მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა ენუქიძის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...
ირინა ენუქიძის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...

"მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს: დღე­გა­მოშ­ვე­ბით შად­რევ­ნე­ბის ლენ­ტებს ჭრის, ერთხელ ამ ტრა­გე­დი­ის ლენ­ტიც გაჭ­რას!" - ეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დის, ირი­ნა ენუ­ქი­ძის სი­ტყვე­ბია. თუმ­ცა, პრე­ზი­დენტს არ ეყო ძალა, ამ ტრა­გე­დი­ის დამ­ტრი­ა­ლე­ბე­ლი და დამ­კვე­თე­ბი და­ე­სა­ჯა! პი­რი­ქით, ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ოს­თან ახ­ლოს წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი შე­ი­წყა­ლა, სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუ­ქა და ვა­დამ­დე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მის­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ირი­ნა ენუ­ქი­ძე ამას ვერ მო­ეს­წრო. ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: "ვიდ­რე პირ­ში სული მიდ­გას, ვიბ­რძო­ლებ, ან სან­დროს მკვლე­ლებს დავ­სჯი, ან ისი­ნი მეც დამ­სჯი­ა­ნო", - ამ სი­ტყვებს ახლა ირი­ნა ენუ­ქი­ძის მო­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გრი­გოლ გო­გი­ჩა­ძე იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ეჭ­ვობს, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძეც მოკ­ლეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დის ან­დერძს უმ­ხელს, რო­მე­ლიც თურ­მე ქალ­ბა­ტონ­მა ირი­ნამ მო­ძღვარს სიკ­ვდი­ლის წინ გა­ან­დო.

- ირი­ნა ჩემს მრევ­ლში იყო. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სან­დროს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­ი­წყო. წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ვწი­რავ­დი, რო­მე­ლიც იქვე, სან­დროს საფ­ლავ­თან ახ­ლოს არის. ჩემს მრევ­ლში ირი­ნას მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და მათ­გან შე­ვი­ტყვე, რომ თურ­მე სან­დროს საფ­ლავ­ზე არ ადი­ო­და. ფიცი ჰქო­ნია და­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჩემი შვი­ლის მკვლე­ლებს არ დავ­სჯი, სან­დროს საფ­ლავ­ზე არ ავა­ლო! მი­სი­ვე მე­გობ­რე­ბის პი­რით შე­ვუთ­ვა­ლე, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა, მაგ­რამ გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა იყო და ვე­რა­ფე­რი შე­ვას­მი­ნე. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ისევ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვა­ტყო­ბი­ნე, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში პატ­რი­არ­ქი მო­დის და იქ­ნებ გვეწ­ვი­ოთ-მეთ­ქი. გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ამ დღის­თვის ქრის­ტი­ა­ნუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. მარ­თლაც მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში, ვა­ზი­ა­რეთ, შე­ვახ­ვედ­რეთ პატ­რი­არ­ქს. უწ­მინ­დეს­მა სთხო­ვა, სან­დროს საფ­ლავ­ზე მას­თან ერ­თად გა­სუ­ლი­ყო. ქალ­ბა­ტონ­მა ირი­ნამ, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, პატ­რი­არ­ქის თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლა. უწ­მინ­დეს­მა მა­შინ სან­დროს საფ­ლავ­თან ახ­ლოს ად­გი­ლი აკურ­თხა და თქვა, აქ უნდა აშენ­დეს ეკ­ლე­სია, სა­დაც სან­დროს სუ­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად ილო­ცე­ბე­ნო. ირი­ნა პირ­ვე­ლი იყო, ვინც ამ ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, - მისი პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი 500 ლარი იყო. მალე სხვა შვილმკვდა­რი დე­დე­ბიც და­უდ­გნენ მხარ­ში და ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში კი­დევ ბევ­რმა ქარ­თველ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე აშენ­და წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, სა­დაც მე ვწი­რავ­დი და, რაღა თქმა უნდა, სან­დროს სუ­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფა­დაც ვლო­ცუ­ლობ­დი.

- კი­დევ რას გა­იხ­სე­ნებთ ქალ­ბა­ტონ ირი­ნა­ზე?

- ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა ხვდე­ბო­და, რომ ჩა­მო­ა­შო­რებ­დნენ იმ პრო­ცესს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­დროს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ყვე­ლას გახ­სოვთ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა. სა­ოც­რად მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი და თავ­გან­წი­რუ­ლი დედა იყო. ამ­ბობ­და, ისი­ნი ამ ბრძო­ლას არ მა­პა­ტი­ე­ბენ და მეც მომ­კლა­ვენ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რად­გან და­სა­კარ­გი აღა­რა­ფე­რი მაქვს, რაც უფრო ადრე წა­ვალ ჩემს შვილ­თან, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბაო. მარ­თლაც სან­დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ღუ­პა ეს სა­ოც­რად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და ღირ­სე­უ­ლი ქალი, ერთი შე­ხედ­ვით, ძლი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი, საღ-სა­ლა­მა­თი. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ 24 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა და ზუს­ტად მა­რი­ა­მო­ბა დღეს ავუ­გეთ წესი და დავ­კრძა­ლეთ.

- რო­გორც ვიცი, პანკრე­ა­სის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ფაქტს ეჭ­ვით რა­ტომ შე­ხე­დეთ?

- დიახ, ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პანკრე­ა­სის სიმ­სივ­ნე­ზე მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა, თვლი­და, რომ მისი მკვლე­ლო­ბა სცა­დეს. ქალ­ბა­ტონ­მა ირი­ნამ ბოლო კვი­რას თით­ქოს მო­ი­ხე­და, სწო­რედ მა­შინ ვი­ნა­ხუ­ლე. მი­თხრა, ხომ ხე­დავ, მეც მომ­კლეს ამ ურ­ჯუ­ლო­ებ­მა. ჩემი და სან­დროს სუ­ლის­თვის ილო­ცე... სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ნამ იქ­ნე­ბა, ჩემს მკვლე­ლო­ბას არა­ვინ გა­მო­ი­ძი­ებს და როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვე, ჩემი მკვლე­ლო­ბის საქ­მეც გა­მო­ი­ძი­ოს. ეს არის ჩემი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლიო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს მისი ან­დერ­ძი იყო და რო­გორც მო­ძღვა­რი, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ეს ვთქვა, მით უფრო, რომ მთავ­რო­ბა უკვე შე­იც­ვა­ლა.

- და მა­ინც, რას გუ­ლის­ხმობ­და ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა სი­ტყვებ­ში "მეც მომ­კლეს"?

- ამის შე­სა­ხებ აღარ ულა­პა­რა­კია. თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი ეჭვი მეც და მის ახ­ლობ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ. შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მისი და­ა­ვა­დე­ბა რამე ზე­მოქ­მე­დე­ბით ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი? იმ­ხა­ნად ირი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამო მეც მუდ­მი­ვად მა­კონ­ტრო­ლებ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე და ვკი­თხე მედ­პერ­სო­ნალს, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, პანკრე­ა­სის ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვეს ისეთ რა­მეს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, მო­წამ­ვლა-მეთ­ქი და და­მი­დას­ტუ­რეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ირინა ენუქიძის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...

ირინა ენუქიძის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...

"მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს: დღეგამოშვებით შადრევნების ლენტებს ჭრის, ერთხელ ამ ტრაგედიის ლენტიც გაჭრას!" - ეს სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის სიტყვებია. თუმცა, პრეზიდენტს არ ეყო ძალა, ამ ტრაგედიის დამტრიალებელი და დამკვეთები დაესაჯა! პირიქით, ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, სასჯელი შეუმსუბუქა და ვადამდე ადრე გაათავისუფლა. მისდა საბედნიეროდ, ირინა ენუქიძე ამას ვერ მოესწრო. ყოველთვის ამბობდა: "ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ, ან სანდროს მკვლელებს დავსჯი, ან ისინი მეც დამსჯიანო", - ამ სიტყვებს ახლა ირინა ენუქიძის მოძღვარი, დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე იხსენებს, რომელიც ეჭვობს, რომ ირინა ენუქიძეც მოკლეს და საზოგადოებას სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძს უმხელს, რომელიც თურმე ქალბატონმა ირინამ მოძღვარს სიკვდილის წინ გაანდო.

- ირინა ჩემს მრევლში იყო. ჩვენი ურთიერთობა სანდროს სიკვდილის შემდეგ დაიწყო. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ვწირავდი, რომელიც იქვე, სანდროს საფლავთან ახლოს არის. ჩემს მრევლში ირინას მეგობრები იყვნენ და მათგან შევიტყვე, რომ თურმე სანდროს საფლავზე არ ადიოდა. ფიცი ჰქონია დადებული, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დავსჯი, სანდროს საფლავზე არ ავალო! მისივე მეგობრების პირით შევუთვალე, ამ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა, მაგრამ გამწარებული დედა იყო და ვერაფერი შევასმინე. ერთ მშვენიერ დღეს ისევ მეგობრების დახმარებით შევატყობინე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატრიარქი მოდის და იქნებ გვეწვიოთ-მეთქი. გავაფრთხილე, რომ ამ დღისთვის ქრისტიანულად მომზადებულიყო. მართლაც მოვიდა ქალბატონი ირინა ჩვენს ეკლესიაში, ვაზიარეთ, შევახვედრეთ პატრიარქს. უწმინდესმა სთხოვა, სანდროს საფლავზე მასთან ერთად გასულიყო. ქალბატონმა ირინამ, რომელიც საოცარი პრინციპულობით გამოირჩეოდა, პატრიარქის თხოვნა შეასრულა. უწმინდესმა მაშინ სანდროს საფლავთან ახლოს ადგილი აკურთხა და თქვა, აქ უნდა აშენდეს ეკლესია, სადაც სანდროს სულის უკვდავსაყოფად ილოცებენო. ირინა პირველი იყო, ვინც ამ ეკლესიის მშენებლობაში წვლილი შეიტანა, - მისი პირველი შენატანი 500 ლარი იყო. მალე სხვა შვილმკვდარი დედებიც დაუდგნენ მხარში და ტაძრის მშენებლობის საქმეში კიდევ ბევრმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ასე აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც მე ვწირავდი და, რაღა თქმა უნდა, სანდროს სულის უკვდავსაყოფადაც ვლოცულობდი.

- კიდევ რას გაიხსენებთ ქალბატონ ირინაზე?

- ქალბატონი ირინა ხვდებოდა, რომ ჩამოაშორებდნენ იმ პროცესს, რომელიც საქართველოში სანდროს მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ყველას გახსოვთ მისი განცხადებები, საზოგადოებრივი აქტიურობა. საოცრად მებრძოლი ადამიანი და თავგანწირული დედა იყო. ამბობდა, ისინი ამ ბრძოლას არ მაპატიებენ და მეც მომკლავენ, მაგრამ ეს ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან დასაკარგი აღარაფერი მაქვს, რაც უფრო ადრე წავალ ჩემს შვილთან, მით უკეთესი იქნებაო. მართლაც სანდროს გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევარში დაიღუპა ეს საოცრად ბრძოლისუნარიანი და ღირსეული ქალი, ერთი შეხედვით, ძლიერი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი. სიმბოლურია, რომ 24 აგვისტოს გარდაიცვალა და ზუსტად მარიამობა დღეს ავუგეთ წესი და დავკრძალეთ.

- როგორც ვიცი, პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ფაქტს ეჭვით რატომ შეხედეთ?

- დიახ, ბოლო თვის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეზე მკურნალობდა, თუმცა, თვლიდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს. ქალბატონმა ირინამ ბოლო კვირას თითქოს მოიხედა, სწორედ მაშინ ვინახულე. მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლება სანამ იქნება, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო. შეიძლება ითქვას, ეს მისი ანდერძი იყო და როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ეს ვთქვა, მით უფრო, რომ მთავრობა უკვე შეიცვალა.

- და მაინც, რას გულისხმობდა ქალბატონი ირინა სიტყვებში "მეც მომკლეს"?

- ამის შესახებ აღარ ულაპარაკია. თუმცა, გარკვეული ეჭვი მეც და მის ახლობლებსაც გაუჩნდათ. შეიძლებოდა თუ არა მისი დაავადება რამე ზემოქმედებით ყოფილიყო გამოწვეული? იმხანად ირინასთან ურთიერთობის გამო მეც მუდმივად მაკონტროლებდნენ, მაგრამ მაინც მოვახერხე და ვკითხე მედპერსონალს, შესაძლებელია თუ არა, პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნის სწრაფად განვითარება მოჰყვეს ისეთ რამეს, როგორიცაა, მაგალითად, მოწამვლა-მეთქი და დამიდასტურეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ