მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი წიგნის კითხვის დროს "დაფრინავდა" მარიკო ებრალიძე
რომელი წიგნის კითხვის დროს "დაფრინავდა" მარიკო ებრალიძე

მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი, სახ­ლის მორ­თვა, ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის შე­ძე­ნა და სა­ერ­თოდ ეს დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს. ახ­ლაც, 31 დე­კემ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, სი­ა­მოვ­ნე­ბით არის ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და რო­გორც ამ­ბობს, ახა­ლი წელი ბავ­შვი­ვით უხა­რია.

მა­რი­კო დღეს უმ­თავ­რე­სად ის­ტო­რი­ულ, ბი­ოგ­რა­ფუ­ლი ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რას და მე­მუ­ა­რებს კი­თხუ­ლობს. არ ახ­სოვ­და და სა­უბ­რი­სას დე­დას­თან გა­და­ა­მოწ­მა, იცო­და თუ არა წერა-კი­თხვა სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე. აღ­მოჩ­ნდა, რომ იცო­და. "ალ­ბათ სწო­რედ დე­დამ მას­წავ­ლა კი­თხვა. ის ყო­ველ­თვის მირ­ჩევ­და წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას, - თქვა მომ­ღე­რალ­მა, - მიყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბი და სა­ნამ თა­ვად წა­ვი­კი­თხავ­დი, მე და ჩემს პა­ტა­რა დის­შვილს ერ­თად გვი­კი­თხავ­და. კარ­გი ფან­ტა­ზია აქვს, ხან თა­ვად იგო­ნებ­და სი­უ­ჟეტს. ზღაპ­რებს ძი­ლის წინ გვიყ­ვე­ბო­და და ასე გვა­ძი­ნებ­და".

- სა­ერ­თოდ, წიგ­ნის კი­თხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და-მეთ­ქი, რომ გი­თხრათ, სი­მარ­თლე არ იქ­ნე­ბა. ახლა გა­ცი­ლე­ბით მეტს ვკი­თხუ­ლობ, ვიდ­რე უწინ. თუმ­ცა ყვე­ლა ის წიგ­ნი, რაც ბავ­შვო­ბა­ში მაქვს წა­კი­თხუ­ლი, კარ­გად მახ­სოვს. ხში­რად მჩუქ­ნის წიგ­ნებს ჩემი მე­გო­ბა­რი მარი ლომ­თა­თი­ძე. როცა მას­თან გუ­რი­ა­ში ჩავ­დი­ვარ, ან თა­ვად თბი­ლის­ში ჩა­მო­დის, ყო­ველ­თვის რა­ი­მე წიგნს მჩუქ­ნის.

- ბავ­შვო­ბა­ში თუ წერ­დი? დღ­იურს აწარ­მო­ებ­დი?

- არა, ბავ­შვო­ბა­ში არც დღი­უ­რე­ბის წერა მი­ტა­ცებ­და. ჩემ ირ­გვლივ ყო­ველ­თვის ისე­თი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თაც სა­ოც­რად ჰქონ­დათ წე­რის ნიჭი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. როცა ვხე­დავ­დი, კარ­გად წერ­დნენ პრო­ზა­საც და პო­ე­ზი­ა­საც, მე აღარ მქონ­და სურ­ვი­ლი, რამე მე­ცა­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მათ­ზე კარ­გად მა­ინც ვე­რა­ფერს დავ­წერ­დი. თან, მე თა­ვი­დან­ვე მუ­სი­კა­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გა­მოვ­ყოფ ჩემს მე­გო­ბარ რუს­კა ჭე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც პრო­ზას ქმნი­და და ნა­თე­სავ ლალა ბეგ­ლა­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც პო­ე­ტია. მათი ნა­წე­რე­ბის ნა­წი­ლი ჩემ თვალ­წინ იქ­მნე­ბო­და და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და.

- საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი ბავ­შვო­ბა­ში და დღეს...

- ბავ­შვო­ბი­დან გო­ნე­ბა­ში ჩამ­რჩა რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­რი და მათი შე­მოქ­მე­დე­ბა. დღეს რომ ვამ­ბობ, ბავ­შვო­ბა-მეთ­ქი, ძა­ლი­ან მიკ­ვირს, იმ პე­რი­ოდ­ში ეს ავ­ტო­რე­ბი რო­გორ წა­ვი­კი­თხე. ვფიქ­რობ, ნა­ად­რე­ვად გა­ვე­ცა­ნი და დღეს გა­ცი­ლე­ბით "სხვა თვა­ლით" წა­ვი­კი­თხავ­დი: ვა­სილ ბარ­ნოვს, მი­ხე­ილ ბულ­გა­კოვ­სა და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას. თან მახ­სოვს, ბარ­ნო­ვი და ბულ­გა­კო­ვი ერთ ზა­ფხულს, ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში წა­ვი­კი­თხე. მა­შინ ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ასე რომ, საკ­მა­ოდ მძი­მე ბავ­შვო­ბა მქონ­და (იცი­ნის). ვხუმ­რობ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია.

- ბარ­ნო­ვის "ტრფო­ბა წა­მე­ბუ­ლი" მიყ­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბით, შენ რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი მოგ­წონს?

- მა­შინ ზუს­ტად "ტრფო­ბა წა­მე­ბუ­ლი" წა­ვი­კი­თხე და ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ბარ­ნო­ვის წიგ­ნი ზღვა­ზე ჩემს პოეტ ნა­თე­სავს ლა­ლას ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი და წა­კი­თხვა მან მირ­ჩია. ჩვე­ვად მქონ­და, როცა რა­მეს ვკი­თხუ­ლობ­დი, გვერ­დით ყო­ველ­თვის მედო კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი. რა­ი­მე ფრა­ზა რომ მომ­წონ­და, ვი­წერ­დი და მერე ძი­ლის წინ იმ წი­ნა­და­დე­ბებს ვარ­ჩევ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა "ოს­ტატ­სა და მარ­გა­რი­ტას", მომ­წონ­და აღ­წე­რი­ლი "მა­გი­უ­რი" სამ­ყა­რო. ამ წიგ­ნის კი­თხვი­სას მეც მისი პერ­სო­ნა­ჟი­ვით "დავფრი­ნავ­დი".

- სკო­ლა­ში ზოგ­ჯერ დგა­მენ სპექ­ტაკ­ლებს, იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ამ მხრივ აქ­ტი­უ­რი იყა­ვი?

- 46-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, რომ­ლებ­ზეც პო­ე­ტებ­სა და მწერ­ლებს იწ­ვევ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა ანა კა­ლან­და­ძეს­თან შეხ­ვედ­რა. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. პო­ეტ­მა ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე სა­ოც­რად ბუნ­ჩუ­ლა და წყნა­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ვი­ნა­ი­დან ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიხ­დე­ბო­და სიმ­ღე­რა და ამ მხრივ ნამ­დვი­ლად აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკ­ლებს, ჩვენს სკო­ლა­შიც იდ­გმე­ბო­და და მახ­სოვს ერთ-ერთი "ფიფ­ქია და შვი­დი ჯუჯა" იყო, ფიფ­ქია მე ვი­ყა­ვი (იღი­მის).

- ამ­ჟა­მად რას კი­თხუ­ლობ?

- და­ვით ტუ­რაშ­ვი­ლის "გურ­ჯი ხა­თუ­ნი და 11 მო­თხრო­ბა"

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­დან პი­რა­დად ვინ­მეს ხომ არ იც­ნობ?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, სად­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რო­მე­ლი­მეს შევ­ხვდე­ბი, თუნ­დაც და­ვით ტუ­რაშ­ვილს.

- და­ბო­ლოს, გა­იხ­სე­ნე ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც დაგთრგუ­ნა ან ტი­რი­ლამ­დე მი­გიყ­ვა­ნა...

- (ფიქ­რობს) ორი წლის წინ წა­ვი­კი­თხე ყურ­ბან სა­ი­დის "ალი და ნინო". არ მი­ტი­რია, მაგ­რამ ცხვი­რი რომ აგეწ­ვე­ბა, ხომ იცით?! მეც ისე და­მე­მარ­თა. ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე იმ ძლი­ერ­მა სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ამ, რო­მე­ლიც წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ახლა ეს იმი­ტომ გა­მახ­სენ­და, რომ ახლო წარ­სულ­ში წა­კი­თხუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი სწო­რედ "ალი და ნინო" იყო.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რომელი წიგნის კითხვის დროს "დაფრინავდა" მარიკო ებრალიძე

რომელი წიგნის კითხვის დროს "დაფრინავდა" მარიკო ებრალიძე

მარიკო ებრალიძეს საახალწლო სამზადისი, სახლის მორთვა, ნაძვის ხის სათამაშოების შეძენა და საერთოდ ეს დღესასწაული ძალიან უყვარს. ახლაც, 31 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, სიამოვნებით არის ამ პროცესში ჩართული და როგორც ამბობს, ახალი წელი ბავშვივით უხარია.

მარიკო დღეს უმთავრესად ისტორიულ, ბიოგრაფული ხასიათის ლიტერატურას და მემუარებს კითხულობს. არ ახსოვდა და საუბრისას დედასთან გადაამოწმა, იცოდა თუ არა წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე. აღმოჩნდა, რომ იცოდა. "ალბათ სწორედ დედამ მასწავლა კითხვა. ის ყოველთვის მირჩევდა წასაკითხ ლიტერატურას, - თქვა მომღერალმა, - მიყვარდა ზღაპრები და სანამ თავად წავიკითხავდი, მე და ჩემს პატარა დისშვილს ერთად გვიკითხავდა. კარგი ფანტაზია აქვს, ხან თავად იგონებდა სიუჟეტს. ზღაპრებს ძილის წინ გვიყვებოდა და ასე გვაძინებდა".

- საერთოდ, წიგნის კითხვა განსაკუთრებულად მიყვარდა-მეთქი, რომ გითხრათ, სიმართლე არ იქნება. ახლა გაცილებით მეტს ვკითხულობ, ვიდრე უწინ. თუმცა ყველა ის წიგნი, რაც ბავშვობაში მაქვს წაკითხული, კარგად მახსოვს. ხშირად მჩუქნის წიგნებს ჩემი მეგობარი მარი ლომთათიძე. როცა მასთან გურიაში ჩავდივარ, ან თავად თბილისში ჩამოდის, ყოველთვის რაიმე წიგნს მჩუქნის.

- ბავშვობაში თუ წერდი? დღ­იურს აწარმოებდი?

- არა, ბავშვობაში არც დღიურების წერა მიტაცებდა. ჩემ ირგვლივ ყოველთვის ისეთი მეგობრები და ნათესავები იყვნენ, რომელთაც საოცრად ჰქონდათ წერის ნიჭი განვითარებული. როცა ვხედავდი, კარგად წერდნენ პროზასაც და პოეზიასაც, მე აღარ მქონდა სურვილი, რამე მეცადა. დარწმუნებული ვიყავი, მათზე კარგად მაინც ვერაფერს დავწერდი. თან, მე თავიდანვე მუსიკაზე ვიყავი ორიენტირებული. გამოვყოფ ჩემს მეგობარ რუსკა ჭელიძეს, რომელიც პროზას ქმნიდა და ნათესავ ლალა ბეგლარაშვილს, რომელიც პოეტია. მათი ნაწერების ნაწილი ჩემ თვალწინ იქმნებოდა და ეს ძალიან მსიამოვნებდა.

- საყვარელი ავტორები ბავშვობაში და დღეს...

- ბავშვობიდან გონებაში ჩამრჩა რამდენიმე ავტორი და მათი შემოქმედება. დღეს რომ ვამბობ, ბავშვობა-მეთქი, ძალიან მიკვირს, იმ პერიოდში ეს ავტორები როგორ წავიკითხე. ვფიქრობ, ნაადრევად გავეცანი და დღეს გაცილებით "სხვა თვალით" წავიკითხავდი: ვასილ ბარნოვს, მიხეილ ბულგაკოვსა და კონსტანტინე გამსახურდიას. თან მახსოვს, ბარნოვი და ბულგაკოვი ერთ ზაფხულს, ზღვაზე დასვენების პერიოდში წავიკითხე. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ასე რომ, საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა (იცინის). ვხუმრობ, რასაკვირველია.

- ბარნოვის "ტრფობა წამებული" მიყვარს განსაკუთრებით, შენ რომელი ნაწარმოები მოგწონს?

- მაშინ ზუსტად "ტრფობა წამებული" წავიკითხე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბარნოვის წიგნი ზღვაზე ჩემს პოეტ ნათესავს ლალას ჰქონდა წამოღებული და წაკითხვა მან მირჩია. ჩვევად მქონდა, როცა რამეს ვკითხულობდი, გვერდით ყოველთვის მედო კალამი და ფურცელი. რაიმე ფრაზა რომ მომწონდა, ვიწერდი და მერე ძილის წინ იმ წინადადებებს ვარჩევდით. რაც შეეხება "ოსტატსა და მარგარიტას", მომწონდა აღწერილი "მაგიური" სამყარო. ამ წიგნის კითხვისას მეც მისი პერსონაჟივით "დავფრინავდი".

- სკოლაში ზოგჯერ დგამენ სპექტაკლებს, იმართება ღონისძიებები. ამ მხრივ აქტიური იყავი?

- 46-ე სკოლაში ვსწავლობდი. განებივრებულები ვიყავით ღონისძიებებით, რომლებზეც პოეტებსა და მწერლებს იწვევდნენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ანა კალანდაძესთან შეხვედრა. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. პოეტმა ყველა ჩვენგანზე საოცრად ბუნჩულა და წყნარი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ვინაიდან ბავშვობიდან ვმღერი, არაერთ ღონისძიებაზე მიხდებოდა სიმღერა და ამ მხრივ ნამდვილად აქტიური ვიყავი. რაც შეეხება სპექტაკლებს, ჩვენს სკოლაშიც იდგმებოდა და მახსოვს ერთ-ერთი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" იყო, ფიფქია მე ვიყავი (იღიმის).

- ამჟამად რას კითხულობ?

- დავით ტურაშვილის "გურჯი ხათუნი და 11 მოთხრობა"

- თანამედროვე ქართველი ავტორებიდან პირადად ვინმეს ხომ არ იცნობ?

- არა, სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს, სადმე ღონისძიებაზე რომელიმეს შევხვდები, თუნდაც დავით ტურაშვილს.

- დაბოლოს, გაიხსენე ნაწარმოები, რომელმაც დაგთრგუნა ან ტირილამდე მიგიყვანა...

- (ფიქრობს) ორი წლის წინ წავიკითხე ყურბან საიდის "ალი და ნინო". არ მიტირია, მაგრამ ცხვირი რომ აგეწვება, ხომ იცით?! მეც ისე დამემართა. ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ ძლიერმა სიყვარულის ისტორიამ, რომელიც წიგნშია აღწერილი. შეიძლება ახლა ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ახლო წარსულში წაკითხული ნაწარმოებებიდან ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ "ალი და ნინო" იყო.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება