მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - "ბანკ ქართუს" გაკოტრების მიზნით თანამდებობის პირების მონაწილეობით დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა
შსს - "ბანკ ქართუს" გაკოტრების მიზნით თანამდებობის პირების მონაწილეობით დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბანკ ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა მოქ­მე­დებ­და. ამის შე­სა­ხებ შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ი­ძია და გა­შიფ­რა ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გეგ­მა მიზ­ნად ისა­ხავ­და, ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ან­გა­რიშწო­რე­ბის მიზ­ნით, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ბან­კი ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბას. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა შედ­გე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ეტა­პის­გან.

მას შემ­დეგ, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის შე­სა­ხებ, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ი­მუ­შა­ვეს და პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გა­ე­ყი­და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ქო­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ქო­ნე­ბა ბან­კის სა­სარ­გებ­ლოდ იპო­თე­კით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. იმ მიზ­ნით, რომ "ბანკ ქარ­თუს" ეს ქო­ნე­ბა გო­ნივ­რულ ფას­ში არ გა­მო­ეს­ყი­და, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლის ნი­კი­ლოზ მე­ლი­ას უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ხდე­ბო­და აუქ­ცი­ო­ნის ჩაშ­ლა, რის შემ­დე­გაც აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო ქო­ნე­ბას გა­დას­ცემ­და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო კი, პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით ამ ქო­ნე­ბებს ას­ხვი­სებ­და პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით. ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა გათ­ვლი­ლი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ "ბან­კი ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბა­ზე, რომ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რე იმ დრო­ი­სათ­ვის გახ­ლდათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის თა­ნახ­მად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ იმ ბიზ­ნეს­მე­ნებს, რომ­ლებ­საც საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­აჩ­ნდათ "ბანკ ქარ­თუ­ში", უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნათ არარ­სე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ამის შემ­დეგ, იმ ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც ბან­კის მიერ იპო­თე­კით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, გა­ი­ტან­დნენ აუქ­ცი­ონ­ზე, სა­დაც მყიდ­ვე­ლი არ და­ფიქ­სირ­დე­ბო­და. შემ­დეგ კი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო, პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით, სიმ­ბო­ლურ ფა­სებ­ში გა­ყიდ­და სხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში აკონ­ტრო­ლებ­დნენ ამა­ვე ქო­ნე­ბის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი. ამ გზით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს ქო­ნე­ბაც არ ეკარ­გე­ბო­დათ და ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, უუქ­მდე­ბო­დათ "ბან­კი ქარ­თუს" საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სწო­რედ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რჩე­ბო­და "ბან­კი ქარ­თუ", რო­მელ­საც იმ დრო­ი­სათ­ვის მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის მი­ცე­მუ­ლი ჰქონ­და 59 მი­ლი­ონ 997 ათას 363 აშშ დო­ლა­რი­სა და 3 მი­ლი­ონ 757 ათა­სი ლა­რის კრე­დი­ტე­ბი.

სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ წარ­მო­გიდ­გენთ კონ­კრე­ტულ ფაქტს: 2011 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ჯაბა ება­ნო­ი­ძე, გა­აც­ნო "ბან­კი ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბის სქე­მა და და­ა­ვა­ლა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თა­ვის მხრივ, ჯაბა ება­ნო­ი­ძემ ამის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როსს მა­მუ­კა ლაშ­ხი­ას და მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს - ოთარ აგ­ლა­ძეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ იმ ბიზ­ნეს­მე­ნებს, რო­მელ­თა კომ­პა­ნი­ებ­საც საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­აჩ­ნდათ "ბანკ ქარ­თუ­ში". ასეთ კომ­პა­ნი­ებს შო­რი­საა: მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის-იაგო ჩო­ჩე­ლის შპს "ინ­ტერ­პლას­ტი", შსს-ს იმ­ჟა­მინ­დე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი - ერეკ­ლე კო­დუ­ას ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი, ს/ს "პი­რიმ­ზე" და შპს "სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა", მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის - გი­ორ­გი ისა­კა­ძის სა­წარ­მო­ე­ბი: შპს "ლო­გო­სი" და ამ­ხა­ნა­გო­ბა "თეთ­რი სახ­ლი". ყვე­ლა კომ­პა­ნი­ამ, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან შე­თან­ხმე­ბით, აღი­ა­რა არარ­სე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ ჩა­ა­ტა­რა ფიქ­ტი­უ­რი აუქ­ცი­ო­ნი, სა­დაც არც ერთი ქო­ნე­ბა არ გა­ი­ყი­და. ამის შემ­დეგ ქო­ნე­ბა გა­და­ე­ცა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს და პრე­ზი­დენტს გა­სა­ყი­დათ პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით. 2012 წლის და­სა­წყის­ში, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, და­ვით გი­ორ­გა­ძეს პი­რა­დად და­ა­ვა­ლა ყვე­ლა ეს ქო­ნე­ბა პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით გა­და­ე­ცა იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც მას გა­უგ­ზავ­ნი­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი. ამ გზით, ყვე­ლა ქო­ნე­ბა გა­ი­ყი­და იმ კომ­პა­ნი­ებ­სა და ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ან ირი­ბად უკავ­შირ­დე­ბი­ან ამა­ვე ქო­ნე­ბე­ბის ყო­ფილ მე­პატ­რო­ნე­ებს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ჯაბა ება­ნო­ი­ძემ, ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა მა­მუ­კა ლაშ­ხი­ამ, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ოთარ აგ­ლა­ძემ, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით გი­ორ­გა­ძემ და ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ითა­ნამ­შრომ­ლეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი­თა და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო "ბან­კი ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბა­სა და მის­თვის ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა­ზე, შე­თან­ხმე­ბუ­ლად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა რგო­ლე­ბი. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, იუს­ტი­ცი­ის, ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, მათ­ში შე­მა­ვა­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბით და ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბოთ.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და და­მა­ტე­ბით მა­სა­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაც­ნობთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

შსს - "ბანკ ქართუს" გაკოტრების მიზნით თანამდებობის პირების მონაწილეობით დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა

შსს - "ბანკ ქართუს" გაკოტრების მიზნით თანამდებობის პირების მონაწილეობით დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ბანკ ქართუს" გაკოტრების მიზნით პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" გაკოტრებას. დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ "ბანკ ქართუს" ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკილოზ მელიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ "ბანკი ქართუს" გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში", უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ "ბანკი ქართუს" საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა "ბანკი ქართუ", რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათას 363 აშშ დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტები.

სადემონსტრაციოდ წარმოგიდგენთ კონკრეტულ ფაქტს: 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ოთარ აგლაძეს. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში". ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის-იაგო ჩოჩელის შპს "ინტერპლასტი", შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს "პირიმზე" და შპს "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის - გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს "ლოგოსი" და ამხანაგობა "თეთრი სახლი". ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტს გასაყიდათ პირდაპირი მიყიდვის წესით. 2012 წლის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელსაც მას გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით, ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო "ბანკი ქართუს" გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და ქვედანაყოფებოთ.

გამოძიება გრძელდება და დამატებით მასალებს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ