პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა
ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა

20 წლის ამე­რი­კე­ლი ადამ ლან­ზა, რო­მელ­მაც ნი­უ­თა­უ­ნის და­წყე­ბით სკო­ლა­ში 26 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, ნორ­ვე­გი­ე­ლი ტე­რო­რის­ტის, ან­დერს ბრე­ი­ვი­კის საყ­ვა­რელ კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშს, Call of Duty-ის ხში­რად თა­მა­შობ­და. თა­მა­შის მთა­ვა­რი გმი­რის მი­სია მტრე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბაა.

აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ბრე­ი­ვი­კის მსგავ­სად, კომ­პი­უ­ტერ­თან დიდ დროს ატა­რებ­და.

"ადა­მი უფან­ჯრო სარ­დაფ­ში ცხოვ­რობ­და. მას კომ­პი­უ­ტე­რი და ტე­ლე­ვი­ზო­რი ჰქონ­და. ის სარ­დაფ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად უფ­რო­სი ძმის, რა­ი­ა­ნის გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ გა­და­ვი­და", - იხ­სე­ნებს სან­ტექ­ნი­კო­სი პი­ტერ ვლა­სი­უ­კი, რო­მე­ლიც ლან­ზე­ბის ოჯახ­ში მუ­შა­ობ­და.

მისი თქმით, ძმებს სახ­ლში ყვე­ლა სა­ხის საბ­რძო­ლო ია­რა­ღის პოს­ტე­რი ჰქო­ნათ, რაც კი ოდეს­მე აშშ-ში უწარ­მო­ე­ბი­ათ.

14 დე­კემ­ბერს ადამ ლან­ზამ მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის და­წყე­ბით სკო­ლა­ში 26 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, უმ­რავ­ლე­სო­ბა ბავ­შვე­ბი. ლან­ზა ორი პის­ტო­ლე­ტი­თა და ნა­ხევ­რა­დავ­ტო­მა­ტუ­რი შაშ­ხა­ნით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდამ სა­კუ­თა­რი დედა ნენ­სი ლან­ზაც იმ­სხვერ­პლა. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა თქმით, 52 წლის ქალ­მა ია­რაღ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­კუ­თარ ვაჟს თა­ვად ას­წავ­ლა. გარ­და ამი­სა, ნენ­სი ლან­ზა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ­ლის წევ­რე­ბიც სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

- კო­ნე­კტი­კუ­ტის ერთ-ერთ სკო­ლა­ში 24 წლის თავ­დამ­სხმელ­მა 27 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა

- ბა­რაკ ობა­მას ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლა კო­ნე­კტი­კუ­ტში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო

-რო­გორ იხ­სნა სიკ­ვდი­ლის­გან სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი "სენ­დი ჰუ­კის" სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა

ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა

ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა

20 წლის ამერიკელი ადამ ლანზა, რომელმაც ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის საყვარელ კომპიუტერულ თამაშს, Call of Duty-ის ხშირად თამაშობდა. თამაშის მთავარი გმირის მისია მტრების განადგურებაა.

აუტიზმით დაავადებული ახალგაზრდა, ბრეივიკის მსგავსად, კომპიუტერთან დიდ დროს ატარებდა.

"ადამი უფანჯრო სარდაფში ცხოვრობდა. მას კომპიუტერი და ტელევიზორი ჰქონდა. ის სარდაფში საცხოვრებლად უფროსი ძმის, რაიანის გამგზავრების შემდეგ გადავიდა", - იხსენებს სანტექნიკოსი პიტერ ვლასიუკი, რომელიც ლანზების ოჯახში მუშაობდა.

მისი თქმით, ძმებს სახლში ყველა სახის საბრძოლო იარაღის პოსტერი ჰქონათ, რაც კი ოდესმე აშშ-ში უწარმოებიათ.

14 დეკემბერს ადამ ლანზამ მშობლიური ქალაქის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, უმრავლესობა ბავშვები. ლანზა ორი პისტოლეტითა და ნახევრადავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული. ახალგაზრდამ საკუთარი დედა ნენსი ლანზაც იმსხვერპლა. სამართალდამცავთა თქმით, 52 წლის ქალმა იარაღთან ურთიერთობა საკუთარ ვაჟს თავად ასწავლა. გარდა ამისა, ნენსი ლანზა გაწევრიანებული იყო საზოგადოებაში, რომლის წევრებიც სამყაროს აღსასრულისთვის აქტიურად ემზადებიან.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- კონეკტიკუტის ერთ-ერთ სკოლაში 24 წლის თავდამსხმელმა 27 ადამიანი მოკლა

- ბარაკ ობამას ემოციური გამოსვლა კონეკტიკუტში მომხდარი ტრაგედიის გამო

-როგორ იხსნა სიკვდილისგან საკუთარი მოსწავლეები "სენდი ჰუკის" სკოლის მასწავლებელმა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა