საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაკითხვაზე 12:00 საათიდან იმყოფება. ნიკა გილაური რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით იკითხება, რადგან როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, ამ პერიოდში იგი ფინანსთა მინისტრი იყო.
ამავე თემაზე საგამოძიებო სამსახურში იკითხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე.
რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები. ასევე დაკითხვაზეა დაბარებული მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი დავით საყვარელიძე, თუმცა იგი საგამოძიებო სამსახურში ჯერ არ გამოცხადებულა.