პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო პრეზერვატივების აკრძალვის სკანდალური კანონპროექტის ინიციატორი
ვინ იყო პრეზერვატივების აკრძალვის სკანდალური კანონპროექტის ინიციატორი

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში გა­მაგრდა. სხდო­მის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გა­და­სულ ოპო­ზი­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სულ უმ­რავ­ლე­სო­ბას ტელე და ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა არ მოჰ­კლე­ბია.

გარ­და კუ­რი­ო­ზუ­ლი მო­მენ­ტე­ბი­სა, რაც დე­რეფ­ნებ­ში თაგ­ვე­ბის სე­ირ­ნო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რამ­დენ­ჯერ­მე დე­პუ­ტა­ტე­ბი ბეწ­ვზე გა­დარ­ჩნენ. შე­ნო­ბის გახ­სნის შემ­დეგ პირ­ვე­ლი­ვე წვი­მამ შე­ნო­ბა­ში ჩა­აღ­წია და დე­რეფ­ნებ­ში გუ­ბე­ე­ბი დად­გა.

ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეც, რო­დე­საც მის კა­ბი­ნეტ­ში გა­სა­ნა­თე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ჩა­მო­ვარ­და.

სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნი­სას ერთ-ერთი სა­თათ­ბი­რო ოთა­ხის კარს სა­ხე­ლუ­რი მოს­ძვრა და ნო­დარ ხა­დუ­რი გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და, და­ვით ნარ­მა­ნია - შეს­ვლას.

გარ­და კუ­რი­ო­ზე­ბი­სა, უმ­ცი­რე­სო­ბა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტიც მოხ­და, რო­დე­საც სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მე­ოც­ნე­ბე ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ტე­ნი­ო­რე­ბი უწო­და და სთხო­ვა, ორი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი დრო­უ­ლად გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. ამ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტე­ბი მა­რი­ამ სა­ჯა­ია და თა­მარ ბო­კუ­ჩა­ვა იგუ­ლის­ხმა. სი­ტყვი­ე­რი მუ­ქა­რა და შე­ლა­პა­რა­კე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­და­ი­ღო დე­პუ­ტატ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ, რო­მე­ლიც ახალ პარ­ლა­მენ­ტში მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უშ­ტა­ტო "ჟურ­ნა­ლის­ტად" მუ­შა­ობს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი გო­გას ნი­უ­სე­ბი ბევ­რად უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვიდ­რე ქუ­თა­ის­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის.

პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კუ­რი­ო­ზუ­ლი და კო­მი­კუ­რი სახე ერთ-ერთი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვი­სას მი­ი­ღო.

ერთი კვი­რის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი უც­ნა­უ­რი და სა­სა­ცი­ლო ვი­დე­ო­თი და­ი­წყეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ სი­ტუ­ა­ცია, რო­გორ გა­ნი­ხი­ლა­ვენ კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი პრე­ზერ­ვა­ტი­ვის სა­ხე­ო­ბებს.

"პრე­ზერ­ვა­ტივს გა­აჩ­ნია, მას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს არა დაც­ვი­თი, არა­მედ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც. თუ იგი გარ­თუ­ლე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით", - ამ­ბობ­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

"არ­სე­ბობს ორი სა­ხის პრე­ზერ­ვა­ტი­ვი, ერთი დაც­ვის­თვის და მე­ო­რეს აქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფუნ­ქცია. აი, სწო­რედ ის ვერ გა­ი­ყი­დე­ბა და ესე­თი გა­ი­ყი­დე­ბა", - გა­ნი­ხი­ლავ­და და­ვი­თაშ­ვი­ლი "პრე­ზერ­ვა­ტი­ვის" სა­ხე­ო­ბებს.

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სი­ტყვა "პრე­ზერ­ვა­ტი­ვის" წარ­მოთ­ქმა ხან­და­ხან ღია ეთერ­ში ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც კი უჭირ­დათ, მათ დე­პუ­ტა­ტებ­მა აჯო­ბეს, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად კო­მი­კუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ სა­ღა­მოს­ვე გაჩ­ნდა ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი.

თე­მას თბი­ლი­სის ფო­რუმ­შიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ:

"უსი­კე­ბი­ან" პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს გვარ­თმე­ვენ, სულ­ში გვა­ფურ­თხე­ბენ".

"ყო­ვე­ლი სექ­სის შემ­დეგ ქალს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დო მან­დი­ლის წა­ბილწვის­თვის და ისიც აუხ­სნა, რომ ბა­ღა­ნას გუ­ლო­ბი­ზა, თვა­რა, ამას რავა გა­კად­რებ­დიო".

"რა დროს ულ­ვა­ში­ა­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვის აკ­რძალ­ვაა, დე­და­მი­წა კვდე­ბა, თქვე ოხ­რე­ბო, მი­ე­ცით ბალ­ღებ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა. და ისე, ეს კა­ნო­ნი, 21 დე­კემ­ბრამ­დე შევა ძა­ლა­ში?".

"ამ­დე­ნი საქ­მეა პარ­ლა­მენ­ტში და ესე­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს მი­ად­გნენ, რო­დე­საც ამა­ზე რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია გა­და­საჭ­რე­ლი. ახლა ვნა­ხავ, თუ კარ­გად არ მო­იქ­ცე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ხმას აღარ მივ­ცემ. ის, რომ სექსში სი­ა­მოვ­ნე­ბის იდე­ას ებ­რძვი­ან, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია".

რე­ა­ლუ­რად რის აკ­რძალ­ვას აპი­რებ­დნენ და რის­გან იცავ­დნენ არას­რულ­წლო­ვა­ნებს, ამის თქმა კა­ნონპ­რო­ექ­ტის დამ­ცვე­ლებ­საც გა­უ­ჭირ­დათ.

სა­ბო­ლო­ოდ კი გა­ირ­კვა, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი თამ­თა ჭუმ­ბუ­რი­ძე ყო­ფი­ლა. ხალ­ხის ნა­წი­ლი იმ ფაქ­ტმა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თუ რა­ტომ გახ­და მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვა ასე­თი საჩ­ქა­რო, რო­დე­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჯერ სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უნდა ეზ­რუ­ნა. ამა­ზე ოც­ნე­ბის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­მი­ტეტ­ში შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა და მათი გა­დარ­ჩე­ვა არ ხდე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად სექ­სო­ლო­გე­ბი შეშ­ფოთ­დნენ და აღ­ნიშ­ნეს, რომ პრე­ზერ­ვა­ტი­ვი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა და ის ქალ­ბა­ტო­ნებს მხო­ლოდ და­ფეხ­მძი­მე­ბის­გან კი არა, პარტნი­ო­რებს სქე­სობ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ო­ბებს, სხვა­დას­ხვა ფე­რის პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს და თუნ­დაც მას­ზე არ­სე­ბულ და­ნა­მა­ტებს, ის მხო­ლოდ მი­სა­ზი­დად იქ­მნე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის სა­ხე­ო­ბებს ეხე­ბო­და, პარ­ლა­მენ­ტარ­მა კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"რაც შე­ე­ხე­ბა გან­სხვა­ვე­ბებს პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს შო­რის, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერთი დიდი ექ­სპერ­ტია ამ საქ­მის, მე ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ვარ, სა­ო­ჯა­ხო მას­შტა­ბე­ბით ვმუ­შა­ობ, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო, აღი­ა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი და მას მო­ვუხ­მოთ, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკეთ გაგ­ცემთ პა­სუხს".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვის ავტ­ორმა თამ­თა ჭუმ­ბუ­რი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ კა­ნონ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა არ იგეგ­მე­ბა პრე­ზერ­ვა­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა კა­ნონ­ში­ვე წე­რია:

"თამ­ბა­ქო­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სკო­ლა­ში, 18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და მათი კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან 50 მეტ­რის და­შო­რე­ბით, აგ­რეთ­ვე, ყვე­ლა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო (გარ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წარ­მი­სა) და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რით".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იგუ­ლის­ხმე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში? გარ­და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი­სა, ალ­ბათ ბევ­რი რამ, მაგ­რამ სად გი­ნა­ხავთ თბი­ლი­სურ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა თუ აფ­თი­ა­ქებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ფე­ნი­ლი ვიბ­რა­ტო­რე­ბი, ტყა­ვის ქამ­რე­ბი და მათ­რა­ხე­ბი?!. მა­შინ რა დარ­ჩა, დიახ, პრე­ზერ­ვა­ტი­ვი! ოღონდ ისე­თი არა, რომ იცავს, აი, ისე­თი, რო­გორც კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი იტყო­და, სექ­სუ­ა­ლუ­რი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფუნ­ქცია რომ აქვს.

ახლა კი, "პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის სექ­სუ­ა­ლუ­რი ქცე­ვის კო­დექსს" გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც 1924 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა ბრო­შუ­რა­ში "რე­ვო­ლუ­ცია და ახალ­გაზ­რდო­ბა". 12 პუნ­ქტის­გან შემ­დგარ კო­დექსში სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის "ოქ­როს წე­სე­ბი" შე­ვი­და:

1. პრო­ლე­ტა­რი­ატს შო­რის სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში არ უნდა და­ი­წყოს.

2. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქორ­წი­ნე­ბამ­დე სქე­სობ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის შე­კა­ვე­ბა. ქორ­წი­ნე­ბა კი სო­ცი­ა­ლუ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში, 20-25 წლის ასაკ­შია და­საშ­ვე­ბი.

3. სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტის მი­მართ მრა­ვალ­მხრი­ვი სიმ­პა­თი­ე­ბი­სა და მიჩ­ვე­ვის დას­კვნი­თი ნა­წი­ლია.

4. სა­სიყ­ვა­რუ­ლო აქტი მო­ცე­მულ მო­მენ­ტში წყვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სიღ­რმი­სე­უ­ლი და რთუ­ლი გან­ცდე­ბის და­ბო­ლო­ე­ბაა.

5. სქე­სობ­რი­ვი აქტი ხში­რად არ უნდა მე­ორ­დე­ბო­დეს.

6. სქე­სობ­რი­ვი ობი­ექ­ტის ხში­რი ცვლა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ მხრივ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა სა­ჭი­რო.

7. სიყ­ვა­რუ­ლი უნდა იყოს მო­ნო­გა­მი­უ­რი.

8. ყო­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი­სას გახ­სოვ­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი გა­გიჩ­ნდეთ - სა­ერ­თოდ, ამ დროს იფიქ­რეთ შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

9. სქე­სობ­რი­ვი ობი­ექ­ტის შერ­ჩე­ვა კლა­სობ­რი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრო­ლე­ტა­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით უნდა მოხ­დეს.

10. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფლირ­ტი, თა­ვის მო­წო­ნე­ბა, კეკ­ლუ­ცო­ბა და სქე­სობ­რი­ვი მო­ხიბ­ვლის სხვა ხერ­ხე­ბი.

11. და­უშ­ვე­ბე­ლია ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

12. კლასს შე­უძ­ლია ჩა­ე­რი­ოს თა­ვი­სი წევ­რე­ბის სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. რე­ვო­ლუ­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი სქე­სობ­რი­ვი კლა­სობ­რივს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს. ეს უკა­ნას­კნე­ლი მას ხელს არა­ფერ­ში შე­უშ­ლის, პი­რი­ქით, ყო­ველ­მხრივ და­ეხ­მა­რე­ბა.

პრო­ლე­ტა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რებს ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლე­ბიც გათ­ვლი­ლი ჰქონ­დათ. 60-იანი წლე­ბის ბო­ლოს ჟურ­ნა­ლი "დო­მო­ვოდსტვო" ქალს სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­უღ­ლის დახ­ვედ­რის წე­სებს კარ­ნა­ხობ­და:

"გახ­სოვ­დეთ, რომ ქმრის სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ყო­ველ­დღე უნდა მო­ემ­ზა­დოთ. ბავ­შვე­ბიც მო­ამ­ზა­დეთ - და­ბა­ნეთ, და­ვარ­ცხნეთ და ლა­მა­ზად ჩა­აც­ვით. თქვენც მო­წეს­რიგ­დით, სუფ­თა წინ­სა­ფა­რი გა­ი­კე­თეთ. სი­ლა­მა­ზის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თმა­ზე ბაფ­თა გა­ი­კე­თოთ. ახალ­მო­სულ ქმარს ლა­პა­რაკს ნუ და­უ­წყებთ, გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ იღ­ლე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი რა­მის კე­თე­ბა უწევს თქვენ გამო. ჩუ­მად ავახ­შმეთ, შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით, გა­ზე­თი წა­ი­კი­თხოს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ე­ლა­პა­რა­კეთ..."

იგი­ვე გა­მო­ცე­მა რჩე­ვებს მა­მა­კა­ცებ­საც სთა­ვა­ზობ­და:

"სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ მე­უღ­ლეს სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით, მაგ­რამ უკან არ გაჰ­ყვეთ. აცა­დეთ გან­მარ­ტოვ­დეს, შე­იძ­ლე­ბა, ტი­რი­ლი უნდა".

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:ზნე­ო­ბის პო­ლი­ცია და­ად­გენს, ბა­ნა­ნი არის თუ არა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის პრო­დუქ­ტი - დე­ბა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვინ იყო პრეზერვატივების აკრძალვის სკანდალური კანონპროექტის ინიციატორი

ვინ იყო პრეზერვატივების აკრძალვის სკანდალური კანონპროექტის ინიციატორი

მოგეხსენებათ, ახალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისში გამაგრდა. სხდომის დაწყების პირველივე დღიდან უმრავლესობაში გადასულ ოპოზიციას და ოპოზიციაში გადასულ უმრავლესობას ტელე და ბეჭდური მედიის მხრიდან ყურადღება არ მოჰკლებია.

გარდა კურიოზული მომენტებისა, რაც დერეფნებში თაგვების სეირნობაში გამოიხატებოდა, რამდენჯერმე დეპუტატები ბეწვზე გადარჩნენ. შენობის გახსნის შემდეგ პირველივე წვიმამ შენობაში ჩააღწია და დერეფნებში გუბეები დადგა.

ბეწვზე გადარჩა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც, როდესაც მის კაბინეტში გასანათებელი მოწყობილობა ჩამოვარდა.

საკომიტეტო მოსმენისას ერთ-ერთი სათათბირო ოთახის კარს სახელური მოსძვრა და ნოდარ ხადური გამოსვლას ვერ ახერხებდა, დავით ნარმანია - შესვლას.

გარდა კურიოზებისა, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის პირველი სერიოზული ინციდენტიც მოხდა, როდესაც სიტყვით გამოსვლისას მეოცნებე ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალებს" პოლიტიკური სუტენიორები უწოდა და სთხოვა, ორი ახალგაზრდა ქალბატონი დროულად გაეთავისუფლებინათ. ამ ქალბატონებში, სავარაუდოდ, ახალგაზრდა დეპუტატები მარიამ საჯაია და თამარ ბოკუჩავა იგულისხმა. სიტყვიერი მუქარა და შელაპარაკება ოპერატიულად გადაიღო დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ, რომელიც ახალ პარლამენტში მედიასაშუალებების უშტატო "ჟურნალისტად" მუშაობს, ხშირ შემთხვევაში კი გოგას ნიუსები ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ქუთაისში მივლინებული კორესპონდენტების.

პარლამენტში მიმდინარე სიტუაციამ განსაკუთრებულად კურიოზული და კომიკური სახე ერთ-ერთი კანონის განხილვისას მიიღო.

ერთი კვირის წინ ტელევიზიებმა საინფორმაციო გადაცემები უცნაური და სასაცილო ვიდეოთი დაიწყეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როგორ განიხილავენ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი პრეზერვატივის სახეობებს.

"პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც. თუ იგი გართულებულია გარკვეული ტექნიკური საშუალებებით", - ამბობდა ლევან ბერძენიშვილი.

"არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება", - განიხილავდა დავითაშვილი "პრეზერვატივის" სახეობებს.

ქვეყანაში, სადაც სიტყვა "პრეზერვატივის" წარმოთქმა ხანდახან ღია ეთერში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც კი უჭირდათ, მათ დეპუტატებმა აჯობეს, თუმცა სიტუაცია იმდენად კომიკური აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში იმ საღამოსვე გაჩნდა ფრთიანი ფრაზები.

თემას თბილისის ფორუმშიც გამოეხმაურნენ:

"უსიკებიან" პრეზერვატივებს გვართმევენ, სულში გვაფურთხებენ".

"ყოველი სექსის შემდეგ ქალს ბოდიში უნდა მოუხადო მანდილის წაბილწვისთვის და ისიც აუხსნა, რომ ბაღანას გულობიზა, თვარა, ამას რავა გაკადრებდიო".

"რა დროს ულვაშიანი პრეზერვატივის აკრძალვაა, დედამიწა კვდება, თქვე ოხრებო, მიეცით ბალღებსაც თავისუფლება. და ისე, ეს კანონი, 21 დეკემბრამდე შევა ძალაში?".

"ამდენი საქმეა პარლამენტში და ესენი პრეზერვატივებს მიადგნენ, როდესაც ამაზე რთული პრობლემებია გადასაჭრელი. ახლა ვნახავ, თუ კარგად არ მოიქცევა "ქართული ოცნება", ხმას აღარ მივცემ. ის, რომ სექსში სიამოვნების იდეას ებრძვიან, ჩემთვის მიუღებელია".

რეალურად რის აკრძალვას აპირებდნენ და რისგან იცავდნენ არასრულწლოვანებს, ამის თქმა კანონპროექტის დამცველებსაც გაუჭირდათ.

საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ამ ინიციატივის ავტორი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი თამთა ჭუმბურიძე ყოფილა. ხალხის ნაწილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, თუ რატომ გახდა მსგავსი ინიციატივის განხილვა ასეთი საჩქარო, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჯერ საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე უნდა ეზრუნა. ამაზე ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ კომიტეტში შემოსული ყველა კანონპროექტი განიხილება და მათი გადარჩევა არ ხდება.

აღნიშნული კანონის განხილვის პარალელურად სექსოლოგები შეშფოთდნენ და აღნიშნეს, რომ პრეზერვატივი თავდაცვის საშუალებაა და ის ქალბატონებს მხოლოდ დაფეხმძიმებისგან კი არა, პარტნიორებს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იცავს.

რაც შეეხება სახეობებს, სხვადასხვა ფერის პრეზერვატივებს და თუნდაც მასზე არსებულ დანამატებს, ის მხოლოდ მისაზიდად იქმნება და მომხმარებლის დაინტერესებას იწვევს.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რომელიც პრეზერვატივების სახეობებს ეხებოდა, პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა ასე უპასუხა:

"რაც შეეხება განსხვავებებს პრეზერვატივებს შორის, ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდი ექსპერტია ამ საქმის, მე ძალიან მოკრძალებული ვარ, საოჯახო მასშტაბებით ვმუშაობ, არის საერთაშორისო, აღიარებული ექსპერტი და მას მოვუხმოთ, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკეთ გაგცემთ პასუხს".

მოგვიანებით ინიციატივის ავტ­ორმა თამთა ჭუმბურიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომ კანონში არანაირი ცვლილების შეტანა არ იგეგმება პრეზერვატივებთან დაკავშირებით, თუმცა კანონშივე წერია:

"თამბაქოსა და სექსუალური პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით".

საინტერესოა, რა იგულისხმება სექსუალური პროდუქციის რეალიზაციაში? გარდა პორნოგრაფიული ჟურნალებისა, ალბათ ბევრი რამ, მაგრამ სად გინახავთ თბილისურ სუპერმარკეტებსა თუ აფთიაქებში გასაყიდად გამოფენილი ვიბრატორები, ტყავის ქამრები და მათრახები?!. მაშინ რა დარჩა, დიახ, პრეზერვატივი! ოღონდ ისეთი არა, რომ იცავს, აი, ისეთი, როგორც კობა დავითაშვილი იტყოდა, სექსუალური დაკმაყოფილების ფუნქცია რომ აქვს.

ახლა კი, "პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსს" გაგაცნობთ, რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა ბროშურაში "რევოლუცია და ახალგაზრდობა". 12 პუნქტისგან შემდგარ კოდექსში სექსუალური ცხოვრების "ოქროს წესები" შევიდა:

1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალური და ბიოლოგიური მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.

3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.

4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.

6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. ამ მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნებაა საჭირო.

7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ - საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობით უნდა მოხდეს.

10. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

11. დაუშვებელია ეჭვიანობა.

12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავისი წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.

პროლეტარული საზოგადოების ლიდერებს ცოლ-ქმრის ურთიერთობის დეტალებიც გათვლილი ჰქონდათ. 60-იანი წლების ბოლოს ჟურნალი "დომოვოდსტვო" ქალს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესებს კარნახობდა:

"გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ - დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება, თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ, როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენ გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით, გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ..."

იგივე გამოცემა რჩევებს მამაკაცებსაც სთავაზობდა:

"სქესობრივი აქტის შემდეგ მეუღლეს სააბაზანოში გასვლის საშუალება მიეცით, მაგრამ უკან არ გაჰყვეთ. აცადეთ განმარტოვდეს, შეიძლება, ტირილი უნდა".

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:ზნეობის პოლიცია დაადგენს, ბანანი არის თუ არა სექსუალური ხასიათის პროდუქტი - დებატები პარლამენტში

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"