პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლია მუხაშავრია - იმედი მქონდა, რომ ამნისტიით მინიმუმ ორჯერ მეტი პატიმარი გათავისუფლდებოდა
ლია მუხაშავრია - იმედი მქონდა, რომ ამნისტიით მინიმუმ ორჯერ მეტი პატიმარი გათავისუფლდებოდა

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ლია მუ­ხა­შავ­რი­ას იმე­დი ჰქონ­და, რომ ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მეტი პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, სხვებს კი სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბო­დათ, - ამის შე­სა­ხებ მუ­ხა­შავ­რი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტში ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"იმის გამო, რომ ბოლო წლებ­ში ჩვენ­თან სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კუ­ლად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და გა­და­სინ­ჯვის მე­ქა­ნიზ­მი ჯერ არ შექ­მნი­ლა, დიდი იმე­დი მქონ­და, რომ ამ­ნის­ტია უფრო ფარ­თო, მისი პო­ლი­ტი­კა კი უფრო შემ­წყნა­რებ­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და. რო­დე­საც შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი არ­სე­ბობ­და და სას­ჯე­ლე­ბი და­ჯა­მე­ბუ­ლია, ეს ძა­ლი­ან მცი­რე ვა­დაა და პა­ტიმ­რებს პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ უკე­თებს", - აღ­ნიშ­ნა მუ­ხა­შავ­რი­ამ.

მი­სი­ვე აზ­რით, თუ ამ­ნის­ტი­ას პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ჰუ­მა­ნუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ მოჰ­ყვე­ბა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მო­აკ­ლდე­ბა და მისი რე­ი­ტინ­გი და­ე­ცე­მა.

სას­ჯე­ლის 1/4-ით შემ­ცი­რე­ბა იმ პა­ტიმ­რებ­საც შე­ე­ხე­ბათ, რომ­ლებ­საც "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მუხ­ლე­ბი არც ერთი ფორ­მით არ ეხე­ბო­დათ. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

"ამ­ნის­ტია მსჯავ­რდე­ბულ­თა ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს ეხე­ბა და მცი­რეს - არა. უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა, ვინ­მეს გა­მო­ტო­ვე­ბა, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი", - აცხა­დებს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ეკა ბე­სე­ლია.

სას­ჯე­ლის 1/4-ით შემ­სუ­ბუ­ქე­ბა მხო­ლოდ ისეთ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ვერ შე­ე­ხე­ბათ, რო­მელ­თა მი­მართ "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით" თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დოდ აღ­კვე­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ლია მუხაშავრია - იმედი მქონდა, რომ ამნისტიით მინიმუმ ორჯერ მეტი პატიმარი გათავისუფლდებოდა

ლია მუხაშავრია - იმედი მქონდა, რომ ამნისტიით მინიმუმ ორჯერ მეტი პატიმარი გათავისუფლდებოდა

უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას იმედი ჰქონდა, რომ ამნისტიის შედეგად მინიმუმ ორჯერ მეტი პატიმარი გათავისუფლდებოდა, სხვებს კი სასჯელი გაუნახევრდებოდათ, - ამის შესახებ მუხაშავრიამ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

"იმის გამო, რომ ბოლო წლებში ჩვენთან სასამართლო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა და გადასინჯვის მექანიზმი ჯერ არ შექმნილა, დიდი იმედი მქონდა, რომ ამნისტია უფრო ფართო, მისი პოლიტიკა კი უფრო შემწყნარებლური იქნებოდა. როდესაც შეკრებითობის პრინციპი არსებობდა და სასჯელები დაჯამებულია, ეს ძალიან მცირე ვადაა და პატიმრებს პრაქტიკულად არანაირ შეღავათს არ უკეთებს", - აღნიშნა მუხაშავრიამ.

მისივე აზრით, თუ ამნისტიას პარალელურად სხვა ჰუმანური ნაბიჯები არ მოჰყვება, "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერები მოაკლდება და მისი რეიტინგი დაეცემა.

სასჯელის 1/4-ით შემცირება იმ პატიმრებსაც შეეხებათ, რომლებსაც "ამნისტიის შესახებ" პროექტით გათვალისწინებული მუხლები არც ერთი ფორმით არ ეხებოდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"ამნისტია მსჯავრდებულთა ძალიან დიდ ნაწილს ეხება და მცირეს - არა. უსამართლობა იქნება, ვინმეს გამოტოვება, ამიტომ მიმაჩნია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა მიღებული", - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია.

სასჯელის 1/4-ით შემსუბუქება მხოლოდ ისეთ მსჯავრდებულებს ვერ შეეხებათ, რომელთა მიმართ "სისხლის სამართლის კოდექსით" თავისუფლების უვადოდ აღკვეთაა გათვალისწინებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"