმოქ­მე­დებს. შე­იძ­ლე­ბა, კონ­ცერ­ტის მერე ვნა­ხო ის ადა­მი­ა­ნი და...

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ­დი?

- ათებ­ზე და­ვამ­თავ­რე, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი.

- იმ წლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე თუ ოც­ნე­ბობ­დი?

- დიახ, ვფიქ­რობ­დი, რომ ხალ­ხი ტაშს და­მიკ­რავ­და და ჩემი ნამ­ღე­რი მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. ვოც­ნე­ბობ­დი, ჩემი ნიჭი მათ­თვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა. სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლე­ბი, ჩემი ემო­ცი­ე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მათი ყო­ფი­ლი­ყო. ქვე­ყა­ნას, მას­შტა­ბებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, მუ­სი­კო­სის­თვის ხომ მთა­ვა­რი სტუ­დია, აპა­რა­ტუ­რა, კარ­გი კო­ლექ­ტი­ვი და პრო­დი­უ­სე­რია.

- ბა­თუმ­ში რო­გორც მუ­სი­კოსს, თუ გიც­ნობ­დნენ?

- დიახ, იცოდ­ნენ, რომ კარ­გად ვმღე­რო­დი, მაგ­რამ ხან­და­ხან იუ­მორ­ში ატა­რებ­დნენ. მე­გობ­რე­ბი მირ­ჩევ­დნენ, რომ კონ­კურ­სებ­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ, რო­გორც გი­თხა­რით, არ მომ­წონ­და მა­შინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია. სა­კუ­თარ თავ­შიც ბო­ლომ­დე არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ისე წარვდგე­ბო­დი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, რო­გორც მსურ­და. ასაკ­თან ერ­თად ში­ნა­გა­ნი ძალა გე­მა­ტე­ბა და უფრო ყა­ლიბ­დე­ბი. ახლა უფრო მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ, ვიცი, რა მსურს ცხოვ­რე­ბა­ში.

- რამ იქო­ნია შენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა?

- იყო ასე­თი წამი... რო­დე­საც Slipknot-ის 2002 წლის სა­კონ­ცერ­ტო ჩა­ნა­წერს მო­ვუს­მი­ნე, სა­დაც spit it out-ს მღე­რი­ან. მთელ დარ­ბაზს იმას აკე­თე­ბი­ნე­ბენ, რაც მათ სურთ და სა­ო­ცა­რი ად­რე­ნა­ლი­ნი მო­დის. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი, პირი ღია დამ­რჩა, ვფიქ­რობ­დი, შე­იძ­ლე­ბა, ასე მოხ­დეს? მეც მო­მინ­და, მა­გა­რია-მეთ­ქი...

- ლუკა, საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ჩან­ხარ...

- იმ­დე­ნი რა­ღაც არის ჩემ­ში, ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მი­ჭირს. ყვე­ლა­ფე­რი რომ ვთქვა, რა­საც ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, ცუდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვო. ჩემ­ში მუ­დამ არის პრო­ტეს­ტი. შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი იყო და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ფეხ­ბურთს ვუ­ყუ­რებ­დით, მა­შინ საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. უცებ შუქი ჩაქ­რა, მა­მამ შე­ი­გი­ნა და მეც შე­ვი­გი­ნე (იცი­ნის). ალ­ბათ მა­მამ ვერც გა­ი­გო, მაგ­რამ ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი მცი­რე მას­შტა­ბის პრო­ტეს­ტი. ბევ­რი რა­ღაც არ მომ­წონ­და სკო­ლა­შიც, მაგ­რამ ეს დიდი თე­მაა. არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც გე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ აკე­თებ ამას, და­ა­ნე­ბე თა­ვიო. მინ­და და ვა­კე­თებ, მერე ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა გზას ირ­ჩე­ვენ და შორ­დე­ბი.

- სახ­ლში დამ­ჯე­რი იყა­ვი?

- შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მშვი­დი ვარ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, თავი გა­ვა­კონ­ტრო­ლო. ახ­ლაც ასე წყნა­რად რომ ვზი­ვარ, დამ­ჯე­რი ვარ (იღი­მე­ბა). სი­ნამ­დვი­ლე­ში "მე­ტა­ლი­კის" კონ­ცერ­ტზე ვარ... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ბე­დით მუ­დამ უკ­მა­ყო­ფი­ლოა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბას ახერ­ხებს. რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მწო­ლი­ა­რე ადა­მი­ანს ვხე­დავ, მიკ­ვირს, ასე რო­გორ ძლებს, ვფიქ­რობ, სად ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ახერ­ხებ პა­ტა­რა ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნას. ჩვე­ნი ერის მა­გა­ლი­თიც კმა­რა.

- შენი ბედ­ნი­ე­რე­ბა რა არის?

- ბევ­რი რა­ღაც, ბედ­ნი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­შია. ამ წუ­თას ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იმი­ტომ ვარ, რომ ვარ­სე­ბობ, ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფლე­ი­ე­რი მაქვს და ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი­სას მუ­სი­კას ვუს­მენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ...

- ლუკა, შენს გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში საკ­მა­ოდ დიდი უკ­მა­ყოფ­ილე­ბა გა­მო­იწ­ვია სტა­ტუს­მა, სა­დაც წერ­დი, რომ "ბითლზის" ტ­უ­რში პრო­ექტს და­ტო­ვებ­დი, რა­დგან გეი სიმ­ღე­რას მღე­რო­დი და მას­ში ქათ­მო­ბის მეტი არა­ფე­რი იყო.

- ეს სტა­ტუ­სი ყვე­ლამ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად აღიქ­ვა. "ბითლზს" ბავ­შვო­ბი­დან ვუს­მენ, მაგ­რამ კონ­ცერ­ტზეც და­ვამ­ტკი­ცე, რომ მათი მუ­სი­კა ჩემ­ში არ ზის. სიმ­ღე­რა გა­და­ვა­კე­თე, მე­ლო­დია ჩაჯ­და, მაგ­რამ სა­ხე­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მე­ტყო­ბო­და. რო­დე­საც ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვილს სა­რე­პე­ტი­ცი­ო­ში ჩემ­თვის სიმ­ღე­რა მო­აქვს, ხან­და­ხან ვაპ­რო­ტეს­ტებ. ის ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი ადა­მი­ა­ნია. გა­დის ორი სა­ა­თი და მა­ინც ვას­რუ­ლებ, მაგ­რამ შე­დე­გი ის არის, რომ ეს სტა­ტუ­სი დავ­წე­რე. შემ­დეგ მა­ინც წავ­შა­ლე.

- და იმ ტურ­შიც პრო­ექ­ტი არ და­გი­ტო­ვე­ბია.

- კარ­გია, რომ არ გავ­ვარ­დი, რად­გან, ოთხშა­ბა­თის ტურ­ში "სუ­პერ­სტა­რი­დან" "გეთსმე­ნი" ვიმ­ღე­რე. გე­ნი­ა­ლუ­რი ტექ­სტი და სა­ო­ცა­რი სიმ­ფო­ნი­აა. ყვე­ლა­ფე­რია მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი. ამ სიმ­ღე­რას ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია აგა­ტი­როს, და­გა­ფიქ­როს მა­ინც.

- ქარ­თულ ესტრა­დას თუ უს­მენ?

- ვუს­მენ, მაგ­რამ არ მომ­წონს. მა­რაზ­მია... ეგ ჩემ­თვის მუ­სი­კა არ არის, გა­და­საგ­დე­ბია. ცალი ხე­ლით რომ და­უკ­რავ და იმ­ღე­რებ, ისე­თია. სა­ერ­თოდ, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს, მსოფ­ლი­ო­ში ბა­და­ლი არ აქვს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მოს­მე­ნას, ჯო­ბია, კა­რე­ბის ჯა­ხუნს უს­მი­ნო.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ღერ­ლო­ბა, ვი­სი და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლო?

- თა­ვად დავ­წერ, ხმაც მაქვს და სმე­ნაც, მთა­ვა­რია, სტუ­დია მქონ­დეს. ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე მე­ლო­დი­ის მო­ნა­ხა­ზი გა­ვა­კე­თე. ჩემს ჯგუფს ვა­ყა­ლი­ბებ ბა­თუმ­ში. ბი­ჭე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. ჩემი იდე­აა, ბენ­დს Fuck და­ვარ­ქვა.

- თა­მა­მი ბიჭი ხარ, ბა­თუმ­ში არ უჭირთ შენი გა­გე­ბა?

- რა ვიცი, მის­მე­ნენ ან რა­მეს მე­უბ­ნე­ბი­ან, ან უბ­რა­ლოდ ფიქ­რო­ბენ. მე, რა? გა­ვი­კე­თებ ყურ­სას­მე­ნებს, მუ­სი­კა­ლურ ფლე­ი­ერ­ში სიმ­ღე­რას ჩავ­რთავ და გა­ვივ­ლი ან მათ ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი.

- პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნა შე­ი­ძი­ნე.

- ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და მათი რი­ცხვი "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემს გვერ­დზე. გო­გო­ნე­ბი ხში­რად მწე­რენ. ხან­და­ხან მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, თავ­ში გაქვს ავარ­დნი­ლიო. იცით, რა­ტომ მე­უბ­ნე­ბი­ან? ალ­ბათ ძა­ლი­ან და­ვა­ინ­ტე­რე­სე. სხე­დან ტე­ლე­ვი­ზორ­თან, ხელი მგო­სა­ნი­ვით აქვთ სა­ხე­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი, მი­ყუ­რე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, ამას თავ­ში აქვს ავარ­დნი­ლიო (იღი­მე­ბა). სა­ერ­თოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, გო­გო­ნე­ბის გული ად­ვი­ლად და­ი­პყრო.

- კარ­გი სიმ­ღე­რით, მგო­ნი, მო­ა­ხერ­ხე.

- მი­თო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბე­ბი სი­რი­ნო­ზე­ბი მე­კობ­რე­ებ­სა და მე­ზღვა­უ­რებს სიმ­ღე­რით აჯა­დო­ე­ბენ, მეც მათ ხომ არ ვგა­ვარ (იცი­ნის). არ მი­ვი­ღებ კომ­პლი­მენ­ტად, რომ იმი­ტომ ვარ მა­გა­რი, რომ ვმღე­რი. ამა­ვე დროს ადა­მი­ა­ნი ვარ და ადა­მი­ა­ნი წერს მუ­სი­კას. მე ახლა სხვე­ბის და­წე­რილ მუ­სი­კას ვას­რუ­ლებ...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- ეს კი­თხვა გა­მოვ­ტო­ვოთ... ამა­ზე არ ვსა­უბ­რობ.

- დეპ­რე­სი­უ­ლი ხარ?

- დეპ­რე­სი­უ­ლიც ვარ, მხი­ა­რუ­ლიც. სა­ერ­თოდ, მორ­წმუ­ნე ვარ და რად­გან მძი­მე მუ­სი­კას ვუს­მენ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ღმერ­თის არ მწამს. ცოტა ხნის წინ ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ბიბ­ლი­ა­ში ეშ­მა­კი ასეთ ფრა­ზას ამ­ბობს - "ჩვე­ნი სა­ხე­ლი არის ლე­გი­ო­ნი, იმი­ტომ რომ ჩვენ­ში არის ბევ­რი". ეს ფრა­ზა ამო­მი­ტივ­ტივ­და და ვი­ფიქ­რე, მეც ხომ არ ვი­ყა­ვი ამით შე­პყრო­ბი­ლი. ჩემ­ში ზის როკ-ენ-როლ­ში­კი, მე­ტა­ლის­ტი, ფოლ­კის მომ­ღე­რა­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გო­გო­ნას ყა­ვა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბა.

- გა­ინ­ტე­რე­სებს იუ­რისპრუ­დენ­ცია?

- კი, სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მშრა­ლი ქა­ღალ­დე­ბი ნაკ­ლე­ბად, სული რომ არ არის ჩა­დე­ბუ­ლი. კა­ნონს რომ ვკი­თხუ­ლობ, ვფიქ­რობ, რო­გორ მი­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი კა­ნონ­დარ­ღვე­ვამ­დე.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ლუკა ზაქარიაძე - "ქართული ესტრადის მოსმენას, ჯობია, კარების ჯახუნს უსმინო"

ლუკა ზაქარიაძე - "ქართული ესტრადის მოსმენას, ჯობია, კარების ჯახუნს უსმინო"

"საქართველოს ვარსკვლავის" ტრიუმფატორი ბათუმელი 19 წლის ლუკა ზაქარიაძე გახლავთ. კონკურსის ყველა ტურზე ჟიურის ფავორიტია და თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს. ემოციებს აკონტროლებს, მაგრამ ქართული ესტრადის კრიტიკასაც არ ერიდება.

- ბავშვობიდან ვმღერი, რვა წლის ვიყავი, ფორტეპიანოსა და ხალხური სიმღერების წრეზე რომ შევედი. რამდენიმე წელი ვსწავლობდი ხალხურ მუსიკას და შემდეგ მძიმე მუსიკის მოსმენა დავიწყე.

- თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ საკმაოდ სერიოზული პროფესია აირჩიე.

- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. პარალელურად მუსიკას ვსწავლობდი. საქართველოს მასშტაბით კონცერტებზე გამოვდიოდი, მაგრამ კონკურსში მონაწილეობა აქამდე არ მიმიღია. არ მომწონდა კონ­კურსები, სადაც, ჩემი აზრით, მუსიკა იჩაგრებოდა. "საქართველოს ვარსკვლავში" უფრო სხვა მიდგომაა.

- მუსიკალური ნიჭით ვის დაემსგავსე?

- მამა კარგად მღერის. 70-იანი წლების თაობაა. მაგ დროს წამოვიდა მძიმე მუსიკა და ყველაფერი გავლილი აქვს. დღეს უფრო ქალაქური მუსიკა მოსწონს.

- მითხარი, მძიმე მუსიკას ვუსმენდიო, ალბათ მეზობლები ამის გამო ხშირად წუხდებოდნენ.

- შეიძლება, მაგრამ პრეტენზია რომც გამოეთქვათ, ყურადღებას არ მივაქცევდი. ყველას თავისი საქმე აქვს, ნაკლებად მაინტერესებს სხვების აზრი. დარბაზიდან რომ შემაგინონ, ჩემზე მაინც არ იმოქმედებს. შეიძლება, კონცერტის მერე ვნახო ის ადამიანი და...

- სკოლაში როგორ სწავლობდი?

- ათებზე დავამთავრე, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი.

- იმ წლებში პოპულარობაზე თუ ოცნებობდი?

- დიახ, ვფიქრობდი, რომ ხალხი ტაშს დამიკრავდა და ჩემი ნამღერი მოეწონებოდათ. ვოცნებობდი, ჩემი ნიჭი მათთვის მეჩუქებინა. საკონცერტო გამოსვლები, ჩემი ემოციები, შესაძლებლობები მათი ყოფილიყო. ქვეყანას, მასშტაბებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მუსიკოსისთვის ხომ მთავარი სტუდია, აპარატურა, კარგი კოლექტივი და პროდიუსერია.

- ბათუმში როგორც მუსიკოსს, თუ გიცნობდნენ?

- დიახ, იცოდნენ, რომ კარგად ვმღეროდი, მაგრამ ხანდახან იუმორში ატარებდნენ. მეგობრები მირჩევდნენ, რომ კონკურსებზე გავსულიყავი, მაგრამ, როგორც გითხარით, არ მომწონდა მაშინდელი სიტუაცია. საკუთარ თავშიც ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ისე წარვდგებოდი აუდიტორიის წინაშე, როგორც მსურდა. ასაკთან ერთად შინაგანი ძალა გემატება და უფრო ყალიბდები. ახლა უფრო მიზანდასახული ვარ, ვიცი, რა მსურს ცხოვრებაში.

- რამ იქონია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენა?

- იყო ასეთი წამი... როდესაც Slipknot-ის 2002 წლის საკონცერტო ჩანაწერს მოვუსმინე, სადაც spit it out-ს მღერიან. მთელ დარბაზს იმას აკეთებინებენ, რაც მათ სურთ და საოცარი ადრენალინი მოდის. გაოგნებული ვუყურებდი, პირი ღია დამრჩა, ვფიქრობდი, შეიძლება, ასე მოხდეს? მეც მომინდა, მაგარია-მეთქი...

- ლუკა, საკმაოდ ჩაკეტილი ჩანხარ...

- იმდენი რაღაც არის ჩემში, ხანდახან საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირს. ყველაფერი რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ, შეიძლება, ცუდი შთაბეჭდილება დავტოვო. ჩემში მუდამ არის პროტესტი. შევარდნაძის პერიოდი იყო და ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურებდით, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი. უცებ შუქი ჩაქრა, მამამ შეიგინა და მეც შევიგინე (იცინის). ალბათ მამამ ვერც გაიგო, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი მცირე მასშტაბის პროტესტი. ბევრი რაღაც არ მომწონდა სკოლაშიც, მაგრამ ეს დიდი თემაა. არის მომენტები, როდესაც გეკითხებიან, რატომ აკეთებ ამას, დაანებე თავიო. მინდა და ვაკეთებ, მერე ადამიანები სხვადასხვა გზას ირჩევენ და შორდები.

- სახლში დამჯერი იყავი?

- შეიძლება, რადგან მშვიდი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, თავი გავაკონტროლო. ახლაც ასე წყნარად რომ ვზივარ, დამჯერი ვარ (იღიმება). სინამდვილეში "მეტალიკის" კონცერტზე ვარ... საერთოდ, ადამიანი თავისი ბედით მუდამ უკმაყოფილოა, მაგრამ რეალობასთან ადაპტირებას ახერხებს. როდესაც ქუჩაში მწოლიარე ადამიანს ვხედავ, მიკვირს, ასე როგორ ძლებს, ვფიქრობ, სად ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერში ახერხებ პატარა ბედნიერების პოვნას. ჩვენი ერის მაგალითიც კმარა.

- შენი ბედნიერება რა არის?

- ბევრი რაღაც, ბედნიერება ყველაფერშია. ამ წუთას ყველაზე ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ ვარსებობ, ხალხს ვუყვარვარ, ჩემი საყვარელი მუსიკალური ფლეიერი მაქვს და ქუჩაში სიარულისას მუსიკას ვუსმენ. ბედნიერი ვარ...

- ლუკა, შენს გულშემატკივ­რებში საკმაოდ დიდი უკმაყოფ­ილება გამოიწვია სტატუსმა, სა­დაც წერდი, რომ "ბითლზის" ტ­უ­რში პროექტს დატოვებდი, რა­დგან გეი სიმღერას მღეროდი და მასში ქათმობის მეტი არაფერი იყო.

- ეს სტატუსი ყველამ ჰომოფობიურად აღიქვა. "ბითლზს" ბავშვობიდან ვუსმენ, მაგრამ კონცერტზეც დავამტკიცე, რომ მათი მუსიკა ჩემში არ ზის. სიმღერა გადავაკეთე, მელოდია ჩაჯდა, მაგრამ სახეზე უკმაყოფილება მეტყობოდა. როდესაც ზაზა მარჯანიშვილს სარეპეტიციოში ჩემთვის სიმღერა მოაქვს, ხანდახან ვაპროტესტებ. ის ძალიან მშვიდი, წყნარი ადამიანია. გადის ორი საათი და მაინც ვასრულებ, მაგრამ შედეგი ის არის, რომ ეს სტატუსი დავწერე. შემდეგ მაინც წავშალე.

- და იმ ტურშიც პროექტი არ დაგიტოვებია.

- კარგია, რომ არ გავვარდი, რადგან, ოთხშაბათის ტურში "სუპერსტარიდან" "გეთსმენი" ვიმღერე. გენიალური ტექსტი და საოცარი სიმფონიაა. ყველაფერია მასში ჩადებული. ამ სიმღერას ყოველთვის შეუძლია აგატიროს, დაგაფიქროს მაინც.

- ქართულ ესტრადას თუ უსმენ?

- ვუსმენ, მაგრამ არ მომწონს. მარაზმია... ეგ ჩემთვის მუსიკა არ არის, გადასაგდებია. ცალი ხელით რომ დაუკრავ და იმღერებ, ისეთია. საერთოდ, ქართული ფოლკლორი განსაკუთრებულად მიყვარს, მსოფლიოში ბადალი არ აქვს, მაგრამ ქართული ესტრადის მოსმენას, ჯობია, კარების ჯახუნს უსმინო.

- როგორ წარმოგიდგენია საქართველოში მომღერლობა, ვი­სი დაწერილი სიმღერები უნდა შე­ასრულო?

- თავად დავწერ, ხმაც მაქვს და სმენაც, მთავარია, სტუდია მქონდეს. ამ პერიოდში რამდენიმე მელოდიის მონახაზი გავაკეთე. ჩემს ჯგუფს ვაყალიბებ ბათუმში. ბიჭები უნივერსიტეტში შევიკრიბეთ. ჩემი იდეაა, ბენდს Fuck დავარქვა.

- თამამი ბიჭი ხარ, ბათუმში არ უჭირთ შენი გაგება?

- რა ვიცი, მისმენენ ან რამეს მეუბნებიან, ან უბრალოდ ფიქრობენ. მე, რა? გავიკეთებ ყურსასმენებს, მუსიკალურ ფლეიერში სიმღერას ჩავრთავ და გავივლი ან მათ ჩავეხუტები.

- პროექტის განმავლობაში ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა შეიძინე.

- ძალიან გაიზარდა მათი რიცხვი "ფეისბუქის" ჩემს გვერდზე. გოგონები ხშირად მწერენ. ხანდახან მსაყვედურობენ, მეუბნებიან, თავში გაქვს ავარდნილიო. იცით, რატომ მეუბნებიან? ალბათ ძალიან დავაინტერესე. სხედან ტელევიზორთან, ხელი მგოსანივით აქვთ სახეზე შემოდებული, მიყურებენ და ფიქრობენ, ამას თავში აქვს ავარდნილიო (იღიმება). საერთოდ, შეუძლებელია, გოგონების გული ადვილად დაიპყრო.

- კარგი სიმღერით, მგონი, მოახერხე.

- მითოლოგიური არსებები სირინოზები მეკობრეებსა და მეზღვაურებს სიმღერით აჯადოებენ, მეც მათ ხომ არ ვგავარ (იცინის). არ მივიღებ კომპლიმენტად, რომ იმიტომ ვარ მაგარი, რომ ვმღერი. ამავე დროს ადამიანი ვარ და ადამიანი წერს მუსიკას. მე ახლა სხვების დაწერილ მუსიკას ვასრულებ...

- შეყვარებული არ ხარ?

- ეს კითხვა გამოვტოვოთ... ამაზე არ ვსაუბრობ.

- დეპრესიული ხარ?

- დეპრესიულიც ვარ, მხიარულიც. საერთოდ, მორწმუნე ვარ და რადგან მძიმე მუსიკას ვუსმენ, იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის არ მწამს. ცოტა ხნის წინ ძალიან შემეშინდა. ბიბლიაში ეშმაკი ასეთ ფრაზას ამბობს - "ჩვენი სახელი არის ლეგიონი, იმიტომ რომ ჩვენში არის ბევრი". ეს ფრაზა ამომიტივტივდა და ვიფიქრე, მეც ხომ არ ვიყავი ამით შეპყრობილი. ჩემში ზის როკ-ენ-როლშიკი, მეტალისტი, ფოლკის მომღერალი, ჩვეულებრივი ადამიანი, მომავალი იურისტი, ადამიანი, რომელიც გოგონას ყავაზე ეპატიჟება.

- გაინტერესებს იურისპრუდენცია?

- კი, საინტერესოა, მაგრამ მშრალი ქაღალდები ნაკლებად, სული რომ არ არის ჩადებული. კანონს რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, როგორ მიდიან ადამიანები კანონდარღვევამდე.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება