მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაიმსახურა კატომ ქალთა სქესის რისხვა
რატომ დაიმსახურა კატომ ქალთა სქესის რისხვა

ამ­ბო­ბენ, სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი "ზე­მოთ" წყდე­ბაო, მაგ­რამ ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძი­სა და კოტე თო­ლორ­და­ვას გმი­რე­ბი, კატო და დიტო, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ყოვ­ლის­შემ­ძლე სცე­ნა­რის­ტის კა­ლამ­მა შე­ახ­ვედ­რა კვლავ ერ­თმა­ნეთს. წინა კვი­რას დი­ა­სახ­ლი­სებ­მა, თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა, პენ­სი­ო­ნე­რებ­მა, საქ­მი­ან­მა, არ­ცთუ საქ­მი­ან­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქეს, ვი­ნა­ი­დან კა­ტომ, რო­გორც იქნა, აღი­ა­რა 20-წლი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბა და მიხ­ვდა, რომ ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს დი­ტოს გვერ­დით გრძნობს.

10 იან­ვრი­დან კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი" გა­მო­დის, თქვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პერ­სო­ნა­ჟე­ბი დიდ ეკ­რან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­სა და კოტე თო­ლორ­და­ვას გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­ვა­კი­თხეთ და სე­რი­ა­ლი­სა და ფილ­მის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

ნინო:

- ჩვენ, რა თქმა უნდა, მა­ყუ­რე­ბელ­ზე ადრე ვი­ცო­დით, რა მოხ­დე­ბო­და. მე, მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბერ­ში ვი­ცო­დი, რომ სე­ზო­ნი უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო დი­ტო­სა და კა­ტოს ერ­თად ყოფ­ნით.

კოტე:

- ჩვენ არა, შენ, რად­გან მე არ ვი­ცო­დი.

ნინო:

- შენ რომ არ იცო­დი, მხო­ლოდ შენი პრობ­ლე­მაა, რად­გან ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან უფრო ახ­ლოს უნდა იყო (იცი­ნი­ან). ქეთი დევ­და­რი­ან­მა და ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ, ჩვენ­მა სცე­ნა­რის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა მი­თხრეს, რომ სე­რი­ა­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წა­სუ­ლი­ყო. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან დი­ტოს პერ­სო­ნაჟს იმ­დე­ნი მო­წო­ნე­ბა და სიმ­პა­თია ხვდა წი­ლად, რომ მან და­იმ­სა­ხუ­რა კა­ტოს გვერ­დით ყოფ­ნა. კატო რამ­დე­ნად იმ­სა­ხუ­რებ­და, რომ ასე­თი ერ­თგუ­ლი ბიჭი ჰყავ­დეს გვერ­დით, ეს უკვე სხვა თე­მაა.

კოტე:

- ნინო ზოგ­ჯერ კა­ტოს პერ­სო­ნაჟ­თან აი­გი­ვებს ხოლ­მე თავს. ისე კარ­გად შე­დის როლ­ში, რომ ზოგ­ჯერ ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­დის (იცი­ნის). რა თქმა უნდა, ვხუმ­რობ.

ნინო:

- როლ­ში მხო­ლოდ გა­და­ღე­ბე­ბის წინ შევ­დი­ვარ (იცი­ნის). რამ­დე­ნად იმ­სა­ხუ­რებს კატო დი­ტოს სიყ­ვა­რულს? მგო­ნია, რომ ორი­ვე ერ­თმა­ნეთს იმ­სა­ხუ­რებს, რად­გან 20 წე­ლია, არ და­კარ­გეს კონ­ტაქ­ტი. რო­გორც დი­ტომ თქვა ერთ-ერთ სე­რი­ა­ში, ეს ბე­დია. პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ არის მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს სა­დღაც "ზე­მოთ" წყდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­მა სცე­ნა­რის­ტმა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის 90% მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­ებ­მა და სურ­ვილ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

კოტე:

- მე და გა­ჩკას (ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - ავტ.) ძა­ლი­ან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვა­კავ­ში­რებს და სცე­ნა­ზე დიდი ხა­ნია, ერ­თმა­ნეთს გა­და­ვეკ­ვე­თეთ.

ნინო:

- 15 წე­ლია ვიცი, რომ ასე­თი მსა­ხი­ო­ბი, კოტე თო­ლორ­და­ვა არ­სე­ბობს, კოტე ჩემ­ზე ერთი წლით დი­დია. ერთ პე­რი­ოდ­ში მოგ­ვი­წია სწავ­ლამ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში და ფო­ი­ე­ში, კი­ბე­ებ­ზე ყო­ველ­თვის ვხვდე­ბო­დი, თუმ­ცა პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი. 11 წე­ლია, სცე­ნის პარტნი­ო­რე­ბი ვართ. 11 წლის წინ ნინო ლი­პარ­ტი­ან­მა დად­გა დოს­ტო­ევ­სკის "დამ­ცი­რე­ბულ­ნი და შე­უ­რა­ცხყო­ფილ­ნი", მე ვა­სა­ხი­ე­რებ­დი ნა­ტა­შას, კოტე - ალი­ო­შას. ესეც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბა­ვია, თუმ­ცა ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი შორ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

კოტე:

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, ალი­ო­შა, და­ახ­ლო­ე­ბით კა­ტოს ჰგავს (იცი­ნის).

ნინო:

- მა­მი­კოს ბი­ჭია უფრო, კა­ტოს ძა­ლი­ან არ ჰგავს. შემ­დეგ კი­დევ უნდა გვქო­ნო­და ერ­თობ­ლი­ვი სპექ­ტაკ­ლი, რო­დე­საც მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი" უნდა დად­გმუ­ლი­ყო, კო­ტეს გი­ორ­გი უნდა ეთა­მა­შა, მე კე­სოს როლ­ზე გა­მა­ნა­წი­ლეს, მაგ­რამ სპექ­ტაკლში ჩვენ აღარ ვი­თა­მა­შეთ, ეს რო­ლე­ბი ჩვენ­მა დუბ­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს. მოკ­ლედ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ჩემი გუ­ლის­თვის ხან რას შვრე­ბა და ხან - რას. მგო­ნია, რომ ჩვენ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის პარტნი­ო­რე­ბი ვართ.

- კოტე, რით და­იმ­სა­ხუ­რა დი­ტომ მა­ყუ­რებ­ლის­გან სიმ­პა­თია?

- რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, მე­სიმ­პა­თი­უ­რე­ბა და ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბაც ძა­ლი­ან მომ­წონს. თუკი მა­ყუ­რე­ბელ­საც მოს­წონს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ჩემს მო­წო­ნე­ბას იმით იმ­სა­ხუ­რებს, რომ 20 წე­ლია, ერთი ქალი უყ­ვარს. მე ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, მაგ­რამ მის­გა­ნაც იგი­ვე გრძნო­ბა მო­დის. დი­ტოს კი ცალ­მხრი­ვად უყ­ვარს, თან ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რი პერ­სო­ნა­ჟია, მის­თვის დაბ­რკო­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, "შემ­სრუ­ლე­ბე­ლი" და "მომ­გვა­რე­ბე­ლია" (იღი­მის). არის რა­ღაც თვი­სე­ბე­ბი, რაც დი­ტოს გმირ­ში მეც შე­ვი­ტა­ნე. ცოტა აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პია, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, კე­თი­ლია და სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. ალ­ბათ ეს არის მთა­ვა­რი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.

- ქა­ლე­ბის გული რით და­ი­პყრო?

- მარ­თლა და­ი­პყრო?!.

ნინო:

- ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი ხომ არის და ამას წი­ნათ ჩემ­მა სტი­ლის­ტმა მი­თხრა, ჩემი შვი­ლის კერ­პიც არი­სო, თუმ­ცა გოგო კი არა, ბიჭი ჰყავს. ასე რომ, დი­ტოს პერ­სო­ნა­ჟი თი­ნე­ი­ჯე­რი ბი­ჭე­ბის­თვი­საც მი­სა­ბა­ძია. მე იმი­ტომ არ მომ­წონს, რომ იგი­ნე­ბა, უხე­შია, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლია და საყ­ვა­რელ ქალს ბევ­რს აპა­ტი­ებს, რაც ყვე­ლა მა­მა­კაცს არ შე­უძ­ლია.

კოტე:

- მე ვფიქ­რობ, რომ არა­თუ აპა­ტი­ებს, არა­მედ იმ­დე­ნად უყ­ვარს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­და­დებს კა­ტოს გუ­ლის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, როცა ერ­თად იქ­ნე­ბი­ან, აღა­რა­ფერს არ აპა­ტი­ებს, თუმ­ცა არ ვიცი, ცოლი გახ­დე­ბა თუ არა (იცი­ნის). მა­ინც ყვე­ლა­ფერს არ გა­ვამ­ხელ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლე­ბის გუ­ლის და­პყრო­ბას, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი ამ­ბა­ვია და ე.ი. მე, რო­გორც მსა­ხი­ობს, კარ­გად მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ვი­სიც უნ­დო­და, იმი­სი ვერ და­ი­პყრო 20 წელი (იცი­ნის). თბი­ლი­სელ მა­ყუ­რე­ბელს იმი­ტო­მაც მოს­წონს ალ­ბათ, რომ ძა­ლი­ან ჯი­გა­რია. თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პია. პროგ­რე­სუ­ლი "ბა­ბუ­ლი­კია".

ნინო:

- არა­და, დი­ტოს პერ­სო­ნა­ჟი სულ სხვა­ნა­ი­რად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო კა­ტოს რი­გი­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, უჩა, რო­მელ­საც კატო გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­და. მთლად უჩას­ნა­ი­რიც ვერ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ უან­გა­როდ უნდა ჰყვა­რე­ბო­და კატო. უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცოტა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი, კო­ტემ გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლა ეს გმი­რი და სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა.

- ანუ გა­და­ღე­ბებ­ზე სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა...

კოტე:

- მი­ხა­რია, რომ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა­სა და რატი რა­მიშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბამ მო­მი­წია. მარ­თლა არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბას, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან "კი­ნოშ­ნი­კუ­რად" გა­კე­თე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლია. ფილ­მს რომ ვი­ღებთ, ათ­მა­გად მი­ხა­რია. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბენ, გამ­ნა­თებ­ლით და­წყე­ბუ­ლი, სტი­ლის­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მთელ არ­მი­ას ვგუ­ლის­ხმობ, გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ იმას, რომ სე­რი­ა­ლი რე­ი­ტინ­გუ­ლია.

- 10 იან­ვარს მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე იხი­ლავს ფილ­მს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი".

კოტე:

- ეს სა­ხე­ლი უკვე გა­და­წყდა? სა­ერ­თოდ მო­წყვე­ტი­ლი ვარ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს და უკვე ამ ფილ­მის გვერ­დიც შექ­მნი­ლა. სამი შვი­ლი მყავს და არ მაქვს დრო, ინ­ტერ­ნეტ­ში შე­ვი­დე, "ფე­ის­ბუქ­ზე" რა­ღა­ცე­ბი ვნა­ხო. გვერ­დი მაქვს, მაგ­რამ იქაც არ შევ­დი­ვარ.

ნინო:

- ჩემ­ნა­ი­რი უსაქ­მუ­რი კი არ არის, სახ­ლში რო­გორც კი მივ­დი­ვარ, ინ­ტერ­ნეტ­ში შევ­დი­ვარ.

- ალ­ბათ კი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს, რო­გორ ლან­ძღა­ვენ კა­ტოს, დიტო რო­გორ შე­ა­ბა მა­ინ­ცო.

- ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბის ნა­წი­ლი ვერ მი­ტანს, ნა­წი­ლი კი გიჟ­დე­ბა ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე. ამას წი­ნათ ჩემი ახ­ლო­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, ნა­თე­სა­ვი გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და ასე თქვა, მთე­ლი ციხე კა­ტო­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლიო (იცი­ნის). ქეთი დევ­და­რი­ა­ნის­თვის და­უ­რე­კავს ერთ საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანს, სე­რი­ალ­ზე უზი­ა­რებ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და ბო­ლოს უთ­ქვამს, კა­ტოს იმი­ტომ ერ­ჩი­ან, რომ შურთ, რად­გან ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­სო. ვერ ვი­ტყვი, თა­ვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს თუ არა ჭკუ­ას, მაგ­რამ აქვს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, უამ­რა­ვი პარტნი­ო­რი გა­მო­იც­ვა­ლა. ბევრ ქალს უნდა ასე­თი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ამის უფ­ლე­ბას ვერ აძ­ლევს. კატო კი ისე­თი თა­მა­მია, რომ აკე­თებს ამ ყვე­ლა­ფერს, შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც იმ­სა­ხუ­რებს ქალ­თა სქე­სის რის­ხვას.

კოტე:

- რე­ა­ლუ­რად კატო მსუ­ბუ­ქი პერ­სო­ნა­ჟი არ არის. მგო­ნია, რომ ეს ტრა­გი­კუ­ლი გმი­რია.

ნინო:

- მეც ასე ვფიქ­რობ, სულ ოც­ნე­ბობს, ილუ­ზი­ებ­სა და ფან­ტა­ზი­ებ­შია და მუდ­მი­ვად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მისი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა, დი­ტოა და გონს რომ მო­ე­გო, ერ­თმა­ნეთს შე­უ­რიგ­დნენ. გა­მახ­სენ­და კი­დევ ერთი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც დი­ტოს პერ­სო­ნაჟ­ზე წა­ვი­კი­თხე. დი­ტოს ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი და­მი­წე­რეთ, მგო­ნი, შე­მიყ­ვარ­დაო, ერთი გო­გო­ნა წერ­და. შენ­მა ცოლ­მა იცის ეს ამ­ბა­ვი (იცი­ნი­ან)? გა­ნომ ადრე მი­თხრა, სულ ვკი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებ­სო. გა­ნოს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მი­ზი­ა­რა სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით აფა­სებს ჩემს პერ­სო­ნაჟს...

კოტე:

- და მოს­წონს, გა­ჩკა რო­გორ თა­მა­შობს კა­ტოს როლს. განო რე­ჟი­სო­რია.

- ფილ­მის გა­და­ღე­ბებს და­ვუბ­რუნ­დეთ...

ნინო:

- ფილმში სამი დღეა აღ­წე­რი­ლი, დი­ტო­სა და კა­ტოს ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ. ფილმში გა­მოჩ­ნდე­ბა კა­ტოს მა­მაც, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და კა­ტოს ქორ­წი­ლის­თვის ჩა­მო­დის. ჯერ მსა­ხი­ობს ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დი­ტოს დე­დაც ითა­მა­შებს, რო­მელ­საც კატო რძლად არ უნდა და ამ ქორ­წი­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია. დი­ტოს მთე­ლი საძ­მა­კა­ცო გა­მოჩ­ნდე­ბა, ბა­ბუ­ლი­კე­ბი­სა და ბა­ბუ­ლი­ხე­ბის არ­მია იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, მათ შო­რის იქ­ნე­ბა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეც, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობს თა­ვის როლს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფილმშიც ფან­ტას­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა.

კოტე:

- ჯერ მხო­ლოდ 20%-ია გა­და­ღე­ბუ­ლი. უკვე გა­და­ვი­ღეთ ჩემი სახ­ლის სცე­ნა, კა­ტუ­სი­ას­თვის კა­ბის ამორ­ჩე­ვის სცე­ნა და ა.შ. იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი, ვი­საც რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია, რა სტე­რე­ო­ტი­პე­ბიც არ­სე­ბობს, ამ ყვე­ლა­ფერს შე­ვა­ერ­თებთ. ხომ ხვდე­ბი, რო­გო­რი კარ­გი მა­სა­ლაა გა­და­სა­ღე­ბად?

ნინო:

- ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი სცე­ნა­რის­ტი გვყავს. ძა­ლი­ან გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნია და იცის, რო­მელ პერ­სო­ნაჟს რა ფრა­ზე­ბი შე­უ­სა­ბა­მოს.

კოტე:

- "კა­ჩა­ო­ბის" სცე­ნებს ისე მი­წერს ხოლ­მე, რომ ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ამას ქალი რო­გორ ახერ­ხებს. ჩონ­ჩხი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მი­სია, ერთი-ორი რამ შე­იძ­ლე­ბა შევ­ცვა­ლო, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ბა­დოს რომ "ვე­კა­ჩა­ვე­ბო­დით", ბოლო ხუმ­რო­ბა კერპზე მე და გი­ორ­გიმ და­ვა­მა­ტეთ. კარ­გია, რომ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.

- გა­და­ღე­ბებ­ზე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ხომ არ შე­გემ­თხვათ?

კოტე:

- ამას წი­ნათ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, აე­რო­პორ­ტში ერთ-ერთი სცე­ნის წინ შეც­დო­მით გლი­ცე­რი­ნის მა­გივ­რად სხვა რა­ღაც ჩა­ვიწ­ვე­თე და თვა­ლებს ვერ ვა­ხელ­დი. თურ­მე გლი­ცე­რი­ნის მა­გივ­რად სხვა სი­თხე ესხა. გა­და­ღე­ბა დი­ლის 8 სა­ათ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი და მინ­დო­და, თვა­ლე­ბი ნორ­მა­ლუ­რად გა­მე­ხი­ლა (იცი­ნის).

- გაჩ­ნდა შე­კი­თხვა, რად­გან ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს შე­უ­რიგ­და, ხომ არ იგეგ­მე­ბა სე­რი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბა?

ნინო:

- ბევ­რს გა­უჩ­ნდა ეს შე­კი­თხვა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ იგეგ­მე­ბა დას­რუ­ლე­ბა. მე­ო­რე სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე ჯერ კი­დევ დარ­ჩა სე­რი­ე­ბი. 29 დე­კემ­ბერს გავა სე­ზო­ნის ბოლო სე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს, მისი ფი­ნა­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ოც­ნე­ბა ახ­დე­ბა.

- პენ­სი­ებს გაზ­რდი­ან და დე­ნის ტა­რი­ფი და­ი­წევს?

- (იცი­ნის) არა, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­დე­ბა. კი­დევ ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სე­რი­ებ­ში დი­ტო­სა და კა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, ფილმში კი ის კად­რე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა, რამ­დე­ნად შე­ე­გუ­ე­ბი­ან ან ვერ შე­ე­გუ­ე­ბი­ან ისი­ნი ერ­თმა­ნეთს. კა­ტოს გა­თხო­ვე­ბა ალ­ბათ ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბას და­ემ­სგავ­სე­ბა.

კოტე:

- არა მგო­ნია, რომ სე­რი­ა­ლი დას­რულ­დეს, რად­გან დიტო და კატო ჯერ უნდა და­ქორ­წინ­დნენ და ქორ­წი­ლის შემ­დეგ კი­დევ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა, ესეც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ვი­საც სე­რი­ა­ლი არ აქვს ნა­ნა­ხი, ფილმში ჩარ­თვას უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლებს, ისე იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი.

- მსა­ხი­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი რო­ლე­ბი, რო­გო­რიც თქვენ გაქვთ. შე­იძ­ლე­ბა, თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ათი რო­ლით ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ გახ­დე, რო­გო­რიც ასეთ რე­ი­ტინ­გულ სე­რი­ალ­ში ერთი რო­ლით.

კოტე:

- ამა­ზე ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ეს არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. მსა­ხი­ობს უფრო მე­ტად სა­ტე­ლე­ვი­ზიო ნა­მუ­შევ­რე­ბით ცნო­ბენ, ვიდ­რე თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლე­ბით. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე თავს უფრო მე­ტად თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად მი­ვიჩ­ნევ, კი­ნოს კი ახლა ვსწავ­ლობ. ორი­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მედ მი­მაჩ­ნია. პო­პუ­ლა­რო­ბა ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის. როცა ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ იმი­ტომ, რომ როლი კარ­გად ითა­მა­შე, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა. "ბაბუ, გე­ნაც­ვა­ლე" და სხვა ფრა­ზე­ბი ქუ­ჩა­ში ჩემ­თვის ხში­რად უთ­ქვამთ. ამ მხრივ ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ჩემი შვი­ლე­ბი, ბუკა და ტასო, სე­რი­ალს უყუ­რე­ბენ, თა­რა­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, 9 თვის.

- ბუ­კას ალ­ბათ უნდა, მა­მას და­ემ­სგავ­სოს.

- მა­მა­საც და დე­და­საც. დე­და­მი­სიც მსა­ხი­ო­ბია, მა­რი­ამ ჯო­ლო­გუა.

ნინო:

- ამას წი­ნათ მე და ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა კუს ტბა­ზე ვსე­ირ­ნობ­დით, ბავ­შვე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, ერ­თმა გა­მომ­ხე­და, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის იქ­ნე­ბო­და და თა­ვის­თვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა - ვაა, კა­ტუ­უ­უს! (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალ­სა და პო­პუ­ლა­რო­ბას, თუკი რე­ჟი­სო­რე­ბი ამ სე­რი­ა­ლით დაგ­ვი­ნა­ხა­ვენ მეც და სხვა მსა­ხი­ო­ბებ­საც, რა და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა კა­ტოს პერ­სო­ნა­ჟის­გან რაც უფრო გან­სხვა­ვე­ბულ რო­ლებს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, მით მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი მათი. როცა მსა­ხი­ობს იარ­ლიყს აწე­ბე­ბენ, ეს მის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია. თუ ვინ­მე გა­და­წყვეტს ჩვენს გა­და­ღე­ბას, შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რო­ლე­ბი. თუ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა სხვა ფილმში დაგ­ვა­კა­ვებს, მინ­და, თუნ­დაც დე­ტექ­ტი­ვის ან მკვლე­ლის როლ­ში გა­და­მი­ღოს და არ შე­მომ­თა­ვა­ზოს ქა­რაფ­შუ­ტა, ტუ­ტუ­ცი და სუ­ლე­ლი გო­გო­ნას როლი, რო­გო­რიც კა­ტოა (იცი­ნის). ის, რომ შე­იძ­ლე­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლი კა­ტოს­თან მა­ი­გი­ვებ­დეს, არ მიქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს, რაც უფრო აღი­ზი­ა­ნებს პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს, მით კარ­გია მსა­ხი­ო­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი.

კოტე:

- მე ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არას­დროს მქო­ნია, რად­გან თე­ატ­რში რო­ლე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი მაქვს.

- ჭო­რებს თუ აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას?

- მე სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ფე­რი გა­მი­გია. რაც მეტს მსჯე­ლო­ბენ, მით უკე­თე­სია.

ნინო:

- მე ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ჩემს პი­როვ­ნე­ბა­ზე არ აქვს სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა.

- ასეთ რო­ლებს ჭო­რე­ბიც მოს­დევს ხოლ­მე მსა­ხი­ო­ბებს შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

კოტე:

- ჩვენ მარ­თლაც გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, ძმე­ბი ვართ.

ნინო:

- ძმე­ბი ვართ უკვე 11 წე­ლია.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ დაიმსახურა კატომ ქალთა სქესის რისხვა

რატომ დაიმსახურა კატომ ქალთა სქესის რისხვა

ამბობენ, სიყვარულის ამბავი "ზემოთ" წყდებაო, მაგრამ ნინო გაჩეჩილაძისა და კოტე თოლორდავას გმირები, კატო და დიტო, "ჩემი ცოლის დაქალების" ყოვლისშემძლე სცენარისტის კალამმა შეახვედრა კვლავ ერთმანეთს. წინა კვირას დიასახლისებმა, თინეიჯერებმა, პენსიონერებმა, საქმიანმა, არცთუ საქმიანმა მაყურებელმა შვებით ამოისუნთქეს, ვინაიდან კატომ, როგორც იქნა, აღიარა 20-წლიანი სიყვარულის მარადიულობა და მიხვდა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს დიტოს გვერდით გრძნობს.

10 იანვრიდან კინოეკრანებზე "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" გამოდის, თქვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები დიდ ეკრანზე გადაინაცვლებენ. ნინო გაჩეჩილაძესა და კოტე თოლორდავას გადასაღებ მოედანზე მივაკითხეთ და სერიალისა და ფილმის შესახებ ვესაუბრეთ.

ნინო:

- ჩვენ, რა თქმა უნდა, მაყურებელზე ადრე ვიცოდით, რა მოხდებოდა. მე, მაგალითად, სექტემბერში ვიცოდი, რომ სეზონი უნდა დასრულებულიყო დიტოსა და კატოს ერთად ყოფნით.

კოტე:

- ჩვენ არა, შენ, რადგან მე არ ვიცოდი.

ნინო:

- შენ რომ არ იცოდი, მხოლოდ შენი პრობლემაა, რადგან ხელმძღვანელობასთან უფრო ახლოს უნდა იყო (იცინიან). ქეთი დევდარიანმა და ირაკლი საღინაძემ, ჩვენმა სცენარისტმა და პროდიუსერმა მითხრეს, რომ სერიალი ამ მიმართულებით უნდა წასულიყო. პირველი სეზონიდან დიტოს პერსონაჟს იმდენი მოწონება და სიმპათია ხვდა წილად, რომ მან დაიმსახურა კატოს გვერდით ყოფნა. კატო რამდენად იმსახურებდა, რომ ასეთი ერთგული ბიჭი ჰყავდეს გვერდით, ეს უკვე სხვა თემაა.

კოტე:

- ნინო ზოგჯერ კატოს პერსონაჟთან აიგივებს ხოლმე თავს. ისე კარგად შედის როლში, რომ ზოგჯერ ცოტა მოგვიანებით გამოდის (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

ნინო:

- როლში მხოლოდ გადაღებების წინ შევდივარ (იცინის). რამდენად იმსახურებს კატო დიტოს სიყვარულს? მგონია, რომ ორივე ერთმანეთს იმსახურებს, რადგან 20 წელია, არ დაკარგეს კონტაქტი. როგორც დიტომ თქვა ერთ-ერთ სერიაში, ეს ბედია. პირადი ურთიერთობები არ არის მხოლოდ ადამიანებზე დამოკიდებული, ეს სადღაც "ზემოთ" წყდება. ამ შემთხვევაში ჩვენმა სცენარისტმა გადაწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების 90% მაყურებლის სიმპათიებმა და სურვილმა განაპირობა.

კოტე:

- მე და გაჩკას (ნინო გაჩეჩილაძე - ავტ.) ძალიან დიდი ხნის ურთიერთობები გვაკავშირებს და სცენაზე დიდი ხანია, ერთმანეთს გადავეკვეთეთ.

ნინო:

- 15 წელია ვიცი, რომ ასეთი მსახიობი, კოტე თოლორდავა არსებობს, კოტე ჩემზე ერთი წლით დიდია. ერთ პერიოდში მოგვიწია სწავლამ თეატრალურ ინსტიტუტში და ფოიეში, კიბეებზე ყოველთვის ვხვდებოდი, თუმცა პირადად არ ვიცნობდი. 11 წელია, სცენის პარტნიორები ვართ. 11 წლის წინ ნინო ლიპარტიანმა დადგა დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი", მე ვასახიერებდი ნატაშას, კოტე - ალიოშას. ესეც სასიყვარულო ამბავია, თუმცა ჩვენი პერსონაჟები შორდებიან ერთმანეთს.

კოტე:

- ჩემი პერსონაჟი, ალიოშა, დაახლოებით კატოს ჰგავს (იცინის).

ნინო:

- მამიკოს ბიჭია უფრო, კატოს ძალიან არ ჰგავს. შემდეგ კიდევ უნდა გვქონოდა ერთობლივი სპექტაკლი, როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში "ოთარაანთ ქვრივი" უნდა დადგმულიყო, კოტეს გიორგი უნდა ეთამაშა, მე კესოს როლზე გამანაწილეს, მაგრამ სპექტაკლში ჩვენ აღარ ვითამაშეთ, ეს როლები ჩვენმა დუბლებმა შეასრულეს. მოკლედ, მთელი ცხოვრებაა ჩემი გულისთვის ხან რას შვრება და ხან - რას. მგონია, რომ ჩვენ შემოქმედებითი ცხოვრების პარტნიორები ვართ.

- კოტე, რით დაიმსახურა დიტომ მაყურებლისგან სიმპათია?

- როგორც პერსონაჟი, მესიმპათიურება და ამ როლზე მუშაობაც ძალიან მომწონს. თუკი მაყურებელსაც მოსწონს, ძალიან მიხარია. ჩემს მოწონებას იმით იმსახურებს, რომ 20 წელია, ერთი ქალი უყვარს. მე ცხოვრებაზე მეტად მიყვარს ჩემი მეორე ნახევარი, მაგრამ მისგანაც იგივე გრძნობა მოდის. დიტოს კი ცალმხრივად უყვარს, თან ძალიან მამაკაცური პერსონაჟია, მისთვის დაბრკოლება არ არსებობს, "შემსრულებელი" და "მომგვარებელია" (იღიმის). არის რაღაც თვისებები, რაც დიტოს გმირში მეც შევიტანე. ცოტა აგრესიული ტიპია, მაგრამ იმავდროულად, კეთილია და სიყვარული შეუძლია. ალბათ ეს არის მთავარი, რამაც განაპირობა მაყურებლის სიყვარული.

- ქალების გული რით დაიპყრო?

- მართლა დაიპყრო?!.

ნინო:

- ქალების გულთამპყრობელი ხომ არის და ამას წინათ ჩემმა სტილისტმა მითხრა, ჩემი შვილის კერპიც არისო, თუმცა გოგო კი არა, ბიჭი ჰყავს. ასე რომ, დიტოს პერსონაჟი თინეიჯერი ბიჭებისთვისაც მისაბაძია. მე იმიტომ არ მომწონს, რომ იგინება, უხეშია, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან ერთგულია და საყვარელ ქალს ბევრს აპატიებს, რაც ყველა მამაკაცს არ შეუძლია.

კოტე:

- მე ვფიქრობ, რომ არათუ აპატიებს, არამედ იმდენად უყვარს, რომ ყველაფერს გადადებს კატოს გულისთვის. დარწმუნებული ვარ, როცა ერთად იქნებიან, აღარაფერს არ აპატიებს, თუმცა არ ვიცი, ცოლი გახდება თუ არა (იცინის). მაინც ყველაფერს არ გავამხელ.

რაც შეეხება ქალების გულის დაპყრობას, ეს ძალიან რთული ამბავია და ე.ი. მე, როგორც მსახიობს, კარგად მიმუშავია, მაგრამ ვისიც უნდოდა, იმისი ვერ დაიპყრო 20 წელი (იცინის). თბილისელ მაყურებელს იმიტომაც მოსწონს ალბათ, რომ ძალიან ჯიგარია. თანამედროვე ტიპია. პროგრესული "ბაბულიკია".

ნინო:

- არადა, დიტოს პერსონაჟი სულ სხვანაირად იყო ჩაფიქრებული. ის უნდა ყოფილიყო კატოს რიგითი თაყვანისმცემელი, როგორიც, მაგალითად, უჩა, რომელსაც კატო გულწრფელად უყვარდა. მთლად უჩასნაირიც ვერ იქნებოდა, მაგრამ უანგაროდ უნდა ჰყვარებოდა კატო. უნდა ყოფილიყო ცოტა შემაწუხებელი და მომაბეზრებელი, კოტემ გააკეთილშობილა ეს გმირი და სხვანაირად წარმოაჩინა.

- ანუ გადაღებებზე სრული თავისუფლებაა...

კოტე:

- მიხარია, რომ გიორგი ლიფონავასა და რატი რამიშვილთან მუშაობამ მომიწია. მართლა არ დავთანხმდებოდი სერიალში გადაღებას, მაგრამ ეს ძალიან "კინოშნიკურად" გაკეთებული სერიალია. ფილმს რომ ვიღებთ, ათმაგად მიხარია. ის ადამიანები, რომლებიც ამ სერიალზე მუშაობენ, გამნათებლით დაწყებული, სტილისტით დამთავრებული, მთელ არმიას ვგულისხმობ, განაპირობებენ იმას, რომ სერიალი რეიტინგულია.

- 10 იანვარს მაყურებელი კინოეკრანებზე იხილავს ფილმს "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი".

კოტე:

- ეს სახელი უკვე გადაწყდა? საერთოდ მოწყვეტილი ვარ ვირტუალურ სამყაროს და უკვე ამ ფილმის გვერდიც შექმნილა. სამი შვილი მყავს და არ მაქვს დრო, ინტერნეტში შევიდე, "ფეისბუქზე" რაღაცები ვნახო. გვერდი მაქვს, მაგრამ იქაც არ შევდივარ.

ნინო:

- ჩემნაირი უსაქმური კი არ არის, სახლში როგორც კი მივდივარ, ინტერნეტში შევდივარ.

- ალბათ კითხულობ კომენტარებს, როგორ ლანძღავენ კატოს, დიტო როგორ შეაბა მაინცო.

- ქალები და კაცების ნაწილი ვერ მიტანს, ნაწილი კი გიჟდება ჩემს პერსონაჟზე. ამას წინათ ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, ნათესავი გამოვიდა ციხიდან და ასე თქვა, მთელი ციხე კატოზეა შეყვარებულიო (იცინის). ქეთი დევდარიანისთვის დაურეკავს ერთ საკმაოდ კომპეტენტურ ადამიანს, სერიალზე უზიარებდა შთაბეჭდილებებს და ბოლოს უთქვამს, კატოს იმიტომ ერჩიან, რომ შურთ, რადგან ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობსო. ვერ ვიტყვი, თავის შეცდომებზე სწავლობს თუ არა ჭკუას, მაგრამ აქვს თავგადასავლები, უამრავი პარტნიორი გამოიცვალა. ბევრ ქალს უნდა ასეთი ცხოვრება, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ აძლევს. კატო კი ისეთი თამამია, რომ აკეთებს ამ ყველაფერს, შესაძლოა, ამიტომაც იმსახურებს ქალთა სქესის რისხვას.

კოტე:

- რეალურად კატო მსუბუქი პერსონაჟი არ არის. მგონია, რომ ეს ტრაგიკული გმირია.

ნინო:

- მეც ასე ვფიქრობ, სულ ოცნებობს, ილუზიებსა და ფანტაზიებშია და მუდმივად იმედგაცრუებულია. ერთადერთი რეალური ადამიანი, რომელსაც შეუძლია მისი სურვილების ასრულება, დიტოა და გონს რომ მოეგო, ერთმანეთს შეურიგდნენ. გამახსენდა კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც დიტოს პერსონაჟზე წავიკითხე. დიტოს ნამდვილი სახელი და გვარი დამიწერეთ, მგონი, შემიყვარდაო, ერთი გოგონა წერდა. შენმა ცოლმა იცის ეს ამბავი (იცინიან)? განომ ადრე მითხრა, სულ ვკითხულობ კომენტარებსო. განოს ძალიან კარგად ვიცნობ. თავისი მოსაზრებები გამიზიარა სერიალთან დაკავშირებით. ის პროფესიული კუთხით აფასებს ჩემს პერსონაჟს...

კოტე:

- და მოსწონს, გაჩკა როგორ თამაშობს კატოს როლს. განო რეჟისორია.

- ფილმის გადაღებებს დავუბრუნდეთ...

ნინო:

- ფილმში სამი დღეა აღწერილი, დიტოსა და კატოს ქორწილის შესახებ. ფილმში გამოჩნდება კატოს მამაც, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და კატოს ქორწილისთვის ჩამოდის. ჯერ მსახიობს ვერ დაგისახელებთ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიტოს დედაც ითამაშებს, რომელსაც კატო რძლად არ უნდა და ამ ქორწილის კატეგორიული წინააღმდეგია. დიტოს მთელი საძმაკაცო გამოჩნდება, ბაბულიკებისა და ბაბულიხების არმია იქნება. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება გიორგი ყიფშიძეც, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობს თავის როლს და დარწმუნებული ვარ, ფილმშიც ფანტასტიკური იქნება.

კოტე:

- ჯერ მხოლოდ 20%-ია გადაღებული. უკვე გადავიღეთ ჩემი სახლის სცენა, კატუსიასთვის კაბის ამორჩევის სცენა და ა.შ. იქნება ქართული ტრადიციული ქორწილი, ვისაც როგორ წარმოუდგენია, რა სტერეოტიპებიც არსებობს, ამ ყველაფერს შევაერთებთ. ხომ ხვდები, როგორი კარგი მასალაა გადასაღებად?

ნინო:

- ვფიქრობ, ყველაზე მაგარი სცენარისტი გვყავს. ძალიან გონებაგახსნილი ადამიანია და იცის, რომელ პერსონაჟს რა ფრაზები შეუსაბამოს.

კოტე:

- "კაჩაობის" სცენებს ისე მიწერს ხოლმე, რომ ძალიან მიკვირს, ამას ქალი როგორ ახერხებს. ჩონჩხი თავიდან ბოლომდე მისია, ერთი-ორი რამ შეიძლება შევცვალო, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ბადოს რომ "ვეკაჩავებოდით", ბოლო ხუმრობა კერპზე მე და გიორგიმ დავამატეთ. კარგია, რომ გიორგი ლიფონავა ამის შესაძლებლობას გვაძლევს.

- გადაღებებზე რაიმე სახალისო ხომ არ შეგემთხვათ?

კოტე:

- ამას წინათ ფილმის გადაღებაზე, აეროპორტში ერთ-ერთი სცენის წინ შეცდომით გლიცერინის მაგივრად სხვა რაღაც ჩავიწვეთე და თვალებს ვერ ვახელდი. თურმე გლიცერინის მაგივრად სხვა სითხე ესხა. გადაღება დილის 8 საათზე იყო დანიშნული და მინდოდა, თვალები ნორმალურად გამეხილა (იცინის).

- გაჩნდა შეკითხვა, რადგან ყველა ერთმანეთს შეურიგდა, ხომ არ იგეგმება სერიალის დასრულება?

ნინო:

- ბევრს გაუჩნდა ეს შეკითხვა, მაგრამ ნამდვილად არ იგეგმება დასრულება. მეორე სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დარჩა სერიები. 29 დეკემბერს გავა სეზონის ბოლო სერია. რაც შეეხება ფილმს, მისი ფინალი მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი იქნება და მთელი საქართველოს ოცნება ახდება.

- პენსიებს გაზრდიან და დენის ტარიფი დაიწევს?

- (იცინის) არა, გაცილებით მნიშვნელოვანი რამ მოხდება. კიდევ ის შემიძლია გითხრათ, რომ სერიებში დიტოსა და კატოს ურთიერთობა უფრო გამოიკვეთება, ფილმში კი ის კადრები იქნება, სადაც გამოჩნდება, რამდენად შეეგუებიან ან ვერ შეეგუებიან ისინი ერთმანეთს. კატოს გათხოვება ალბათ ჭირვეულის მორჯულებას დაემსგავსება.

კოტე:

- არა მგონია, რომ სერიალი დასრულდეს, რადგან დიტო და კატო ჯერ უნდა დაქორწინდნენ და ქორწილის შემდეგ კიდევ როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა, ესეც საინტერესო იქნება. აქვე მინდა დავამატო, რომ ვისაც სერიალი არ აქვს ნანახი, ფილმში ჩართვას უპრობლემოდ შეძლებს, ისე იქნება გადაღებული.

- მსახიობისთვის მნიშვნელოვანია ისეთი როლები, როგორიც თქვენ გაქვთ. შეიძლება, თეატრში შესრულებული ათი როლით ისეთი პოპულარული ვერ გახდე, როგორიც ასეთ რეიტინგულ სერიალში ერთი როლით.

კოტე:

- ამაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არის ჩვენი რეალობა. მსახიობს უფრო მეტად სატელევიზიო ნამუშევრებით ცნობენ, ვიდრე თეატრალური როლებით. ამის მიუხედავად, მე თავს უფრო მეტად თეატრის მსახიობად მივიჩნევ, კინოს კი ახლა ვსწავლობ. ორივე ძალიან საინტერესო საქმედ მიმაჩნია. პოპულარობა ჩვენი მიზანი არ არის. როცა ხალხს უყვარხარ იმიტომ, რომ როლი კარგად ითამაშე, ეს სასიამოვნოა. "ბაბუ, გენაცვალე" და სხვა ფრაზები ქუჩაში ჩემთვის ხშირად უთქვამთ. ამ მხრივ ბავშვები განსაკუთრებულად გამოირჩევიან. ჩემი შვილები, ბუკა და ტასო, სერიალს უყურებენ, თარაში ძალიან პატარაა, 9 თვის.

- ბუკას ალბათ უნდა, მამას დაემსგავსოს.

- მამასაც და დედასაც. დედამისიც მსახიობია, მარიამ ჯოლოგუა.

ნინო:

- ამას წინათ მე და ანი ტყებუჩავა კუს ტბაზე ვსეირნობდით, ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, ერთმა გამომხედა, დაახლოებით 10 წლის იქნებოდა და თავისთვის ჩაილაპარაკა - ვაა, კატუუუს! (იცინის). რაც შეეხება სერიალსა და პოპულარობას, თუკი რეჟისორები ამ სერიალით დაგვინახავენ მეც და სხვა მსახიობებსაც, რა და როგორ შეგვიძლია, ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა კატოს პერსონაჟისგან რაც უფრო განსხვავებულ როლებს შემომთავაზებენ, მით მადლობელი ვიქნები მათი. როცა მსახიობს იარლიყს აწებებენ, ეს მისთვის დამღუპველია. თუ ვინმე გადაწყვეტს ჩვენს გადაღებას, შემოგვთავაზონ რადიკალურად განსხვავებული როლები. თუ გიორგი ლიფონავა სხვა ფილმში დაგვაკავებს, მინდა, თუნდაც დეტექტივის ან მკვლელის როლში გადამიღოს და არ შემომთავაზოს ქარაფშუტა, ტუტუცი და სულელი გოგონას როლი, როგორიც კატოა (იცინის). ის, რომ შეიძლება, მაყურებელი კატოსთან მაიგივებდეს, არ მიქმნის დისკომფორტს, რაც უფრო აღიზიანებს პერსონაჟი მაყურებელს, მით კარგია მსახიობის ნამუშევარი.

კოტე:

- მე ამის საშიშროება არასდროს მქონია, რადგან თეატრში როლების ფართო ასორტიმენტი მაქვს.

- ჭორებს თუ აქცევთ ყურადღებას?

- მე საკუთარ თავზე არაფერი გამიგია. რაც მეტს მსჯელობენ, მით უკეთესია.

ნინო:

- მე ყურადღებას არ ვაქცევ. შესაძლოა, ვიღაცას ჩემს პიროვნებაზე არ აქვს სწორი წარმოდგენა.

- ასეთ როლებს ჭორებიც მოსდევს ხოლმე მსახიობებს შორის სასიყვარულო ურთიერთობებზე.

კოტე:

- ჩვენ მართლაც გვიყვარს ერთმანეთი, ძმები ვართ.

ნინო:

- ძმები ვართ უკვე 11 წელია.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება