მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის და რატომ უნდა ესროლა თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე?!
ვის და რატომ უნდა ესროლა თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე?!

2012 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო მათი უა­რიც სა­ი­დუმ­ლო ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე - ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ე­შა­ლათ თე­ლავ­ში და­გეგ­მი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ტინ­გი...

9 სექ­ტემ­ბერს თე­ლავ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მი­ტინგზე, რამ­დე­ნი­მე ათა­სი კაცი შე­იკ­რი­ბა. აქ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და, თუ არ ჩავ­თვლით 30-მდე უც­ნო­ბი პი­რის მიერ პან­კი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ორი მო­მი­ტინ­გის სას­ტიკ ცე­მას.

თუმ­ცა, რო­გორც ახლა ირ­კვე­ვა, თე­ლავ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი­სა და სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­აც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, თე­ლავ­ში და­გეგ­მილ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ტინგთან ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად თე­ლავ­ში 2 სექ­ტემ­ბერს უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 28-30 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 25 კმ-ში სრო­ლის ხმა და შვე­ულმფრე­ნე­ბის გუ­გუ­ნი ის­მო­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და იმის გა­მო­რი­ცხვა, რომ მე­ზო­ბელ რუ­სეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­ბა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა წა­მო­ე­წყო.

მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე იბ­ნე­ოდ­ნენ იმის ახ­სნი­სას, თუ რა ხდე­ბო­და სო­ფელ ლა­ფან­ყურ­თან. ჯერ და­ჟი­ნე­ბით უმ­ტკი­ცებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან გად­მო­სულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე იქა­უ­რი ახალ­გაზ­რდა მძევ­ლად აიყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს გეგ­მავ­დნენ.

შემ­დეგ, რო­დე­საც მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქის­ტე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ხე­ო­ბა­ში უნა­ხავთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ეს ჯგუ­ფი რუ­სე­თი­დან კი არ გად­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ პი­რი­ქით, ლო­პო­ტის ხე­ო­ბი­დან და­ღეს­ტან­ში აპი­რებ­და გა­დას­ვლას.

ამ გა­რე­მო­ე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა - თუკი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ აკონ­ტრო­ლებ­და პან­კი­სის ხე­ო­ბას, მაშ, რო­გორ მო­ას­წრო ამ ჯგუფ­მა კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ლა­ფან­ყუ­რამ­დე მან­ქა­ნე­ბით, შე­უმ­ჩნევ­ლად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა?

ამან კი­დევ ერთი ეჭვი გა­ა­ჩი­ნა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით შსს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ასე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის (ან უფრო სწო­რად - ჯგუ­ფე­ბის) არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მე­ტიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, შსს თა­ვად ქმნი­და, აია­რა­ღებ­და და წვრთნი­და მათ, რო­გორც რე­ზერ­ვის­ტებს (შაქ­რი­ა­ნის პო­ლი­გონ­სა და ფი­ჩხო­ვა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე).

თუკი ეს მარ­თლაც ასე იყო, ესე იგი შსს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რა­ღაც მიზ­ნით ამ­ზა­დებ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­თა ჯგუფს, რო­მელ­საც სა­ჭი­რო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რე­თაც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვის და რატომ უნდა ესროლა თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე?!

ვის და რატომ უნდა ესროლა თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე?!

2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული რაზმის განადგურების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო მათი უარიც საიდუმლო ბრძანების შესრულებაზე - იარაღის გამოყენებით ჩაეშალათ თელავში დაგეგმილი "ქართული ოცნების" მიტინგი...

9 სექტემბერს თელავში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მიტინგზე, რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბა. აქცია მშვიდობიანად დასრულდა, თუ არ ჩავთვლით 30-მდე უცნობი პირის მიერ პანკისიდან ჩამოსული ორი მომიტინგის სასტიკ ცემას.

თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, თელავში ბიძინა ივანიშვილის მომხრეებისა და სავარაუდოდ, თავად "ქართული ოცნების" ლიდერის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციაც იყო მოსალოდნელი.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, თელავში დაგეგმილ "ქართული ოცნების" მიტინგთან ყოფილიყო დაკავშირებული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წევრებთან ერთად თელავში 2 სექტემბერს უნდა ჩასულიყო, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 28-30 აგვისტოს, თელავიდან დაახლოებით 25 კმ-ში სროლის ხმა და შვეულმფრენების გუგუნი ისმოდა. არ შეიძლებოდა იმის გამორიცხვა, რომ მეზობელ რუსეთს საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების საბაბით საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირება წამოეწყო.

მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები თავიდანვე იბნეოდნენ იმის ახსნისას, თუ რა ხდებოდა სოფელ ლაფანყურთან. ჯერ დაჟინებით უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა რამდენიმე იქაური ახალგაზრდა მძევლად აიყვანა და საქართველოში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

შემდეგ, როდესაც მასმედიის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებული შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის პანკისის ხეობის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე ქისტებიც იყვნენ, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე ხეობაში უნახავთ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან კი არ გადმოვიდა საქართველოში, არამედ პირიქით, ლოპოტის ხეობიდან დაღესტანში აპირებდა გადასვლას.

ამ გარემოებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თუკი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, მაშ, როგორ მოასწრო ამ ჯგუფმა კარგად შეიარაღება და ლაფანყურამდე მანქანებით, შეუმჩნევლად რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა?

ამან კიდევ ერთი ეჭვი გააჩინა - ხელისუფლებას და განსაკუთრებით შსს-ს ხელმძღვანელობას კარგად მოეხსენებოდა პანკისის ხეობაში ასეთი შეიარაღებული ჯგუფის (ან უფრო სწორად - ჯგუფების) არსებობის შესახებ, მეტიც, როგორც ამბობენ, შსს თავად ქმნიდა, აიარაღებდა და წვრთნიდა მათ, როგორც რეზერვისტებს (შაქრიანის პოლიგონსა და ფიჩხოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე).

თუკი ეს მართლაც ასე იყო, ესე იგი შსს-ს ხელმძღვანელობა რაღაც მიზნით ამზადებდა პანკისის ხეობაში მცხოვრებ და მათთან დაკავშირებულ პირთა ჯგუფს, რომელსაც საჭირო დროს განსაკუთრებული მნიშვნელობის სპეციალური დავალებები უნდა შეესრულებინა, შესაძლოა, საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა