მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი
როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი

ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად მო­გიყ­ვე­ბით, XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის­თვის მე­ტის­მე­ტად უჩ­ვე­უ­ლო იყო. ამი­ტომ, კარ­გა ხანს, კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის რუ­სულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში მისი დე­ტა­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც "არ­ნა­ხუ­ლი აფი­ო­რის" ნი­მუ­ში. უნდა ით­ქვას ისიც, რომ ოთხი გუ­რუ­ლი ფი­რა­ლის მიერ სტამ­ბოლ­ში, ოს­მა­ლე­თის ბან­კის გა­ძარ­ცვის ამ­ბა­ვი შემ­დგომ­ში არა­ერ­თი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ფილ­მის სი­უ­ჟე­ტა­დაც კი იქცა. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კი, რა­ტომ­ღაც, ამ ის­ტო­რი­ას ბოლო დრომ­დე გრი­ფი "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ" ედო.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 1905-1907 წლე­ბის გა­მოს­ვლე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა "წი­თე­ლი მა­უ­ზე­რის­ტი" ბესო რა­მიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ოს­მა­ლეთ­ში გა­და­ვი­და, რად­გა­ნაც ცა­რის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ღვთი­სა და მე­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო" საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ეძებ­და. ბესო ერთხანს ლა­ზე­თის ქა­ლაქ ვი­წე­ში (დღე­ვან­დე­ლი ფინ­დიკ­ლი) მჭედ­ლად იყო, მაგ­რამ მერე აგენ­ტებ­მა იქაც მი­აგ­ნეს და მა­ნაც, დაჰ­კრა ფეხი და სტამ­ბოლ­ში ამო­ყო თავი. იქ ბე­სოს დე­დის გაზ­რდი­ლი თა­ვა­დი სპი­რი­დონ გუ­რი­ე­ლი ცხოვ­რობ­და და ყო­ფილ მა­უ­ზე­რისტსაც მისი იმე­დი ჰქონ­და. მარ­თლაც, თა­ვად­მა ძი­ძიშ­ვი­ლი შე­ი­ფა­რა და სამ­ჭედ­ლო­შიც და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. ამ ხე­ლო­ბას იმ­ხა­ნად სტამ­ბოლ­ში ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი მის­დევ­დნენ, მათ კი თა­ვა­დი გუ­რი­ე­ლი მფარ­ვე­ლობ­და.

1910 წელს, რო­დე­საც ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში "ახალ­გაზ­რდა თურ­ქთა" გა­მოს­ვლე­ბი მძვინ­ვა­რებ­და, სპი­რი­დონ გუ­რი­ე­ლი ვი­ღაც უც­ნობ­მა, ხმის ჩამხშო­ბი­ა­ნი რე­ვოლ­ვე­რით მოკ­ლა ქუ­ჩა­ში. მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ცი­ამ ვე­რა­ფე­რი შე­ი­ტყო, რად­გა­ნაც ჯერ ერთი, მკვლე­ლი არც არა­ვის და­უ­ნა­ხავს - მან თა­ვადს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში ეტლს ელო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის ფან­ჯრი­დან ეს­რო­ლა; მე­ო­რეც - საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით თავი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ, რამ­დე­ნა­დაც სპი­რი­დონ გუ­რი­ე­ლი უცხო­ე­ლი იყო, თან ქრის­ტი­ა­ნი და სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცია თა­ვა­დაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და მას. თვალ­თვა­ლის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა­ღა, თა­ვად ეს ფაქ­ტი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის, რომ გუ­რი­ე­ლი ვი­ღაც გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რის და­ვა­ლე­ბით გა­ის­ტუმ­რეს იმ ქვეყ­ნად.

გუ­რი­ე­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ, ბესო რა­მიშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად მო­მუ­შა­ვე 3 გუ­რუ­ლი - სი­ლი­ბის­ტრო ცენ­ტე­რა­ძე, ლე­ვან ჭყო­ნია და და­თი­კო ადე­იშ­ვი­ლი სტამ­ბოლ­ში ულუკ­მა­პუ­როდ დარ­ჩნენ: ის სამ­ჭედ­ლო, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი თა­ვა­დი მფარ­ვე­ლობ­და, ვი­ღაც ალ­ბა­ნელ­მა შე­ის­ყი­და და ძვე­ლი მჭედ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­ყა­რა. გუ­რუ­ლებ­მა სხვა ად­გი­ლას სცა­დეს სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბა და სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ ბერ­ძნულ მო­ნას­ტერ­ში მო­ე­წყვნენ შავ მუ­შე­ბად. იქ კარ­გა ხანს იმუ­შა­ვეს, მაგ­რამ მერე მო­ნას­ტე­რი და­ი­კე­ტა და ისევ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდნენ. სწო­რედ ამ დროს, მათ და­უ­კავ­შირ­და მო­ნას­ტრის მა­მუ­ლის ყო­ფი­ლი მო­უ­რა­ვი, წარ­მო­შო­ბით ალ­ბა­ნე­ლი მარ­ტინ ზე­ბა­რი.

მარ­ტინ ზე­ბა­რი ალ­ბა­ნე­თის ოს­მალ­თა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი იყო. მან და გუ­რუ­ლებ­მა ად­ვი­ლად გა­მო­ნა­ხეს სა­ერ­თო ენა და დი­დად და­მე­გობ­რდნენ. მე­გობ­რო­ბა მო­ნას­ტრის და­კეტვის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და და ერთ დღე­საც, როცა გუ­რუ­ლებ­მა ალ­ბა­ნელს შეს­ჩივ­ლეს - ვერც ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ და სამ­შობ­ლო­შიც ვე­ღარ ვბრუნ­დე­ბი­თო, მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეს­თა­ვა­ზა: "ერთი საქ­მე უნდა გა­კეთ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე ისე­თი, ვინც ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ­და და ზედ­მე­ტი ხლა­ფორ­თიც არ დას­ჭირ­დე­ბო­და"... გუ­რუ­ლებ­მა ყუ­რე­ბი ცქვი­ტეს, შემ­დეგ კი მარ­ტინს ღი­მი­ლით ჰკი­თხეს: "რა საქ­მე უნდა იყოს ისე­თი, ჩვენ რომ ვერ შე­ვას­რუ­ლოთ? კი გვიც­ნობ და იცი, რომ არა­ფე­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა". ალ­ბა­ნელ­მაც, შეთ­ქმუ­ლი­ვით გა­ი­ღი­მა და ამო­ღერ­ღა: ბან­კი უნდა "გა­ვი­ტა­ნო­თო".

იმ­ხა­ნად ოს­მა­ლე­თის სა­იმ­პე­რიო ბან­კი არა­თუ ოს­მა­ლეთ­ში, არა­მედ თით­ქმის მთელ ევ­რო­პა­შიც სა­უ­კე­თე­სოდ და­ცულ ბან­კად მი­იჩ­ნე­ო­და და მის "გა­ტა­ნა­ზე" ოც­ნე­ბაც კი დიდ უტო­პი­ას წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ გუ­რუ­ლე­ბი ამას არ შე­უ­ში­ნე­ბია - ოთხი­ვე ყო­ფი­ლი ფი­რა­ლი იყო და ამის­თა­ნა საქ­მე­ე­ბი კარ­გად ეხერ­ხე­ბო­დათ, თან სინ­დი­სი იმით ჰქონ­დათ დამ­შვი­დე­ბუ­ლი, რომ ბან­კში არ­სე­ბუ­ლი ფული ეროვ­ნულ საქ­მეს უნდა მოხ­მა­რე­ბო­და, ოს­მა­ლე­ბი კი ოდით­გან­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი იყ­ვნენ.

ასე იყო თუ ისე, ბან­კის გა­ძარ­ცვის საქ­მე გუ­რუ­ლებ­მა ითა­ვეს, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი მათ­ში ასა­კით უფ­როს­სა და გა­მოც­დილ ბესო რა­მიშ­ვილს ხვდა წი­ლად. მან თა­ვი­დან­ვე კარ­გად იცო­და, რომ ბანკზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო - ოთხი­ვე­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ იქ­ნე­ბოდ­ნენ გან­წი­რულ­ნი ისე, რომ ფულს თვალ­საც ვერ მოჰ­კრავ­დნენ. ამი­ტომ, რა­ღაც სხვა გზა უნდა გა­მო­ე­ნა­ხათ. ბესო რა­მიშ­ვილ­მა ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, მარ­თლაც, ბრწყინ­ვა­ლე გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა.

საქ­მე ის იყო, რომ ბან­კის გა­სა­ღე­ბე­ბი სა­გან­გე­ბო სამ­ჭედ­ლო­ში მზად­დე­ბო­და. ბესო რა­მიშ­ვი­ლი იმ სამ­ჭედ­ლოს უფ­როსს კარ­გად იც­ნობ­და, მისი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და და იცო­და, რომ კარ­გი რუ­სუ­ლი არა­ყი ქვე­ყა­ნას ერ­ჩია. უფ­რო­სი რწმე­ნით მუს­ლი­მა­ნი იყო, მაგ­რამ ბევ­რს სვამ­და და ბე­სო­მაც სწო­რედ ამა­ზე და­ამ­ყა­რა მთე­ლი იმე­დე­ბი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ვი­თომ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა გზა­ში, მო­ი­კი­თხა და მახ­ლობ­ლად, რუ­სულ დუ­ქან­ში და­პა­ტი­ჟა.

რო­გორც რა­მიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობ­და, მარ­თლაც, სამ­ჭედ­ლოს უფ­რო­სი იმ დუ­ქან­ში რუ­სულ არაყს მი­ე­ძა­ლა და უგო­ნოდ გა­მოთ­ვრა. ბე­სომ დიდსუ­ლოვ­ნად მი­ა­ცი­ლა ში­ნამ­დე, მერე თა­ვა­ზი­ა­ნად გა­მო­ემ­შვი­დო­ბა და უკან გა­მობ­რუნ­და - იმა­ვე დუ­ქან­ში მას სი­ლი­ბის­ტრო, ლე­ვა­ნი და და­თი­კო ელოდ­ნენ. ბესო აუჩ­ქა­რებ­ლად შე­ვი­და კუ­პე­ში, სა­დაც გუ­რუ­ლე­ბი ის­ხდნენ და ჯი­ბი­დან სამ­ჭედ­ლოს გა­სა­ღე­ბი ამო­ი­ღო. "აუჰ, ბესო, რა კარ­გად მო­ი­ფიქ­რე ყვე­ლა­ფე­რი! ავ­დგეთ და ახ­ლა­ვე წა­ვი­დეთ!" - წა­მოხ­ტა და­თი­კო, მაგ­რამ ბე­სომ მზე­რით შე­ა­ჩე­რა: "მო­ი­ცა! ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს!" - უთხრა მან და მე­დუქ­ნეს გას­ძა­ხა, ოთხი კა­ცის პურ­მა­რი­ლი მო­ე­ტა­ნა.

ფევ­ზი-ბეი - ოს­მა­ლე­თის სა­იმ­პე­რიო ბან­კის სამ­ჭედ­ლოს უფ­რო­სი, სახ­ლში მშვი­დად ფშვი­ნავ­და, როცა მის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად მო­პა­რუ­ლი გა­სა­ღე­ბით, ოთხმა გუ­რულ­მა დიდი გარ­ჯის და და­ვი­და­რა­ბის გა­რე­შე გა­ა­ღო სამ­ჭედ­ლოს კარი, შე­ი­პა­რა შიგ და სა­იმ­პე­რიო ბან­კის სა­ცა­ვე­ბის გა­სა­ღე­ბე­ბის ას­ლე­ბი გა­და­ი­ღო. საქ­მე­ში სა­გან­გე­ბო­დაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ მძარ­ცვე­ლებს არც ერთი გა­სა­ღე­ბი არ მო­უ­პა­რავთ. რო­გორც ით­ქვა, ბესო რა­მიშ­ვილ­მა იცო­და, რომ სამ­ჭედ­ლო­ში მხო­ლოდ ბან­კის­თვის სა­ჭი­რო გა­სა­ღე­ბებ­სა და სა­კე­ტებს ამ­ზა­დებ­დნენ და ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა გა­სა­ღე­ბის ას­ლიც იქვე გა­და­ი­ღო.

მე­ო­რე დღეს კი, როცა ფევ­ზი-ბეი სამ­ჭედ­ლო­ში მი­ვი­და, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, იქა­უ­რო­ბა და­ლა­გე­ბუ­ლი დახ­ვდა. ოს­ტატს არა­ფე­რი უეჭ­ვია. კაც­მა რომ თქვას, სა­ბა­ბიც არ ჰქო­ნია ამი­სი; გუ­რუ­ლებს კი ბან­კის ყვე­ლა გა­სა­ღე­ბი უკვე ხელთ ჰქონ­დათ. ახლა, სა­ჭი­რო იყო შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა: ბესო რა­მიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, და­თი­კომ კარ­გად შე­ის­წავ­ლა ის კვარ­ტა­ლი, სა­დაც ბან­კი მდე­ბა­რე­ობ­და, ლე­ვან ჭყო­ნი­ამ კი მე­ხან­ძრე­თა ფორ­მე­ბი იყი­და სტამ­ბო­ლის "ქა­ფა­ლი ჩარ­შის" ბა­ზარ­ში; სი­ლი­ბის­ტრო ცენ­ტე­რა­ძემ და თა­ვად ბესო რა­მიშ­ვილ­მა ბლო­მად ნავ­თი მო­ი­მა­რა­გეს, მერე წა­ვიდ­ნენ და ოს­მა­ლე­თის სა­იმ­პე­რიო ბან­კის ახ­ლო­მახ­ლო, ხის შე­ნო­ბე­ბი შე­ათ­ვა­ლი­ე­რეს. ამ დროს მათ მარ­ტინ ზე­ბა­რი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალს და გაკ­ვირ­ვე­ბის­გან მხრებს იჩეჩ­და - ვერ იგებ­და, რა ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი "გურ­ჯებს".

სა­ნამ მარ­ტინ ზე­ბა­რი ოთხე­უ­ლის ჩა­ნა­ფიქ­რის გა­მოც­ნო­ბას ცდი­ლობ­და, იმ უბან­ში, სა­დაც ოს­მა­ლე­თის სა­იმ­პე­რიო ბან­კი მდე­ბა­რე­ობ­და, დიდი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ცე­ცხლი ისე სწრა­ფად მო­ე­დო შე­ნო­ბებს, რომ მე­ხან­ძრე­ებ­მა რე­ა­გი­რე­ბა ძლივს მო­ას­წრეს. წა­მიც და მთე­ლი სტამ­ბო­ლის მე­ხან­ძრე­ო­ბამ იქ მო­ი­ყა­რა თავი. მათ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და ბან­კის მცვე­ლე­ბიც მი­ეხ­მარ­ნენ და ყვე­ლამ ერ­თად და­ი­წყო ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა. ამ დროს ყუ­რა­დღე­ბაც არა­ვის მი­უქ­ცე­ვია იმის­თვის, რომ ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მე­ხან­ძრე­თა კი­დევ ერთი ეტლი მო­ვარ­და, რო­მე­ლიც ბან­კის უკა­ნა მხა­რეს შე­ჩერ­და და იქი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამი მე­ხან­ძრე გად­მოხ­ტა. ისი­ნი სწრა­ფად აძ­ვრნენ ბან­კის სა­ხან­ძრო კი­ბე­ზე და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, ფან­ჯრის ჩამ­ტვრე­ვის შემ­დეგ, ბან­კის შე­ნო­ბა­ში შე­აღ­წი­ეს.

ამა­სო­ბა­ში, გა­რეთ ხან­ძა­რი ძლი­ერ­დე­ბო­და და ყვე­ლა ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას ცდი­ლობ­და. გუ­რუ­ლებ­მა აუჩ­ქა­რებ­ლად გა­ა­ღეს სა­ცა­ვის ყვე­ლა კარი (ყვე­ლა მცვე­ლი, რო­მე­ლიც სხვა დროს მათ იცავ­და, მა­შინ გა­რეთ იყო გა­სუ­ლი) და სო­ლი­დუ­რი თან­ხა და­ი­სა­კუთ­რეს. მერე ისევ იმა­ვე გზით გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ, ეტ­ლში ჩას­ხდნენ და თვალს მი­ე­ფარ­ნენ. იმა­ვე სა­ღა­მოს, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში მარ­ტინ ზე­ბა­რი, ოთხი­ვე გუ­რუ­ლი და კი­დევ ერთი ალ­ბა­ნე­ლი ნა­ძარ­ცვი ფუ­ლის გა­ყო­ფას შე­უდ­გნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა ოს­მა­ლე­თის სა­იმ­პე­რიო ბან­კის ძარ­ცვა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ წა­ღე­ბუ­ლი იყო ხუ­თა­სი ათა­სამ­დე ოს­მა­ლუ­რი ლირა, რაც იმ დრო­ის­თვის სა­ა­რა­კო თან­ხად ით­ვლე­ბო­და. ბესო რა­მიშ­ვი­ლის გეგ­მამ გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა­ღა რო­გორც ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ხოლ­მე, საფრ­თხემ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქ იჩი­ნა თავი, სა­დაც არ ელოდ­ნენ: მას შემ­დეგ, რაც ფული გა­დათ­ვა­ლეს, გაყ­ვეს და გუ­რუ­ლებ­მა თა­ვი­სი წილი მი­ი­ღეს, ალ­ბა­ნე­ლე­ბი, ცხა­დია, თა­ვი­ან­თი გზით წა­ვიდ­ნენ. მათ, რო­გორც ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი პარ­ტი­ის წევ­რებს, პო­ლი­ცია უთ­ვალ­თვა­ლებ­და და ორი­ვე­ნი და­ა­კა­ვეს.

რაღა თქმა უნდა, და­კა­ვე­ბუ­ლებს ფული თან ჰქონ­დათ და შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ამ­ჟა­მად იტყვი­ან ხოლ­მე - ტექ­ნი­კის საქ­მე იყო: მარ­ტინ ზე­ბა­რიმ და მის­მა მხლე­ბელ­მა ალ­ბა­ნელ­მა, ვინ­მე ენ­ვერ არ­ნა­ვი­დიმ წა­მე­ბას ვერ გა­უძ­ლეს და გუ­რუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად, ოთხი­ვე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­და. მათ, რო­გორც უცხო­ე­ლებს, უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ამას აზრი აღარც კი ჰქონ­და - ალ­ბა­ნე­ლებს უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ემ­ხი­ლათ. გუ­რუ­ლებს ისღა დარ­ჩე­ნო­დათ, მათი ნა­ამ­ბო­ბი უა­რე­ყოთ ან და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის იყო, რომ ბესო რა­მიშ­ვილს, სი­ლი­ბის­ტრო ცენ­ტე­რა­ძეს და ლე­ვან ჭყო­ნი­ას რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეძებ­დნენ.

ბან­კის მძარ­ცვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­ჭე­რი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, გა­ზე­თებ­მა ქვე­ყა­ნას მოჰ­ფი­ნეს და ცხა­დია, ცნო­ბებ­მა რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ­დეც მი­აღ­წია. იქ მა­შინ სამ­ხედ­რო ატა­შე ქარ­თვე­ლი იყო - თა­ვა­დი სო­ლო­მონ წე­რე­თე­ლი. სწო­რედ მისი მე­ო­ხე­ბით შე­ი­ტყო რუ­სე­თის ელჩმაც, რომ ბან­კის მძარ­ცვე­ლებს რუ­სე­თის ჟან­დარ­მე­რია ეძებ­და.

გუ­რუ­ლებს ოს­მა­ლო გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­თვის ჯერ პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბაც არ მი­ე­ცათ, რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­მო­ცხად­და და ელ­ჩის ხელ­მო­წე­რი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნოტა მო­ი­ტა­ნა. "1907 წლის 3 სექ­ტემ­ბრი­დან, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძებ­ნი­ლე­ბად ცხად­დე­ბი­ან ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის ოზურ­გე­თის მაზ­რის მცხოვ­რებ­ნი..." - იტყო­ბი­ნე­ბო­და სამ­გვერ­დი­ა­ნი ნოტა. ოს­მა­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა გა­და­ცე­მა­ზე თა­ვი­დან უარი თქვეს, რად­გან ოთხე­ულს ძარ­ცვა ოს­მა­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ მერე მა­ინც დას­თან­ხმდნენ და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ელ­ჩო­შიც თა­ვად­ვე მი­იყ­ვა­ნეს, სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­თურთ.

ოთხი გუ­რუ­ლი, რო­გორც წესი, სამ­ხედ­რო ატა­შემ - თა­ვად­მა სო­ლო­მონ წე­რე­თელ­მა ჩა­ი­ბა­რა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რო­დე­საც ყვე­ლა ფორ­მა­ლო­ბა მოგ­ვარ­და, წე­რე­თელ­მა ოთხი­ვე­ნი (რა თქმა უნდა, ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლე­ბი) გემ­ში ჩას­ხა და ბად­რაგს ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­ნა. სო­ლო­მო­ნი და­კა­ვე­ბუ­ლებს არც შეხ­ვედ­რია; ერთი შე­ხედ­ვით, იგი ჩვე­უ­ლებ­რივ მო­იქ­ცა ისე, რო­გორც რუსი დიპ­ლო­მა­ტი უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ... ძებ­ნილ­თა ნაც­ვლად ორ კვი­რა­ში, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ბად­რა­გის მე­თა­უ­რის - კა­პი­ტან მაზ­მიშ­ვი­ლის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი ჩა­ვი­და: "გა­ტყო­ბი­ნებთ, რომ 1912 წლის 15 დე­კემ­ბერს, ქ. ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან მო­მა­ვა­ლი ხო­მალ­დი­დან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის და­კა­ვე­ბულ ქვე­შევ­რდომ­თა გად­მოყ­ვა­ნის დროს, თავს დაგ­ვესხნენ ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბი და ხან­მოკ­ლე შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ გა­ი­ტა­ცეს პა­ტიმ­რე­ბი: ვი­სა­რი­ონ რა­მიშ­ვი­ლი, სილ­ვესტრ ცენ­ტე­რა­ძე­ვი, ილია ჭყო­ნი­ე­ვი და და­ვიდ ადე­იშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან"... - და შემ­დეგ, დაწ­ვრი­ლე­ბით ჩა­მოთ­ვლი­ლი იყო ყვე­ლა ის და­ნა­შა­უ­ლი, რა­შიც ბრა­ლი ედე­ბო­დათ გუ­რუ­ლებს.

სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მთა­ვა­რი ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრი სიბ­რა­ზი­სა­გან ცო­ფებს ყრი­და, სუ­რე­ბის ტყე­ში, ბესო რა­მიშ­ვი­ლის სახ­ლთან ახ­ლოს ზღაპ­რუ­ლი სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი. მას ოთხი­ვე ძებ­ნი­ლი და კი­დევ სხვა რამ­დე­ნი­მე ფი­რა­ლი შე­მოს­ხდო­მო­და. ბესო ფეხ­ზე იდგა და თა­ვად სო­ლო­მონ წე­რეთ­ლის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს კი­თხუ­ლობ­და: "გუ­ლით მიყ­ვარ­ხართ, ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო! მარ­თა­ლია, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ, მაგ­რამ ნუ გა­მო­ე­კი­დე­ბით - ნათ­ქვა­მია, რაც არ გერ­გე­ბა, არ შე­გერ­გე­ბაო. მთა­ვა­რია, სამ­შობ­ლო­ში ხართ და ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც თქვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი და­ე­მუქ­რე­ბა. თა­ვა­დი სო­ლო­მონ წე­რე­თე­ლი".

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი

როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი

ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც "არნახული აფიორის" ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი იქცა. საბჭოთა კავშირში კი, რატომღაც, ამ ისტორიას ბოლო დრომდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1905-1907 წლების გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ახალგაზრდა "წითელი მაუზერისტი" ბესო რამიშვილი საქართველოდან ოსმალეთში გადავიდა, რადგანაც ცარისტული ხელისუფლება "ღვთისა და მეფის საწინააღმდეგო" საქმეებში მონაწილეობისთვის წითელი ცირკულარით ეძებდა. ბესო ერთხანს ლაზეთის ქალაქ ვიწეში (დღევანდელი ფინდიკლი) მჭედლად იყო, მაგრამ მერე აგენტებმა იქაც მიაგნეს და მანაც, დაჰკრა ფეხი და სტამბოლში ამოყო თავი. იქ ბესოს დედის გაზრდილი თავადი სპირიდონ გურიელი ცხოვრობდა და ყოფილ მაუზერისტსაც მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, თავადმა ძიძიშვილი შეიფარა და სამჭედლოშიც დააწყებინა მუშაობა. ამ ხელობას იმხანად სტამბოლში ძირითადად ქართველები მისდევდნენ, მათ კი თავადი გურიელი მფარველობდა.

1910 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში "ახალგაზრდა თურქთა" გამოსვლები მძვინვარებდა, სპირიდონ გურიელი ვიღაც უცნობმა, ხმის ჩამხშობიანი რევოლვერით მოკლა ქუჩაში. მკვლელობის თაობაზე პოლიციამ ვერაფერი შეიტყო, რადგანაც ჯერ ერთი, მკვლელი არც არავის დაუნახავს - მან თავადს, რომელიც ქუჩაში ეტლს ელოდა, სავარაუდოდ, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ესროლა; მეორეც - საქმის გამოძიებით თავი არ შეუწუხებიათ, რამდენადაც სპირიდონ გურიელი უცხოელი იყო, თან ქრისტიანი და სხვათა შორის, პოლიცია თავადაც უთვალთვალებდა მას. თვალთვალის მიზეზი უცნობია, თუმცაღა, თავად ეს ფაქტი საფუძველს მოკლებული არ არის, რომ გურიელი ვიღაც გავლენიანი პირის დავალებით გაისტუმრეს იმ ქვეყნად.

გურიელის სიკვდილის შემდგომ, ბესო რამიშვილი და მასთან ერთად მომუშავე 3 გურული - სილიბისტრო ცენტერაძე, ლევან ჭყონია და დათიკო ადეიშვილი სტამბოლში ულუკმაპუროდ დარჩნენ: ის სამჭედლო, რომელსაც ქართველი თავადი მფარველობდა, ვიღაც ალბანელმა შეისყიდა და ძველი მჭედლები ქუჩაში გამოყარა. გურულებმა სხვა ადგილას სცადეს სამუშაოს დაწყება და სტამბოლის ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში მოეწყვნენ შავ მუშებად. იქ კარგა ხანს იმუშავეს, მაგრამ მერე მონასტერი დაიკეტა და ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ დროს, მათ დაუკავშირდა მონასტრის მამულის ყოფილი მოურავი, წარმოშობით ალბანელი მარტინ ზებარი.

მარტინ ზებარი ალბანეთის ოსმალთაგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი იყო. მან და გურულებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და დიდად დამეგობრდნენ. მეგობრობა მონასტრის დაკეტვის შემდეგაც გაგრძელდა და ერთ დღესაც, როცა გურულებმა ალბანელს შესჩივლეს - ვერც ვერაფერს ვაკეთებთ და სამშობლოშიც ვეღარ ვბრუნდებითო, მან მოულოდნელად შესთავაზა: "ერთი საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად, მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც ყველაფერს შეძლებდა და ზედმეტი ხლაფორთიც არ დასჭირდებოდა"... გურულებმა ყურები ცქვიტეს, შემდეგ კი მარტინს ღიმილით ჰკითხეს: "რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ჩვენ რომ ვერ შევასრულოთ? კი გვიცნობ და იცი, რომ არაფერი გაგვიჭირდება". ალბანელმაც, შეთქმულივით გაიღიმა და ამოღერღა: ბანკი უნდა "გავიტანოთო".

იმხანად ოსმალეთის საიმპერიო ბანკი არათუ ოსმალეთში, არამედ თითქმის მთელ ევროპაშიც საუკეთესოდ დაცულ ბანკად მიიჩნეოდა და მის "გატანაზე" ოცნებაც კი დიდ უტოპიას წარმოადგენდა, მაგრამ გურულები ამას არ შეუშინებია - ოთხივე ყოფილი ფირალი იყო და ამისთანა საქმეები კარგად ეხერხებოდათ, თან სინდისი იმით ჰქონდათ დამშვიდებული, რომ ბანკში არსებული ფული ეროვნულ საქმეს უნდა მოხმარებოდა, ოსმალები კი ოდითგანვე საქართველოს მტრები იყვნენ.

ასე იყო თუ ისე, ბანკის გაძარცვის საქმე გურულებმა ითავეს, ხელმძღვანელობა კი მათში ასაკით უფროსსა და გამოცდილ ბესო რამიშვილს ხვდა წილად. მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა გამორიცხული იყო - ოთხივენი სასიკვდილოდ იქნებოდნენ განწირულნი ისე, რომ ფულს თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ამიტომ, რაღაც სხვა გზა უნდა გამოენახათ. ბესო რამიშვილმა ბევრი ფიქრის შემდეგ, მართლაც, ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავა.

საქმე ის იყო, რომ ბანკის გასაღებები საგანგებო სამჭედლოში მზადდებოდა. ბესო რამიშვილი იმ სამჭედლოს უფროსს კარგად იცნობდა, მისი ხასიათის თავისებურებანი კარგად მოეხსენებოდა და იცოდა, რომ კარგი რუსული არაყი ქვეყანას ერჩია. უფროსი რწმენით მუსლიმანი იყო, მაგრამ ბევრს სვამდა და ბესომაც სწორედ ამაზე დაამყარა მთელი იმედები. ერთ მშვენიერ დღეს, ვითომ შემთხვევით შეხვდა გზაში, მოიკითხა და მახლობლად, რუსულ დუქანში დაპატიჟა.

როგორც რამიშვილი ვარაუდობდა, მართლაც, სამჭედლოს უფროსი იმ დუქანში რუსულ არაყს მიეძალა და უგონოდ გამოთვრა. ბესომ დიდსულოვნად მიაცილა შინამდე, მერე თავაზიანად გამოემშვიდობა და უკან გამობრუნდა - იმავე დუქანში მას სილიბისტრო, ლევანი და დათიკო ელოდნენ. ბესო აუჩქარებლად შევიდა კუპეში, სადაც გურულები ისხდნენ და ჯიბიდან სამჭედლოს გასაღები ამოიღო. "აუჰ, ბესო, რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი! ავდგეთ და ახლავე წავიდეთ!" - წამოხტა დათიკო, მაგრამ ბესომ მზერით შეაჩერა: "მოიცა! ყველაფერს თავისი დრო აქვს!" - უთხრა მან და მედუქნეს გასძახა, ოთხი კაცის პურმარილი მოეტანა.

ფევზი-ბეი - ოსმალეთის საიმპერიო ბანკის სამჭედლოს უფროსი, სახლში მშვიდად ფშვინავდა, როცა მისგან შეუმჩნევლად მოპარული გასაღებით, ოთხმა გურულმა დიდი გარჯის და დავიდარაბის გარეშე გააღო სამჭედლოს კარი, შეიპარა შიგ და საიმპერიო ბანკის საცავების გასაღებების ასლები გადაიღო. საქმეში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ მძარცველებს არც ერთი გასაღები არ მოუპარავთ. როგორც ითქვა, ბესო რამიშვილმა იცოდა, რომ სამჭედლოში მხოლოდ ბანკისთვის საჭირო გასაღებებსა და საკეტებს ამზადებდნენ და ერთი ღამის განმავლობაში, ყველა გასაღების ასლიც იქვე გადაიღო.

მეორე დღეს კი, როცა ფევზი-ბეი სამჭედლოში მივიდა, ჩვეულებისამებრ, იქაურობა დალაგებული დახვდა. ოსტატს არაფერი უეჭვია. კაცმა რომ თქვას, საბაბიც არ ჰქონია ამისი; გურულებს კი ბანკის ყველა გასაღები უკვე ხელთ ჰქონდათ. ახლა, საჭირო იყო შემდეგ ეტაპზე გადასვლა: ბესო რამიშვილის მითითებით, დათიკომ კარგად შეისწავლა ის კვარტალი, სადაც ბანკი მდებარეობდა, ლევან ჭყონიამ კი მეხანძრეთა ფორმები იყიდა სტამბოლის "ქაფალი ჩარშის" ბაზარში; სილიბისტრო ცენტერაძემ და თავად ბესო რამიშვილმა ბლომად ნავთი მოიმარაგეს, მერე წავიდნენ და ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ახლომახლო, ხის შენობები შეათვალიერეს. ამ დროს მათ მარტინ ზებარი ინტერესით ადევნებდა თვალს და გაკვირვებისგან მხრებს იჩეჩდა - ვერ იგებდა, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული "გურჯებს".

სანამ მარტინ ზებარი ოთხეულის ჩანაფიქრის გამოცნობას ცდილობდა, იმ უბანში, სადაც ოსმალეთის საიმპერიო ბანკი მდებარეობდა, დიდი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ისე სწრაფად მოედო შენობებს, რომ მეხანძრეებმა რეაგირება ძლივს მოასწრეს. წამიც და მთელი სტამბოლის მეხანძრეობამ იქ მოიყარა თავი. მათ ადგილობრივი მოსახლეობა და ბანკის მცველებიც მიეხმარნენ და ყველამ ერთად დაიწყო ცეცხლის ჩაქრობა. ამ დროს ყურადღებაც არავის მიუქცევია იმისთვის, რომ ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეთა კიდევ ერთი ეტლი მოვარდა, რომელიც ბანკის უკანა მხარეს შეჩერდა და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ სამი მეხანძრე გადმოხტა. ისინი სწრაფად აძვრნენ ბანკის სახანძრო კიბეზე და მეორე სართულზე, ფანჯრის ჩამტვრევის შემდეგ, ბანკის შენობაში შეაღწიეს.

ამასობაში, გარეთ ხანძარი ძლიერდებოდა და ყველა ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. გურულებმა აუჩქარებლად გააღეს საცავის ყველა კარი (ყველა მცველი, რომელიც სხვა დროს მათ იცავდა, მაშინ გარეთ იყო გასული) და სოლიდური თანხა დაისაკუთრეს. მერე ისევ იმავე გზით გამოვიდნენ გარეთ, ეტლში ჩასხდნენ და თვალს მიეფარნენ. იმავე საღამოს, სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მარტინ ზებარი, ოთხივე გურული და კიდევ ერთი ალბანელი ნაძარცვი ფულის გაყოფას შეუდგნენ.

მოგვიანებით, როცა ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ძარცვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წაღებული იყო ხუთასი ათასამდე ოსმალური ლირა, რაც იმ დროისთვის საარაკო თანხად ითვლებოდა. ბესო რამიშვილის გეგმამ გაამართლა, თუმცაღა როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფრთხემ სრულიად მოულოდნელად იქ იჩინა თავი, სადაც არ ელოდნენ: მას შემდეგ, რაც ფული გადათვალეს, გაყვეს და გურულებმა თავისი წილი მიიღეს, ალბანელები, ცხადია, თავიანთი გზით წავიდნენ. მათ, როგორც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიის წევრებს, პოლიცია უთვალთვალებდა და ორივენი დააკავეს.

რაღა თქმა უნდა, დაკავებულებს ფული თან ჰქონდათ და შემდეგ ყველაფერი, როგორც ამჟამად იტყვიან ხოლმე - ტექნიკის საქმე იყო: მარტინ ზებარიმ და მისმა მხლებელმა ალბანელმა, ვინმე ენვერ არნავიდიმ წამებას ვერ გაუძლეს და გურულების ვინაობა დაასახელეს. შესაბამისად, ოთხივე მართლმსაჯულების ხელში ჩავარდა. მათ, როგორც უცხოელებს, უფლება ჰქონდათ, დუმილის უფლება გამოეყენებინათ, მაგრამ ამას აზრი აღარც კი ჰქონდა - ალბანელებს უკვე ყველაფერი გაემხილათ. გურულებს ისღა დარჩენოდათ, მათი ნაამბობი უარეყოთ ან დაედასტურებინათ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ბესო რამიშვილს, სილიბისტრო ცენტერაძეს და ლევან ჭყონიას რუსეთის იმპერიაში ოფიციალურად ეძებდნენ.

ბანკის მძარცველების ვინაობა დაჭერიდან მეორე დღესვე, გაზეთებმა ქვეყანას მოჰფინეს და ცხადია, ცნობებმა რუსეთის საელჩომდეც მიაღწია. იქ მაშინ სამხედრო ატაშე ქართველი იყო - თავადი სოლომონ წერეთელი. სწორედ მისი მეოხებით შეიტყო რუსეთის ელჩმაც, რომ ბანკის მძარცველებს რუსეთის ჟანდარმერია ეძებდა.

გურულებს ოსმალო გამომძიებლებისთვის ჯერ პირველი ჩვენებაც არ მიეცათ, რომ პოლიციის განყოფილებაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გამოცხადდა და ელჩის ხელმოწერილი ოფიციალური ნოტა მოიტანა. "1907 წლის 3 სექტემბრიდან, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ძებნილებად ცხადდებიან ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის მცხოვრებნი..." - იტყობინებოდა სამგვერდიანი ნოტა. ოსმალებმა ეჭვმიტანილთა გადაცემაზე თავიდან უარი თქვეს, რადგან ოთხეულს ძარცვა ოსმალეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ მერე მაინც დასთანხმდნენ და დაკავებულები საელჩოშიც თავადვე მიიყვანეს, სათანადო დოკუმენტაციითურთ.

ოთხი გურული, როგორც წესი, სამხედრო ატაშემ - თავადმა სოლომონ წერეთელმა ჩაიბარა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ყველა ფორმალობა მოგვარდა, წერეთელმა ოთხივენი (რა თქმა უნდა, ბორკილდადებულები) გემში ჩასხა და ბადრაგს ბათუმში გაატანა. სოლომონი დაკავებულებს არც შეხვედრია; ერთი შეხედვით, იგი ჩვეულებრივ მოიქცა ისე, როგორც რუსი დიპლომატი უნდა მოქცეულიყო, მაგრამ... ძებნილთა ნაცვლად ორ კვირაში, სანქტ-პეტერბურგში ბადრაგის მეთაურის - კაპიტან მაზმიშვილის ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩავიდა: "გატყობინებთ, რომ 1912 წლის 15 დეკემბერს, ქ. ბათუმის ნავსადგურში კონსტანტინოპოლიდან მომავალი ხომალდიდან რუსეთის იმპერიის დაკავებულ ქვეშევრდომთა გადმოყვანის დროს, თავს დაგვესხნენ ადგილობრივი კრიმინალები და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გაიტაცეს პატიმრები: ვისარიონ რამიშვილი, სილვესტრ ცენტერაძევი, ილია ჭყონიევი და დავიდ ადეიშვილი, რომლებიც ბრალდებულნი არიან"... - და შემდეგ, დაწვრილებით ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რაშიც ბრალი ედებოდათ გურულებს.

სწორედ იმ დროს, როდესაც სანქტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერიის მთავარი ძალოვანი მინისტრი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა, სურების ტყეში, ბესო რამიშვილის სახლთან ახლოს ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი. მას ოთხივე ძებნილი და კიდევ სხვა რამდენიმე ფირალი შემოსხდომოდა. ბესო ფეხზე იდგა და თავად სოლომონ წერეთლის გამოგზავნილ წერილს კითხულობდა: "გულით მიყვარხართ, ძვირფასო ქართველებო! მართალია, ნახევარი მილიონი ვერ შეინარჩუნეთ, მაგრამ ნუ გამოეკიდებით - ნათქვამია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო. მთავარია, სამშობლოში ხართ და ისეთ ადგილას, სადაც თქვენს თავისუფლებას ვერავინ და ვერაფერი დაემუქრება. თავადი სოლომონ წერეთელი".

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ