პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შეიძლება "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს"
"რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შეიძლება "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს"

გა­სულ კვი­რას არ­ცთუ ისე ცოტა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და, მაგ­რამ მათ­გან გა­მო­სა­ყო­ფია ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი. დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა მომ­წი­ფე­ბუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სპე­ცწარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­მო­ი­ღო და ამ პოსტზე გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ზუ­რაბ აბა­ში­ძე და­ნიშ­ნა. თუმ­ცა რო­გორც რუ­სულ დიპ­ლო­მა­ტი­ას სჩ­ვე­ვია, მოს­კო­ვი ჯერ "გა­იპ­რან­ჭა" და ყვე­ლას რომ ეგო­ნა, პრო­ცე­სი ჩიხ­ში შე­ვი­დაო, "მო­უ­ლოდ­ნე­ლად" დი­ა­ლოგ­ზე და­თან­ხმდა. ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ზუ­რაბ აბა­ში­ძემ და გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. მოკ­ლედ, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის რთუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თა­მა­ში და­ი­წყო, რომ­ლის დრო­საც ერთი მხა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მე­ო­რის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს რა­დი­კა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა მთა­ვა­რია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ შე­დე­გებს უახ­ლო­ეს ხან­ში არ უნდა ვე­ლო­დოთ.

- ჩვენც ვა­ფიქ­სი­რებთ, რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით რუ­სეთს და, რაც მთა­ვა­რია, რუ­სე­თი აფიქ­სი­რებს ჩვენ­თან დი­ა­ლოგს. მე­ო­რე მო­მენ­ტი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც კია - რუ­სეთს სჭირ­დე­ბა მი­იქ­ცი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბა, რომ ის მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის რუ­სეთ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ნატ­რე­ლიც კი გახ­და, რუ­სეთ­თან არ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არ­ხის გაჭ­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და მას­ზე უა­რის თქმა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს რო­დის­თვის უნდა ვე­ლო­დოთ, პირ­ველ რიგ­ში, შე­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით გვა­ინ­ტე­რე­სებს.

- ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით შე­დე­გებს უნდა ვე­ლო­დოთ და­ახ­ლო­ე­ბით იმ დრო­ში, რამ­დე­ნიც მათ გა­ფორ­მე­ბას დას­ჭირ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი კი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დამ­დე გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

- "სოჭი 2014"-ის შემ­დეგ რა შე­იც­ვლე­ბა?

- ოლიმ­პი­ა­დამ­დე ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მი­სად­მი. პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს სა­სი­კე­თოდ დამ­თავ­რდე­ბა. თუმ­ცა დღეს იმა­ზე მსჯე­ლო­ბა, რო­დის და­იძ­ვრე­ბა მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, ნა­ად­რე­ვია. ბევ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო, მათ შო­რის და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ი­საც და იმის, რამ­დე­ნად გა­უ­წევს ამ პო­ზი­ცი­ას ან­გა­რიშს რუ­სე­თი.

- სამ­წუ­ხა­როდ, და­სავ­ლე­თი­დან კვლავ შეშ­ფო­თე­ბა ის­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. მა­გა­ლი­თად, ხუთ­მა ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს წე­რი­ლით მი­მარ­თა, რო­მელ­შიც წუ­ხილს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი და­კა­ვე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყოს.

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მსგავ­სი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა ამე­რი­კუ­ლი მხა­რის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­დეს. რა­ტომ­ღაც შე­ვეჩ­ვი­ეთ, რომ სხვა­თა მსჯე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ყო­ველ­თვის ობი­ექ­ტუ­რად მი­ვიჩ­ნი­ოთ. ამე­რი­კამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი ჩადო, თუმ­ცა, ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სიც და­ა­ბან­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის გუნდში. ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­მენ­დით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი გუნ­დი "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რაა".

სწო­რედ ეს აი­ძუ­ლებს ამე­რი­კე­ლებს, სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ, რად­გან რა­საც "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას" ეძახ­დნენ, ის შე­საძ­ლოა, "დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის შუ­ქუ­რა" აღ­მოჩ­ნდეს. ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ტყმა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის იმიჯ­საც ურტყამს. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა - გვე­გო­ნა, დე­მოკ­რა­ტი­ას გვა­ფი­ნან­სე­ბი­ნებ­დი და დიქ­ტა­ტუ­რა აღ­მოჩ­ნდაო. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბას და­კარ­გა­ვენ. ამი­ტო­მაც ამე­რი­კე­ლე­ბი იო­ლად ვერ შე­ე­გუ­ე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს.

- "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რის" იმი­ჯი თუ ასე აწუ­ხებთ, ამა­ზე ადრე რა­ტომ არ რე­ა­გი­რებ­დნენ?!

- სხვა­თა შო­რის, 2007 წელს "იმე­დის" დარ­ბე­ვა­ზე ამე­რი­კე­ლებს მკაც­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ და სა­ა­კაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა­მაც მო­უ­წია. ასეთ ფრაგ­მენ­ტებ­ზე ამე­რი­კე­ლე­ბი რე­ა­გი­რებ­დნენ, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა "რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი" კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბოდ­ნენ და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­იყ­ვან­დნენ მე­ო­რე ნა­პი­რამ­დე. იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ეს ჯგუ­ფი ისე­თი არ აღ­მოჩ­ნდა, რო­გორ­საც ელოდ­ნენ, ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც უჭირთ და პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც.

- თუმ­ცა ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში კი­თხვებ­სა და გა­უ­გებ­რო­ბას აჩენს. ხომ არ დად­გე­ბი­ან არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ბო­ლომ­დე და­უ­ჭი­რონ მხა­რი იმას, რაც "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" ეგო­ნათ და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ, თუ გა­უ­წი­ონ ან­გა­რი­ში ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას?

- ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რე­ბა რომ გვი­ხა­რია, პირ­ველ რიგ­ში, ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის მად­ლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ. მად­ლო­ბა უნდა ვთქვათ, რომ სა­ა­კაშ­ვილს უფრო დიდი ცოდ­ვა არ და­ე­დო და ხალ­ხის ნება აღ­სრულ­და. ამა­ში დიდი როლი აშშ-ის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც ში­გა­და­შიგ ლა­მის მი­ტინ­გებ­ზე გა­მო­დი­ო­და. უნდა ვთქვათ, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი არ არი­ან ზე­ბუ­ნებ­რი­ვი არ­სე­ბე­ბი, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც შეც­დო­მე­ბი მოს­დით.

სხვა­თა შო­რის, სტი­ლის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის, ისე ქვეყ­ნე­ბის ხა­სი­ათ­ზე. ჩემს თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და ვი­ტყვი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში ამე­რი­კე­ლე­ბი ხში­რად უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს. უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შეგ­ვიძ­ლია - ირა­ნი, რო­მე­ლიც და­კარ­გა ამე­რი­კამ და დღეს თავ­ში სა­ცე­მი გა­უხ­და, ერა­ყი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტი იყო და ა.შ. თუმ­ცა ნუ ვიქ­ნე­ბით მკაც­რე­ბი, ამე­რი­კა კი უშ­ვებს შეც­დო­მებს, მაგ­რამ მის გა­მოს­წო­რე­ბა­საც ცდი­ლობს, ოღონდ ისე, რომ არა­ვინ შე­ა­ტყოს შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბამ და პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბამ აშშ-ს არა­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი მო­უ­ტა­ნა. თუმ­ცა მან დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა და ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-ელ ოქ­ტომ­ბერ­საც და­დას­ტურ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შეიძლება "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს"

"რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შეიძლება "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს"

გასულ კვირას არცთუ ისე ცოტა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, მაგრამ მათგან გამოსაყოფია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი. დიალოგის დაწყება მომწიფებული იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის თანამდებობა შემოიღო და ამ პოსტზე გამოცდილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. თუმცა როგორც რუსულ დიპლომატიას სჩვევია, მოსკოვი ჯერ "გაიპრანჭა" და ყველას რომ ეგონა, პროცესი ჩიხში შევიდაო, "მოულოდნელად" დიალოგზე დათანხმდა. ჟენევაში გამართულ პირველ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოლაპარაკებები რეგულარულად გაგრძელდება. მოკლედ, ორ ქვეყანას შორის რთული დიპლომატიური თამაში დაიწყო, რომლის დროსაც ერთი მხარის მთავარი მიზანი მეორის პოლიტიკურ ინტერესებს რადიკალურად ეწინააღმდეგება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დიალოგის დაწყება მთავარია, მაგრამ პოლიტიკურ შედეგებს უახლოეს ხანში არ უნდა ველოდოთ.

- ჩვენც ვაფიქსირებთ, რომ ველაპარაკებით რუსეთს და, რაც მთავარია, რუსეთი აფიქსირებს ჩვენთან დიალოგს. მეორე მომენტი უფრო მნიშვნელოვანიც კია - რუსეთს სჭირდება მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება, რომ ის მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოსთან. ქართული მხარისთვის რუსეთთან დალაპარაკება სანატრელიც კი გახდა, რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ არხის გაჭრა, რომლის საშუალებითაც პრობლემების მოგვარება გახდება შესაძლებელი, მისასალმებელია და მასზე უარის თქმა დაუშვებელია.

- კონკრეტულ შედეგებს როდისთვის უნდა ველოდოთ, პირველ რიგში, შედეგი პოლიტიკური კუთხით გვაინტერესებს.

- ეკონომიკური კუთხით შედეგებს უნდა ველოდოთ დაახლოებით იმ დროში, რამდენიც მათ გაფორმებას დასჭირდება. პოლიტიკური შედეგები კი სოჭის ოლიმპიადამდე გაჭიანურდება.

- "სოჭი 2014"-ის შემდეგ რა შეიცვლება?

- ოლიმპიადამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისადმი. პროცესის წარმართვა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება. თუმცა დღეს იმაზე მსჯელობა, როდის დაიძვრება მკვდარი წერტილიდან პოლიტიკური საკითხები, ნაადრევია. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის დასავლეთის პოზიციისაც და იმის, რამდენად გაუწევს ამ პოზიციას ანგარიშს რუსეთი.

- სამწუხაროდ, დასავლეთიდან კვლავ შეშფოთება ისმის საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო. მაგალითად, ხუთმა ამერიკელმა სენატორმა ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომელშიც წუხილს გამოთქვამენ, რომ ბოლოდროინდელი დაკავებები, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.

- არ არის გამორიცხული, მსგავსი პოზიციის დაკავება ამერიკული მხარის ინტერესში შედიოდეს. რატომღაც შევეჩვიეთ, რომ სხვათა მსჯელობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის ობიექტურად მივიჩნიოთ. ამერიკამ საქართველოში ბევრი მატერიალური რესურსი ჩადო, თუმცა, ბევრი პოლიტიკური რესურსიც დააბანდა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდში. ცხრა წლის განმავლობაში ვისმენდით, რომ სააკაშვილი და აღნიშნული გუნდი "დემოკრატიის შუქურაა".

სწორედ ეს აიძულებს ამერიკელებს, სუბიექტურები იყვნენ, რადგან რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შესაძლოა, "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს. ნებისმიერი დარტყმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამერიკელი პოლიტიკოსების იმიჯსაც ურტყამს. ვგულისხმობ იმას, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი დაუპირისპირდება - გვეგონა, დემოკრატიას გვაფინანსებინებდი და დიქტატურა აღმოჩნდაო. შესაბამისად, ამ პროექტებში მონაწილე ამერიკელი პოლიტიკოსები ამომრჩევლის ნდობას დაკარგავენ. ამიტომაც ამერიკელები იოლად ვერ შეეგუებიან სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.

- "დემოკრატიის შუქურის" იმიჯი თუ ასე აწუხებთ, ამაზე ადრე რატომ არ რეაგირებდნენ?!

- სხვათა შორის, 2007 წელს "იმედის" დარბევაზე ამერიკელებს მკაცრი რეაქცია ჰქონდათ და სააკაშვილს თანამდებობიდან გადადგომამაც მოუწია. ასეთ ფრაგმენტებზე ამერიკელები რეაგირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, იმედოვნებდნენ, რომ ახალგაზრდა "რეფორმატორები" კონტროლირებადი იქნებოდნენ და უმტკივნეულოდ გაიყვანდნენ მეორე ნაპირამდე. იმის აღიარება, რომ ეს ჯგუფი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ, ადამიანურადაც უჭირთ და პოლიტიკურადაც.

- თუმცა ამერიკელი პოლიტიკოსების გარკვეული განცხადებები ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვებსა და გაუგებრობას აჩენს. ხომ არ დადგებიან არჩევანის წინაშე - ბოლომდე დაუჭირონ მხარი იმას, რაც "დემოკრატიის შუქურა" ეგონათ და ქართველი საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვიონ, თუ გაუწიონ ანგარიში ახალ პოლიტიკურ რეალობას და საზოგადოების განწყობას?

- ამერიკული პოლიტიკა საზოგადოებაზეა ორიენტირებული. 1-ლი ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიანად დამთავრება რომ გვიხარია, პირველ რიგში, ამერიკელი მეგობრების მადლიერები უნდა ვიყოთ. მადლობა უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილს უფრო დიდი ცოდვა არ დაედო და ხალხის ნება აღსრულდა. ამაში დიდი როლი აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შეასრულა, რომელიც შიგადაშიგ ლამის მიტინგებზე გამოდიოდა. უნდა ვთქვათ, რომ ამერიკელები არ არიან ზებუნებრივი არსებები, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც შეცდომები მოსდით.

სხვათა შორის, სტილის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორც ადამიანების, ისე ქვეყნების ხასიათზე. ჩემს თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკელები ხშირად უშვებენ შეცდომებს. უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია - ირანი, რომელიც დაკარგა ამერიკამ და დღეს თავში საცემი გაუხდა, ერაყი, რომელიც თავის დროზე ამერიკული პროექტი იყო და ა.შ. თუმცა ნუ ვიქნებით მკაცრები, ამერიკა კი უშვებს შეცდომებს, მაგრამ მის გამოსწორებასაც ცდილობს, ოღონდ ისე, რომ არავინ შეატყოს შეცდომის აღიარება. სხვათა შორის, მოსახლეობის ინტერესების გვერდზე გადადებამ და პოლიტიკურ პარტნიორებზე აქცენტის გაკეთებამ აშშ-ს არაბული რევოლუციები მოუტანა. თუმცა მან დასკვნები გამოიტანა და ეს საქართველოში 1-ელ ოქტომბერსაც დადასტურდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა