ნათია კაჭარავა ”მის ტურიზმის” საერთაშორისო კონკურსის ტოპ-ათეულში მოხვდა

ნათია კაჭარავა ”მის ტურიზმის” საერთაშორისო კონკურსის ტოპ-ათეულში მოხვდა

2 დეკემბერს ჩინეთში, ქალაქ ნანჯინგში "ტურიზმის დედოფლის" ყოველწლიური სილამაზის კონკურსი გაიმართა. Miss Tourism Queen Of The Year International 2012 World Final-ზე საქართველოს სახელით "იმიჯ ცენტრის" მოდელი ნათია კაჭარავა გამოვიდა. 19 წლის ნათია კონკურსის ტოპ-ათეულში მოხვდა და "მის ფოტოგენურობის" ტიტულიც მოიპოვა.

Miss Tourism Queen Of The Year International 2012 World Final-ის ფარგლებში გაიმართა "ტალანტების შოუც", სადაც ნათია კაჭარავა ასევე ტოპ-ათეულში, აჭარული ცეკვის შესრულების შემდეგ მოხვდა.

სულ სილამაზის კონკურსში 54 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ხოლო "ტალანტების შოუში" - 34. "ამბები.გე" ნათია კაჭარავას დაუკავშირდა.

"იმიჯ ცენტრი" ყოველ წელს აგზავნის კონკურსანტებს „miss tourism queen of the year international“-ზე. წელს მე მხვდა წილად ეს პატივი. ძალიან გამიხარდა, რადგან თავადაც ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ. კონკურსზე სულ 30 წამი მქონდა იმისთვის, რომ საქართველო წარმედგინა და მაყურებლისთვის მეთქვა, რატომ უნდა ჩამოსულიყო ტურისტი ჩვენს ქვეყანაში. აღვნიშნე, რომ ჩვენ უძველესი ტრადიციების ქვეყანა ვართ", - განაცხადა ნათია კაჭარავამ.

საქართველოს წარმომადგენლის საღამოს კაბებსა და ნაციონალურ სამოსზე მოდის სახლმა ”მარიონელამ” იზრუნა.

ნათია კაჭარავა "იმიჯ ცენტრის" მოდელია. 2010 წელს კაჭარავა "მის საქართველოს" კონკურსის ხუთეულში მოხვდა და "მესამე ვიცე-მისის" ტიტული მოიპოვა. 2011 წელს ის საქართველოს სახელით ესპანეთში გამართულ MISS INTERCONTINENTAL 2011-ზე წარსდგა.

 

 

ქეთევან პატარქალიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება