მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიქტორიას საიდუმლოს" ნამდვილი საიდუმლოებები და ანგელოზები
"ვიქტორიას საიდუმლოს" ნამდვილი საიდუმლოებები და ანგელოზები

"ვიქ­ტო­რი­ას სა­ი­დუმ­ლო" (Victoria's secret) დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ქა­ლის თეთ­რე­ულს აწარ­მო­ებს. მაგ­რამ ამ ბრენ­დს იც­ნო­ბენ არა ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის, არა­მედ მისი ე.წ. ან­გე­ლო­ზე­ბის გამო. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ტოპ­მო­დე­ლე­ბი სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და უკვე ერ­თგვარ ურ­ყევ ფაქ­ტა­დაც იქცა - ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო და უმაღ­ლე­სი დო­ნის მო­დე­ლი "ვიქ­ტო­რი­ას" კუთ­ვნი­ლე­ბაა.

ის­ტო­რია

ერთხელ როი რე­ი­მონდმა, სტენ­ფორ­დის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა, სცა­და თა­ვი­სი ცო­ლის­თვის სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და მა­ღა­ზი­ა­ში გა­ე­შუ­რა ქა­ლის ლა­მა­ზი საც­ვლე­ბის სა­ძებ­ნე­ლად. თეთ­რე­უ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში მი­სუ­ლი კი და­იბ­ნა, დიდ­ხანს და­ბო­დი­ა­ლებ­და ნივ­თებს შო­რის, გამ­ყიდ­ვე­ლებ­მაც ვერ შეძ­ლეს მისი დახ­მა­რე­ბა და მო­სა­წო­ნი ვე­რა­ფე­რი შე­არ­ჩია. ასე წა­მო­ვი­და როი ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ით.

1977 წელს სან-ფრან­ცის­კოს გა­რე­უ­ბან­ში რე­ი­მონდმა თა­ვი­სი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია გახ­სნა - Vicotria's secret, რო­მე­ლიც ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბად იქცა - ევ­რო­პუ­ლი ელე­გან­ტუ­რო­ბა მე­გობ­რულ გა­რე­მოს­თან იყო შერ­წყმუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, იქ მა­მა­კა­ცე­ბიც კი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დნენ.

რე­ი­მონ­დის პრო­ექ­ტი მას მერე მრა­ვალ­ჯერ გა­ი­ზარ­და და ნამ­დვი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ინ­დუსტრი­ა­ში.

სულ მალე რე­ი­მონდს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა და თა­ვი­სი მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლი 4 მლნ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და ქა­ლის ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ The Limited-ის მფლო­ბელ ლეს­ლი ვექ­სნერს. სწო­რედ მან აქ­ცია ეს ბრენ­დი წამ­ყვა­ნად მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. ვექ­სნერ­მა პირ­ველ რიგ­ში უარ­ყო იმი­ჯი "სა­მო­თხე მა­მა­კა­ცე­ბის­თვის" და ქალ­თა აუ­დი­ტო­რი­ა­ზე დადო ფსო­ნი. მერე კი შე­ე­ცა­და, ქა­ლე­ბი მი­ე­ზი­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი და ელე­გან­ტუ­რი თეთ­რე­უ­ლით. მერე კი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­ა­კე­თა, რა­მაც გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მო­დე­ლე­ბი მი­იწ­ვია, კარ­გი ჰო­ნო­რა­რე­ბი გა­და­უ­ხა­და და შო­უ­ე­ბის მო­წყო­ბას შე­უდ­გა.

"ან­გე­ლო­ზე­ბის" შო­უ­ე­ბი

მას შემ­დეგ ყო­ვე­ლი სე­ზო­ნი ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი შო­უ­თი იხ­სნე­ბა, რო­მელ­შიც შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. "ვიქ­ტო­რი­ას" მო­დე­ლებს ან­გე­ლო­ზე­ბი შე­არ­ქვეს, იმის გამო, რომ ყო­ველ­წლი­უ­რი ჩვე­ნე­ბის დროს ისი­ნი პო­დი­უმ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად ფრთე­ბით შემ­კულ­ნი გა­მო­დი­ან - ხან პეპ­ლებს ჰგვა­ნან, ხან ჩი­ტებს და ხა­ნაც ან­გე­ლო­ზებს. დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნი­ის შო­უ­ებ­ზე ისე­თი ტოპ­მო­დე­ლე­ბი ჩნდე­ბი­ან, რო­გო­რე­ბიც არი­ან მი­რან­და კერი, ალე­სან­დრა ამ­ბრო­სიო, ად­რი­ა­ნა ლიმა, და­უტ­ცენ კრე­სი და სხვა­ნი. ან­გე­ლო­ზე­ბის დე­ბი­უ­ტი კი 1998 წელს შედ­გა და პირ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი იყ­ვნენ რე­ბე­კა რო­მე­ი­ნი, ტა­ი­რა ბენ­ქსი, ჰე­ლე­ნა კრის­ტენ­სე­ნი, სტე­ფა­ნი სე­ი­მუ­რი, და­ნი­ე­ლა პეშ­ტო­ვა. 2008 წელს ამ პრეს­ტი­ჟულ გუნდს და­ე­მატ­ნენ ჰა­ი­დი კლუ­მი და კა­რო­ლი­ნა კურ­კო­ვა. ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ან­გე­ლო­ზებს შო­რის კი იყ­ვნენ ჟი­ზელ ბი­უნდჰე­ნი, ლე­ტი­ცია კას­ტა, ანა ბე­ატ­რის ბა­რო­სი. ხუმ­რო­ბენ კი­დეც, რომ ყვე­ლა მო­დე­ლი, ვი­საც აქვს ამ­ბი­ცია, რომ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მა­ნე­კე­ნია, ერთხელ მა­ინც უნდა იყოს გა­მო­სუ­ლი პო­დი­უმ­ზე "ვიქ­ტო­რი­ას" თეთ­რე­უ­ლით და მის "სა­ი­დუმ­ლოს" ნა­ზი­ა­რე­ბი.

ბოლო წლებ­ში "ფორბსის" მიერ შედ­გე­ნილ რე­ი­ტინ­გებ­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად მო­დე­ლებს ავ­ლენს, სა­უ­კე­თე­სო შვი­დე­უ­ლი ყო­ველ­თვის "ან­გე­ლო­ზე­ბის" გუნ­დი­დან არის. მათ შო­რის არი­ან ჟი­ზელ ბი­უნდჰე­ნი, ჰა­ი­დი კლუ­მი, ად­რი­ა­ნა ლიმა, ალე­სან­დრა ამ­ბრო­სიო, მი­რან­და კერი, და­უტ­ცენ კრე­სი და ემა­ნუ­ე­ლა დე პა­უ­ლა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ვიქტორიას საიდუმლოს" ნამდვილი საიდუმლოებები და ანგელოზები

"ვიქტორიას საიდუმლოს" ნამდვილი საიდუმლოებები და ანგელოზები

"ვიქტორიას საიდუმლო" (Victoria's secret) დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც ქალის თეთრეულს აწარმოებს. მაგრამ ამ ბრენდს იცნობენ არა ქალის თეთრეულის, არამედ მისი ე.წ. ანგელოზების გამო. მსოფლიოს წამყვანი ტოპმოდელები სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობენ და უკვე ერთგვარ ურყევ ფაქტადაც იქცა - ყველა საუკეთესო და უმაღლესი დონის მოდელი "ვიქტორიას" კუთვნილებაა.

ისტორია

ერთხელ როი რეიმონდმა, სტენფორდის კურსდამთავრებულმა, სცა­და თავისი ცოლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მაღაზიაში გაეშურა ქალის ლამაზი საცვლების საძებნელად. თეთრეულის მაღაზიაში მისული კი დაიბნა, დიდხანს დაბოდიალებდა ნივთებს შორის, გამყიდველებმაც ვერ შეძლეს მისი დახმარება და მოსაწონი ვერაფერი შეარჩია. ასე წამოვიდა როი ცარიელი ხელებით, მაგრამ რევოლუციური იდეით.

1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში რეიმონდმა თავისი იდეის განხორციელება დაიწყო. თავისი პირველი მაღაზია გახსნა - Vicotria's secret, რომელიც ქალის თეთრეულის ახალ მიმართულებად იქცა - ევროპული ელეგანტურობა მეგობრულ გარემოსთან იყო შერწყმული და რაც მთავარია, იქ მამაკაცებიც კი თავს კომფორტულად გრძნობდნენ.

რეიმონდის პროექტი მას მერე მრავალჯერ გაიზარდა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მთელ მსოფლიოში ქალის თეთრეულის ინდუსტრიაში.

სულ მალე რეიმონდს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და თავისი მა­ღაზიების ქსელი 4 მლნ დოლარად მიჰყიდა ქალის ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ The Limited-ის მფლობელ ლესლი ვექსნერს. სწორედ მან აქცია ეს ბრენდი წამყვანად მსოფლიო ბაზარზე. ვექსნერმა პირველ რიგში უარყო იმიჯი "სამოთხე მამაკაცებისთვის" და ქალთა აუდიტორიაზე დადო ფსონი. მერე კი შეეცადა, ქალები მიეზიდა ექსკლუზიური და ელეგანტური თეთრეულით. მერე კი ყველაზე მთავარი გააკეთა, რამაც გაუთქვა სახელი - მსოფლიოს წამყვანი მოდელები მიიწვია, კარგი ჰონორარები გადაუხადა და შოუების მოწყობას შეუდგა.

"ანგელოზების" შოუები

მას შემდეგ ყოველი სეზონი ახალი გრანდიოზული შოუთი იხსნება, რომელშიც შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც მონაწილეობენ. "ვიქტორიას" მოდელებს ანგელოზები შეარქვეს, იმის გამო, რომ ყოველწლიური ჩვენების დროს ისინი პოდიუმზე ტრადიციულად ფრთებით შემკულნი გამოდიან - ხან პეპლებს ჰგვანან, ხან ჩიტებს და ხანაც ანგელოზებს. დღესდღეობით კომპანიის შოუებზე ისეთი ტოპმოდელები ჩნდებიან, როგორებიც არიან მირანდა კერი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, დაუტცენ კრესი და სხვანი. ანგელოზების დებიუტი კი 1998 წელს შედგა და პირველი ანგელოზები იყვნენ რებეკა რომეინი, ტაირა ბენქსი, ჰელენა კრისტენსენი, სტეფანი სეიმური, დანიელა პეშტოვა. 2008 წელს ამ პრესტიჟულ გუნდს დაემატნენ ჰაიდი კლუმი და კაროლინა კურკოვა. ყველაზე ცნობილ ანგელოზებს შორის კი იყვნენ ჟიზელ ბიუნდჰენი, ლეტიცია კასტა, ანა ბეატრის ბაროსი. ხუმრობენ კიდეც, რომ ყველა მოდელი, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მსოფლიოში ცნობილი მანეკენია, ერთხელ მაინც უნდა იყოს გამოსული პოდიუმზე "ვიქტორიას" თეთრეულით და მის "საიდუმლოს" ნაზიარები.

ბოლო წლებში "ფორბსის" მიერ შედგენილ რეიტინგებში, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს ავლენს, საუკეთესო შვიდეული ყოველთვის "ანგელოზების" გუნდიდან არის. მათ შორის არიან ჟიზელ ბიუნდჰენი, ჰაიდი კლუმი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, მირანდა კერი, დაუტცენ კრესი და ემანუელა დე პაულა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება