საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყავი სიმართლის მხარეს..." ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს
"იყავი სიმართლის მხარეს..." ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს

"ამე­რი­კას გთხოვთ დი­დის თხოვ­ნით, ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ხართ და მოგ­ვეშ­ვე­ლე­ნით და დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ვეთ, თორე ცოდო ვართ. თუ გვიშ­ვე­ლით თქვენ, თუ არა, ჩვე­ნი მშვე­ლე­ლი აღა­რა არი", - ეს არის ამო­ნა­რი­დი 1936 წელს ამე­რი­კის მთავ­რო­ბის­თვის მი­წე­რი­ლი ხევ­სუ­რე­ბის წე­რი­ლი­დან, რო­მელ­მაც მა­შინ ად­რე­სა­ტამ­დე ვერ მი­აღ­წია და ვერ ახდა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის ოც­ნე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ძლი­ე­რი მე­გო­ბა­რი ეპო­ვათ.

დღეს ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რეა. არა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა აშშ-ის მხარ­და­ჭე­რა 2008 წლის ომის დროს და სე­ნა­ტორ ჯონ მაქ­ქე­ი­ნის გან­ცხა­დე­ბა:""დღეს ყვე­ლა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ". ისიც ვი­ცით, რომ არა ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით ომის შემ­დეგ 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფა, სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ზი­სი წა­ლე­კავ­და. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია აშშ-ის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ქვა­კუ­თხე­დია.

გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თქვენ­მა მონა-მორ­ჩილ­მა ისიც კარ­გად იცის - 2011 წელს "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ზე" სა­გა­და­სა­ხა­დოს შე­ტე­ვი­სას აშშ-ის მა­შინ­დელ­მა ელჩმა ჯონ ბას­მა, სა­ელ­ჩომ და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პო­ზი­ცი­ამ ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა, რომ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ავი ზრახ­ვე­ბი არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ.

სულ ახ­ლა­ხან, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, აშშ-მა და პი­რა­დად ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვლი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­და, რომ ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ობი­ექ­ტუ­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად აფა­სე­ბენ პრო­ცე­სებს.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­თხვებ­სა და შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კოს­თა ჯგუ­ფი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აფიქ­სი­რებს. ვგუ­ლის­ხმობთ ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბის: ჯინ შე­ი­ე­ნის, ჯო­ზეფ ლი­ბერ­მა­ნის, ჯე­იმს რი­შის, ლინდსი ო. გრე­ჰე­მი­სა და ჯონ მაქ­ქე­ი­ნის წე­რილს, რომ­ლი­თაც ისი­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა­ვენ (წე­რი­ლის სრუ­ლი ვერ­სია იხ. გვ. 32).

ამ წე­რი­ლი­დან იმ ეპი­ზო­დებს მო­ვიყ­ვანთ, რო­მელ­თაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნეს.

"შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ოპო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბი­სა და მათი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით", - წე­რენ სე­ნა­ტო­რე­ბი.

შე­საძ­ლოა, ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც სხვა­ნა­ი­რად ჩანს და სე­ნა­ტო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ან კუდ-ისა თუ სოდ-ის ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს ოპო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პი­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ (ან და­არ­წმუ­ნეს, რომ ასეა), ან შე­საძ­ლოა, საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­დავ ადა­მი­ანს მარ­თლაც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ეგო­ნოს, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბას ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი აქვს ყო­ფილ თუ მოქ­მედ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან. თუმ­ცა, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი იმ ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­მო­ძი­ე­ბა­საც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვს, ხვდე­ბო­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რი­შებ­ში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"იყავი სიმართლის მხარეს..." ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს

"იყავი სიმართლის მხარეს..." ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს

"ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით, ძლიერი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ, თორე ცოდო ვართ. თუ გვიშველით თქვენ, თუ არა, ჩვენი მშველელი აღარა არი", - ეს არის ამონარიდი 1936 წელს ამერიკის მთავრობისთვის მიწერილი ხევსურების წერილიდან, რომელმაც მაშინ ადრესატამდე ვერ მიაღწია და ვერ ახდა ქართველი პატრიოტების ოცნება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ძლიერი მეგობარი ეპოვათ.

დღეს ამერიკა საქართველოს მთავარი მოკავშირეა. არასოდეს დაგვავიწყდება აშშ-ის მხარდაჭერა 2008 წლის ომის დროს და სენატორ ჯონ მაქქეინის განცხადება:”"დღეს ყველანი ქართველები ვართ". ისიც ვიცით, რომ არა ამერიკელი მეგობრების ინიციატივით ომის შემდეგ 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა, საქართველოს კრიზისი წალეკავდა. ყველასთვის ცნობილია აშშ-ის ჩართულობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში, რაც დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

გლობალურ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, თქვენმა მონა-მორჩილმა ისიც კარგად იცის - 2011 წელს "პალიტრამედიაზე" საგადასახადოს შეტევისას აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა, საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციამ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ავი ზრახვები არ განეხორციელებინათ.

სულ ახლახან, 1-ელ ოქტომბერს, აშშ-მა და პირადად ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს, რომ ქვეყანაში, პირველად დამოუკიდებლობის პერიოდში, არჩევნების გზით შეცვლილიყო ხელისუფლება. 1-ელ ოქტომბერს ქართველი საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ობიექტურად და ადეკვატურად აფასებენ პროცესებს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კითხვებსა და შეშფოთებას იწვევს ის პოზიცია, რომელსაც ამერიკელ პოლიტიკოსთა ჯგუფი არჩევნების შემდეგ აფიქსირებს. ვგულისხმობთ ამერიკელი სენატორების: ჯინ შეიენის, ჯოზეფ ლიბერმანის, ჯეიმს რიშის, ლინდსი ო. გრეჰემისა და ჯონ მაქქეინის წერილს, რომლითაც ისინი ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ (წერილის სრული ვერსია იხ. გვ. 32).

ამ წერილიდან იმ ეპიზოდებს მოვიყვანთ, რომელთაც ზემოხსენებული კითხვები გააჩინეს.

"შეშფოთებული ვართ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკური პირების დაკავებით, გამოძიებისა და მათი პოლიტიკური დევნის შესახებ გავრცელებული ხმებით", - წერენ სენატორები.

შესაძლოა, ამერიკიდან საქართველო მართლაც სხვანაირად ჩანს და სენატორები, მაგალითად, ბაჩო ახალაიას ან კუდ-ისა თუ სოდ-ის ყოფილ თანამშრომლებს ოპოზიციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პირებად მიიჩნევენ (ან დაარწმუნეს, რომ ასეა), ან შესაძლოა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს მართლაც პოლიტიკურად მოტივირებული ეგონოს, როდესაც გამოძიებას ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებთან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის ნაწილი იმ ქმედებების შესახებ, რომელთა გამოძიებასაც ქართველი საზოგადოება ითხოვს, ხვდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა