მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"
გიორგი მარგველაშვილი: "მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"

"როცა მო­ვიც­ლი, დუ­შეთ­ში, ჩემს სახ­ლში ავ­დი­ვარ. გა­რე­მოს შეც­ვლა მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­ნა­ი­რი ვიყო. თუმ­ცა, დღეს სხვა როლ­ში ვარ, ვიდ­რე 44 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. მომ­წონს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ, რად­გან ავი­ღე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვარ, მი­ვი­ღე თა­მა­შის ის წე­სე­ბიც, რომ რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლას წარ­მო­ად­გენ, ფრთხი­ლად უნდა იყო, რათა ვი­ღა­ცას შემ­თხვე­ვით არ ავნო. რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა არა გაქვს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა იო­ლია, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ კონ­ტექ­სტში, რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა გაქვს, ბევ­რად რთუ­ლია. ვსწავ­ლობ, არ დავ­კარ­გო თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამა­ვე დროს არ გა­და­ვი­დე ანარ­ქი­ა­ში და ვი­ღა­ცის უფ­ლე­ბე­ბი არ შევ­ლა­ხო", - მე­უბ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

- უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა გა­და­საჭ­რე­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბი გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რო­დე­საც ახალ როლ­ში ხარ, ცდი­ლობ, მას მო­ერ­გო, ეს კი თა­ვი­სუფ­ლე­ბას გი­ზღუ­დავს. ტან­საც­მე­ლიც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მაც­ვია, ვიდ­რე აქამ­დე ვიც­ვამ­დი, და ამა­საც შეჩ­ვე­ვა უნდა.

- 2004 წლი­დან გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და მათი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტიც. კახა ლო­მა­ი­ას დროს მი­ნის­ტრის კა­ბი­ნე­ტი იყო სადა. კე­დელ­ზე თა­ვი­სი ვა­ჟის ნა­ხა­ტი ჰქონ­და გაკ­რუ­ლი, უამ­რა­ვი კომ­პაქტდის­კი ჰქონ­და. მუ­სი­კა უყ­ვარ­და და ხში­რად უს­მენ­და; გია ნო­დი­ას დროს მი­ნის­ტრის კა­ბი­ნე­ტი­დან კომ­პაქტდის­კე­ბი გაქ­რა. შაშ­კინ­მა, გარ­და იმი­სა, რომ კა­ბი­ნე­ტი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ა­რე­მონ­ტა, მი­ნის­ტრის ოთა­ხი ძვირ­ფა­სი ავე­ჯი­თაც გა­ა­წყო. თქვენ რა შეც­ვა­ლეთ?

- ხელი არაფ­რის­თვის მიხ­ლია, ყვე­ლა სკა­მი ისე დგას, რო­გორც იდგა. კა­ბი­ნე­ტი დი­დია და, ჩემი აზ­რით, მდიდ­რუ­ლი.

- კახა ლო­მა­ია ამ­ბობ­და, სკო­ლა­ში მთა­ვა­რი მოს­წავ­ლე­აო, შაშ­კი­ნის დროს კი გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ სკო­ლა­ში მთა­ვა­რი მან­და­ტუ­რი იყო. თქვენ­თვის ვინ (ან რა) არის მთა­ვა­რი?

- წლე­ბის წინ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში იყო ანარ­ქია რე­გუ­ლი­რე­ბის გა­რე­შე, ნაც­მოძ­რა­ო­ბის დროს - დიქ­ტა­ტი და ძა­ლი­ან მკაც­რი რე­გუ­ლი­რე­ბა. ახლა იწყე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იღე­ბენ კომ­პე­ტენ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ჩემი მი­ზა­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ხარ­ჯზე, რა­საც დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა და მყი­სი­ე­რად ვერ მი­ვაღ­წევთ. აქამ­დე სის­ტე­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბით მუ­შა­ობ­და, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ბრძა­ნე­ბი­თი ფორ­მით და მისი ხერ­ხე­მა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა იყო. ჩვენ ამას შევ­ცვლით, მაგ­რამ რო­დე­საც სის­ტე­მის მე­ნე­ჯმენტს ცვლი, სი­ცა­რი­ე­ლე ჩნდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი შეჩ­ვე­უ­ლი არი­ან ბრძა­ნე­ბას, ჩვენ ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მას კი არა, მხო­ლოდ ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­სა­ზღვრას ვა­პი­რებთ. ასეთ დროს ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­ზე. ადრე თუ სა­მი­ნის­ტრო ამ­ბობ­და, გა­ივ­ლი 5 მეტრს პირ­და­პირ და მერე 3 მეტრს მარ­ცხნი­ვო, ახლა ვე­ტყვით - ა წერ­ტი­ლი­დან B წერ­ტი­ლამ­დე მი­დით და რო­გორ მიხ­ვალთ, ეს თვი­თონ გა­და­წყვი­ტეთ სის­ტე­მის ყვე­ლა წევ­რმა. ამის­თვის კი შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნე­ბი მზად არ აღ­მოჩ­ნდნენ. ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ, რომ არ და­იბ­ნენ და სის­ტე­მა­ში ანარ­ქია არ და­ი­წყოს. სა­მი­ნის­ტროს როლი იმი­თაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რისხს მოჰ­ყვეს კომ­პე­ტენ­ცი­ის ზრდა. ახლა ადა­მი­ა­ნებს გა­ცი­ლე­ბით მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ, ვიდ­რე მა­შინ, რო­დე­საც მათ სის­ხლის და­ლე­ვით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, თქვენს სის­ხლს დავ­ლევ, თუ სამ ნა­ბიჯს წინ არ გა­დად­გამთ და 2 ნა­ბიჯს მარ­ცხნი­ვო. დიქ­ტა­ტი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში გა­დას­ვლა სა­სი­ა­მოვ­ნო და იმავდრო­უ­ლად, მძი­მეა ჩვენ­თვი­საც და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, ვინც ეს უნდა აღას­რუ­ლოს. მო­ვე­ლი, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მზად არ არი­ან, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი არ არის, შე­ეც­დე­ბი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ანარ­ქი­ა­სა და ქა­ოს­ში გა­და­ი­ტა­ნონ და თქვან, ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა და ამის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლი­აო.

ჩვენ არ ვი­ტყვით, ვი­საც რა გინ­დათ, ის აკე­თე­თო, არა­მედ, ვი­ტყვით, აი, ეს არის მი­ზა­ნი და თუ სხვა­ზე უკე­თე­სი ხარ, უკეთ მი­აღ­წი­ეო. თუ ვერ მი­აღ­წევ და A-დან B პუნ­ქტში მის­ვლის ნაც­ვლად სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წახ­ვალ, მა­შინ ვერ იქ­ნე­ბი სის­ტე­მა­ში.

- მო­ვის­მი­ნე თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა, სა­ა­ხალ­წლოდ 500 ლა­რის და­რი­გე­ბას არ ვა­პი­რებ და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა არ შე­მი­ძე­ნი­აო. მე­დი­ი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყო­ველ­თვის უპა­სუ­ხებთ?

- ალ­ბათ, პე­რი­ო­დუ­ლად დამ­ჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. გავ­რცელ­და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ვა­პი­რებ­დით 500-500 ლა­რის და­რი­გე­ბას, რა­საც არ ვა­პი­რებთ. მე­დი­ით ასე­ვე გავ­რცელ­და ხმა, რომ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა შე­ვი­ძი­ნე და თან თურ­მე ისე­თი შტე­რი ვარ, მან­ქა­ნა ჩემს მე­გო­ბარ­ზე გა­ვა­ფორ­მე. მან­ქა­ნა არ შე­მი­ძე­ნია და არც მყავს. მყავს სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრო­ში მის­ვლი­სას დამ­ხვდა. არა მყავს მძღო­ლი და სა­ჭეს­თან თვი­თონ ვზი­ვარ. ეტყო­ბა, სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა­ზე რომ და­მი­ნა­ხეს, გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩე­მია. ასე­თი რა­მე­ე­ბის და­წე­რა უხა­რის­ხო ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა, თა­ნაც ვა­რა­უ­დი კი არ გა­მოთ­ქვეს, მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ახალ­შე­ძე­ნი­ლი მან­ქა­ნა მე­გო­ბარ­ზე გა­ვა­ფორ­მე. ეს უკვე ცი­ლის­წა­მე­ბაა. კერ­ძო პირი რომ ვიყო, ამით არც და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, მაგ­რამ რად­გან გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვა­ტა­რებ, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ამ ცი­ლის­წა­მე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა.

- შაშ­კინს არა­თუ მძღო­ლი, რამ­დე­ნი­მე კაცი (სა­ვა­რა­უ­დოდ, დაც­ვის წევ­რე­ბი) ახ­ლდა ყო­ველ­თვის.

- დაც­ვა ჰყავ­და? არ ვი­ცო­დი. მძი­მე ტვირ­თია, როცა ადა­მი­ანს, ვინც არ გიც­ნობს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, და­გიც­ვას. ისე­დაც ბევ­რი რამ შევ­ცვა­ლე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, ისეთ რა­მე­ებს არ შევ­ცვლი. მძღო­ლი­სა და დაც­ვის ყოლა არ არის ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ავი­ღე.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სკო­ლის მოს­წავ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა კალ­მის სა­ხუ­რა­ვის გა­დაყ­ლაპ­ვის გამო. ამ შემ­თხვე­ვამ, ალ­ბათ, გი­კარ­ნა­ხათ, რომ ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის­თვი­საც მზად­ყოფ­ნაა სა­ჭი­რო...

- გა­სუ­ლი კვი­რა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ჯერ პირ­ველკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა იმის გამო, რომ კალ­მის თავ­სა­ხუ­რი გა­და­ეყ­ლა­პა. ამ კოშ­მა­რულ ფაქტს მე­ო­რე მოჰ­ყვა - მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებ­თან გაკ­ვე­თილ­ზე შე­სუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­სულ­ტით და­ი­ღუ­პა.

ამ ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, - ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი­სათ­ვის რომ მზად ვი­ყოთ, ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლიო. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შევ­ხვდე­ბი მი­ნის­ტრ სერ­გი­ენ­კოს და მის­გან ველი კომ­პე­ტენ­ტურ მო­საზ­რე­ბას.

- არის მო­საზ­რე­ბა, მან­და­ტუ­რე­ბი გა­და­ამ­ზა­დონ ისე, რომ მათ შეძ­ლონ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

- მან­და­ტუ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ვერ მო­აგ­ვა­რებს ამ სა­კითხს. სის­ტე­მა უნდა იყოს მზად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ.

ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი, შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მძი­მე დროს გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც დახ­მა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა კი არა, რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, მზად ვართ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის რე­ა­ლის­ტუ­რი გა­და­წყვე­ტა შე­მოგ­თა­ვა­ზო­თო.

თა­ვი­დან, რო­დე­საც მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი შე­მო­ი­ღეს, მისი აბრა იყო უსაფრ­თხო სკო­ლა, რაც სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბი და გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გახ­და სა­მი­ნის­ტროს სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი სკო­ლა­ში. მან­და­ტუ­რე­ბი გარ­კვე­ულ როლს კი ას­რუ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ას­რუ­ლებ­დნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის მი­მართ სა­დაზ­ვერ­ვო-სა­დამ­სჯე­ლო ფუნ­ქცი­ას. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო კარ­გი აბრა გამ­რუ­დე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სით. მან­და­ტურს ჩა­მო­ვარ­თვით მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფუნ­ქცია. ისი­ნი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის და­ცუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ამ ინ­სტი­ტუ­ტის რე­ფორ­მი­რე­ბა და­ვი­წყეთ და ვთქვით, ნამ­დვი­ლად გვინ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ უსაფრ­თხო სკო­ლა და ამი­ტომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ ინ­სტი­ტუტს, მაგ­რამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ამ ინ­სტი­ტუ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცია მოხ­და. რო­გორც კი ვთქვით, რომ ამ ინ­სტი­ტუტს ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით, წა­მო­ვი­და კრი­ტი­კა ლო­ზუნ­გე­ბით, სხვა საქ­მე არა გაქვთ, რომ მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს, რო­მე­ლიც ცუ­დია, ფორ­მას უც­ვლი­თო? იმა­ზე მსჯე­ლო­ბა კი არ და­ი­წყეს, რო­გორ აჯო­ბებ­და ამ ინ­სტი­ტუ­ტის გარ­დაქ­მნა, მაგ­რამ კრი­ტი­კას მოჰ­ყვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ეს ინ­სტი­ტუ­ტი. ადა­მი­ა­ნე­ბი ნელ-ნელა სწავ­ლო­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ამ კონ­ტექ­სტში იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, შენ­თან ერ­თად რო­გორ ამუ­შა­ონ უკეთ ეს სამ­სა­ხუ­რი. მან­და­ტუ­რე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში და­წე­რენ ოქმს, რო­დე­საც სკო­ლა­ში იქ­ნე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ან თუ ვინ­მე მთვრა­ლი მივა სკო­ლა­ში. ასეთ ბავ­შვებს დი­რექ­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბით მის­ცე­მენ სი­ტყვი­ერ ან წე­რი­ლო­ბით გაფრ­თხი­ლე­ბას.

რო­დე­საც სკო­ლის დამ­ცავ მე­ქა­ნიზ­მებს ქმნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გეხ­მა­რე­ბა გარ­კვე­ვა­ში, რა უნდა გა­კეთ­დეს სა­ა­მი­სოდ, ძა­ლი­ან კარ­გია. თან­და­თან მცირ­დე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ლო­ზუნ­გუ­რი კრი­ტი­კით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი და ამ­ბობ­დნენ, მეტი საქ­მე არა გაქ­ვთო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გიორგი მარგველაშვილი: "მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"

გიორგი მარგველაშვილი: "მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"

"როცა მოვიცლი, დუშეთში, ჩემს სახლში ავდივარ. გარემოს შეცვლა მეხმარება, რომ საკუთარი თავისნაირი ვიყო. თუმცა, დღეს სხვა როლში ვარ, ვიდრე 44 წლის განმავლობაში ვიყავი. მომწონს თავისუფლება, მაგრამ, რადგან ავიღე ვალდებულება და სახელმწიფო მოხელე ვარ, მივიღე თამაშის ის წესებიც, რომ როდესაც სახელმწიფო ძალას წარმოადგენ, ფრთხილად უნდა იყო, რათა ვიღაცას შემთხვევით არ ავნო. როდესაც ძალაუფლება არა გაქვს, თავისუფლება იოლია, მაგრამ თავისუფლება იმ კონტექსტში, როდესაც ძალაუფლება გაქვს, ბევრად რთულია. ვსწავლობ, არ დავკარგო თავისუფლება და ამავე დროს არ გადავიდე ანარქიაში და ვიღაცის უფლებები არ შევლახო", - მეუბნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

- უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და სერიოზული საქმეები გასაკეთებელი. როდესაც ახალ როლში ხარ, ცდილობ, მას მოერგო, ეს კი თავისუფლებას გიზღუდავს. ტანსაცმელიც კი განსხვავებული მაცვია, ვიდრე აქამდე ვიცვამდი, და ამასაც შეჩვევა უნდა.

- 2004 წლიდან განათლების მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მათი სამუშაო კაბინეტიც. კახა ლომაიას დროს მინისტრის კაბინეტი იყო სადა. კედელზე თავისი ვაჟის ნახატი ჰქონდა გაკრული, უამრავი კომპაქტდისკი ჰქონდა. მუსიკა უყვარდა და ხშირად უსმენდა; გია ნოდიას დროს მინისტრის კაბინეტიდან კომპაქტდისკები გაქრა. შაშკინმა, გარდა იმისა, რომ კაბინეტი საფუძვლიანად გაარემონტა, მინისტრის ოთახი ძვირფასი ავეჯითაც გააწყო. თქვენ რა შეცვალეთ?

- ხელი არაფრისთვის მიხლია, ყველა სკამი ისე დგას, როგორც იდგა. კაბინეტი დიდია და, ჩემი აზრით, მდიდრული.

- კახა ლომაია ამბობდა, სკოლაში მთავარი მოსწავლეაო, შაშკინის დროს კი გაჩნდა განცდა, რომ სკოლაში მთავარი მანდატური იყო. თქვენთვის ვინ (ან რა) არის მთავარი?

- წლების წინ განათლების სისტემაში იყო ანარქია რეგულირების გარეშე, ნაცმოძრაობის დროს - დიქტატი და ძალიან მკაცრი რეგულირება. ახლა იწყება თავისუფლება, როდესაც კომპეტენტური ადამიანები იღებენ კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს. ჩემი მიზანია ხარისხიანი განათლება, განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია საზოგადოების გააქტიურების ხარჯზე, რასაც დიდი დრო დასჭირდება და მყისიერად ვერ მივაღწევთ. აქამდე სისტემა პოლიტიკური ბერკეტებით მუშაობდა, ადმინისტრაციულ-ბრძანებითი ფორმით და მისი ხერხემალი პოლიტიკური მმართველობა იყო. ჩვენ ამას შევცვლით, მაგრამ როდესაც სისტემის მენეჯმენტს ცვლი, სიცარიელე ჩნდება. ადამიანები შეჩვეული არიან ბრძანებას, ჩვენ ბრძანების გაცემას კი არა, მხოლოდ ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას ვაპირებთ. ასეთ დროს ბევრი რამ დამოკიდებული ხდება აღმასრულებელზე. ადრე თუ სამინისტრო ამბობდა, გაივლი 5 მეტრს პირდაპირ და მერე 3 მეტრს მარცხნივო, ახლა ვეტყვით - ა წერტილიდან B წერტილამდე მიდით და როგორ მიხვალთ, ეს თვითონ გადაწყვიტეთ სისტემის ყველა წევრმა. ამისთვის კი შესაძლოა ადამიანები მზად არ აღმოჩნდნენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ არ დაიბნენ და სისტემაში ანარქია არ დაიწყოს. სამინისტროს როლი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლების ხარისხს მოჰყვეს კომპეტენციის ზრდა. ახლა ადამიანებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ სისხლის დალევით ემუქრებოდნენ, როდესაც ეუბნებოდნენ, თქვენს სისხლს დავლევ, თუ სამ ნაბიჯს წინ არ გადადგამთ და 2 ნაბიჯს მარცხნივო. დიქტატიდან თავისუფლებაში გადასვლა სასიამოვნო და იმავდროულად, მძიმეა ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ეს უნდა აღასრულოს. მოველი, რომ ის ადამიანები, ვინც ასეთი თავისუფლებისთვის მზად არ არიან, ვისთვისაც თავისუფლება ბუნებრივი არ არის, შეეცდებიან, ეს ყველაფერი ანარქიასა და ქაოსში გადაიტანონ და თქვან, ეს ყველაფერი სისულელეა და ამის გაკეთება არ შემიძლიაო.

ჩვენ არ ვიტყვით, ვისაც რა გინდათ, ის აკეთეთო, არამედ, ვიტყვით, აი, ეს არის მიზანი და თუ სხვაზე უკეთესი ხარ, უკეთ მიაღწიეო. თუ ვერ მიაღწევ და A-დან B პუნქტში მისვლის ნაცვლად სულ სხვა მიმართულებით წახვალ, მაშინ ვერ იქნები სისტემაში.

- მოვისმინე თქვენი განცხადება, საახალწლოდ 500 ლარის დარიგებას არ ვაპირებ და ძვირად ღირებული მანქანა არ შემიძენიაო. მედიიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უპასუხებთ?

- ალბათ, პერიოდულად დამჭირდება პასუხების გაცემა. გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სტუდენტებისთვის ვაპირებდით 500-500 ლარის დარიგებას, რასაც არ ვაპირებთ. მედიით ასევე გავრცელდა ხმა, რომ ძვირად ღირებული მანქანა შევიძინე და თან თურმე ისეთი შტერი ვარ, მანქანა ჩემს მეგობარზე გავაფორმე. მანქანა არ შემიძენია და არც მყავს. მყავს სამსახურის მანქანა, რომელიც სამინისტროში მისვლისას დამხვდა. არა მყავს მძღოლი და საჭესთან თვითონ ვზივარ. ეტყობა, სამსახურის მანქანაზე რომ დამინახეს, გადაწყვიტეს, რომ ჩემია. ასეთი რამეების დაწერა უხარისხო ჟურნალისტიკაა, თანაც ვარაუდი კი არ გამოთქვეს, მტკიცებითი ფორმით ჰყვებოდნენ, რომ ახალშეძენილი მანქანა მეგობარზე გავაფორმე. ეს უკვე ცილისწამებაა. კერძო პირი რომ ვიყო, ამით არც დავინტერესდებოდი, მაგრამ რადგან გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებს ვატარებ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ ცილისწამების გაბათილება.

- შაშკინს არათუ მძღოლი, რამდენიმე კაცი (სავარაუდოდ, დაცვის წევრები) ახლდა ყოველთვის.

- დაცვა ჰყავდა? არ ვიცოდი. მძიმე ტვირთია, როცა ადამიანს, ვინც არ გიცნობს, ვალდებულება აქვს, დაგიცვას. ისედაც ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაც სავალდებულო არ არის, ისეთ რამეებს არ შევცვლი. მძღოლისა და დაცვის ყოლა არ არის ის ვალდებულება, რომელიც ავიღე.

- რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა კალმის სახურავის გადაყლაპვის გამო. ამ შემთხვევამ, ალბათ, გიკარნახათ, რომ ასეთი მოულოდნელობებისთვისაც მზადყოფნაა საჭირო...

- გასული კვირა ძალიან მძიმე იყო. ჯერ პირველკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა იმის გამო, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა. ამ კოშმარულ ფაქტს მეორე მოჰყვა - მეორეკლასელებთან გაკვეთილზე შესული მასწავლებელი ინსულტით დაიღუპა.

ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, - ასეთი შემთხვევებისათვის რომ მზად ვიყოთ, ერთობლივი ღონისძიებებია გასატარებელიო. უახლოეს დღეებში შევხვდები მინისტრ სერგიენკოს და მისგან ველი კომპეტენტურ მოსაზრებას.

- არის მოსაზრება, მანდატურები გადაამზადონ ისე, რომ მათ შეძლონ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

- მანდატურების გადამზადება ვერ მოაგვარებს ამ საკითხს. სისტემა უნდა იყოს მზად ასეთი შემთხვევების საპასუხოდ.

ასეთი ტრაგედიების წინაშე რომ დავდექი, შოკირებული ვიყავი.

სასიამოვნოა, რომ მძიმე დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც დახმარება შემომთავაზეს. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრმა კი არა, რამდენიმე ორგანიზაციამ დამირეკა და მითხრა, მზად ვართ ასეთი პრობლემების რეალისტური გადაწყვეტა შემოგთავაზოთო.

თავიდან, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შემოიღეს, მისი აბრა იყო უსაფრთხო სკოლა, რაც სავსებით მისაღები და გასაზიარებელია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მანდატურის სამსახური გახდა სამინისტროს სადაზვერვო სამსახური სკოლაში. მანდატურები გარკვეულ როლს კი ასრულებდნენ, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ასრულებდნენ მასწავლებლებისა და დირექტორების მიმართ სადაზვერვო-სადამსჯელო ფუნქციას. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კარგი აბრა გამრუდებული შინაარსით. მანდატურს ჩამოვართვით მასწავლებლებზე ზემოქმედების ფუნქცია. ისინი მხოლოდ ბავშვების დაცულობას უზრუნველყოფენ. ამ ინსტიტუტის რეფორმირება დავიწყეთ და ვთქვით, ნამდვილად გვინდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო სკოლა და ამიტომ შევინარჩუნებთ ამ ინსტიტუტს, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდა. როგორც კი ვთქვით, რომ ამ ინსტიტუტს ვინარჩუნებდით, წამოვიდა კრიტიკა ლოზუნგებით, სხვა საქმე არა გაქვთ, რომ მანდატურის ინსტიტუტს, რომელიც ცუდია, ფორმას უცვლითო? იმაზე მსჯელობა კი არ დაიწყეს, როგორ აჯობებდა ამ ინსტიტუტის გარდაქმნა, მაგრამ კრიტიკას მოჰყვა შეხედულებები, მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტი. ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ თავისუფლებას და ამ კონტექსტში იღებენ პასუხისმგებლობას, შენთან ერთად როგორ ამუშაონ უკეთ ეს სამსახური. მანდატურები იმ შემთხვევაში დაწერენ ოქმს, როდესაც სკოლაში იქნება კრიმინალური შემთხვევები, ცივი იარაღის გამოყენება, ფიზიკური შეურაცხყოფა ან თუ ვინმე მთვრალი მივა სკოლაში. ასეთ ბავშვებს დირექტორთან შეთანხმებით მისცემენ სიტყვიერ ან წერილობით გაფრთხილებას.

როდესაც სკოლის დამცავ მექანიზმებს ქმნი და საზოგადოება გეხმარება გარკვევაში, რა უნდა გაკეთდეს საამისოდ, ძალიან კარგია. თანდათან მცირდება ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ლოზუნგური კრიტიკით იყვნენ დაკავებულნი და ამბობდნენ, მეტი საქმე არა გაქვთო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"