სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო მალხაზიშვილი: "ჩვენ ახალაიას გასართობად არ დავდიოდით თავდაცვის სამინისტროში"
ალეკო მალხაზიშვილი: "ჩვენ ახალაიას გასართობად არ დავდიოდით თავდაცვის სამინისტროში"

წინა კვი­რას ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში ახა­ლი "კო­მე­დი არხი" გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის გე­ნე­რა­ლურ მე­ნე­ჯე­რად ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. "კო­მე­დი ჯგუფ­შიც" ცვლი­ლე­ბე­ბია. რო­გორც ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცესს 20-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­ე­წი­რა. მათ შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი - ნიკა გრი­გო­ლია, სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძე, "ალუბ­ლე­ბის ქუ­ჩის" მსა­ხი­ო­ბე­ბი. რა­ტომ და­ი­ხუ­რა სე­რი­ა­ლი, რა სი­ახ­ლე­ებს გვთა­ვა­ზობს "კო­მე­დი არხი" და რას უსურ­ვებს ჯგუ­ფი­დან წა­სულ იუ­მო­რის­ტებს, ალე­კო თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- ალე­კო, პირ­ველ რიგ­ში ნიკა გრი­გო­ლი­ა­სა და სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძის ბრალ­დე­ბებს უნდა უპა­სუ­ხო, რომ­ლე­ბიც "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­უშ­ვით...

- ამას ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ოპ­ტი­მი­ზა­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ. ნიკა და სიკო გუნდში რომ აღარ არი­ან, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან. ურ­თი­ერ­თო­ბას ვაგ­რძე­ლებთ და ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ორი­ვეს აქვს.

- პერ­სპექ­ტი­ვა­ში რას გუ­ლის­ხმობ?

- ჯგუფ­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ჩვენ სხვა­ნა­ი­რი, გუნ­დუ­რი სის­ტე­მა გვაქვს.

- ნიკა და სიკო რა­ტომ არ არი­ან გუნდში?

- ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის დროს შე­იძ­ლე­ბა კრი­ზის­მე­ნე­ჯმენ­ტის საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე. შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი შეც­ვა­ლო ნაკ­ლე­ბად ღი­რე­ბუ­ლით და ამან გა­ა­მარ­თლოს. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, ნი­კას და სი­კოს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლონ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ­თან, თუნ­დაც "კო­მე­დი არხზე". გუ­ში­ნაც სიკო იყო ჩემ­თან გარ­კვე­უ­ლი შე­კი­თხვე­ბით მო­სუ­ლი. ანუ, ჩვენ მე­გობ­რო­ბა არ გაგ­ვი­წყვე­ტია. მათი "კო­მე­დი შო­უ­დან" წას­ვლა კონ­ფლიქ­ტის სა­ბა­ბი არ გამ­ხდა­რა. "კო­მე­დი არხზე", რო­მელ­ზეც უკვე ახალ გა­და­ცე­მებს ვი­წყებთ, შე­იძ­ლე­ბა ნი­კას და სი­კოს პრო­ექ­ტე­ბიც ვი­ხი­ლოთ. ეს მათ სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ვიცი, ორი­ვე მათ­გა­ნი "რუს­თა­ვი 2"-ზე რჩე­ბა.

- ალე­კო, მხო­ლოდ ეს ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­ე­წი­რა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცესს?

- ორი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, თო­რემ ოცამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ვუშ­ვით.

- ისი­ნიც მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვ­დნენ და ამის გამო მოყ­ვნენ შემ­ცი­რე­ბა­ში?

- არა, უბ­რა­ლოდ, ჯო­ბია გა­უშ­ვა, ვიდ­რე ხელ­ფა­სი და­აკ­ლო. და­ნარ­ჩე­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, "ალუბ­ლე­ბის ქუ­ჩის" მსა­ხი­ო­ბე­ბი, ამ პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე "სტა­ფი", ამ სე­რი­ა­ლის და­ხურ­ვას შე­ე­წირ­ნენ.

- "ალუბ­ლე­ბის ქუ­ჩის" და­ხურ­ვის მი­ზე­ზი რაღა იყო?

- ისევ და ისევ ცვლი­ლე­ბე­ბი ბი­უ­ჯეტ­ში, თუმ­ცა ჩვენ ამ მსა­ხი­ო­ბებს არ ვკარ­გავთ. ახლა ვა­კე­თებთ ახალ პრო­ექტს "კო­მე­დი არხზე", რო­მე­ლიც იან­ვრი­დან გავა ეთერ­ში "ალუბ­ლე­ბის ქუ­ჩის" მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, თუმ­ცა ყვე­ლას ვერ და­ვა­კა­ვებთ. იქ და­ახ­ლო­ე­ბით 12-13 კაცი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. აქ 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს. ეს იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სკეტ­ჩის­გან შემ­დგა­რი გა­და­ცე­მა. იქ­ნე­ბა მეტი გა­რე­გა­და­ღე­ბა, ვიდ­რე სტუ­დი­უ­რი. "პი­ლო­ტი" უკვე ჩავ­წე­რეთ. კარ­გი გა­მო­ვი­და და პრო­ექ­ტი დამ­ტკიც­და.

- ნიკა გრი­გო­ლი­ას და­ვუბ­რუნ­დეთ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ადრე, როცა ნიკა უდის­ციპ­ლი­ნო­ბის მი­ზე­ზით "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­უშ­ვით, ის ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და­აბ­რუ­ნა თქვენს ჯგუფ­ში...

- ახა­ლა­ი­ას­თან მე­გობ­რო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ნიკა "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" გა­ვუშ­ვით, არც მა­შინ ვწყვეტ­დით ურ­თი­ერ­თო­ბას მას­თან, რო­გორც ჩვენს მე­გო­ბარ­თან. როცა ამი­კო, ფაქო და მჟა­ვია წა­ვიდ­ნენ არ­ხი­დან, ნიკა გრი­გო­ლი­ას დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გა დღის წეს­რიგ­ში. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ და "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ერ­თად მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ აი­გი­ვებთ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კას­თან. ეს არის მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი.

- თქვე­ნი ბიზ­ნე­სი ბოლო დროს პო­ლი­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. თქვენ ივენ­თებს გიკ­ვეთ­დათ ბაჩო ახა­ლა­ია. ამა­ზე ნიკა გრი­გო­ლი­ამ ისა­უბ­რა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბა. რა მოხ­და მერე. ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­სარ­თო­ბად კი არ და­დი­ოდ­ნენ ბი­ჭე­ბი... პირ­ველ ეტაპ­ზე ამ ივენ­თებ­ზე ნი­კას­თან ერ­თად ამი­კო, ფაქო, თემო მჟა­ვია, ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლიც და­დი­ოდ­ნენ. რად­გან ჩვენ "რუს­თა­ვი 2"-ზე ვმუ­შა­ობთ, ამი­ტომ ეკი­თხე­ბით ამ ივენ­თე­ბის შე­სა­ხებ გრი­გო­ლი­ას? სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის იუ­მო­რის­ტებ­საც ჰკი­თხეთ, რა­ტომ და­დი­ოდ­ნენ. ეს ბიზ­ნე­სია, არ არის პო­ლი­ტი­კა. ფულს ბაჩო ახა­ლა­ი­ას გარ­თო­ბის­თვის კი არ გიხ­დი­ან, არა­მედ იმის­თვის, რომ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს ერთი დღე შე­უმ­სუ­ბუ­ქო. ჩვენ ცი­ხე­ებ­შიც დავ­დი­ო­დით, სა­სა­მარ­თლოც გვიკ­ვეთ­და ზოგ­ჯერ "ივენ­თებს", დღე­საც შე­უძ­ლი­ათ დაგ­ვიკ­ვე­თონ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა სხვა­დას­ხვა ტი­პის "ივენ­თი". სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვუშ­ვებთ ხალ­ხს სა­მუ­შა­ოდ. პო­ლი­ტი­კუ­რი მა­შინ იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი სა­ღა­მო­ე­ბი, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის მხარ­და­სა­ჭერ "ივენთს" თუ მო­ვამ­ზა­დებ­დით. ასე­თი რამ არას­დროს გაგ­ვი­კე­თე­ბია.

- "კო­მე­დი არხზე" ჯერ­ჯე­რო­ბით თქვე­ნი ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­დის. ამას წი­ნათ ვნა­ხე "ფა­რუ­ლი კა­მე­რა", რო­მე­ლიც და­ვით გო­გიშ­ვილს, იმა­ვე ციყვს "გა­უ­ჩა­ლი­ჩეთ", რო­მე­ლიც თქვენს გუნდში აღარ არის. ეს შეგ­ნე­ბუ­ლად ამო­არ­ჩი­ეთ თუ...

- ეს არის არ­ქი­ვი, რო­მე­ლიც ჩვენ გვი­კე­თე­ბია ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლებ ცალ­კე­უ­ლი სი­უ­ჟე­ტის ამორ­ჩე­ვას და მონ­ტაჟს. და­ვი­წყეთ 2003 წლი­დან და ვუშ­ვებთ ყვე­ლას. და­ვით გო­გიშ­ვი­ლის გარ­და ამი­კოც იყო, ფა­ქოც, გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც დღეს მათ­თან არის...

- დათო გო­გიშ­ვი­ლი "ვა­ნოს შო­უ­შიც" ახ­სე­ნე, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ დღემ­დე კარ­გი გან­წყო­ბა გაქვს მის მი­მართ...

- ერთი რამ მინ­და გი­თხრათ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან მი­დი­ან, არ არი­ან ჩემი მტრე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რას­დროს ვერ გა­ი­გებთ ჩემ­გან რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე აუგს. როცა მი­დი­ხარ და მერე ჰყვე­ბი ასე­თი და ასე­თი იყოო, ეს ცოტა პა­ტა­რა კა­ცო­ბად მი­მაჩ­ნია. როცა ექ­ვსი წელი ადა­მი­ან­თან ცხოვ­რობ (ცხოვ­რე­ბა ჰქვია, როცა დღე და ღამე ერ­თად ვი­ყა­ვით), არ შე­იძ­ლე­ბა მერე მას­ზე ცუდი ილა­პა­რა­კო. ასე რომ, ჩემ­გან ვე­რა­ვის­ზე აუგს ვერ გა­ი­გებთ. მე შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო მათ პრო­დუქტზე, ნა­ხე­ვა­რი წელი გა­ვი­და და ჯერ არ ჩანს. ეტყო­ბა ჯერ არ სცა­ლი­ათ, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­დაც წე­რენ, რო­გო­რი ცუ­დე­ბი ვართ ჩვენ. თან გვა­ში­ნე­ბენ, კი­დევ ბევ­რს მოვ­ყვე­ბი­თო. ამი­ტო­მაც ვერ მი­ხე­დეს დღემ­დე ტე­ლეპ­რო­დუქტს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მსგავს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე არ ვბრაზ­დე­ბი ხოლ­მე, რად­გან შენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხარ. უბ­რა­ლოდ, ერთი ნი­უ­ან­სი მომ­ხვდა თვალ­ში, ამ­ბობ­დნენ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გვქონ­დაო, ვი­ზღუ­დე­ბო­დი­თო. მათი რეკ­ლა­მა ვნა­ხე, სა­დაც იმა­ვეს აკე­თე­ბენ, რა­საც აქ აკე­თებ­დნენ. ამი­ტომ გა­მიკ­ვირ­და, სად არის სი­ახ­ლე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა?

- რაც შე­ე­ხე­ბა გოჩა თან­და­რაშ­ვილს, რო­გორც ვიცი, ის ბევ­რად ადრე გა­უშ­ვით გუნ­დი­დან, ვიდ­რე ბე­რას სტუ­დია და "ჯი­დი­ე­სი" გაჩ­ნდე­ბო­და ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში...

- მარ­თა­ლია. სხვა­თა შო­რის, გოჩა დღემ­დე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ზუს­ტად ისე ფიქ­რობს, რო­გორც მე. არას­დროს არა­ვის­ზე იტყვის ცუდს.

- თუმ­ცა ის თქვენს კონ­კუ­რენტ არხ "ჯი­დი­ეს­ზე" მუ­შა­ობს.

- მე არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს არხი ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტია. "კო­მე­დი არხი" კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის არ­ხია, ის - გა­სარ­თო­ბი. რად­გან პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ, კარ­გი, ჩავ­თვა­ლოთ, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ. ერთი კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ "კო­მე­დი არხი" რე­ი­ტინ­გით მე­სა­მე ად­გილ­ზეა. "რუს­თა­ვი 2" და "იმე­დი" უს­წრებს მხო­ლოდ 3-4 დღე­ში, თან იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ჯერ ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბი არ დაგ­ვი­წყია, ეს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია. სხვა­თა შო­რის, 9 დე­კემ­ბერს ახა­ლი გა­და­ცე­მა გავა ეთერ­ში. ეს არის მუ­სი­კა­ლურ-იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა. იქ ნა­ხავთ მუ­სი­კა­ლურ ხუ­თე­ულს, ანუ იუ­მო­რის­ტუ­ლად გა­და­კე­თე­ბულ სიმ­ღე­რებს. გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა ის არის, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი აკე­თებს, ეს არის მიშა ცინ­ცა­ძე. თვი­თონ მღე­რის, ხმებ­ში შლის, კლი­პებს წერს.

- არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა ეს სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ახა­ლი ბიჭი გვყავს "კო­მე­დი შო­უ­ში", ბა­თუ­მე­ლი, სათ­ვა­ლი­ა­ნი, შე­ამ­ჩნევ­დით... ისიც მინ­და გი­თხრათ, რომ "კო­მე­დი არხს" ორი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი ჰყავს, ირაკ­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლობს და და­ვით გო­გო­ხია, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შე­მოგ­ვი­ერ­თდა და უკვე სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა ჩვენ­თვის. არ­ხის გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სე­რად დამ­ნიშ­ნეს და დიდი ოპ­ტი­მიზ­მით ვუ­ყუ­რებ ამ არხს. ვფიქ­რობ, რომ სწო­რად გავ­თვა­ლეთ არ­ხის წა­მო­წყე­ბის დრო. ხალ­ხი გა­დაღ­ლი­ლია პო­ლი­ტი­კის­გან, გარ­თო­ბა, გან­ტვირ­თვა სჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც გვაქვს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი.

- სა­ა­ხალ­წლოდ რას აპი­რებთ?

- ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებს ვგეგ­მავთ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, არ ვღა­ლა­ტობთ მა­ყუ­რე­ბელს. 27-28-29 დე­კემ­ბერს გვექ­ნე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი.

- აქუ რომ არ გე­ყო­ლე­ბათ, გრი­გო­ლი­ას სა­ხით... თუ შე­იძ­ლე­ბა გყავ­დეთ კი­დეც?

- არა, აქუ არ გვე­ყო­ლე­ბა.

- არც მიშა, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რის სა­ხით?

- არა, არც აფ­ცი­ა­უ­რი იქ­ნე­ბა.

- დიდი დრო გა­ვი­და მას მერე, რაც შენ­სა და აფ­ცი­ა­ურს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­და. იმ­დე­ნად დიდი, რომ "თქვე­ნი შოუ" და­ი­ხუ­რა კი­დეც. მას მერე ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არც ერთს არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ. იქ­ნებ მო­ვი­და დრო, თქვა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად მა­შინ?

- ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია, რომ შენ ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, ინ­ტრი­გა, სკან­და­ლი გჭირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ხში­რად ხმა­რობ სი­ტყვებს: ბრალ­დე­ბა, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა. მინ­და ცალ­სა­ხად ვთქვა, რომ ეს არ იყო გან­ხეთ­ქი­ლე­ბა. ეს არის ბიზ­ნე­სი, შო­უ­ბიზ­ნე­სი. გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი ჩვენ მო­ვიყ­ვა­ნეთ გუნდში. სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ა­კე­თა "სხვა კონ­ცერ­ტი", რომ­ლი­და­ნაც გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამ ტი­პის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა. გა­და­ვა­კე­თეთ, და­ვა­ფორ­მა­ტეთ და შევ­ქმე­ნით "თქვე­ნი შოუ". მოხ­და ისე, რომ აფ­ცი­ა­ურს ცალ­კე გას­ვლა მო­უნ­და.

- მაგ­რამ ასე ხომ არ ხდე­ბა, მო­მინ­და და ჩემს პრო­ექტს თა­ვად ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბო...

- ამას უფრო ახალ­გაზ­რდულ ამ­ბი­ცი­ას ვაბ­რა­ლებ. ჩემი აზ­რე­ბის სხვა­ზე მოხ­ვე­ვა არ მიყ­ვარს. ერთხელ რომ ვი­ტყვი, და­მი­ჯე­რე-მეთ­ქი და არ და­მი­ჯე­რებს, მეტ­ჯერ აღარ გა­ვუ­მე­ო­რებ. თუ ის დის­კომ­ფორ­ტს გრძნობს, მი­აჩ­ნია, რომ ამა თუ იმ ხუმ­რო­ბას უკეთ და­ა­ნახ­ვებს ხალ­ხს, უკეთ აარ­ჩევს სა­სა­ცი­ლო ნომ­რებს, კა­მა­თი არ მი­ღირს, ამი­ტომ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან და გა­ვუშ­ვით ცალ­კე. თუმ­ცა მე ვაფრ­თხი­ლებ­დი, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი და­ე­ცე­მა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მარ­თლდა კი­დეც. სა­მა­გი­ე­როდ, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­მა ამ­ბი­ცი­ე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლა და არც ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა ჩვენ შო­რის. მე არ ვარ დიქ­ტა­ტო­რი.

- და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აი­წყო ამ გა­და­ცე­მის წყა­ლო­ბით...

- ჰო, და თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერთხელ ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ყვე­ლას, ვინც ჩვენს ჯგუფ­ში აღარ არის.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ალეკო მალხაზიშვილი: "ჩვენ ახალაიას გასართობად არ დავდიოდით თავდაცვის სამინისტროში"

ალეკო მალხაზიშვილი: "ჩვენ ახალაიას გასართობად არ დავდიოდით თავდაცვის სამინისტროში"

წინა კვირას ქართულ ტელესივრცეში ახალი "კომედი არხი" გამოჩნდა, რომლის გენერალურ მენეჯერად ალეკო მალხაზიშვილი დაინიშნა. "კომედი ჯგუფშიც" ცვლილებებია. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ალეკო მალხაზიშვილი ამბობს, ოპტიმიზაციის პროცესს 20-მდე თანამშრომელი შეეწირა. მათ შორის არიან ცნობილი სახეები - ნიკა გრიგოლია, სიკო ჭუმბურიძე, "ალუბლების ქუჩის" მსახიობები. რატომ დაიხურა სერიალი, რა სიახლეებს გვთავაზობს "კომედი არხი" და რას უსურვებს ჯგუფიდან წასულ იუმორისტებს, ალეკო თავად გვიამბობს.

-  ალეკო, პირველ რიგში ნიკა გრიგოლიასა და სიკო ჭუმბურიძის ბრალდებებს უნდა უპასუხო, რომლებიც "კომედი შოუდან" გაუშვით...

-  ამას ვერ გავექცეოდით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმიზაცია ჩავატარეთ. ნიკა და სიკო გუნდში რომ აღარ არიან, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ურთიერთობას ვაგრძელებთ და ჩვენთან მუშაობის პერსპექტივა ორივეს აქვს.

-  პერსპექტივაში რას გულისხმობ?

-  ჯგუფში ვერ დაბრუნდებიან, ჩვენ სხვანაირი, გუნდური სისტემა გვაქვს.

-  ნიკა და სიკო რატომ არ არიან გუნდში?

-  ოპტიმიზაციის დროს შეიძლება კრიზისმენეჯმენტის საფრთხის წინაშე დადგე. შეიძლება ძვირად ღირებული მსახიობი შეცვალო ნაკლებად ღირებულით და ამან გაამართლოს. თუმცა ვიმეორებ, ნიკას და სიკოს აქვთ საშუალება გააგრძელონ ურთიერთობა ჩვენთან, თუნდაც "კომედი არხზე". გუშინაც სიკო იყო ჩემთან გარკვეული შეკითხვებით მოსული. ანუ, ჩვენ მეგობრობა არ გაგვიწყვეტია. მათი "კომედი შოუდან" წასვლა კონფლიქტის საბაბი არ გამხდარა. "კომედი არხზე", რომელზეც უკვე ახალ გადაცემებს ვიწყებთ, შეიძლება ნიკას და სიკოს პროექტებიც ვიხილოთ. ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, ორივე მათგანი "რუსთავი 2"-ზე რჩება.

-  ალეკო, მხოლოდ ეს ორი თანამშრომელი შეეწირა ოპტიმიზაციის პროცესს?

-  ორი ცნობილი სახეა, თორემ ოცამდე თანამშრომელი გავუშვით.

-  ისინიც მაღალ ანაზღაურებას ითხოვდნენ და ამის გამო მოყვნენ შემცირებაში?

-  არა, უბრალოდ, ჯობია გაუშვა, ვიდრე ხელფასი დააკლო. დანარჩენები, მაგალითად, "ალუბლების ქუჩის" მსახიობები, ამ პროექტზე მომუშავე "სტაფი", ამ სერიალის დახურვას შეეწირნენ.

-  "ალუბლების ქუჩის" დახურვის მიზეზი რაღა იყო?

-  ისევ და ისევ ცვლილებები ბიუჯეტში, თუმცა ჩვენ ამ მსახიობებს არ ვკარგავთ. ახლა ვაკეთებთ ახალ პროექტს "კომედი არხზე", რომელიც იანვრიდან გავა ეთერში "ალუბლების ქუჩის" მსახიობების მონაწილეობით, თუმცა ყველას ვერ დავაკავებთ. იქ დაახლოებით 12-13 კაცი იყო დაკავებული. აქ 6-კაციანი ჯგუფი იმუშავებს. ეს იქნება რამდენიმე სკეტჩისგან შემდგარი გადაცემა. იქნება მეტი გარეგადაღება, ვიდრე სტუდიური. "პილოტი" უკვე ჩავწერეთ. კარგი გამოვიდა და პროექტი დამტკიცდა.

-  ნიკა გრიგოლიას დავუბრუნდეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრე, როცა ნიკა უდისციპლინობის მიზეზით "კომედი შოუდან" გაუშვით, ის ბაჩო ახალაიამ დააბრუნა თქვენს ჯგუფში...

-  ახალაიასთან მეგობრობა არაფერ შუაშია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ნიკა "კომედი ჯგუფიდან" გავუშვით, არც მაშინ ვწყვეტდით ურთიერთობას მასთან, როგორც ჩვენს მეგობართან. როცა ამიკო, ფაქო და მჟავია წავიდნენ არხიდან, ნიკა გრიგოლიას დაბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ ერთად მივიღეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ აიგივებთ ამ ყველაფერს პოლიტიკასთან. ეს არის მხოლოდ ბიზნესი.

-  თქვენი ბიზნესი ბოლო დროს პოლიტიკასთან ასოცირდებოდა. თქვენ ივენთებს გიკვეთდათ ბაჩო ახალაია. ამაზე ნიკა გრიგოლიამ ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში...

-  საქართველოში ყველაფერი პოლიტიკასთან ასოცირდება. რა მოხდა მერე. ბაჩო ახალაიას გასართობად კი არ დადიოდნენ ბიჭები... პირველ ეტაპზე ამ ივენთებზე ნიკასთან ერთად ამიკო, ფაქო, თემო მჟავია, ვახო ბიჭიკაშვილიც დადიოდნენ. რადგან ჩვენ "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობთ, ამიტომ ეკითხებით ამ ივენთების შესახებ გრიგოლიას? სხვა პოლიტიკური შეხედულების იუმორისტებსაც ჰკითხეთ, რატომ დადიოდნენ. ეს ბიზნესია, არ არის პოლიტიკა. ფულს ბაჩო ახალაიას გართობისთვის კი არ გიხდიან, არამედ იმისთვის, რომ ქართველ ჯარისკაცებს ერთი დღე შეუმსუბუქო. ჩვენ ციხეებშიც დავდიოდით, სასამართლოც გვიკვეთდა ზოგჯერ "ივენთებს", დღესაც შეუძლიათ დაგვიკვეთონ სახელმწიფო სტრუქტურებმა სხვადასხვა ტიპის "ივენთი". სიამოვნებით გავუშვებთ ხალხს სამუშაოდ. პოლიტიკური მაშინ იქნებოდა ჩვენი საღამოები, რომელიმე პოლიტიკოსის მხარდასაჭერ "ივენთს" თუ მოვამზადებდით. ასეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია.

-  "კომედი არხზე" ჯერჯერობით თქვენი ძველი პროექტები გადის. ამას წინათ ვნახე "ფარული კამერა", რომელიც დავით გოგიშვილს, იმავე ციყვს "გაუჩალიჩეთ", რომელიც თქვენს გუნდში აღარ არის. ეს შეგნებულად ამოარჩიეთ თუ...

-  ეს არის არქივი, რომელიც ჩვენ გვიკეთებია ცხრა წლის განმავლობაში. ფიზიკურად ვერ შეძლებ ცალკეული სიუჟეტის ამორჩევას და მონტაჟს. დავიწყეთ 2003 წლიდან და ვუშვებთ ყველას. დავით გოგიშვილის გარდა ამიკოც იყო, ფაქოც, გოჩა თანდარაშვილიც, რომელიც დღეს მათთან არის...

-  დათო გოგიშვილი "ვანოს შოუშიც" ახსენე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღემდე კარგი განწყობა გაქვს მის მიმართ...

-  ერთი რამ მინდა გითხრათ, ადამიანები, რომლებიც ჩვენგან მიდიან, არ არიან ჩემი მტრები. შესაბამისად, ვერასდროს ვერ გაიგებთ ჩემგან რომელიმე მათგანზე აუგს. როცა მიდიხარ და მერე ჰყვები ასეთი და ასეთი იყოო, ეს ცოტა პატარა კაცობად მიმაჩნია. როცა ექვსი წელი ადამიანთან ცხოვრობ (ცხოვრება ჰქვია, როცა დღე და ღამე ერთად ვიყავით), არ შეიძლება მერე მასზე ცუდი ილაპარაკო. ასე რომ, ჩემგან ვერავისზე აუგს ვერ გაიგებთ. მე შემიძლია ვილაპარაკო მათ პროდუქტზე, ნახევარი წელი გავიდა და ჯერ არ ჩანს. ეტყობა ჯერ არ სცალიათ, ინტერვიუებით არიან დაკავებული, სადაც წერენ, როგორი ცუდები ვართ ჩვენ. თან გვაშინებენ, კიდევ ბევრს მოვყვებითო. ამიტომაც ვერ მიხედეს დღემდე ტელეპროდუქტს. სიმართლე გითხრათ, მსგავს ინტერვიუებზე არ ვბრაზდები ხოლმე, რადგან შენზე ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქტუალური ხარ. უბრალოდ, ერთი ნიუანსი მომხვდა თვალში, ამბობდნენ, შემოქმედებითი თავისუფლება არ გვქონდაო, ვიზღუდებოდითო. მათი რეკლამა ვნახე, სადაც იმავეს აკეთებენ, რასაც აქ აკეთებდნენ. ამიტომ გამიკვირდა, სად არის სიახლე, შემოქმედებითი თავისუფლება?

-  რაც შეეხება გოჩა თანდარაშვილს, როგორც ვიცი, ის ბევრად ადრე გაუშვით გუნდიდან, ვიდრე ბერას სტუდია და "ჯიდიესი" გაჩნდებოდა ქართულ ტელესივრცეში...

-  მართალია. სხვათა შორის, გოჩა დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე. არასდროს არავისზე იტყვის ცუდს.

-  თუმცა ის თქვენს კონკურენტ არხ "ჯიდიესზე" მუშაობს.

-  მე არ მიმაჩნია, რომ ეს არხი ჩვენი კონკურენტია. "კომედი არხი" კომედიური ჟანრის არხია, ის - გასართობი. რადგან პატარა ქვეყანა ვართ, კარგი, ჩავთვალოთ, რომ კონკურენტები ვართ. ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს, ეთერში გასვლის შემდეგ "კომედი არხი" რეიტინგით მესამე ადგილზეა. "რუსთავი 2" და "იმედი" უსწრებს მხოლოდ 3-4 დღეში, თან იმ პირობებში, როცა ჯერ ახალი გადაცემები არ დაგვიწყია, ეს საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, 9 დეკემბერს ახალი გადაცემა გავა ეთერში. ეს არის მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემა. იქ ნახავთ მუსიკალურ ხუთეულს, ანუ იუმორისტულად გადაკეთებულ სიმღერებს. გადაცემის მთავარი ღირსება ის არის, რომ ერთი ადამიანი აკეთებს, ეს არის მიშა ცინცაძე. თვითონ მღერის, ხმებში შლის, კლიპებს წერს.

-  არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი...

-  ახალი ბიჭი გვყავს "კომედი შოუში", ბათუმელი, სათვალიანი, შეამჩნევდით... ისიც მინდა გითხრათ, რომ "კომედი არხს" ორი საუკეთესო რეჟისორი ჰყავს, ირაკლი ცქიტიშვილი, რომელიც ჩვენთან წლების განმავლობაში თანამშრომლობს და დავით გოგოხია, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა და უკვე საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა ჩვენთვის. არხის გენერალურ პროდიუსერად დამნიშნეს და დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ არხს. ვფიქრობ, რომ სწორად გავთვალეთ არხის წამოწყების დრო. ხალხი გადაღლილია პოლიტიკისგან, გართობა, განტვირთვა სჭირდება. ამიტომაც გვაქვს მაღალი რეიტინგი.

-  საახალწლოდ რას აპირებთ?

-  ტრადიციულად, საახალწლო კონცერტებს ვგეგმავთ ფილარმონიაში, არ ვღალატობთ მაყურებელს. 27-28-29 დეკემბერს გვექნება კონცერტები.

-  აქუ რომ არ გეყოლებათ, გრიგოლიას სახით... თუ შეიძლება გყავდეთ კიდეც?

-  არა, აქუ არ გვეყოლება.

-  არც მიშა, გიორგი აფციაურის სახით?

-  არა, არც აფციაური იქნება.

-  დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც შენსა და აფციაურს შორის განხეთქილება მოხდა. იმდენად დიდი, რომ "თქვენი შოუ" დაიხურა კიდეც. მას მერე ამ თემაზე კომენტარი არც ერთს არ გაგიკეთებიათ. იქნებ მოვიდა დრო, თქვა, რა მოხდა რეალურად მაშინ?

-  ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ შენ ჟურნალისტი ხარ, ინტრიგა, სკანდალი გჭირდება, ამიტომაც ხშირად ხმარობ სიტყვებს: ბრალდება, განხეთქილება. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს არ იყო განხეთქილება. ეს არის ბიზნესი, შოუბიზნესი. გიორგი აფციაური ჩვენ მოვიყვანეთ გუნდში. სადიპლომო ნამუშევარი გააკეთა "სხვა კონცერტი", რომლიდანაც გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ამ ტიპის სატელევიზიო გადაცემა. გადავაკეთეთ, დავაფორმატეთ და შევქმენით "თქვენი შოუ". მოხდა ისე, რომ აფციაურს ცალკე გასვლა მოუნდა.

-  მაგრამ ასე ხომ არ ხდება, მომინდა და ჩემს პროექტს თავად ვუხელმძღვანელებო...

-  ამას უფრო ახალგაზრდულ ამბიციას ვაბრალებ. ჩემი აზრების სხვაზე მოხვევა არ მიყვარს. ერთხელ რომ ვიტყვი, დამიჯერე-მეთქი და არ დამიჯერებს, მეტჯერ აღარ გავუმეორებ. თუ ის დისკომფორტს გრძნობს, მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ხუმრობას უკეთ დაანახვებს ხალხს, უკეთ აარჩევს სასაცილო ნომრებს, კამათი არ მიღირს, ამიტომ მოვილაპარაკეთ არხის გენერალურ დირექტორთან და გავუშვით ცალკე. თუმცა მე ვაფრთხილებდი, რომ ასე არ შეიძლება, გადაცემის რეიტინგი დაეცემა, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა კიდეც. სამაგიეროდ, გიორგი აფციაურმა ამბიციები დაიკმაყოფილა და არც ურთიერთობა გაფუჭებულა ჩვენ შორის. მე არ ვარ დიქტატორი.

-  და პირადი ცხოვრებაც აიწყო ამ გადაცემის წყალობით...

-  ჰო, და თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ყველას, ვინც ჩვენს ჯგუფში აღარ არის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"